2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

1 აგვისტო 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


დაძაბული დღეა, რომელიც ოჯახსა თუ სამსახურში სირთულეებს მოგიტანთ. ვარსკვლავები ქალებს ახალ ნაცნობებთან სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ. მამაკაცებმა უმჯობესია პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობაზე უარი თქვან და მჭრელ საგნებთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე გამოიჩინონ.


კურო


ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით ბიზნესისა და კომერციის სფეროში დასაქმებული კუროებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი ან სარფიანიბიზნეს-შეთავაზება. შეგიძლიათ, თამამად დათანხმდეთ, რადგან ყველა მიმართულებით წარმატება გელით.


ტყუპები


ჩანაფიქრის განხორციელებაში ვარსკვლავების დახმარება გარანტირებული გაქვთ. მოსალოდნელია სასიხარულო ცნობა ან ხელსაყრელი წინადადება, რომელიც სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ. სამაგიეროდ, არახელსაყრელი დღეა სასიყვარულო ურთიერთობისთვის. დღის მეორე ნახევარში უმიზეზო სევდა და თავის ტკივილი გელით.


კირჩხიბი


ცვალებადი განწყობა და არასერიოზულობა ყველაზე უბრალო საქმესთან გამკლავებაშიც კი ხელს გიშლით, ამიტომ უამრავი დაბრკოლება გელით. ეცადეთ, ძალების მობილიზება მოახერხოთ. ფრთხილად იყავით - მოსალოდნელია ნერვიული სტესი და ტრამვები.


ლომი


ამ დღეს ლომ ქალებს ახალგაცნობილ ადამიანებთან სიფრთხილე მართებთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი რჩეული თქვენს მეფურ ღირსებას და წარმოდგენებს არ შეესაბამება. მოსალოდნელია პრობლემები პროფესიულ საქმიანობაში. მამაკაცებს ვურჩევთ, საყვარელი ადამიანის თავისუფლება არ შეზღუდონ და პირად ურთიერთობაში მბრძანებლობას მოერიდონ. ვნებები დაიცხრეთ - ეჭვიანობის არავითარი მიზეზი არ გაქვთ.


ქალწული


ერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელიც უსიამოვნებებს მოგიტანთ. თავი შეიკავეთ პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისგან - წვრილმანმა გაუგებრობებმა და უსარგებლო საუბრებმა შესაძლოა, სწორი გზიდან გადახვევა გაიძულოთ და ფინანსურად დაგაზარალოთ. საკუთარი შესაძლებლობების რეალურად შეფასებამ და გარშემომყოფების მიმართ გამოჩენილმა კეთილგანწყობამ შესაძლოა, ამ დღის ნეგატიური ტენდენციები შეცვალოს. საღამოს მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია.


სასწორი


მძიმე დღეა. შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ ნებისმიერი ურთიერთობა. გამორიცხული არ არის, რომ წვრილმანმა გაუგებრობებმა სწორად არჩეული გზისგან გადაგახვევინოთ. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში პრობლემები გელით.


მორიელი


ხელსაყრელი დღეა. სამსახურებრივი პრობლემები ნელ-ნელა გვარდება და თქვენც, ბოლოს და ბოლოს, სიმშვიდეს დაიბრუნებთ. გამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული სასიხარულო ამბავი. ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფ ადამიანებს და შესაძლოა, მათში ახალი ღირსებები აღმოაჩინოთ. საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების რწმენა თქვენს განწყობაზე სასიკეთოდ აისახება.


მშვილდოსანი


მზარდი სასიცოცხლო პოტენციალი თქვენს პირად ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება. ადამიანების პატიების უნარი თქვენს მტრებს განაიარაღებს და გარშემო მყოფებს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს. ვარსკვლავები მიზნის მიღწევაში დახმარებას გპირდებიან.


თხის რქა


შეძლებისდაგვარად, თავი შეიკავეთ პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისა და ახალი ნაცნობობისგან. მოსალოდნელია პრობლემები ხელმძღვანელ პირებთან.


მერწყული


ხელსაყრელი პერიოდია გაწყვეტილი კავშირების აღდგენისა და ახალი მეგობრების შეძენისთვის. შესაძლოა, თქვენმა კომუნიკაბელურობამ ზოგიერთი ადამიანის ცხოვრების სტილიც კი შეცვალოს. დღის მეორე ნახცევარში მოულოდნელი კონფლიქტი გელით, რომელიც თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება.


თევზები


საქმიანი თვალსაზრისით, ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია დაწყებული პროექტების წარმატებით დასრულება და ახალი საქმეების დაწყება. ეცადეთ, ყურადღება ყველაზე მთავარი საკითხებისკენ მიმართოთ და ჩანაფიქრი რეალობად აქციოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ფინანსურად დაზარალდეთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?