19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბერი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის და სასიყვარულო ურთიერთობისთვის. შესაძლოა, დღის პირველ ნახევარში პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიხდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და პარტნიორი ზედმეტი პრეტენზიებით არ დაღალოთ. ეცადეთ, ნათესავებთან ან ახლობელ ადამიანებთან დიდი ხნის წინ დაწყებული კონფლიქტი დროულად დაასრულოთ.


კურო


სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. შესაძლოა, ამ დღეს თქვენი მისამართით უამრავი საქებარი სიტყვა მოისმინოთ, რაც ძალიან გაგახარებთ. დღის მეორე ნახევარში განწყობა გაგიფუჭდებათ და მსუბუქი დეპრესია დაგეუფლებათ. ეცადეთ, ტაქტი გამოიჩინოთ - ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ ახლობელი ადამიანის მიმართ დაუფიქრებელი საქციელი თავიდან აიცილოთ.


ტყუპები


ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. შესანიშნავი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, ახალი საქმის დაწყებისთვის, მშენებლობისა და რემონტისთვის. კომერციული საქმიანობა წარმატებული იქნება, ამიტომ თუ რამის შეძენას გეგმავთ, ეს დღეს უნდა გააკეთოთ.


კირჩხიბი


ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. გირჩევთ, სიმტკიცე და მოთმინება გამოიჩინოთ - მხოლოდ ამით აირიდებთ თავიდან დაუფიქრებელ საქციელსა და გადაწყვეტილებას.


ლომი


მამაკაცის ლომებისთვის არახელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, რაც ხელმძღვანელთან ან პარტნიორებთან კონფლიქტს გამოიწვევს. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მოულოდნელმა ცნობამ შესაძლოა, გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ვერძებთან და მშვილდოსნებთან ურთიერთობა შესაძლოა, უთანხმოებით დასრულდეს.


ქალწული


ამ დღეს მოსალოდნელია კონფლიქტები უფროსთან ან პარტნიორებთან. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება თქვენი ორგანიზმი დააზიანოს, განსაკუთრებით, ავტომობილის სწრაფი ტარებისა და მჭრელ საგნებთან ურთიერთობისგან. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტმა ნდობამ და მიამიტობამ შეიძლება, ფინანსურად დაგაზარალოთ.


სასწორი


ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნებისმიერ ახალ ნაცნობობას ფრთხილად და ყურადღებით მოეკიდოთ. თავი შეიკავეთ ზედმეტი აქტიურობისგან. მოსალოდნელია ოჯახური ან ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები. არახელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის.


მორიელი


ამ დღეს იზრდება თქვენი ინტუიცია და წინასწარმეტყველების ნიჭი. შესაძლოა, ზუსტად ამოიცნოთ უახლოესი დროის მოვლენები და სიტუაცია სწორად შეაფასოთ. თუ ვინმემ დახმარებისთვის მოგმართათ, ეცადეთ უარით არ უპასუხოთ. დაძაბულობას საყვარელი საქმის დახმარებით მოიხსნით.


მშვილდოსანი


არახელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, რამაც შესაძლოა, ტრამვები და ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს. გამორიცხული არ არის აგრესია პარტნიორის მხრიდან, რაც თქვენთვის ჩვეული დიპლომატიურობით უნდა ჩააცხროთ.


თხის რქა


სულიერი წონასწორობის მოპოვებისა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. ხელსაყრელი დღეა სავაჭრო გარიგებებისა და სარისკო მოქმედებებისთვის. შეგიძლიათ, მეგობრებისა და გავლენიანი მფარველების დახმარების იმედი გქონდეთ - მოკავშირეების დარწმუნების უნარი წარმატებას მოგიტანთ.


მერწყული


ეს დღე ჰარმონიის, წონასწორობისა და სამართლიანობის ნიშნით ჩაივლის. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. ეცადეთ, გათავისუფლდეთ სუბიექტური დამოკიდებულებისა და სტერეოტიპული აზროვნებისგან. ერიდეთ, ხანგრძლივ მოგზაურობას და მძიმე ფიზიკურ შრომას. შეძლებისდაგვარად, შეზღუდეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობა.


თევზები


მძიმე დღე გელით. უხასიათობისა გამო ყველაზე ადვილ საქმესაც კი ვერ უმკლავდებით. გამორიცხული არ არის ფინანსური კრიზისი, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ.


 
დღის ჰოროსკოპი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30  ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

პანდემიის ტრენდული ტექნიკა - რა მოწყობილობას ყიდულობდნენ ყველაზე ხშირად კარანტინის დროს

2020-მა წელმა კომპანიებისთვისა და მომხმარებლებისთვის უამრავი რამ შეცვალა. საგრძნობლად შეიცვალა ჩვენი ქცევები - ის, თუ რას ვყიდულობთ და ზოგადად, როგორ ვგეგმავთ საყიდლებზე სიარულს.
დღის ჰოროსკოპი

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

რატომ გახდა ელექტროსკუტერი მთელს მსოფლიოში ასეთი პოპულარული?

დღეს ტექნოლოგიები უკვე იმ დონემდე განვითარდა, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს გადაადგილებისთვის სჭირდება, ერთ პატარა აპარატშია ჩატეული, რომლის წონაც სულ რამოდენიმე კილოგრამია და 7800 ამპ/სთ ტევადობის, პატარა აკუმულატორით თამამად გაივლით რამდენიმე ათეულ კილომეტრს.
დღის ჰოროსკოპი

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

„ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით 24/7-ზე შეუძლიათ.
NEW

დიდი ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ამ კვირის პარასკევის აქციის პროდუქტები უკვე ცნობილია - 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის დადგომას მიეძღვნება და გამათბობლებზე გავრცელდება.
თემატური ჰოროსკოპი

როგორ დამთავრდება 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა, ამიტომ არც იქნება გასაკვრი, თუკი ბევრს უკვე გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, როგორ დასრულდება ის. წაიკითხეთ ასტროლოგიური პროგოზი, თუ რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ამ წლის ბოლო თვეებში.