ფანჯიკიძე: ბოლო დროს მკვლელობებზე გვიწევს დაზაფვრა - ამიტომ საინტერესო წიგნს გაგაცნობთ

INTERNET დაიჯესტი

19 აგვისტო 14:00, 2020 წელი

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბოლო პერიოდში განვითარებული ამბების ფსიქოლოგიური გავლენის განეიტრალების მიზნით, ადამიანებს სასტიკი რელობიდან დროებით მოწყვეტას და წიგნის წაკითხვას ურჩევს.

„ბოლო დროს სულ მკვლელობებზე გვიწევს დაზაფვრა და სასტიკი რეალობიდან დროებით ვირტუალურში რომ გადავინაცვლოთ, ალბათ ოდნავი შვება მაინც იქნება. ამიტომ ერთ ძალიან საინტერესო წიგნს გაგაცნობთ (მაია თარგმნის, მე ვკითხულობ და დროდადრო ნერვები ეშლება, რომ მისი მთელი წლის შრომას ერთ დღეში ვითვისებ). დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“ ვისაც წაგიკითხავთ და შთაბეჭდილება მოუხდენია, სავარაუდოდ, დამნაშავის „გულში“ რა ხდება, გააზრება გაინტერესებთ და გიზიდავთ და რასკოლნიკოვის შინაგანი დინამიკა საკმარისზე მეტად გასაგებია თქვენთვის, იმიტომ რომ რასკოლნიკოვი არაჩვეულებრივი მწერლის მიერ აღწერილი ჩვეულებრივი ადამიანია.


ხოდა ნობელიანტი პიტერ ჰანდკეს „მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში“ (რომელიც უფრო კაფკასებურ გემოს ტოვებს) მინდა გირჩიოთ ლიტერატურის და განსაკუთრებით ფსიქოლოგიური ლიტერატურის გურმანებს, რადგან წარმატებული მცდელობაა ადამიანის უმწვავესი ფსიქიკური მდგომარეობის და კრიზისის შესახებ ახლის თქმის და სადაც არცერთი თქვენი მოლოდინი არ გამართლდება. ეს არის წიგნი ემპათიის და სიყვარულის გარეშე და ერთი შეხედვით უმოტივაციო მკვლელობა ფსიქიკის ისეთი სიღრმის წაკითხვის მცდელობაა, სადაც ჩვენი ევრისტიკები (აზროვნების სწრაფი სტრატეგიები) სრულიად გამოუსადეგარია. ყოფილი მეკარე, რომელსაც მთელი ცხოვრება, თამაშის განმავლობაში ვერავინ ამჩნევდა და როცა საჯარიმოს ურტყამენ, მაშინაც მხოლოდ იმ წამს ამჩნევდნენ, როცა ბურთი მისამდე მივიდოდა, თავისი არსებობის დადასტურებას საკმარისად ვერც მაშინ ახერხებს, როცა მკვლელობას ჩადის. მისი ჩადენილი მკვლელობაც კი დუნე ვიბრაციას იწვევს გარემოში. როცა გარესამყაროს შეცდომებს იგერიებდა, ვერც მაშინ ამჩნევდნენ და როცა გარესამყაროსთვის ბწკენა გადაწყვიტა, ვერც იქ დაძრა რაიმე, იქაც კი გადაუსწრო სხვა ტრაგედიისგან გამოწვეულმა გარემოს ექომ. წიგნი არის იდეალური ნიმუში ენის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით. მეტს არ დაგასპოილერებთ“, - წერს ფსიქოლოგი.
 
 


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?