3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

3 თებერვალი 12:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


სასიცოცხლო პოტენციალი კვლავინდებურად, დაბალია. დროა, შეუდგეთ ორგანიზმის გაკაჟებას - თუ დრო გაქვთ, აუზზე წადით ან ჩვეულებრივზე ცოტა მეტხანს იარეთ ფეხით. ერთობლივ ღონისძიებებში წინდახედულება გმართებთ, გამორიცხული არ არის ფინანსური დანაკარგი. სხვის აზრს ნუ გაითვალისწინებთ - ის მცდარია.


კურო


მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, დაღლილობა და თავის ტკივილი. ამ დღეს უარი თქვით ფიზიკურ სამუშაოზე და ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს. ერიდეთ მსუყე საჭმელებს და სპირტიან სასმელს.


ტყუპები


თქვენში ლიდერის თვისებები გააქტიურდება. ამ დღეს თამამად შეგიძლიათ, ახალი საქმის ინიციატორი გახდეთ. ყველაფერი გამოგივათ - სწრაფად მიიღებთ გადაწყვეტილებას, შეუდგებით მის განხორციელებას და სხვებსაც აქტიურად ჩართავთ საქმეში. ნუ დაივიწყებთ ბავშვების შესახებ - მათთან ერთად სეირნობა უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.


კირჩხიბი


თქვენი შრომა და მონდომება აუცილებლად დაფასდება, შეცდომები კი ძვირად დაგიჯდებათ. ვიღაცამ შესაძლოა, ურცხვად სცადოს თავისი ინტერესებისთვის თქვენით მანიპულირება. სასიყვარულო ფრონტზე სიახლეები არ გელით. ეს კარგიც კია - სერიოზული საქმეებისგან არაფერი მოგაცდენთ.


ლომი


სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია. გადაღლა შეიძლება ავადმყოფობის მიზეზი გახდეს. სიფრთხილე გამოიჩინეთ ნებისმიერი გუნდური საქმიანობის დროს. ამ დღეს ლოგიკური დასკვნების გაკეთება გაგიჭირდებათ, თუმცა თქვენი ინტუიცია უშეცდომო იქნება. 


ქალწული


მანქანის მართვის დროს სიფრთხილე გმართებთ. მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან ან ნათესავებთან დაკავშირებული პრობლემები. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ურთიერთობას გააგრძელებთ თუ სამუდამოდ დაშორდებით. შესაძლოა, ნათესავს თქვენი დახმარება დასჭირდეს.


სასწორი


ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი გამოცდის პერიოდი ჯერ არ დასრულებულა. მოსალოდნელია შეცდომები და უზუსტობები, რაც გაიძულებთ, საქმისა და ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. ხელსაყრელი დღეა როგორც ინტიმური, ისე მეგობრული ურთიერთობებისთვის.


მორიელი


ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი გეგმების განხორციელებისთვის. თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული საქმის საბოლოო შედეგი და კოლეგების აღიარება. კარგი იქნება, თუ დღის მეორე ნახევრისთვის მეგობრებთან შეხვედრებს დაგეგმავთ. თქვენს სახლში ისევ მშვიდობა და სიყვარული დაისადგურებს, ხოლოდ ცუდი განწყობა დიდი ხნით დაგტოვებთ.


მშვილდოსანი


ამ დღეს მამაკაცებს სასიყვარულო საქმებში წარმატება ელით. ქალებს ვურჩევთ, ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკავონ - ახლა ამისთვის არახელსაყრელი დროა. დაუმსახურებელმა წყენამ შეიძლება ხასიათი საბოლოოდ გაგიფუჭოთ. გირჩევთ, ძველ პარტნიორთან ერთად, პატარა წვეულება მოაწყოთ. სასიამოვნო ურთიერთობა სიმშვიდეს მოგგვრით.


თხის რქა 


 


სიყვარულის, შენდობის და პატიების დღეა. შესაძლოა, თქვენი გარშემომყოფებიდან ვინმეს თქვენი დახმარება და რჩევა დასჭირდეს. თუმცა, ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან მიმართებით მზრუნველობას არ გადააჭარბოთ და მომაბეზრებელი არ იყოთ. 


მერწყული


თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. ეცადეთ მეტი იძინოთ, ნაკლები ინერვიულოთ და ვიტამინებით მდიდარი საკვები მიირთვათ. სწრაფი რეაქცია და ახალი იდეები ფინანსური წარმატების წინაპირობებს შექმნის. ქალებს ვურჩევთ, დაავადების პირველ სიმპტომებს მეტი ყურადღება მიაქციონ. სიზმარში რძის ან წყლის დაქცევა ცუდის ნიშანია.


თევზები


ეს დღე მორჩილებას და სიბრძნეს განასახიერებს. ყურადღებით უსმინეთ გამოცდილი სპეციალისტების და უფროსი ნათესავების დარიგებებს და აუცილებლად გაითვალისწინეთ. როგორი მოუცლელიც არ უნდა იყოთ, ეცადეთ, ბავშვებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. პირად ურთიერთობაში მოთმინების გამოჩენა გმართებთ.


 


 

დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!