4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

3 სექტემბერი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ძალიან საშიში დღეა. ბედი თქვენს სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. გამორიცხული არ არის, რომ ახალმა საქმემ ფინანსურად დაგაზარალოთ, ხოლო კომერციული საქმიანობა კრახით დასრულდეს. ერიდეთ უსარგებლო კამათს, რომელიც, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში ნეგატიური ტენდენციები შესუსტდება, თუმცა საყოფაცხოვრებო პრობლემები დარჩება და დამატებით ხარჯებს მოითხოვს.


კურო


ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. თავი შეიკავეთ აქტიურობისგან და ერიდეთ საქმეს, რომელიც სიზუსტეს მოითხოვს. თავს შეუძლოდ იგრძნობთ და რაღაც დროით სულიერი დისკომფორტი შეგაწუხებთ.


ტყუპები


კრიტიკული დღეა. ახალი ნაცნობობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ. გაითვალისწინეთ, რომ კომერციული საქმიანობა ან სარისკო ფინანსური ოპერაცია ძალიან დაგაზარალებთ. თავი შეიკავეთ პროფესიულ სფეროში აქტიურობისგან. ბავშვებთან ურთიერთობაში პრობლემები გელით.


კირჩხიბი


შესაძლოა, ამ დღეს იდეამ, რომელზეც ბოლო დროს დიდხანს ფიქრობთ, სწრაფი და მნიშვნელოვანი შედეგი მოგიტანოთ. თქვენი ენერგიულობით და გონებამახვილობით გარშემო მყოფების გაოცებას შეძლებთ, ამასთან ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისა და სოციალური სტატუსის გაუმჯობესებას მოახერხებთ.


ლომი


ვარსკვლავების განლაგება ისევ არახელსაყრელია. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი საუკეთესო თვისებები - ორგანიზატორული შესაძლებლობები, სულიერი სიმდიდრე და გულუხვობა თქვენ საწინააღმდეგოდ შემოტრიალდეს. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია შეცდომები და ხელმძღვანელობის კრიტიკა. ერიდეთ უსარგებლო კამათს, რომელიც არაფერს მოგიტანთ.


ქალწული


კრიტიკული დღეა. ახალი საქმე უშედეგო იქნება. პირადი ცხოვრება თქვენგან სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს. საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ბევრი დრო და ფინანსები დაგეხარჯებათ. მოსალოდნელია ოჯახური საქმეები და შეუძლოდ ყოფნა.


სასწორი


წარმატებული დღეა. შეგიძლიათ, ნებისმიერი საქმე თამამად დაიწყოთ, რადგან ყველაფერს ადვილად გაართმევთ თავს. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. მარტოხელა და თავგადასავლების მაძიებელ ადამიანებს ახალი ნაცნობობა ელით, რომელიც სწრაფად და დიდი სკანდალით დასრულდება.


მორიელი


მძიმე დღეა. არაკეთილმოსურნე ადამიანების მხრიდან მოსალოდნელია აგრესია. ოჯახშიც პრობლემები გელით. ეცადეთ, საპასუხო აგრესიისგან თავი შეიკავოთ და ბრაზი უდანაშაულო ადამიანებზე არ იყაროთ.


მშვილდოსანი


მძიმე დღეა. გირჩევთ, პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისგან თავი შეიკავოთ. გაითვალისწინეთ, რომ რისკთან დაკავშირებული კომერციული ოპერაციები ფინანსურად დაგაზარალებთ, ამიტომ ცოტა ხანი მოიცადეთ და უკეთეს დროს დაელოდეთ.


თხის რქა


ამ დღეს ერიდეთ კომერციულ სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან თქვენს ცხოვრებაზე მერკურის გავლენა ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. გამორიცხული არ არის კარიერული დაღმასვლა. დღის მეორე ნახევარში ფარული არაკეთილმოსურნეების მხრიდან მოსალოდნელია ინტრიგები.


მერწყული


თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი კვლავინდებურად მაღალია. შეგიძლიათ, ნებისმიერ საქმეს შეეჭიდოთ, რადგან წარმატება გარანტირებულია. მარტოხელა და თავგადასავლების მაძიებელი მერწყულები საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას მიიქცევენ.


თევზები


წინააღმდეგობრივი დღეა. საკუთარ თავზე ზრუნვით გატაცებული ფულს უმიზნოდ ხარჯავთ, თუმცა ოჯახის წევრები თქვენს ეიფორიას არ იზიარებენ. რაღაც დროით მარტო ყოფნა გჭირდებათ, რათა დაკარგული წონასწორობა აღიდგინოთ. გამორიცხული არ არის გაუგებრობა ან უბედური შემთხვევა. განსაკუთრებული სიფრთხილე ავტომოყვარულებს მართებთ.


 

დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა.
დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.  
დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო  „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს  0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„თბილისის დებატების სკოლა“ აცხადებს მოსწავლეების შერჩევის კონკურსს

საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას „თბილისის დებატების სკოლაში“, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურს დაეუფლოს დებატების ტექნიკას და კამათის ხელოვნებას, შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის Facebook გვერდზე shorturl.at/dqzQ3
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?