23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

22 ივლისი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ძლიერდება. იზრდება პიროვნული მომხიბვლელობა და ინტუიცია. სასიამოვნო ინფორმაციამ შესაძლოა, გეგმების შეცვლა გაიძულოთ ან შემოსავალი მოგიტანოთ. ერიდეთ თხოვნაზე უარის თქმას და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას. ნებისმიერ საქმეში მეგობრების და პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. პირად ცხოვრებაში წარმატება და აღიარება გელით.


კურო


ვენერას რეგრესიული მოძრაობის გამო საყვარელ ადამიანთან მოსალოდნელია კამათი და სკანდალი. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ურთიერთობას საბოლოოდ გაწყვეტთ თუ არა. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებსაც დროული რეაგირება სჭირდებათ.


ტყუპები


შეგიძლიათ, თამამად შეეჭიდოთ ნებისმიერ საქმეს, რადგან ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან და სასიცოცხლო პოტენციალიც იზრდება. მარტოხელა ტყუპებს ახალი თავგადასავალი ელით, თუმცა შესაძლოა, ურთიერთობა სკანდალით დასრულდედ.


კირჩხიბი


რთული დღე გელით. მოსალოდნელია ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული უსიამოვნო ამბავი. ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფ ადამიანებს და მათში უცნობ ღირსებებს აღმოაჩენთ. სამსახურეობრივი პრობლემები დროთა განმავლობაში მოგვარდება და თქვენ ძველებურ ხალისს დაიბრუნებთ.


ლომი


ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებიან. საქმიანი კონტაქტები, სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ურთიერთობა წარმატებული იქნება. ხელსაყრელი დროა ქორწინებისთვის, საყვარელ ადამიანთან შეხვედრისა და ახალი ნაცნობობისთვის, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.


ქალწული


იზრდება სასიცოცხლო პოტენციალი და პიროვნული მომხიბვლელობა. ნებისმიერ საქმეში მეგობრებისა და პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ - მათი რჩევები მიზანთან დაგაახლოვებთ. მარტოხელა ქალწულების პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სიახლეები, თუმცა საყვარელი ადამიანისთვის საკუთარი მიზნების სერიოზულობის დამტკიცება მოგიწევთ.


სასწორი


ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვისთვის და სუფთა ჰაერზე დასვენებისთვის. კომერციულ სფეროში აქტიურობა ფინანსურ ზარალს გამოიწვევს.


მორიელი


ხელსაყრელი დღეა შეხვედრების, ოჯახური ზეიმებისა და სტუმრების მიღებისთვის. თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა და ორიგინალური აზროვნება გარშემო მყოფების კეთილგანწყობას იწვევს, თუმცა საკუთარი პოზიციების დაცვა მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


მშვილდოსანი


სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. მარტოხელა მშვილდოსნებმა შესაძლოა, თევზის ან კუროს ნიშნის საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღება მიიქციონ. სამწუხაროდ, ნაცნობობა კამათით და წყენით დასრულდება.


თხის რქა


ვარსკვლავების განლაგება პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისთვის არახელსაყრელია. გაითვალისწინეთ, რომ აჩქარება და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება შეცდომებს გამოიწვევს. უსიამოვნო ცნობა გაიძულებთ, გეგმები შეცვალოთ. ადამიანებისგან, რომლებსაც არც თუ ისე კარგად იცნობთ, მოსალოდნელია მატერიალური მხარდაჭერა ან ფასეული რჩევა.


მერწყული


ეს დღე მტრობას, თვალთვალს და ძალადობას უკავშირდება. თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ამიტომ გირჩევთ, მიმდინარე საქმეები საგულდაგულოდ დაგეგმოთ. ერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს და მარტო სეირნობას.


თევზები


ეს დღე აგრესიას და პროვოკაციებს განასახიერებს. სასურველია სიმშვიდე და მოთმინება გამოიჩინოთ, რადგან ზედმეტი ნერვიულობა სიტუაციას მხოლოდ გაართულებს. მოსალოდნელია გარშემო მყოფებთან დაპირისპირება. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს და მთელი ყურადღება მოზარდების პრობლემებზე გადაიტანეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?