4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

3 თებერვალი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


კრიტიკული დღეა. ერიდეთ ახალ ნაცნობობას და ხალხმრავალ ადგილებს. დიდია ტრამვისა და ავადმყოფობის რისკი - თავი შეიკავეთ ბასრ საგნებთან და ელექტროხელსაწყოებთან ურთიერთობისგან. მზად იყავით მოულოდნელი ამბისთვის.


კურო


ამ დღეს თავი უნდა შეიკავოთ სარისკო მოქმედებებისგან. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უსიამოვნებებს დაგავიწყებთ და კარგ განწყობას დაგიბრუნებთ. შესაძლოა, ახალი ნაცნობობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდოს.


ტყუპები


ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების დღეა. ერიდეთ შორეულ მგზავრობას, რადგან არსებობს კონფლიქტური სიტუაციების რისკი. ეცადეთ დაგროვილ საქმეებს გაუმკლავდეთ და საღამო ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.


კირჩხიბი


ერთგვარი დაბნეულობა მუშაობაში ხელს გიშლით. გაითვალისწინეთ, რომ არახელსაყრელი დღეა საქმიანი გარიგებებისა და ურთიერთობის გარკვევისთვის. ეცადეთ, ყველა დაგეგმილი შეხვედრა გადადოთ და სახლში განმარტოვდეთ. ცხოვრება თავად გიკარნახებთ ყველა კითხვაზე პასუხს. 


ლომი


ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგება გაფრთხილებთ, რომ ერიდოთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას და ახალ ნაცნობობას. დიდია აგრესიისა და ტრამვების რისკი. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი კონფლიქტი თქვენ დაგაზარალებთ.


ქალწული


კარგი იქნება თუ ხალხმრავალ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მოერიდებით. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან. არსებობს თქვენი გაქურდვის ან მოტყუების საფრთხე.  საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უსიამოვნებებს დაგავიწყებთ.


სასწორი


ინფორმაციის მიღების და გადამუშავების დღეა. მძაფრად ნუ რეაგირებთ გარშემომყოფთა სიტყვებზე. ემოციურობა ხელს გიშლით დაწყებული საქმის დამთავრებაში. იმისთვის, რომ დროულად ცადგეთ მწყობრში, ჩამოწერეთ მოქმედებების გეგმა უახლოესი პერიოდისთვის და დაისახეთ კონკრეტული მიზანი.  ამ დღეს მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელის და კოფეინის მიღებას.


მორიელი


არახელსაყრელი, კონფლიქტური დღეა. ნუ გადადებთ პრობლემის მოგვარებას ხვალისთვის, თუმცა მზად იყავით ნებისმიერი უსიამოვნებისთვის და ბოლომდე დაიცავით საკუთარი რეპუტაცია. ნუ ეჭვიანობთ საყვარელ ადამიანზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობაში პრობლემები გელით. 


მშვილდოსანი


არახელსაყრელი დღეა კარიერასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. გირჩევთ, სამსახურში თავი შეიკავოთ კონფლიქტური სიტუაციებისგან. თქვენი ფანტაზიით წინასწარ ნუ დააწყობთ დიდ გეგმებს. პატარ-პატარა, მაგრამ მყარი ნაბიჯებით აუცილებლად მიხვალთ წარმატებამდე. მეგობრები ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში დაგეხმარებიან.


თხის რქა


მძიმე და რთული დღეა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია და ფაქტი, რადგან ბევრი ცრუ ინფორმაცია გაქვთ მიღებული. სურვილი გექნებათ, ვიღაცას უყვიროთ, ეჩხუბოთ, უთხრათ ყველაფერი, რაც დაგიგროვდათ, მაგრამ უმჯობესია, თავი შეიკავოთ. თქვენი თავმდაბლობა და კეთილშობილება დაგეხმარებათ ამ დღის ნეგატიური ტენდენციების დაძლევაში.


მერწყული


ცდუნების და გამოცდის დღეა. ეცადეთ, ეჭვებს და უსაფუძვლო შიშს არ აჰყვეთ. კარგი იქნება, თუ საკამათო საკითხში ოჯახის წევრების პოზიციას გაიზიარებთ. საღამოს მარტოხელა მერწყულებს რომანტიკული შეხვედრა ელით, თუმცა პირველივე ჯერზე ნუ ჩავარდებით ახალი ნაცნობის მკლავებში. ჯერ კარგად დააკვირდით და დასკვნები შემდეგ გააკეთეთ. 


თევზები


ხელსაყრელი დღეა ფინანსური გარიგებების დასადებად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. მოულოდნელი დახმარების ან საქმის წარმატებით დასრულების წყალობით უამრავი თევზი მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს. ამ დღის დადებითი განწყობა შესაძლოა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ფონმა დაამძიმოს.


 


 

დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!