8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

7 თებერვალი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


უკიდურესად არახელსაყრელი და დაძაბული დღეა. მოსალოდნელია სახლთან ან სხვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები. ქალებს ვურჩევთ, უფროსთან ან პარტნიორთან ურთიერთიბის დროს სიფრთხილე გამოიჩინონ. უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, შედეგს ვერ მიაღწევთ.


კურო


დღის პირველი ნახევარი თქვენი დაბნეულობის გამო წარუმატებლად ჩაივლის. უფროსთან და პარტნიორებთან კონტაქტის დამყარება გიჭირთ. ვარსკვლავები მოსალოდნელი უსიამოვნებების შესახებ გაფრთხილებენ, ამიტომ ერიდეთ მკვეთრ და დაუფიქრებელ მოქმედებებს. დღის ბოლოს კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას მოაგვარებთ. პროვოკაციებს ნუ აჰყვებით.


ტყუპები


თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მკვეთრად შემცირებულია, ამიტომ მოსალოდნელია ქრონიკული დაავადების გამწვავება. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და გადაღლას.


კირჩხიბი


ვარსკვლავები გაფრთხილებენ მოსალოდნელი უსიამოვნებების შესახებ, ამიტომ ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს და დაუფიქრებელ მოქმედებებს. დღის მეორე ნახევარში გამორიცხული არ არის კონფლიქტური სიტუაცია. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს.


ლომი


უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, მამაკაცებს  სახლის დაცვა მოუწიოთ. ქალებს ვურჩევთ, ერიდონ უფროსთან დაპირისპირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა თქვენს წინააღმდეგ იმოქმედებს.


ქალწული


არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით, კომერციულ საქმიანობაში ჩართული მამაკაცებისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი უკიდურესად დაბალია, ამიტომ უფროსთან და პარტნიორებთან კონტაქტი გართულებულია და სასურველი შედეგის მიღწევა გიჭირთ. ქალებს ვურჩევთ ახალი ნაცნობობისა და არასერიოზული მოქმედებისგან თავის შეკავებას. ნუ ენდობით დაპირებებს და ნუ წამოეგებით პროვოკაციებს.


სასწორი


თავს დაბნეულად და გადაღლილად გრძნობთ, ამიტომ ყურადღების მოკრეფა გიჭირთ. ეცადეთ. მინიმუმამდე შეამციროთ საკუთარი მოვალეობები, თუმცა უარს ნუ იტყვით შემოსავლის გაუმჯობესებაზე. არახელსაყრელი დღეა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის.


მორიელი


ნებისმიერი საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, წარმატებით დასრულდება. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობით დიდ შემოსავალს მიიღებთ, ოღონდ იმ პირობით, თუ ტაქტიანი და თავაზიანი იქნებით. მოსალოდნელია რომანტიკული გატაცება, რომელიც სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება.


მშვილდოსანი


ამ დღეს მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ამიტომ ერიდეთ გადაღლას და ნერვიულობას. ყველანაირად აირიდეთ თავიდან უფროსის კრიტიკა - მასთან ურთიერთობის გაფუჭება გეგმების განხორციელებაში ხელს შეგიშლით. ეცადეთ, წარსულის შეცდომები სწორად შეაფასოთ და სამომავლო მოქმედების სტრატეგია შეიმუშავოთ


თხის რქა


არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით, მამაკაცებისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი უკიდურესად შემცირებულია, ამიტომ პარტნიორებთან და უფროსთან კონტაქტი გიჭირთ. საოჯახო საქმეები თქვენგან დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ქალებს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები ელით. სავარაუდოდ, სასიყვარულო პრობლემებს წარმატებით გადაჭრით.


მერწყული


ხელსაყრელი დღეა. თქვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად გააანალიზებთ სიტუაციას და დროულად მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. შესაძლოა, მომგებიანი გარიგება ან ერთობლივ პროექტში მონაწილეობის მაცდური წინადადება მიიღოთ, თუმცა წარმატება ისე ადვილად მისაღწევი არ იქნება, როგორც გგონიათ. მოულოდნელი წინააღმდეგობა ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიშლით.


თევზები


ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. შესაძლოა, მაცდურმა წინადადებამ  დიდი შემოსავალი და მორალური კმაყოფილება მოგიტანოთ. გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი დეტალურად შეისწავლეთ.

დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!