14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 აგვისტო 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია შეძენისა და მსხვილი კაპიტალდაბანდებისთვის. მოსალოდნელია დიდი ხნის ნანატრი ცნობა ან შეხვედრა პარტნიორთან, რაც თქვენს მიზანმიმართულ მოქმედებებს დააგვირგვინებს. დღის მეორე ნახევარში სრულად გამორიცხეთ კომერციული გარიგებები - პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება, ფინანსურად დაგაზარალოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რადგან სკანდალის ალბათობა საკმაოდ მაღალია.


კურო


ხელსაყრელი დღეა კუროებისთვის, რომლებსაც დამოუკიდებლად მოქმედება შეუძლიათ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი ან დაწყებული საქმის წარმატებით დასრულება. შესაძლოა, ვიღაცასთან საკუთარ ეჭვებზე და შთაბეჭდილებებზე საუბრის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს უამრავ პრობლემას მოგიტანთ.


ტყუპები


ეცადეთ, მოქმედების გეგმა გონივრულად შეადგინოთ და საქმეს მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეთ. ამ შემთხვევაში წარმატება გარანტირებული გაქვთ. თუ საქმიან შეხვედრას გეგმავთ, გირჩევთ, ეს დღის პირველ ნახევარში გააკეთოთ, რადგან საღამოს ნეგატიურმა ტენდენციებმა შესაძლოა, ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. ხელსაყრელი დღეა ძვირად ღირებული შენაძენისთვის. ერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. წინდახედულებას თუ გამოიჩენთ, ყველა პრობლემას გადალახავთ.


კირჩხიბი


ამ დღეს ახალი იდეები გეწვევათ, რომელთა განხორციელება კმაყოფილებას მოგანიჭებთ. ხელმძღვანელობა თქვენს წინადადებებს მოიწონებს, ამიტომ დაწყებული საქმე წარმატებით დასრულდება.


ლომი


ხელსაყრელი დღეა ფულის დაგროვების, დაწყებული საქმის დასრულებისა და მიზნის მიღწევისთვის. ეცადეთ, წვრილმან პრობლემებზე დრო არ დაკარგოთ. გაითვალისწინეთ, რომ უმიზნო გართობა და უსარგებლო დროსტარება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე არახელსაყრელად აისახება. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ცნობა, რომელსაც დიდი ხანია, ელით ან პარტნიორთან შეხვედრა, რომელიც დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ.


ქალწული


ბოლოდროინდელმა წამოწყებამ ან იდეებმა შეიძლება, სწრაფი და სოლიდური შემოსავალი მოგიტანოთ. მოსალოდნელია სასიხარულო ცნობა, რომელსაც დიდი ხანია, ელით ან პარტნიორთან შეხვედრა, რაც დაწყებული საქმის წარმატებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ.


სასწორი


ამ დღეს სხვადასხვა საქმიან ოპერაციაში წარმატებას მიაღწევთ. უარს ნუ იტყვით საქმიან წინადადებაზე, რომელიც სამუშაო ადგილის ან მოღვაწეობის სფეროს შეცვლას უკავშირდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან ან ნათესავთან შეხვედრა. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს. ცხოვრება გაფრთხილებას გიგზავნით.


მორიელი


საშიში დღეა, რომელიც ტრამვებს და ავადმყოფობას უკავშირდება. ფრთხილად იყავით, მოსალოდნელია ნერვული სტრესი. თავი შეიკავეთ, რამაც შეიძლება ორგანიზმი დაგიზიანოთ. განსაკუთრებით, სპირტიან სასმელებს, ნიკოტინს, ნერვიულობას და ფიზიკურ დატვირთვას ერიდეთ. სექსუალური კონტაქტები არასასურველია.


მშვილდოსანი


ამ დღეს ფინანსური წარუმატებლობა ან პროფესიულ საქმიანობაში სერიოზული სირთულეები გელით. შესაძლოა, მომავლის გეგმებში კორექტივების შეტანა და დამატებითი ვალდებულებების აღება მოგიწიოთ. მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.


თხის რქა


თქვენმა ბოლოდროინდელმა იდეებმა შეიძლება სწრაფი და სოლიდური შემოსავალი მოგიტანოთ. თუ პროფესიულ საქმიანობაში საკუთარ ინტუიციას ენდობით, საქმიანი მოლაპარაკებები იმაზე შედეგიანად დასრულდება და იმაზე დიდ შემოსავალს მოგიტანთ, ვიდრე ელოდით. უფლება არ მისცეთ ეჭვებს, რომ ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაგირთულოთ.


მერწყული


ხელსაყრელი დღეა საკუთარი მდგომარეობის შეფასებისა და სამომავლო გეგმების შედგენისთვის. მოსალოდნელია მოვლენების თქვენს საზიანოდ შემობრუნება. თუ პრინციპულობას გამოიჩენთ და უკან არ დაიხევთ, შესაძლოა, საქმიან თუ პირად ცხოვრებაში შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ. დღის მეორე ნახევარი მთლიანად პროფილაქტიკურ და გამაჯანსაღებელ პროცედურებს უნდა დაუთმოთ. ბავშვებსა და ხანდაზმულ ადამიანებში მოსალოდნელია ინფექციური დაავადება. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრეთელობაზე.


თევზები


კარგი დღეა სამომავლო გეგმების შესადგენად და საკუთარი პოზიციების შესაფასებლად. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად, მოვლენები თქვენს სასიკეთოდ განვითარდეს. ამ დღეს პროვოკაციებს არ აჰყვეთ და საკუთარი ემოციები მაქსიმალურად აკონტროლეთ. მარტოხელა თევზებს საინტერესო ნაცნობობა ელით.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?