31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

30 აგვისტო 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 აგვისტოსვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


კონფლიქტებისა და პროვოკაციების დღეა. გამორიცხული არ არის, რომ გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობის გარკვევის სურვილი გაგიჩნდეთ. თავს დაღლილად და გაღიზიანებულად გრძნობთ, ამიტომ ურთიერეთობებში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. ბედი თქვენს სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. ერიდეთ შორეულ მგზავრობას. გამორიცხული არ არის უხეშობა და აგრესია. ერიდეთ ნებისმიერ აქტიურობას.


კურო


ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. მოსალოდნელია ძლიერი თავის ტკივილი, ამიტომ საჭირო წამლები მოიმარაგეთ და ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ. სასიცოცხლო პოტენციალი დაბალ დონეზეა. გირჩევთ, საღამო სუფთა ჰაერზე - პარკში ან მდინარის პირას გაატაროთ. ეს დაკარგული ძალის აღდგენაში დაგეხმარებათ.


ტყუპები


სასიცოცხლო პოტენციალი უკიდურესად შემცირებულია, ამიტომ თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან - ის წარუმატებლად დასრულდება. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ერიდეთ ფიზიკურ შრომას და გაუმართლებელ რისკს. მოსალოდნელია ქონებასთან დაკავშირებული უსიამოვნებები. გირჩევთ საღამო სახლში გაატაროთ. პარტნიორთან ურთიერთობა და ბავშვებთან თამაში ამ დღის ნეგატიური ტენდენციების შემცირებაში დაეხმარებათ.


კირჩხიბი


ამ დღეს სიმშვიდე და სულიერი წონასწორობა მოაქვს. ოჯახსა და სამსახურში მოულოდნელ მხარდაჭერას მიიღებთ. თავს დათრგუნულად აღარ გრძნობთ და მომავალს იმედით შეჰყურებთ. ამ დღეს სიტუაციის ბატონ-პატრონი გახდებით. 


ლომი


დღის პირველ ნახევარში მოულოდნელობები გელით, რასაც მხოლოდ საკუთარი გამჭრიახობის დახმარებით გაუმკლავდებით. თქვენი ოპტიმიზმი და სიცოცხლის სიყვარული მეგობრებისთვის სამაგალითო იქნება. გირჩევთ, ეს დღე მყუდრო ოჯახურ გარემოში გაატაროთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა სიხარულით აგავსებთ.


ქალწული


ხელსაყრელი დღეა, რომელიც სულიერი სიმშვიდეს მოგანიჭებთ. მოსალოდნელია შემოსავლის ახალი წყაროების პოვნა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, თუმცა ძველი ვალები ან მოულოდნელი ხარჯები მთელ შემოსავალს მოითხოვენ. ერიდეთ ჭირებს, უცხო ადამიანების რჩევებს და ცილისწამებას. სამსახურის შემდეგ პირდაპირ სახლში წადით და მარტო სეირნობას ერიდეთ.


სასწორი


ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ძველ მეგობრებთან შეხვედრა, ძველი სიყვარულის დაბრუნება და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა. უარი თქვით იმ შეხვედრებზე, რომლებსაც შესაძლოა, ოჯახში ეჭვიანობის სცენები და პრობლემები მოჰყვეს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.


მორიელი


ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმეების წარმატებით დასრულებისთვის, ქორწინებისა და ბავშვების ჩასახვისთვის. აღიარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებთ, თუ თქვენი მოქმედება მომხდარის რეალურ შეფასებაზე იქნება დაფუძნებული. პლანეტების მხარდაჭერას გრძნობთ, რაც თავდაჯერებას შეგმატებთ. სამყაროს უჩვეულო აღქმა ოპტიმისტურ განწყობას გააძლიერებს.


მშვილდოსანი


არახელსაყრელი დღეა საკამათო საკითხებისა და კონფლიქტების მოგვარებისთვის, ასევე სასამართლო პროცესების წარმოებისთვის, რადგან შედეგი თქვენთვის არასასურველი იქნება. ამ დღეს ურთიერთობის სრული დეფიციტია. გაითვალისწინეთ, რომ პარტნიორის მიმართ გადაჭარბებულმა პრეტენზიებმა შესაძლოა, მასთან კონფლიქტამდე მიგიყვანოთ.


თხის რქა


ამ დღეს ახალ პარტნიორებთან შეხვედრა და კარიერული წარმატება გელით. თქვენ შეძლებთ, სრულად გამოავლინოთ შემოქმედებითი პოტენციალი. სავარაუდოდ, თქვენი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.


მერწყული


ეს დღე ტყუილს, შეცდომებს და ცილისწამებას განასახიერებს. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, გარშემომყოფებთან კონფლიქტი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ერიდეთ გარეშეფაქტორების გავლენის ქვეშ მოქცევას - ამან შეიძლება ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანოთ.


თევზები


რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში უსაფუძვლი ოპტიმიზმს საღამოს სევდა და მელანქოლია შეცვლის. ერიდეთ განმარტოვებას. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა სიმშვიდეს და ბედნიერებას მოგანიჭებთ.

დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა.
დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.  
დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო  „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს  0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„თბილისის დებატების სკოლა“ აცხადებს მოსწავლეების შერჩევის კონკურსს

საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას „თბილისის დებატების სკოლაში“, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურს დაეუფლოს დებატების ტექნიკას და კამათის ხელოვნებას, შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის Facebook გვერდზე shorturl.at/dqzQ3
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?