18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

17 იანვარი 22:47

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ამ დღეს სამსახურის საქმეები თქვენგან მაქსიმალურ კონცენტრაციას, დისციპლინას და და ორგანიზებას ითხოვენ. ეცადეთ პრობლემებზე ფიქრს თავი დააღწიოთ და გარშემო მიმოიხედოთ. ყურადღება მიაქციეთ ახლობელი ადამიანების და განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას.


კურო


თავდადებული შრომა და დისციპლინა დაგეხმარებათ ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდეთ. ახალი პროექტების დაწყებამდე ეცადეთ ძველი საქმეები დაასრულოთ. თვალი არ მოაშოროთ მტრებს და მოშურნეებს. არსებობს ტრამვის ან ავადმყოფობის რისკი, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს.


ტყუპები


კოსმიური ენერგიის გარდაქმნის დღეა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ საკუთარ და ახლობელიადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას მეტი ყურადრება მიაქციოთ. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც შემთხვევამ მეგობრებთან ურთიერთობის გადახედვა გაიძულოთ.


კირჩხიბი


ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ერიდეთ კამათს და ურთიერთობების გარკვევას. სასიცოცხლო ენერგიას ტყუილად ნუ დახარჯავთ, თორემ აღდგენა გაგიჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ძლიერი თავის ტკივილი, ამიტომ ეცადეთ არ გადაიღალოთ.


ლომი


ამ დღეს ვარსკვლავები სიყვარულს და ჰარმონიულ ოჯახურ ურთიერთობებს მფარველობენ. გამორიცხული არ არის,რომ ქალებს ახალი თაყვანისმცემლები გამოუჩნდნენ. სილამაზე და მომხიბვლელობა ნებისმიერი წვეულების დედოფლად გაქცევთ. ახალი ნაცნობობა შესაძლოა, დიდ სიყვარულში გადაიზარდოს.


ქალწული


დილიდან შინაგანი შფოთვა გაწუხებთ. ამის გამო მოსალოდნელია ხასიათის მკვეთრი ცვლილება, ნერვიულობა და ავადმყოფობაც კი. ეცადეთ საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ. ყურადღება მიაქციეთ ახლობელი ადამიანების, განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას.


სასწორი


ცდუნებითა და ტყუილებით სავსე დღეა. არსებობს ხანძრის ან უცნობ ადამიანებთან კონფლიქტის რისკი. მოსალოდნელი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ თქვენი დიპლომატიური თვისებები და მჭერმეტყველება.


მორიელი


ხელსაყრელი დღეა. რა საქმესაც არ უნდა შეეჭიდოთ, წარმატებას მიაღწევთ. შესანიშნავი დროა ახალ სამსახურში გადასვლისა და საქმიანი ურთიერთობების გადახედვისთვის. ძველი გარიგება შემოსავალს მოგიტანთ. ეცადეთ საღამო სახლის გარეთ, მეგობრების წრეში გაატაროთ, რომლებიც დიდი ხანია თავისთან გეპატიჟებიან.


მშვილდოსანი


ეცადეთ ურთიერთობაში მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ. მტერი თითქმის არ გყავთ, თუმცა აუცილებელი არ არის, რომ უცხო ადამიანებმა თქვენი გეგმების შესახებ იცოდნენ. ეცადეთ ფული მომჭირნედ ხარჯოთ, რადგან წინ ფინანსური ზარალი გელით. მოსალოდნელი კონფლიქტის მოგვარებისთვის გამოიყენეთ ადამიანების დარწმუნების უნარი და ლოგიკური აზროვნება.


თხის რქა


კრიტიკული დღეა. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. პრობლემების მიუხედავად, ეცადეთ ახლობელი ადამიანებისთვის დრო გამონახოთ.


მერწყული


წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია მატერიალური ზარალი. დღის პირველ ნახევარში შეხვედრები, მოლაპარაკებები და კონტაქტები სასურველ შედეგს მოგიტანთ, თუმცა ჩვეუკებრივზე მეტი ძალისხმევა მოგიწევთ. დღისმეორე ნახევარში მოსალოდნელია მცირე უსიამოვნეწბები უფროსთან ან საქმიან პარტნიორებთან. თავდაჯერება მნიშვნელოვან საკითხებში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.


თევზები


პასიური დღეა, ამიტომ აქტიური მოქმედებებისგან თავი უნდა შეიკავოთ და ლოდინის რეჟიმში გადახვიდეთ. ეცადეთ მასისგან არ გამოირჩეთ - ეს ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს თავიდან აგარიდებთ. კარგი იქნება თუ დღის მეორე ნახევარს ოჯახს და შვილებს დაუთმობთ.


 

დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ვაშლი ვენურად: სასარგებლო და გემრიელი დესერტი 5 წუთში

მალე გაზაფხული მოვა და ორგანიზმს ზამთრის შემდეგ ვიტამინებით „შევსება“ სჭირდება. გამომცხვარი ვაშლი კი, გულში - დარიჩინით და ვანილით, ფიგურას არ ემუქრება და ყველას მოსწონს.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ერთი პატარა ისტორია საყვარლის ცხოვრებიდან

ეს ამბავი საბჭოთა დროში მოხდა, თუმცა, ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ წყობაში.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.
კინო

ვინ არის ეს უცნობი ქალი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით?

ბელგიაში ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში იპოვეს ფოტოალბომი, ძალიან ბევრი ფოტოთი. თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ყველა ფოტოზე აღბეჭდილია ერთი და იგივე ქალბატონი, რომელთანაც პლანეტის ცნობილი ადამიანები პოზირებენ!
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)

ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გაიგეთ, ვინ იყავით წინა ცხოვრებაში და გამოასწორეთ შეცდომები

ამისთვის გაიარეთ ეს მარტივი ტესტი - დაუფიქრებლად აირჩიეთ ერთ-ერთი საათი, ოღონდ ამ დროს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას დაეყრდენით. მხოლოდ ასე მიიღებთ ზუსტ შედეგს.
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?