4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

3 იანვარი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ამ დღეს ბედი ხელოვან და პედაგოგ და მოსწავლე ვერძებს გაუღიმებს. კარგი პერიოდია საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულებისთვისაც. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შესაძლოა, საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ, რომელიც მოღვაწეობის სფეროს შეცვლას გაიძულებთ. მხოლოდ ინტუიციის იმედად ნუ იქნებით და რჩევა მეგობრებს ჰკითხეთ.


კურო
სიყვარული და ჰარმონია, რომელიც თქვენს სახლში სუფევს, ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახება. საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ერთადერთი და ყველაზე სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ნუ ეცდებით ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარებას.


ტყუპები
შესაძლოა, შემოქმედებითმა აღმაფრენამ ან მოჭარბებულმა ენერგიამ მოღვაწეობის სფეროს შეცვლა გაიძულოთ. ნუ აჩქარდებით, შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ. გირჩევთ, საკუთარი იდეები ლოგიკურად შეაფასოთ და რჩევა მეგობრებს ჰკითხოთ. არახელსაყრელი დღეა ინტიმური ურთიერთობებისთვის. ეცადეთ, დაუფიქრებელი მოქმედებების შედეგები წინასწარ გათვალოთ.


კირჩხიბი
კონფლიქტური სიტუაციების რისკი ძალიან მაღალია. თუ უფროსი რაღაცაში არ გეთანხმებათ, კარს ნუ გაიჯახუნებთ, რადგან ეს თქვენს სამომავლო ურთიერთობებზე ცუდად აისახება. სახლშიც სკანდალია მოსალოდნელი. შესაძლოა, ბრალი იმაში დაგდონ, რაც არ ჩაგიდენიათ. ამ დღეს ურთიერთგაგების სრული დეფიციტია, ამიტომ ეცადეთ, განმარტოვდეთ. ყველაფერი მალე, თავისით მოგვარდება.


ლომი
მშვენიერი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. პიროვნული მომხიბვლელობა დაგეხმარებათ ახალი მეგობრებისა და მოკავშირეების პოვნაში. ნუ ენდობით ინტუიციას და გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა მეგობრებს ჰკითხეთ.


ქალწული
პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები გელით. შემოქმედებითი პროფესიის ქალწულებისთვის შესანიშნავი დროა. ემოციებს ნუ აჰყვებით და საკუთარი იდეები ლოგიკით გადაამოწმეთ.


სასწორი
აქტიური, შემოქმედებითი დღეა. შესაძლოა, მოღვაწეობის სფეროს შეცვლა სცადოთ. ეცადეთ, ხორციელ ცდუნებას გაუძლოთ - ეს თქვენს ცხოვრებას ძალიან გაართულებს და უამრავ პრობლემას გაგიჩენთ.


მორიელი
ახალი დღე ახალ იმედებსა და საკუთარი თავის რწმენას მოგიტანთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილება თქვენს მომავალ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.


მშვილდოსანი
პოზიტიური დღეა, განსაკუთრებით ქალებისთვის. ნებისმიერ საქმეს თავს ადვილად გაართმევთ, თუმცა ეცადეთ, ასეთი ხისტი და პირდაპირი არ იყოთ. გახსოვდეთ, რომ მამაკაცებს სიმართლეს პირფერობა ურჩევნიათ. მამაკაცებმა შეიძლება სასიხარულო ინფორმაცია ან სასიამოვნო საჩუქარი მიიღონ.


თხის რქა
პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია წარუმატებლობა, დეპრესია და პესიმიზმი. გამორიცხული არ არის, რომ იმედგაცრუებულმა მოღვაწეობის სფეროს შეცვლა გადაწყვიტოთ. გირჩევთ, დაუფიქრებლად არაფერი მოიმოქმედოთ და რჩევა მეგობრებს ჰკითხოთ.


მერწყული
ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. ეცადეთ, სიტუაცია ობიექტურად შეაფასოთ და პოზიციები გაიმტკიცოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს თქვენი მონდომება სათანადოდ დაფასდება, ხოლო შეცდომა ძვირად დაგიჯდებათ.


თევზები
მთლიანობაში პოზიტიური დღეა, თუმცა საღამოს შესაძლოა, იმედგაცრუება იგრძნოთ. ბევრი თევზი ამ დღეს ცხოვრების მთავარი მიზნისა და ჭეშმარიტების ძიებაში გაატარებს. ერიდეთ ეგოისტ და ჯიუტ ადამიანებს, თორემ შესაძლოა, მათი გავლენის ქვეშ მოექცეთ. 

დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!