24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 ივნისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გამოცდის პერიოდი ჯერ არ დასრულებულა. ნებისმიერი საქმე თქვენგან უდიდეს ძალისხმევას და პრობლემის არაორდინალურ გადაწყვეტას მოითხოვს. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო ცნობა ან რომანტიკული შეხვედრა. მხარდაჭერას ისეთი ადამიანებისგან მიიღებთ, რომლებისგანაც ასეთ საქციელს არ ელოდით.


კურო


დაუსრულებელი საქმეები ან უსიამოვნო ცნობა სრულფასოვანი დასვენების საშუალებას არ მოგცემთ. შინაგანი წონასწორობის აღსადგენადსამოგზაუროდ წასვლას ან გასეირნებას გირჩევთ. ეცადეთ სახლის გარეთ მეტი დრო გაატაროთ. ხელსაყრელი დროა სამკურნალო მცენარეების შეგროვებისთვის.


ტყუპები


ეს დღე სულიერ წონასწორობას მოგიტანთ, თუმცა სასიცოცხლო პოტენციალი ძალიან დაბალ ნიშნულზე იმყოფება. ხელსაყრელია საქმიან ქაღალდებთან მუშაობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და სუფთა ჰაერზე მუშაობისთვის. სასიამოვნო პაემანი ან საქმიანი შეხვედრა გელით. სწორად გაკეთებული არჩევანი აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ.


კირჩხიბი


ამ დღეს შავბნელი ფიქრები მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ. თუ გსურთ, რომ საკუთარ ფიქრებში გარკვეთ, დასვენების დღეები სადმე სასიამოვნო ადგილზე, სახლიდან შორს უნდა გაატაროთ. გირჩევთ ყველაფერი გააკეთოთ, რომ საკუთარი რეპუტაცია არ დააზიანოთ და ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.


ლომი


ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენთვის გამოცდის მორიგი ეტაპი იწყება. ნებისმიერი საქმე თქვენგან უდიდეს ძალისხმევას, არასტანდარტულ აზროვნებას და პრობლემების გადაჭრის არასტანდარტულ გზებს მოითხოვს. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ღალატი ან პარტნიორის მიმართ ინტერესის გაქრობა. ნუ იდარდებთ - წინ ახალი თავგადასავლები გელით.


ქალწული


ეს დღე საკუთარ ეგოიზმთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, საჭირო ნივთი შეიძინოთ. კარგი იქნება თუ მთელი ოჯახით სტუმრად წახვალთ ან სტუმრებს მიიღებთ.გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც შეგიყვარდეთ ან თავად გახდეთ ვიღაცის რომანტიკული გრძნობის ობიექტი.


სასწორი


იწყება შინაგანი თავისუფლების მოპოვებისა და ცდუნებებთან ბრძოლის  პერიოდი. სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ ნებისმიერ საქმეს ადვილად უმკლავდებით. გაითვალისწინეთ, რომ მთავარი დაბრკოლება შინაგანი თავისუფლებნისკენ მიმავალ გზაზე თქვენი სისუსტეები, აგრესიულობა და სხვაზე უფროსობის სურვილია. ერიდეთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობების გარკვევას.


მორიელი


ეს დღე თქვენს სიმტკიცეს და მოთმინებას გამოცდას მოუწყობს. შესაძლოა, ახალ და სრულიად უცნობ გარემოში აღმოჩნდეთ, თუმცა ადაპტირებას ადვილად მოახერხებთ. შესანიშნავი ინტუიციისა და გამჭრიახი გონების წყალობით შემოქმედებით საქმიანობაში, პირად ურთიერთობასა და ბიზნესში წარმატება გელით.


მშვილდოსანი


დაძაბული დღეა. ამ დღეს თქვენი უდიდესი მცდელობის მიუხედავად, ნებისმიერი საქმე წარუმატებლობისთვისაა განწირული, ხოლო ოცნებებს ასრულება არ უწერიათ. მოსალოდნელია ნერვიული სტრესი. შესაძლოა, უსიამოვნო ცნობამ მწყობრიდან გამოგიყვანოთ.


თხის რქა


თავდაჯერებული ხართ და ნებისმიერ საქმეს ადვილად უმკლავდებით. ხელსაყრელი დღეა შეძენისთვის, ქონების დაგროვებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის. გირჩევთ, მომავალ კვირაში საკუთარი გეგმების განხორციელებისთვის კარგად მოემზადოთ.


მერწყული


წარმატებული დღეა. ერთადერთი უსიამოვნება შესაძლოა, მსუბუქი თავის ტკივილი ან მოზარდ შვილებთან კამათი გახდეს. გირჩევთ, სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინოთ, რათა კონფლიქტი დიდხანს არ გაგრძელდეს.


თევზები


ეს დღე ტყუილებს, ილუზიებს, ცდუნებებს და პროვოკაციებს უკავშირდება. შესაძლოა, თქვენმა გულუბრყვილობამ ვიღაცაზე დამოკიდებული გაგხადოთ, რაც სამსახურებრივ პრობლემებზეც აისახება და ოჯახზეც. ახალგაზრდებს სიმწიფის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ნებისმიერი საქმიანობა ძალების უდიდეს კონცენტრაციას მოითხოვს.

დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?