რისთვის გაიმეტეთ სიკვდილის შემდეგ საკუთარი შვილი, საკუთარი სისხლი და ხორცი - რას წერს ბიზნესმენი ბაჩალიაშვილის ოჯახზე

INTERNET დაიჯესტი

9 აგვისტო 10:58, 2020 წელი

ბიზნესმენი რაია ჯანხოთელი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

ბიზნესმენი მიმართავს ოჯახს და ურჩევს არ მიაწოდოს საზოგაოდებას ყველა სახის ინფორმაცია და ასევე კონატაქტი შეწყვიტოს მედიასთან.


დაიჯესტი სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


„არ ვიცი და არც არასოდეს განვიკითხავ სხვის ოჯახებს...ოჯახში, სხვა, გარეშე პირის მიერ ცხვირის ჩაყოფა არის დაუშვებელი პირველ რიგში ზნეობრივად და მორალურად და შემდეგ ფურცელზე დატანილი კანონით...


არ განვიხილავ თამარ ბაჩალეიშვილის სიცოცხლეში, მის ოჯახს და ზოგადად ამ იჯახში მის მიერ განვლილ პერიოდს, არც მისი ცხოვრების წესს...


არავის საქმე არაა სხვისი პირადი ცხოვრება!!!


მაგრამ და მაგრამ!!!!


რატომ, რისთვის გაიმეტეთ სიკვდილის შემდეგ საკუთარი შვილი, საკუთარი სისხლი და ხორცი საკუთარმა ოჯახმა, რატომ „მიუგდეთ“ საჯიჯგნად ხროვას, ბრბოს, რომელთაც არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ სხვისი უბედურებით გამოკვებონ საკუთარი უკუღმართად მომართული ტვინები. რატომ გაიმეტეთ, რას ერჩოდით, რატომ მიუქსიეთ პოლიტიკურად ანგაჟირებული მეძავები, ვისთვისაც სულერთია ყველაფერი, ვისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მათი თრევის ობიექტი, ვისაც არც მკდარი სტკივათ და არც ცოცხალი ანაღვლებთ, ყველას ერთნაირად უძვრებიან სულში- პეტრეს, პავლეს, მარიამს, თამარს თუ გიორგის.... ნებისმიერს, ვინც მათ „გამოკვებავს“.


ეს არის ჯოგი, რომელიც ერთნაირად აბინძურებს ყველაფერს. რატომ დაუშვით ოჯახმა, მით უფრო, როდესაც თქვენნაირად არავინ იცნობდა საკუთარ შვილს. რაც დიდად დაგეხმარებოდათ საგამოძიებო ორგანოებთსნ თანამშრომლობით, ერთად, ერთიანი ძალსხმევით მიგეღწიათ და დაგედგინათ შვილის ტრაგედიის და უბედურების მიზეზი. რატომ აძლევთ საკუთარ ადვოკატს, (მას ვისაც ნდობა გამოუცხადეთ, მას ვისაც თქვენც რომ არ უთხრათ, უნდა იცოდეს, რომ საჭიროა ენას კბილი დააჭიროს) უფლებას, საჯაროდ არ იჭორაოს ყველა დეტალზე. რატომ აიძულეთ მეგობარი დეა, ინტერვიუ ჩაეწერა ჟურნალისტთან, მიუხედავად მისი თხოვნისა და მუდარისა, წახვედით მისი ნების საწინააღმდეგოდ....


ვიცი, დღეს იმაზე მეტად გტკივათ, ვიდრე ეს იმ დღეს, როდესაც შვილის ტრაგედიის ამბავი გაიგეთ, გარდაცვალების შენმდეგ თქვენ გაიმეტეთ საკუთარი შვილი და მიეცით უფლება ამ სულძაღლებს, ამ ბოროტ ნახირს, შეეღწიათ მის სულში და გულში, ექექათ მისთვის ყველაზე პირადული და ხელშეუხებელი.


თქვენ თქვენი შვილი გაიმეტეთ და მათგან სხვა რამეს ელოდით ნეტა? (მგონია, რომ არც ელოდით...)
არ მისცეთ უფლება არავის, იპოზიორონ ტელეეკრანებთან და საკუთარი ხიბლის სენით დაავადებულებმა თქვენი უბედურებით ისარგებლონ და დაიკმაყოფილონ საკუთარი ბინძური ამბიციები.


გააკეთეთ საჯარო განცხადება, რომ წყვეტთ ყველა სახის კომუნიკაციას მედია ჯალათებთან. ადვოკატს დაუწესეთ და დაულაგეთ თქმისა და არ თქმის თემები. (ჭორაობა და საქმის გარჩევებშია 24 სთ)
იფიქრეთ ბევრ რამეზე, თუ ჯერ არ გაქვთ ნაფიქრი (ან გაქვთ ამაზე ნაფიქრი, მაგრამ მაინც ასე გამოვიდა)
მერწმუნეთ, დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და არ დაუშვათ მთელი ცხოვრება თქვენი დიდი სატანჯველი ისე დაამძიმოთ, მისი ტარება ვერ შეძლოთ .


გისამძიმრებთ და ბოდიშს გიხდით რომ ვთქვი....


პ.ს. საიდან არ მოუარეს, როგორ არ ეცადნენ, რა არ აკადრეს შაქარაშვილის ოჯახს, შვილმოკლული გამწარებული დედა შვილის მკვლელიბის ჩაფარცხვაში ვაჭრობაშიც კი დაადანაშაულეს, მაგრამ გაუძლეს...


მით უფრო, გიორგი მოკლეს, აწამეს, სასტიკად გაიმეტეს....


თამარის სახელს, მისი შეუცნობელი და იდუმალევით მოცული ტრაგედიიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მეტი გაფრთხილება და დათმენა სჭირდებოდა ოჯახის მხრიდან და განსაკუთრებით ეს არის დედის პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება, გაფრთხილებოდა და სიკვდილის შემდეგ მაინც უფრო მეტად დაეცვა საკუთარი შვილი.....“- წერს რაია ჯანხოთელი.



შეგახსენებთ, რომ 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტი თამარ ბაჩლიაშვილი კომპანია „ზეგში“ მუშაობდა.


5 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის სკანირებიდან, დადგინდა, რომ თამარი გაუჩინარებიდან 2 დღით ადრე ეძებდა ინფორმაციას სუიციდსა და მედიკამენტებზე.  


თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან გავიიდა და 5 დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ტყეში მწყესმა იპოვა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?