20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

19 ოქტომბერი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ხელსაყრელი დღეა ძველი გეგმებისა და ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. ზედმეტი აქტიურობა აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ, დაწყებული საქმე მშვიდად დაასრულოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარი ახლობელი ადამიანების ან ბავშვების პრობლემების მოგვარებას დაუთმოთ.


კურო


ამ დღეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები ახლავს. ეცადეთ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ. თავი შეიკავეთ ექსპერიმენტების ჩატარებისა და გარშემო მყოფებთან კონფლიქტისგან. პირადი ცხოვრება თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. მოსალოდნელია კამათი ახლობელ ადამიანთან, მაგრამ მალე ყველაფერი მოგვარდება და ოჯახში ისევ სიმშვიდე დაისადგურებს.


ტყუპები


ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. შრომისმოყვარეობა და გავლენიანი ადამიანის მფარველობა საშუალებას მოგცემთ, რომ ფინანსური წარმატებისთვის შესანიშნავი სასტარტო პირობები შექმნათ. ამ დღეს ნებისმიერ, სარისკო კომერციულ ოპერაციაშიც კი წარმატება გელით. გირჩევთ, საღამო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმოთ.


კირჩხიბი


ამ დღეს უნიკალური შანსი გექნებათ, რომ სანუკვარი ოცნება აისრულოთ. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ხშირად გაიღიმეთ და თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო განცდებისა და სიყვარულისთვის მეტი ადგილი დარჩება.


ლომი


ხელსაყრელი დღეა ძველი გეგმების განსახორციელებლად. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები. ამ დღეს მთავარია, რომ შეცდომები არ დაუშვათ და საქმე დროულად აკეთოთ.


ქალწული


ამ დღის დევიზია სიმშვიდე, სიყვარული და თანხმობა. ნუ აჩქარდებით, შეგიძლიათ, ჩანაფიქრი მშვიდად განახორციელოთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა ნელ-ნელა მოგვარდება და ოჯახშიც სიმშვიდე და სიყვარული დაისადგურებს. მეგობრების ან ნათესავების დახმარებით შესაძლოა, ფინანსური შემოსავალი მიიღოთ. მზად იყავით სასიამოვნო სიურპრიზებისა და საჩუქრებისთვის.


სასწორი


ამ დღის დევიზია შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა. გავლენიანი ადამიანის მფარველობით შესაძლოა, ფინანსური წარმატებისთვის შესანიშნავი სასტარტო პოზიცია შექმნათ. საღამოსჯანმრთელობის გაკაჟებაზე იზრუნეთ.


მორიელი


ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ეცადეთ, სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ. ერიდეთ უსარგებლო საუბრებს, რადგან ეს, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. კარგი იქნება, თუ ამ დღეს ოჯახთან დაკავშირებულ საქმეებს დაუთმობთ. ყურადღება მიაქციეთ ბავშებს და ერიდეთ ოჯახურ კონფლიქტებს.


მშვილდოსანი


კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია ფინანსური ზარალი. პირადი ცხოვრება ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთოობებში გაერკვეთ, რადგან მოსალოდნელია ბედის უეცარი შემობრუნება.


თხის რქა


მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით შესაძლოა, ფინანსური შემოსავალი მიიღოთ. მზად იყავით საჩუქრებისა და სასიამოვნო სიურპრიზებისთვის. ხელსაყრელი დღეა შეძენისა და პირად ცხოვრებაში ცვლილებებისთვის. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს.


მერწყული


მშვიდი და ჰარმონიული დღეა. ნუ აჩქარდებით, შეგიძლიათ დაწყებული საქმე მშვიდად დაასრულოთ. ნუ ეცდებით საკუთარი მოვალეობები პარტნიორებს გადააბაროთ. კარგი იქნება, თუ წვრილმან უსიამოვნებებს ყურადღებას არ მიაქცევთ. თქვენი მომხიბვლელობა სასწაულებს ახდენს.


თევზები


მშვიდი სამუშაო დღეა. შესაძლოა, ინიციატივა ხელიდან გაუშვათ და პასიური დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ. გამახვილებული ინტუიციის დახმარებით გამოსავალს ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი მონახავთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?