24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 აგვისტო 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


იზრდება თქვენი სულიერი და შემოქმედებითი პოტენციალი, სექსუალური შესაძლებლობები. მოულოდნელ წინააღმდეგობებს მოხერხებულობით და სიტუაციის რეალურად შეფასების უნარით გაუმკლავდებით. ხელსაყრელი დღეა ქორწინების, სასიყვარულო ურთიერთობებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებს თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა ესაჭიროებათ.


კურო


ხელსაყრელი დღეა, რომელიც შენდობას და სიყვარულის მოპოვებას უკავშირდება. ამ დღის დევიზია სიყვარული, თანხმობა და მშვიდობა. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ. ახლა ეს ორივეს გესაჭიროებათ.


ტყუპები


ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ტყუპებისთვის. ამ დღის დევიზია - დიდსულოვნება და სულიერი წონასწორობა. კომერციის სფეროში დასაქმებული ტყუპები მოულოდნელ წინააღმდეგობას შეეჯახებიან - შესაძლოა, ფინანსურადაც დაზარალდეთ. საღამოს ოჯახის ერთ-ერთი წევრის გამო მოსალოდნელია დაპირისპირება.


კირჩხიბი


გარშემო მყოფებთან ისევ ურთიერთობის პრობლემები გაქვთ, თუმცა ფრთხილად თუ იმოქმედებთ, ყველა პრობლემა მარტივად მოგვარდება. სასურველია გარკვეული დროით განმარტოება და საკუთარ ფიქრებთან დარჩენა. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


ლომი


ვარსკცვლავების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოთ, თუმცა, ერიდეთ ფარული მტრების დაგებულ მახეებს და ცილისწამებას. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი გულწრფელობისა და მიამიტობის გამო თავდასხმისა და ბოროტი ხუმრობის სამიზნე გახდეთ. მგზავრობა და მოღვაწეობის სფეროს გაფართოებასთან დაკავშირებული შეხვედრები სასურველ შედეგს მოგიტანთ.


ქალწული


ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ქალწულებისთვის. ამ დღის დევიზია - მშვიდობა, თანხმობა და სულიეწრი წონასწორობა. ვარსკვლავების განლაგება ქალებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას მისცემს. მამაკაცებს მცირე სირთულეები ელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედოთ.


სასწორი


არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ, დაგეგმილი შეხვედრები მომავალი კვირისთვის გადადოთ. სასურველია მოგზაურობა, ფიზიკური დატვირთვა და შემოქმედებითი საქმიანობა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. შესანიშნავი დღეა ხალხური მედიცინით მკურნალობისთვის.


მორიელი


ამ დღეს ყველაზე მეტად სრული განმარტოვება გჭირდებათ. ბავშვებთან ურთიერთობა სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერებას მოგანიჭებთ. თავად ცხოვრებისგან ბევრს არაფერს ელით, მაგრამ შვილებს უდიდეს იმედებს უკავშირებთ და ისინი ამ იმედებს არ გაგიცრუებენ. შესაძლოა, ამ დღეს რომელიღაც ოჯახური პრობლემის მიგვარება შეძლოთ.


მშვილდოსანი


ბიზნესისა და კომერციის სფეროში დასაქმებული მშვილდოსნებისთვის არახელსაყრელი დღეა - მათ ფინანსური პრობლემები ან სერიოზული პრობლემები ელით, რაც სარისკო საქმიანობას უკავშირდება.


თხის რქა


შესაძლოა, ამ დღეს თქვენს გზაზე პატარა პრობლემები გაჩნდეს ან კოლეგების მხრიდან არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება იგრძნოთ. გაითვალისწინეთ, რომ ახალი სასიყვარულო კავშირი, პრობლემებისა და იმედგაცრუების გარდა, არაფერს მოგიტანთ. მოსალოდნელია ღალატი.


მერწყული


მძიმე და საშიში დღეა. დილიდან წარუმატებლობა გელით. შესაძლოა, მერწყულმა მამაკაცებმა მაცდური წინადადება მიიღონ, თუმცა სანამ დათანხმდებით, გაითვალისწინეთ, რომ სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. ქალებს საკუთარ თავში შიშისა და ეჭვების დაძლევა უჭირთ.


თევზები


დაძაბული დღეა, რომელიც ძალიან დაგღლით. საქმიანი მგზავრობა სარგებელს არ მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, რომ გზაზე უამრავი უსიამოვნება შეგხვდეთ, რამაც შეიძლება წყობიდან გამოგიყვანოთ. ეცადეთ, ამაზე ნაკლები იფიქროთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ. 


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?