15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 ივნისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ამ დღეს იზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, ენერგიულობა, სექსუალურობა და ინტუიცია. რასაც ხელს მოკიდებთ, ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს და ყველაზე დახლართული სიტუაციიდანაც კი საუკეთესო გამოსავალს იპოვით. განსაკუთრებით სასიამოვნო დღის მეორე ნახევარი იქნება. საქმიანი და რომანტიკული შეხვედრები გელით. ხელსაყრელია მოგზაურობა, ფიზიკური დატვირთვა, მსხვილი შენაძენი და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები.


კურო


რთული, წინააღმდეგობრივი დღეა. ძველ სიყვარულთან შეხვედრა გელით. რაღაც მიზეზით შეწყვეტილი ურთიერთობის აღდგენას და ურთიერთობის წრის გაფართოვებას შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ემოციები აკონტროლოთ - პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება უსიამოვნებები მოგიტანოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და პროფილაქტიკურ მკურნალობას მიმართეთ.


ტყუპები


ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს: ტყუილები, ცრუ დაპირებები და იმედგაცრუება. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი კომერციული აქტივობა ფინანსური ზარალით დასრულდება. რისკი და საქმის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება მიზნის მიღწევაში ხელს შეგიშლით. ნებისმიერ კონტაქტს შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. მოთმინებით აღიჭურვეთ და მოვლენების განვითარებას შორიდან დააკვირდით.


კირჩხიბი


ეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ და არაფერი დაგეგმოთ, რადგან თქვენს გეგმებს ასრულება არ უწერია. გირჩევთ, იმას დასჯერდეთ, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და ზედმეტი არაფერი მოითხოვოთ.


ლომი


ამ დღეს მეგობრული შეხვედრები და სასიყვარულო პაემანი გელით. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, ფიზიკური დატვირთვისთვის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციისა და მსხვილი შენაძენისთვის. ვარსკვლავები შემოქმედებითი პროფესიის ლომებს წყალობენ. მათი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და ინტუიცია მაქსიმალურ ზღვარს აღწევს.


ქალწული


ხელსაყრელი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციისა და მსხვილი შენაძენისთვის. კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს და ახლობელ ადამიანებს პატარა დღესასწაულს მოუწყობთ. განსაკუთრებულ სიამოვნებას ბავშვებთან კონტაქტი მოგანიჭებთ.


სასწორი


ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი დღეა. თავი შეიკავეთ რისთან დაკავშირებული საქმიანი ოპერაციებისგან. განსაკუთრებული სიფრთხილე ქალებს მართებთ  - მათი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, რასაც შეიძლება უამრავი დაავადება მოჰყვეს. მთლიანად გამორიცხეთ ფიზიკური დატვირთვა და ნეგატიური ემოციები. ეცადეთ, წვრილმან უსიამოვნებებს ნაკლები ყურადრება მიაქციოთ. ყველაფერი თავისთავად დალაგდება.


მორიელი


აქტიური, წარმატებული დღეა განსაკუთრებით, შემოქმედებითი პროფესიის მორიელებისთვის. შესაძლოა, თქვენმა მდიდარმა შინაგანმა სამყარომ არატრადიციული გარემოცვა და ურთიერთობები მოისურვოს. გაითვალისწინეთ, რომ საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება, გრძნობების სიმდიდრე, კეთილსინდისიერება და პიროვნული მომხიბვლელობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.


მშვილდოსანი


არახელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, სწავლისა და ახალი საქმის დაწყებისთვის. ეცადეთ, თავი აარიდოთ უსარგებლო საუბრებს და დოკუმენტებთან მუშაობას. გაითვალისწინეთ, რომ გამოცდას, რომელსაც ბედი გიმზადებთ, გაცილებით ადვილად გადაიტანთ ახლობელი ადამიანის გვერდით. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუ შესაძლებლობა გაქვთ, საღამო ბუნებაში გაატარეთ.


თხის რქა


ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებისთვის, მსხვილი შენაძენის, ქორწინებისა და გარიგებებისთვის. საკუთარი ძალების რაციონალურად განაწილების უნარი უსიამოვნებებს აგაცილებთ. მახვილი გონება და მშვენივრად განვითარებული ინტუიცია მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.


მერწყული


ამ დღეს პირადი ცხოვრებისა და რომანტიკული გრძნობებისთვის არ გცალიათ - ფინანსურ მდგომარეობასა და პროფესიულ საქმიანობაში შექმნილი პრობლემები მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ქრონიკული დაავადებების გამწვავების ასაცილებლად სასურველია პროფილაქტიკური ღონისძიებები.


თევზები


რთული, წინააღმდეგობრივი დღეა. ოპტიმიზმით სავსე ხართ. განმარტოების სურვილი პირად ცხოვრებაში პრობლემებს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია გაუგებრობები სასიყვარულო, პარტნიორულ ან ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა ჰარმონიული გახადოთ.

დღის ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.