27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

26 ნოემბერი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
კრიტიკული დღეა. ერიდეთ ახალ ნაცნობებს, ჩაბნელებულ ქუჩებსა და ხალხის თავშეყრის ადგილებს. დიდია ტრავმისა და გაცივების რისკი. მამაკაცებმა თავი უნდა შეიკავონ სპორტული ვარჯიშებისგან. სიფრთხილე გამოიჩინეთ მჭრელ ნივთებთან და ელექტროხელსაწყოებთან მუშაობისას. მზად იყავით მოულოდნელობისთვის.


კურო
თავი შეიკავეთ გაუმართლებელი რისკისგან. საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს. შესაძლოა, ამან დროებით დაგავიწყოთ უსიამოვნებები და კარგი განწყობა დაგიბრუნოთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება მტკიცე მეგობრობაში გადაიზარდოს.


ტყუპები
ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების დღეა. უარი თქვით შორეულ მოგზაურობაზე, რადგან ამ დღეს ტრავმის, დაავადებისა და კონფლიქტური სიტუაციების რიკი ძალიან მაღალია. გირჩევთ, დაგროვილი საქმეები მოაწესრიგოთ და საღამო ახლობელ ადამიანებს მიუძღვნათ. მხოლოდ მათთან ურთიერთობის დროს შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენას.


კირჩხიბი
ერთგვარი დაბნეულობის გამო სამუშაო რეჟიმში ჩადგომა გიჭირთ. ეს დღე შეუფერებელია გარიგებებისთვის, ურთიერთობების გარკვევისთვის და შეძენისთვის. თავს განერვიულებულად და დათრგუნულად გრძნობთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ცხოვრება თავად გიკარნახებთ, როგორ უნდა მოიქცეთ. ეცადეთ, ყველა შეხვედრა გადადოთ და ეს დღე სახლში გაატაროთ.


ლომი
ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგების გამო ერიდეთ ახალ ნაცნობებს, ბნელ ქუჩებს და უცნობ ადამიანებთან ყოფნას. დიდია ტრავმისა და აგრესიის რისკი. გაითვალისწინეთ, რომ არცერთი კონფლიქტი თქვენს სასარგებლოდ არ გადაწყდება.


ქალწული
ყველა მიმართულებით წარუმატებელი დღეა. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, გრძელვადიანი გეგმების შედგენისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისგან. დიდია თქვენი მოტყუების ან გაძარცვის რისკი. ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ახლობელი ადამიანი, საკუთარი წინდახედულება და საღი აზრი დაგეხმარებათ ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში.


სასწორი
ინფორმაციის მიღებისა და გაანალიზების დღეა. კარგი იქნება, თუ ამ დღეს ბიბლიოთეკაში გაატარებთ. სასარგებლოა წყლის პროცედურები და ფიზიკური ვარჯიშები. კატეგორიულად აკრძალულია ალკოჰოლური სასმელები, ყავა და მაგარი ჩაი.


მორიელი
ნეგატიური და კონფლიქტებით სავსე დღეა. მზად იყავით უსიამოვნებებისთვის, რომლებმაც შეიძლება ნებისმიერ წუთს იჩინოს თავი. ახლობელ ადამიანთან პრობლემები გელით. ნუ გადადებთ პრობლემების მოგვარებას ხვალისთვის. თუ თანდაყოლილ გამჭრიახობასა და მიხვედროლობას გამოიჩენთ, შუა კვირაში გარიგებების დადებისა თუ საკამათო საკითხების მოგვარებისას წარმატება გელით.


მშვილდოსანი
ამ დღეს გული გართობისა და მხიარულებისკენ მიგიწევთ. შესაძლოა, თეატრში ან კონცერტზე წახვიდეთ, არც ისაა გამორიცხული, რომ მეგობრებმა მხიარულ საღამოზე დაგპატიჟონ, სადაც დროს მხიარულად გაატარებთ და საკუთარ უნარებს გამოავლენთ. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, სეირნობისა და ურთიერთობისთვის. ინტიმურ ურთიერთობებში კმაყოფილება და წარმატება გელით.


თხის რქა
მძიმე და სახიფათო დღეა, რომელიც უმჯობესია, სახლში გაატაროთ. მოსალოდნელია „გარედან“ ნეგატიური გავლენა არ უსიამოვნო შეტყობინება. თავმდაბლობა და მაღალი ზნეობრივი თვისებები ამ დღის ნეგატიური ტენდენციების დაძლევაში დაგეხმარებათ.


მერწყული
ტყუილისა და ცდუნების დღეა. ეცადეთ, ეჭვებს და არ აჰყვეთ და თავი არ დაკარგოთ. გირჩევთ, დღე მთლიანად ოჯახს მიუძღვნათ და ფიქრები მოიკრიბოთ. კარგი იქნება, თუ ყველა ვიზიტს სამომავლოდ გადადებთ.


თევზები
კარგი დღეა ფინანსური გარიგებების დადებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მოულოდნელი დახმარების ან წარმატებით დასრულებული საქმის წყალობით მატერიალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ. განწყობას მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარი უეცარი მოვლენები გაგიფუჭებთ. 

დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რატომ არის „მშვილდოსანი“ საუკეთესო ნიშანი? - 10 მიზეზი

„მშვილდოსანი“  ყველაზე ქარიზმატული და აქტიური ადამიანია დედამიწაზე. ალბათ, ამიტომაც უყვარს იგი ასე ძალიან მის უდიდებულესობა ფორტუნას. „შვილდოსანს“ ძალიან პლუსი აქვს, თუმცა დღეს მის ყველაზე კაშკაშა თვისებებს ჩამოვთვლით. 
კულინარია

როგორ მოვრთოთ საახალწლო სალათები ვირთხის წელში?

2020 თეთრი ვირთხის წელია. ის კი ცნობილია, რომ ძალიან მომთხოვნია. ასე რომ, გააფორმეთ სალათები ისე, რომ თეთრ ვირთხას ასიამოვნოთ.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

სახლის რომელ კუთხეში დავდგათ ნაძვის ხე 2020 წლის შესახვედრად?

რა საჭიროა საახალწლო ნაძვის ხისთვის ადგილის შერჩევა? რას მოგვიტანს ამის ცოდნა ან რა საფრთხეს შეიცავს - არცოდნა? 
ამბები

ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მოგიხდებათ თუ არა მოკლე ვარცხნილობა? - ამას წამში გაარკვევთ!

ზოგს ისე უხდება მოკლე თმა, შენც გიჩნდება სურვილი, სალონში გაიქცე და სასწრაფოდ შეიჭრა. მაგრამ, მოგიხდება? სწორედ ამას გაარკვევთ ქვემოთ მოცემული ტესტით, თანაც - 2-3 წამში. მოდით, ვსინჯოთ...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...