12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 ივნისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ამ დღე საინტერესო შეხვედრებს და თავგადასავლებს განასახიერებს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სარისკო საქმიანობისგან და საეჭვო ნაცნობობისგან თავი უნდა შეიკავოთ. თუ სტუმრად მიგიწვიეს, ეცადეთ, თავაზიანი უარი თქვათ ან ვიზიტი სხვა დღისთვის გადაიტანოთ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები და ოჯახური კონფლიქტი. ეცადეთ, საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში გაერკვეთ, რადგან ყველანაირი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ.


კურო


ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით, ქალი კუროებისთვის. კარიერული წინსვლა და ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით. გამორიცხული არ არის, რომ მამაკაცებს ოჯახში ან სამსახურში პრობლემები შექმნათ. გააუქმეთ დაგეგმილი მგზავრობა ან მოგზაურობა. ახლა ამისთვის არახელსაყრელი პერიოდია.


ტყუპები


ამ დღეს თავგადასავლები, ცვლილებები და ტყუილები ახლავს. ქალებს ახალ პარტნიორთან ურთიერთობა, კარიერული წინსვლა და შემოქმედებითი პოტენციალის სრულად გამოვლენის შესაძლებლობა ელით. გირჩევთ შანსი ხელიდან არ გაუშვათ.


კირჩხიბი


გილოცავთ! თქვენთვის საუკეთესო პერიოდი დგება, რომელიც ხელსაყრელი იქნება განახლებისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება, კეთილსინდისიერება და პიროვნული მომხიბვლელობა გარშემო  მყოფთა თვალში თქვენს ავტორიტეტს გაზრდის და სასურველ შედეგებს მოგიტანთ.


ლომი


თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და საეჭვო ნაცნობობისგან. ამ დღეს შესაძლოა, დაძაბულობამ მაქსიმუმს მიაღწიოს, რადგან მოსალოდნელია უსიამოვნო ცნობა, რომელიც რომელიღაც თქვენს ახლობელს ძალიან ცუდად ახასიათებს. მზად იყავით უსიამოვნო ამბისთვის.


ქალწული


დღეს ბედის უეცარი შემობუნება გელით. ეცადეთ, ყველა მგზავრობა და ვიზიტი გააუქმოთ, ხოლო კრიზისი - ახალი საქმის დასაწყისად აქციოთ. სასურველია სრულ მარტოობაში ან ოჯახის წევრებთან ერთად დაისვენოთ.


სასწორი


ცდუნებებისა და პროვოკაციების დღეა. წარსული გამოცდილებაზე დაყრდნობით, დღევანდელობას აანალიზებთ. გამორიცხული არ არის კონფლიქტური სიტუაცია, რომელსაც მოულოდნელი შედეგები მოჰყვება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ემოციები დაიცხროთ. გახსოვდეთ, სიმშვიდე და ფხიზელი გონება კრიზისული სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია. თუ პრინციპულობას შეინარჩუნებთ და ამპარტავნებას არ აჰყვებით, შეიძლება სასურველ შედეგს მიაღწიოთ. მთავარია, პროვოკაციებს არ წამოეგოთ.


მორიელი


პასიური დღეა. ურთიერთობებში თავშეკავება გამოიჩინეთ, რადგან უტაქტობამ ან ზედმეტმა მონდომებამ შეიძლება მიზნის მიღწევაში ხელი შეგიშალოთ. გირჩევთ, უსიამოვნებებს ფილოსოფიურად შეხედოთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო შეხვედრა გელით.


მშვილდოსანი


გირჩევთ ამ დღეს მინიმუმამდე შეამციროთ შეხვედრები და კონტაქტები. კარგი იქნება, თუ მხოლოდ მთავარზე იფიქრებთ და წვრილმან პრობლემებზე დროს და ენერგიას არ დაკარგავთ. შესაძლოა, მუშაობაში დაშვებულმა შეცდომამ დიდი დრო წაგავრთვათ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს ფიზიკური დატვირთვა და კოლექტიური საქმიანობა სახიფათოა.


თხის რქა


წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც თქვენს სიმტკიცეს და მოთმინებას გამოცდას მოუწყობს. ყურადღება გამოიჩინეთ საქმიან ქაღალდებთან და მატერიალურ ფასეულობებთან მუშაობის დროს - არსებობს შეცდომის ან ფინანსური ზარალის რისკი. დაუფიქრებლად ნურაფერს დაპირდებით - სავარაუდოდ, დაპირების ასრულება გაგიჭირდებათ.


თევზები


ამ დღეს შეგიძლიათ, რომ გარშემო მყოფები თქვენს უნიკალურობაში დაარწმუნოთ.  ენერგიულობა და შრომისუნარიანობა საშუალებას მოგცემთ, რომ ნებისმიერი სირთულის საქმეს ადვილად გაუმკლავდეთ. ამ დღეს უამრავი მოულოდნელობა გელით. როგორც სასიამოვნო, ისე ნაკლებად.

დღის ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.