26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

25 ნოემბერი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
დღის პირველ ნახევარში წარმატება გელით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის უცნობ საქმეს არ შეეჭიდებით. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ - ისინი უსაზღვრო არ გახლავთ. დღის მეორე ნახევარში ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი შეხვედრებისა და კონტაქტებისთვის. კარგი იქნება, თუ საღამოს მეგობრებთან ერთად, სახლის გარეთ გაატარებთ.


კურო
შესაძლოა, თქვენს ახლობელ ადამიანებს პრობლემები შეექმნათ. ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ საქმეებზე არ იფიქროთ და ახლობელ ადამიანებზეც იზრუნოთ, რომლებსაც თქვენი უყურადღებობა გულს ტკენთ.


ტყუპები
სავარაუდოდ, რომელიღაც არაკეთილისმსურველი მახეს გიგებთ, მაგრამ თავად გაებმება. გამოიჩინეთ თანდაყოლილი კეთილშობილება და არ სამაგიეროს ნუ გადაუხდით - ამით გარშემომყოფთა თვალში ბევრს მოიგებთ. პროფესიული საქმიანობის სფეროში ბევრი ცვლილება გელით. ნუ გაუშვებთ ინიციატივას ხელიდან და არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხიოთ.


კირჩხიბი
კარგი იქნება, თუ პროფილაქტიკურ მკურნალობას ჩაიტარებთ. შესაძლოა, გაიცნოთ ვიღაც, ვისაც ძალიან მიეჯაჭვებით. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ერიდეთ საეჭვო ადამიანებს.


ლომი
ეცადეთ, საკუთარი ძალები და პარტნიორის შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ, თორემ პრობლემები გელით. გადაჭარბებული თავდაჯერება ან პირიქით, ყოყმანი ადამიანებთან სირთულეებს შეგიქმნით. მოსალოდნელია ოჯახური კონფლიქტი. კარგი იქნება, თუ საღამოს სახლის გარეთ: სტუმრად, თეატრში ან მეგობრებთან გაატარებთ. მხოლოდ ასე დააღწევთ თავს უსარგებლო კამათს, რომელიც ახლობელ ადამიანთან გელით.


ქალწული
ხელსაყრელი დღეა კონტაქტებისა და შეხვედრებისთვის. სასურველია საღამო მეგობრების წრეში გაატაროთ. ამჟამად ყველაზე მეტად კეთილგანწყობილ ადამიანებთან ურთიერთობა გჭირდებათ.


სასწორი
კრიტიკული დღეა. უკმაყოფილებასა და გაღიზიანებას გრძნობთ. დიდია კონფლიქტის რისკი. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ უარყოფით თვისებებს: სიჯიუტეს, თავდაჯერებულობასა და ახლობელი ადამიანების მიმართ ანგარებიან დამოკიდებულებას და ეცადეთ, შეიცვალოთ.


მორიელი
წინააღმდეგობრივი დღეა. დილას მოსალოდნელია სერიოზული საუბარი ადამიანთან, რომელზეც დამოკიდებული ხართ. გაითვალისწინეთ, რომ საუბრის შედეგი შეიძლება მოულოდნელი იყოს. მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ. ამ დღეს ხელსაყრელია ფიზიკური ვარჯიში და სპორტული აქტივობა.


მშვილდოსანი
ფინანსური ოპერაციებისთვის ხელსაყრელი დღეა. თუ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწიეთ, სოლიდური შემოსავალი გელით. გამორიცხული არ არის, ახალი პარტნიორი ან მფარველი გამოგიჩნდეთ და დამატებითი შემოსავლის წყაროც აღმოაჩინოთ. თქვენმა სიჯიუტემ შესაძლოა, არასასურველი შედეგი გამოიწვიოს. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. მხოლოდ მას შეუძლია სწორი გადაწყვეტილება გიკარნახოთ.  


თხის რქა
ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისა და კონტაქტებისთვის. შესაძლებლობა გაქვთ, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ და ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. თუმცა წარმატება ხანმოკლე იქნება. დაუფიქრებელი დაპირების წყალობით შესაძლოა, თქვენი მდგომარეობა გართულდეს და ავტორიტეტი შეილახოს.


მერწყული
სიყვარულის, პატიებისა და აღიარების დღეა. კარგი იქნება, თუ ეკლესიაში წახვალთ. თუ თავს დამნაშავედ გრძნობთ, ბოდიშის მოხდა უნდა შეგეძლოთ. მამაკაცებო, გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა ეგოიზმმა და მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე ზრუნვამ შეიძლება ახლობელ ადამიანთან უთანხმოება გამოიწვიოს.


თევზები
უფროს ნათესავებთან გაუგებრობა გელით. ეცადეთ, ემოციები შეიკავოთ. გაითვალისწინეთ, რომ ახლობელ ადამიანებს ჩვენთვის მხოლოდ კარგი სურთ. არახელსაყრელი დღეა უძრავი ქონებისა და ძვირად ღირებული ნივთების შეძენისთვის. ერიდეთ თავშეყრის ადგილებს და ხმაურიან წვეულებებს. დიდია უბედური შემთხვევის რისკი.

დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რატომ არის „მშვილდოსანი“ საუკეთესო ნიშანი? - 10 მიზეზი

„მშვილდოსანი“  ყველაზე ქარიზმატული და აქტიური ადამიანია დედამიწაზე. ალბათ, ამიტომაც უყვარს იგი ასე ძალიან მის უდიდებულესობა ფორტუნას. „შვილდოსანს“ ძალიან პლუსი აქვს, თუმცა დღეს მის ყველაზე კაშკაშა თვისებებს ჩამოვთვლით. 
კულინარია

როგორ მოვრთოთ საახალწლო სალათები ვირთხის წელში?

2020 თეთრი ვირთხის წელია. ის კი ცნობილია, რომ ძალიან მომთხოვნია. ასე რომ, გააფორმეთ სალათები ისე, რომ თეთრ ვირთხას ასიამოვნოთ.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

სახლის რომელ კუთხეში დავდგათ ნაძვის ხე 2020 წლის შესახვედრად?

რა საჭიროა საახალწლო ნაძვის ხისთვის ადგილის შერჩევა? რას მოგვიტანს ამის ცოდნა ან რა საფრთხეს შეიცავს - არცოდნა? 
ამბები

ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მოგიხდებათ თუ არა მოკლე ვარცხნილობა? - ამას წამში გაარკვევთ!

ზოგს ისე უხდება მოკლე თმა, შენც გიჩნდება სურვილი, სალონში გაიქცე და სასწრაფოდ შეიჭრა. მაგრამ, მოგიხდება? სწორედ ამას გაარკვევთ ქვემოთ მოცემული ტესტით, თანაც - 2-3 წამში. მოდით, ვსინჯოთ...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...