17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბერი 23:21

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ჰარმონიითა და სამართლიანობით სავსე დღეა. ამ დღეს შეგიძლიათ წარმატებით განახორციელოთ სარისკო სავაჭრო ოპერაციებიც კი, რადგან ყველა საქმეში წარმატება გელით. ძველ მეგობრებთან, პარტნიორებთან ან ნათესავებთან ურთიერთობა საშუალებას მოგცემთ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და მომავალი წარმატების სასტარტო პოზიცია შექმნათ. სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ზოგიერთი პრობლემის მოგვარებასაც მოახერხებთ.


კურო


ხელსაყრელი დღეა. თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. მოსალოდნელია მოგება, ვალის დაბრუნება ან ხელსაყრელი შენაძენი. ქალებს ვენერა სასიყვარულო საქმეებში დახმარებას პირდება. მამაკაცებს მივლინება ან საქმიანი შეხვედრა ელით, რომელსაც მცირე, მაგრამ პერსპექტიული ცვლილებები მოჰყვება.


ტყუპები


ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენების, სეირნობისა და ფიზიკური დატვირთვისთვის, რაც შეიძლება სახლის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის გამოიყენოთ. გირჩევთ საქმიანი ქაღალდები მოაწესრიგოთ. ყველა შენაძენი, მეტალის ნივთებისა და შინაური ცხოველების გარდა, წარმატებული იქნება. საღამოს სასურველია ცეცხლის სიახლოვეს ყოფნა.


კირჩხიბი


სირთულეებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელიც გზაზე გეღობებათ, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მთლიანობაში, წარმატებული დღეა, რომელიც ხელსაყრელია პრობლემების მოგვარებისთვის. მოსალოდნელია ჰონორარი ან სხვა სახის ფინანსური შემოსავალი.


ლომი


ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ - ეს წარმატებაში დაგეხმარებათ. ძველ მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობა ან მოულოდნელი ცნობა ფინანსურ ან პროფესიულ წარმატებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, პირადი ცხოვრების რომელიღაც პრობლემის მოგვარება შეძლოთ.


ქალწული


სამართლიანი და ჰარმონიული დღეა, რომელიც ხელსაყრელია დასვენების, გართობისა და ერთობლივი ღონისძიებებისთვის. ძველი მეგობრების, ნათესავების ან პარტნიორების დახმარებით ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ და მომავალი წარმატების სასტარტო პირობებს შექმნით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე პირადი ცხოვრების პრობლემების მოგვარებას მიუძღვნათ და ჯანმრთელობის გაკაჟებაზე იზრუნოთ.


სასწორი


ეს დღე შავი მაგიის ნიშნით ჩაივლის. ერიდეთ გარეშე პირთა მხრიდან ნეგატიურ გავლენას და ეცადეთ მთელი დღე სახლში, ოჯახის წევრთა შორის გაატაროთ. ამ დღის ნეგატიურ გავლენებს მხოლოდ მოთმინებით და სულიერი სიმტკიცით გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარში სასურველია სუფთა ჰაერზე სეირნობა და კოცონთან გართობა.


მორიელი


ეს დღე ხელსაყრელია სერიოზული ბიზნეს საქმიანობისთვის, საქმიანი მოლაპარაკებებისა და მივლინებებისთვის. ეცადეთ წარმატების მისაღწევად ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ. დაღლილობის მიუხედავად, ენერგიით სავსე ხართ.


მშვილდოსანი


ეჭვების დაძლევის, სულიერი გარდასახვისა და მიტევების დღეა. საქმის მიმართ პრაქტიკული დამოკიდებულება, ენერგიის რაციონალურად გამოყენება და ორგანიზატორული უნარები კოლექტივში ავტორიტეტს აგიმაღლებთ და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.


თხის რქა


სავარაუდოდ, ძველ მეგობრენთან, ნათესავებთან ან ბიზნეს-პარტნიორებთან ურთიერთობა საშუალებას მოგცემთ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. პირად ცხოვრებაში ეცადეთ ინიციატივა არ დათმოთ - შესაძლოა, ამ დღეს მიაღწიოთ იმას, რაზეც ადრე ვერც იოცნებებდით.


მერწყული


რთული და ნეგატიური დღეა, რომელსაც კატასტროფები და უბედური შემთხვევები ახლავს. ეცადეთ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ. ბავშვები აკონტროლეთ, ხოლო ხანდაზმული ნათესავების მიმართ მზრუნველობა გამოიჩინეთ. დაავადებას, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს.


თევზები


შესაძლოა, საზოგადოებრივი ცხოვრების ნეგატიური პროცესები თქვენს პირად ცხოვრებაზეც აისახოს. ზოგი თევზის ქორწინებას საფრთხე დაემუქრება. ცუდი წინათგრძნობა მოსვენებას არ გაძლევთ. გირჩევთ, ეკლესიაში წახვიდეთ და სული დაიმშვიდოთ.

დღის ჰოროსკოპი

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

„ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით 24/7-ზე შეუძლიათ.
NEW

დიდი ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ამ კვირის პარასკევის აქციის პროდუქტები უკვე ცნობილია - 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის დადგომას მიეძღვნება და გამათბობლებზე გავრცელდება.
თემატური ჰოროსკოპი

როგორ დამთავრდება 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა, ამიტომ არც იქნება გასაკვრი, თუკი ბევრს უკვე გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, როგორ დასრულდება ის. წაიკითხეთ ასტროლოგიური პროგოზი, თუ რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ამ წლის ბოლო თვეებში.  
დღის ჰოროსკოპი

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

როგორ გავთბეთ ზამთარში - „გრანდ ელექტრონიქსი“ გირჩევთ

ზამთარი გვიახლოვდება – რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა თქვენთვის, ერთი რამ ცხადია: ოქტომბრის ბოლოდან ჩვენი უმრავლესობა ნელ-ნელა ემზადება საზამთროდ: საბოლოოდ ინახავს ზაფხულის ტანსაცმელს და იმარაგებს ზამთრის სამოსს; ოქტომბრის ცივ საღამოებს ნებდება, თხელი პლედის ნაცვლად სქელ, ღუნღულა საბანზე გადადის და, რაც მთავარია, ყურადღებით არჩევს გამათბობელს.
იცით თუ არა...

როგორ შეაღწია საბჭოთა კავშირში ფრანგულმა სუნამომ?

ვისაც საბჭოთა ეპოქაში მოუწია ცხოვრება, კარგად ახსოვს, რას ნიშნავს დეფიციტი და იმპორტული საქონლის დახლქვეშ შეძენა. ერთ-ერთი ასეთი „დახლქვეშა სიამოვნება“ გახლდათ ფრანგული სუნამო Climat Lancome, რომლის ერთი წვეთის პკურება თავს დედოფლად გაგრძნობინებდათ...
დღის ჰოროსკოპი

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფასდაკლებების სერია „გრანდ ელექტრონიქსისგან“, რომელიც არ უნდა გამოტოვო!

თუკი ტექნიკის შეძენას გეგმავდით, აუცილებლად მოინიშნეთ თარიღიც: 19-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსს“ თავისი მომხმარებლისათვის სასიამოვნო სიურპრიზი აქვს - „გრანდ ელექტრონიქსის“ საბურთალოს „სითი მოლის“ ფილიალში ოქტომბრის ბოლომდე ტექნიკაზე განსაკუთრებული ფასები დაგხვდებათ!
დღის ჰოროსკოპი

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?