21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 ივლისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შესაძლოა, თქვენს საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედოს.  გაფრთხილდით - არაკეთილმოსურნეთა მაქინაციებმა არ დაგაზარალოთ. მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ხარჯები თქვენს საოჯახო ბიუჯეტზე ნეგატიურად აისახება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია.


კურო


მონანიების დღეა. მოსალოდნელია საქმეში სერიოზული ცვლილებები - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. შესაძლოა, საკუთარი პარტნიორების გავლენის ქვეშ მოექცეთ. ოჯახში პრობლემებია მოსალოდნელი.


ტყუპები


სავარაუდოდ, ამ დღეს ფინანსურ შემოსავალზე მეტი გასავალი გექნებათ. იმედი, რომელსაც მოახლოებულ გარიგებაზე ამყარებდით, შესაძლოა, გაგიცრუვდეთ. მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები პირად ურთიერთობებში - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. დღის მეორე ნახევარში ვნებები დაცხრება და ამ დღის ნეგატიური ტენდენციები შესუსტდება.


კირჩხიბი


მიმდინარე საქმეებში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. ეცადეთ, საკუთარი პოზიციები დაიცვათ, რათა პარტნიორების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. ბოროტად ნუ ისარგებლებთ თავისუფლებით და ეცადეთ, ზომიერება შეინარჩუნოთ.


ლომი


პლანეტების არახელსაყრელი განლაგება შესაძლოა უარყოფითად აისახოს სამსახურეობრივ მდგომარეობაზე ან თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე. შესაძლოა, ბოროტი ხუმრობის მსხვერპლი გახდეთ ან უცხო პირთა გავლენის ქვეშ მოქცეთ. ეცადეთ, მეტი ყურადღება და წინდახედულება გამოიჩინოთ.


ქალწული


ეცადეთ ფინანსურ სირთულეებს მშვიდად და ფილოსოფიურად შეხედოთ და იფიქრეთ იმაზე, რომ მალე პრობლემებს გაუმკლავდებით. შესაძლოა, საღამოს უმიზეზო სევდა მოგეძალოთ და თავი შეუძლოდ იგრძნოთ.


სასწორი


ხელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, სწავლისა და ახალი საქმის დაწყებისთვის. შესაძლოა, სასიამოვნო ცნობამ თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტები გადაშალოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ერიდეთ სპირტიან სასმელებს.


მორიელი


ეს დღე ბიუჯეტის შევსებისთვის ხელსაყრელია. სავარაუდოდ, ვიღაც ღირსეულად შეგაფასებთ და თქვენს სიტყვას გაითვალისწინებს. ამ დღეს საქმიან ქაღალდებთან ურთიერთობას უნდა ერიდოთ. უკიდურეს შემთხვევაში, ხელი არაფერზე მოაწეროთ. სახლში სითბო, სიყვარული და მზრუნველობა გელით.


მშვილდოსანი


ამ დღეს მშვილდოსანი მამაკაცების ცხოვრებაში შესაძლოა, სერიოზული ცვლილებები მოხდეს - სავარაუდოდ, მეტოქის მაქინაციების ან პარტნიორის განწყობის მსხვერპლი გახდებით. ქალებისთვის ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებთან ურთიერთიბისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისთვის.


თხის რქა


ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა და ახალ ადამიანებთან ურთიერთობა გელით. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და შეხვედრებისთვის. ნებისმიერი წამოწყება, ყველაზე სარისკოც კი, კარგ შემოსავალს მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი საზოგადოებრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობა შეიცვალოს.


მერწყული


დაძაბული დღეა. შესაძლოა, უსიამოვნო ცნობამ შინაგანი წონასწორობა დაგირღვიოთ და ოჯახში მძიმე ატმოსფერო შექმნას. ქალებს ვურჩევთ, რომ საკუთარი პოზიციების მეტისმეტად ხისტად და პრინციპულად დაცვისგან თავი შეიკავონ. ყურადღება მიაქციეთ ბავშვების ჯანმრთელობას - განსაკუთრებით, მოზარდების.


თევზები


ფინანსური პრობლემები უამრავ უსიამოვნებას მოგიტანთ. მთავარია, შინაგანი წონასწორობა შეინარჩუნოთ და ცდუნებებს არ აჰყვეთ. თავი შეიკავეთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისგან, რომლებზეც მოგვიანებით ინანებთ. კრიზისული სიტუაციის თავიდან არიდებისთვის კვალიფიციურ სპეციალისტს უნდა მიმართოთ. გირჩევთ, ეს დღე უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობას მიუძღვნათ. 

დღის ჰოროსკოპი

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1-ლი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ტექნიკა, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება თანამედროვე სამზარეულოში

როგორი უნდა იყოს თანამედროვე სამზარეულო? - პირველ რიგში, ის არ უნდა იკავებდეს დიდ ადგილს სახლში, რადგან თანამდროვე ცხოვრების სტილი მჭიდროდაა დაკავშირებული სტუდიოს ტიპის მცირე ფართის ბინებთან. გარდა ამისა, სამზარეულოში ნებისმიერი ინგრედიენტის დამუშავებისთვის განკუთვნილი დანადგარი ტექნოლოგიურად სულ უფროდაუფრო მეტად იხვეწება. ასე რომ, დღეს შინ თავისუფლად შეძლებთ ისეთივე გემრიელი კარტოფილი ფრის მომზადებას, როგორც - ჩვენს საყვარელ ფასტფუდის რესტორნებში.
დღის ჰოროსკოპი

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში საქართველოში შიდა ტურიზმის  მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში შიდა ტურიზმის  მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი ტურისტებისათვის  დღემდე თითქმის უცნობი მცირე საოჯახო ტურისტული ობიექტების შესახებ ცნობადონის ამაღლებით ვისოლს სურს პანდემიის ზეგავლენით შემოსავლების გარეშე დარჩენილ მცირე ბიზნესს ვიზიტორების ნაკადი შეუქმნას და დააძლევინოს კრიზისი. 
NEW

საუკეთესო ქართველმა მოდებატეებმა დებატების საერთაშორისო აკადემიაში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა

საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო აკადემიაში, რომელსაც ორგანიზებას „საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო ასოციაცია (IDEA)“ უწევს და რომელიც წელს პირველად ონლაინფორმატში ჩატარდა, ქართველმა მოდებატეებმა ხუთიდან ოთხ თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვეს და აკადემიის ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო აკადემია ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

სწრაფი და მოქნილი მობილური ვერსია - რატომ უნდა ითამაშო სპორტი ევროპაბეთზე

• მომხმარებლის კომფორტზე გათვლილი მუდმივი განახლებები • ევროპაბეთის ახალი სპორტი ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს • მხოლოდ აქ: დღის ფსონი, სწრაფი ფსონი, ლაივის პოზიციების გადამრთველი
დღის ჰოროსკოპი

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„შემოგვიერთით, რათა გავხადოთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონდე პაციენტების ხმა მისაწვდომი და ყურადღსაღები“ - მედიის წარმომადგენლები კამპანიაში კეთილი ნების ელჩის სტატუსით ჩაერთვებიან

„შემოგვიერთით, რათა გავხადოთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონდე პაციენტების ხმა მისაწვდომი და ყურადღესაღები“, - ამ სახელწოდებით გაიმართა მედიასემინარი, რომლის მიზანს დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა წარმოადგენდა, რათა მოხდეს დაავადების დროული დიაგნოსტიკა, მისი სწორი მართვა, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერა.  
დღის ჰოროსკოპი

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?