15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბერი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და ყოფითი პრობლემების მოგვარებისთვის. ეცადეთ, მხოლოდ ღირსეული ადამიანები დაიახლოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. მოსალოდნელია გავლენიანი ადამიანების გამოჩენა, რომლებიც ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებიან.


კურო


დროა, ოჯახური ბიუჯეტის შესავსებად ნორმალურად მუშაობა დაიწყოთ. ერთი შეხედვით, გადაუჭრელ პრობლემებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ - მალე ყველაფერი თავისთავად მოგვარდება. ისეთ საქმეს ნუ შეეჭიდებით, რომელსაც ვერ დაძლევთ. გამორიცხული არ არის, რომ ფინანსურმა ან იურიდიულმა პრობლემებმა ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანოთ.


ტყუპები


ფიზიკური თვალსაზრისით, არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება და ზედა სასუნთქი გზების პრობლემები. საყვარელ ადამიანთან მცირე კამათი შესაძლოა, დიდ სკანდალში გადაიზარდოს და ურთიერთობის სრული გაწყვეტით დასრულდეს. ეცადეთ, ნებისმიერ შემთხვევაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ.


კირჩხიბი


რეალობა ნელ-ნელა იჭრება თქვენს შინაგან სამყაროში და ეს, პირველ რიგში, ოჯახურ ურთიერთობებზე აისახება. პრობლემები ნუ შეგაშინებთ, უბრალოდ, სიფრთხილე გამოიჩინეთ. გირჩევთ, საკუთარი პრობლემების შესახებ არავის უამბოთ და, საერთოდ, მოერიდოთ გულახდილ საუბარს. გაუფრთხილდით ნერევებს და ჯანმრთელობას.


ლომი


ეს დღე ინტუიციის ნიშნით ჩაივლის, რომელიც სწორი მოქმედებით და გონიერებით იქნება გამყარებული. თქვენი მსჯელობა დროული და ზუსტი იქნება, რაც თქვენს ავტორიტეტზე სასიკეთოდ აისახება. ხელსაყრელი დღეა დასვენებისა და სულიერი გარდასახვისთვის.


ქალწული


მთლიანობაში შესანიშნავი დღეა, რომელიც ფულად შემოსავალს და წარმატებულ შენაძენს გპირდებათ. თუ საქმიან შეხვედრას გეგმავთ, ეცადეთ, ეს დღის პირველ ნახევარში გააკეთოთ, რადგან საღამოს სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. გრძნობთ, რომ მეგობრების რჩევა გჭირდებათ, თუმცა მთლიანად ამას ნუ დაეყრდნობით. გამორიცხული არ არის, რომ იმედგაცრუებული დარჩეთ.


სასწორი


კრიტიკული დღეა. ერიდეთ გადაღლას და გაუმართლებელ რისკს. თქვენი უნებისყოფობა და მცდარი წარმოდგენები შესაძლოა, მომავალში კომერციულ და შემოქმედებით საქმიანობაში წარუმატებლობის მიზეზად იქცეს. გამორიცხული არ არის, რომ უხეშობას შეეჯახოთ ან ძარცვის მსხვერპლი გახდეთ.


მორიელი


ხელსაყრელი დღეა შემოქმედებით საქმიანობაში რეალიზაციისთვის. შესაძლოა, საკუთარ თავზე წარმოდგენა სერიოზულად შეგეცვალოთ. ოჯახში სიყვარული და ურთიერთგაგება სუფევს. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი საყვარელ ადამიანთან ერთად, მშვიდ გარემოში გაატაროთ.


მშვილდოსანი


არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თქვენი მომხიბვლელობა სასწაულებს მოახდენს, თუმცა საყვარელ ადამიანთან მცირე კინკლაობა შეიძლება დიდ სკანდალში გადაიზარდოს და ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.


თხის რქა


ეს დღე შეხვედრებს და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. ცდილობთ, საკუთარი შინაგანი სამყაროს გამოხატვა შეძლოთ. შესაძლოა, სწორედ ამ დღეს მოხდეს რაღაც, რაც თქვებს საქმეებზე და სამომავლო გეგმებზე სერიოზულ გეგმებს მოახდენს.


მერწყული


ეს დღე ხორციელ ცდუნებას და ბობოქარ ვნებებს განასახიერებს. ფრთხილად იყავით - ამ დღეს ემოციებისა და სექსუალური ენერგიის კონტროლი რთულია. გაითვალისწინეთ, რომ თუ ამ დღეს ავად გახდებით, გამოჯანმრთელებისთვის დიდი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ.


თევზები


ხელსაყრელი დღეა სახლის კეთილმოწყობისთვის, ძვირად ღირებული ნივთების შეძენისა და დოკუმენტების გაფორმებისთვის. ქორწინება, რომელიც ამ დღეს გაფორმდება, ხანგრძლივი და მყარი იქნება. ნაკლები უსმინეთ სხვების რჩევებს - ისინი მხოლოდ დაგაზარალებთ.

დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

„ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით 24/7-ზე შეუძლიათ.
NEW

დიდი ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ამ კვირის პარასკევის აქციის პროდუქტები უკვე ცნობილია - 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის დადგომას მიეძღვნება და გამათბობლებზე გავრცელდება.
თემატური ჰოროსკოპი

როგორ დამთავრდება 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა, ამიტომ არც იქნება გასაკვრი, თუკი ბევრს უკვე გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, როგორ დასრულდება ის. წაიკითხეთ ასტროლოგიური პროგოზი, თუ რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ამ წლის ბოლო თვეებში.  
დღის ჰოროსკოპი

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

როგორ გავთბეთ ზამთარში - „გრანდ ელექტრონიქსი“ გირჩევთ

ზამთარი გვიახლოვდება – რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა თქვენთვის, ერთი რამ ცხადია: ოქტომბრის ბოლოდან ჩვენი უმრავლესობა ნელ-ნელა ემზადება საზამთროდ: საბოლოოდ ინახავს ზაფხულის ტანსაცმელს და იმარაგებს ზამთრის სამოსს; ოქტომბრის ცივ საღამოებს ნებდება, თხელი პლედის ნაცვლად სქელ, ღუნღულა საბანზე გადადის და, რაც მთავარია, ყურადღებით არჩევს გამათბობელს.
იცით თუ არა...

როგორ შეაღწია საბჭოთა კავშირში ფრანგულმა სუნამომ?

ვისაც საბჭოთა ეპოქაში მოუწია ცხოვრება, კარგად ახსოვს, რას ნიშნავს დეფიციტი და იმპორტული საქონლის დახლქვეშ შეძენა. ერთ-ერთი ასეთი „დახლქვეშა სიამოვნება“ გახლდათ ფრანგული სუნამო Climat Lancome, რომლის ერთი წვეთის პკურება თავს დედოფლად გაგრძნობინებდათ...
დღის ჰოროსკოპი

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფასდაკლებების სერია „გრანდ ელექტრონიქსისგან“, რომელიც არ უნდა გამოტოვო!

თუკი ტექნიკის შეძენას გეგმავდით, აუცილებლად მოინიშნეთ თარიღიც: 19-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსს“ თავისი მომხმარებლისათვის სასიამოვნო სიურპრიზი აქვს - „გრანდ ელექტრონიქსის“ საბურთალოს „სითი მოლის“ ფილიალში ოქტომბრის ბოლომდე ტექნიკაზე განსაკუთრებული ფასები დაგხვდებათ!
დღის ჰოროსკოპი

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

დებატების მასწავლებელთა სერტიფიცირება

17 ოქტომბერს 15:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (მის: თბილისი, რუსთაველის გამზ. #13) გაიმართა სკოლის მასწავლებელთა ტრენინგების დასკვნითი ცერემონიალი.