21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 თებერვალი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ პირადი პრობლემები წარმოგექმნებათ. მათ გადასაჭრელად მშრალი, რაციონალური და უაღრესად ობიექტური მიდგომა დაგჭირდებათ.
ჯანმრთელობა: ეცადეთ, არ იყოთ გულუბრყვილო და არ მოექცეთ სხვისი გავლენის ქვეშ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რომელიმე ძვირად ღირებულ წამალს გირჩევენ. მისი მიღება, შესაძლოა, აბსოლუტურად არ მოგიხდეთ.
ბიზნესი: ხვალ ადვილად შეძლებთ სამუშაო პრობლემების დავიწყებას და ეს იმდენად ბუნებრივად და მარტივად გამოგივათ, რომ შედეგი თავად გაგაკვირვებთ.
სიყვარული:  ხვალ თქვენ იდეალური მეორე ნახევარი აღმოჩნდებით. საყვარელი ადამიანის სურვილებს გამოიცნობთ და მის ფრაზებზე თუ საქციელზე ისეთი რეაგირება გექნებათ, როგორიც მას ესიამოვნება.


კურო
ხვალ იმდენად დაძაბული დღე გელით, რომ ამოსუნთქვის საშუალებაც არ გექნებათ. ერიდეთ ახალ გაცნობილ ადამიანებს. უსიამოვნების მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ისინი გახდნენ.
ჯანმრთელობა: ნუ იზრუნებთ ზედმეტად საკუთარ ჯანმრთელობაზე. რეალურად შეხედეთ არსებულ პრობლემებს. სიტუაცია არც ისე რთულადაა, როგორც წარმოგიდგენიათ.
ბიზნესი:
ხვალ ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ, რასაც კი წამოიწყებთ. არ ღირს დღის დაკარგვა რუტინულ სისულელეებზე და სახლის საქმიანობებზე. მოეჭიდეთ ყველაზე რთულ დავალებებს, რომლებსაც აუცილებლად გაუმკლავდებით.
სიყვარული: ხვალ სასოწარკვეთა გელით. ოღონდ, სწორედ მისი დახმარებით შეძლებთ შეუძლებლის მიღწევას მინიმალურ ვადებში, მათ შორის, პირად ცხოვრებაშიც. ამიტომ, თუკი სასოწარკვეთილად არ იგრძნობთ თავს, ეცადეთ, ხელოვნურად მიხვიდეთ ამ მდგომარეობამდე.


ტყუპები
თუკი ვინმე ელის, რომ ხვალ მის განკარგულებებს შეასრულებთ, ძალიან ცდება. ხვალ თქვენ სასტიკად ჯიუტი იქნებით და სამყაროს აიძულებთ, თქვენს „დაკრულზე“ იცეკვოს.
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, თვალები ზედმეტად არ დაძაბოთ, რადგან თქვენ მხედველობის გაუარესების წინაშე დგახართ. გაიკეთეთ თვალების დაღლილობის მოსახსნელი სხვადასხვა ნიღბები და არ დაგავიწყდეთ საჭირო ვიტამინები.
ბიზნესი:
თქვენ და თქვენს  ახლობელ ადამიანს გიჭირთ რთულ სიტუაციაში გარკვევა, რამაც შესაძლოა, წარმოუდგენელი ზიანი მოგაყენოთ თქვენც და თქვენს კარიერასაც. ეცადეთ, არ დაუშვათ მსგავსი საქციელი.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება იმის მიხვედრა, რისი გაგება ან მიღება გსურთ მისგან, ამიტომ, ის დამოუკიდებლად ეცდება მის გამოცნობას. შესაძლოა, მისი მცდელობები მოუხერხებლად მოგეჩვენოთ, თუმცა, არ არის გამორიცხული, მან იშვიათი გამჭრიახობა გამოიჩინოს.



კირჩხიბი

კირჩხიბებო, ვარსკვლავები გირჩევენ, გამოფხიზლდეთ და ცხოვრებას რეალურად შეხედოთ. ნუ შეხვალთ კონფლიქტში შინაურ ცხოველებთან - შედეგად მხოლოდ ნაკაწრები დაგრჩებათ.
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, მოდუნდეთ და ცხოვრებით დატკბეთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მხოლოდ თქვენ ხართ. თქვენი ორგანიზმი ასეთი ზრუნვისთვის მადლობას გადაგიხდით.
ბიზნესი: დაფიქრდით, რა გირჩევნიათ - იყოთ ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია ნებისმიერ საქმეზე, თუ არაფორმალური ლიდერი, რომელსაც შეუძლია, გააერთიანოს და შთააგონოს კოლეგები საერთო გადაწყვეტილების მისაღებად. გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია, თუმცა, აღიარეთ, რომ სამსახურში ახლანდელი მდგომარეობაც სავსებით გაკმაყოფილებთ.
სიყვარული: ხვალ დატვირთული და საინტერესო დღე გელით, სადაც, თუკი გადაწყვეტთ სიყვარულისთვის და სასიყვარულო თავგადასავლებისთვისაც მოიძებნება ადგილი.



ლომი
აიძულეთ თავი, იამაყოთ იმით, რასაც აქამდე მიაღწიეთ. ის ფაქტი, რომ დასახულ მიზნამდე ადვილად მიხვედით, მიღებულ შედეგზე უარყოფითად ნამდვილად არ აისახება. შეგიძლიათ, იამაყოთ საკუთარი თავით.
ჯანმრთელობა: ლომებო, ნუ გავიწყდებათ, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში ისეთ მნიშვნელოვან დეტალს აქვს ადგილი, როგორიცაა სისტემატურობა. ხვალ გულმავიწყობისკენ და დღის რეჟიმის უგულებელყოფისკენ  გექნებათ მიდრეკილება.
ბიზნესი:
ხვალ თქვენს საქმიანობას, შესაძლოა, უმნიშვნელო დეტალმა შეუშალოს ხელი, თუმცა ხელის ჩაქნევა არ ღირს. უბრალოდ, გამოასწორეთ შეცდომა, რაც ძალიან ცოტა დროს წაიღებს.
სიყვარული:
ხვალ დარწმუნდებით, რომ თქვენი საყვარელი ადამიანის გრძნობები გაცილებით ღრმაა, ვიდრე მთელი ამ დროის განმავლობაში გეგონათ და ამ გრძნობების შეცვლა, თქვენი დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი, პრაქტიკულად, შეუძლებელია.



ქალწული
ხვალ შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაიზიანოთ როგორც სულიერი სიმშვიდე, ასევე ფიზიკური მდგომარეობა. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი. საკუთარი თავის გარდა, ვერავის დაადანაშაულებთ.
ჯანმრთელობა:
 კარგი იქნება, თუკი ხვალ ამინდის შესაბამისად ჩაიცვამთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ახლო წარსულში გაცივება ან გრიპი გადაიტანეთ. დაიცავით თქვენი ორგანიზმი, რათა გაციება არ შეგიბრუნდეთ.
ბიზნესი: ხვალინდელი დღე დაგეხმარებათ თვითრეალიზაციაში თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი გზით. არ დაგავიწყდეთ, რომ შესაძლოა, გარკვეული საქმეები პირველივე მცდელობით არ გამოგივიდეთ. იყავით მომთმენი.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე იეჭვიანებს. ეცადეთ, გაუქროთ უსაფუძვლო შიშები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკაცრად მოგიწევთ მის პრეტენზიებსა და მუდმივ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. სიმშვიდე კი ყველაზე ძვირფასია.



სასწორი

ხვალ მოულოდნელი სიტუაციები დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ეცადეთ, გააოცოთ ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ შესანიშნავად გიცნობენ.
ჯანმრთელობა:
ხვალ იმ პრობლემას მოაგვარებთ, რომლის მოგვარებას უკვე დიდი ხანია, ცდილობთ და თუკი ეს საკითხი თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ეხება, საქმე მოსალოცად გაქვთ.
ბიზნესი:
ხვალ არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ რისკზე. ხუმრობითაც კი არ ეცადოთ ვინმეს მოტყუებას, რადგან გარშემო ცოტა ადამიანია იუმორის გრძნობით და შესაძლოა, მატყუარა გიწოდონ.
სიყვარული:
ხვალ თქვენი მეორე ნახევარი მოულოდნელად გაიგებს იმის შესახებ, რასაც მისგან საგულდაგულოდ მალავდით. ასე რომ, იყავით მზად გადამწყვეტი ახსნა-განმარტებებისთვის.



მორიელი

ხვალ, შესაძლოა, სასურველ შედეგს ვერ მიაღწიოთ, მაგრამ, შუალედურ რეზულტატს ნამდვილად მიიღებთ, რომელიც, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე საბოლოო მიზანი.
ჯანმრთელობა: მორიელებო, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ შესუსტდება. ურიგო არ იქნება გამაძლიერებელი საშუალებების მიღება.
ბიზნესი:
ხვალ ვარსკვლავები არ გირჩევენ სამუშაო საქმიანობაში დიდი დროის გატარებას. თუკი გარემოება დასვენების საშუალებას არ მოგცემთ, ეცადეთ, ხშირად წამოდგეთ და თუნდაც, ხუთ-ხუთი წუთით განიტვირთოთ. გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა და სიმშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანია.
სიყვარული:
ხვალ, შესაძლოა, შთაბეჭდილება შეგექმნათ,  რომ თქვენი საყვარელი ადამიანი გაჯავრებთ და სურს, რაიმე ხერხით გამოგიწვიოთ, რათა თქვენი კონკრეტული რეაქცია დაინახოს. თუკი იცით, რომელ რეაქციაზეა საუბარი, მიუშვით, იმხიარულოს, ხოლო, თუკი თქვენც ვერ ხვდებით, ეცადეთ, გამოიცნოთ.



მშვილდოსანი

ყველაფრის შეცვლის სურვილმა, შესაძლოა, უარყოფითი შედეგი გამოიღოს. ეცადეთ, ჩამოყალიბდეთ. უმჯობესია, მიზანს ეტაპობრივად მიაღწიოთ.
ჯანმრთელობა:
 მშვილდოსნებო, ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, არ ინერვიულოთ და არ დაიძაბოთ. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ზედმეტი სტრესისგან და დატვირთვისგან განთავისუფლდეთ, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად.
ბიზნესი: ნუ იმედოვნებთ,  რომ ხანგრძლივი და პროდუქტიული დასვენება გელოდებათ. შესაძლოა, შაბათ-კვირას საერთოდ ვერ დაისვენოთ და უმჯობესია, ამ აზრს აქედანვე შეეგუოთ.
სიყვარული:
დიდია იმის ალბათობა, რომ თქვენზე გაცილებით უფროსი ადამიანი შეგიყვარდეთ. შესაძლოა, ამ გრძნობამ მალევე გაიაროს და მხოლოდ აღფრთოვანების კვალი დაგიტოვოთ ან იმის სურვილი, რომ უკეთესი იყოთ. ეს ყველაფერი არც ისე მარტივია, თუმცა მაინც აუცილებლად სცადეთ.



თხის რქა

თუკი ფორმალობას ნაკლებ დროს დაუთმობთ, თქვენ თვალწინ, თქვენივე მონაწილეობით, მოულოდნელი მოვლენები განვითარდება.  
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლებად იმღეროთ და ხმადაბლა ისაუბროთ. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ხმის იოგები ახლა ისეთი დაუცველია, როგორც არასდროს. 
ბიზნესი: ნუ მიაქცევთ ყურადღებას შურიან მზერას და ღვარძლიან რეპლიკებს. შესაძლოა, თქვენი უბრალოდ შურთ. შესაძლო, ამ ყველაფერს თქვენთან კავშირი არ აქვთ, თუმცა, მაინც ყურადღებით.
სიყვარული: ვარსკვლავები თქვენზე ამბობენ, რომ თქვენ ბროლის ვაზა ხართ და თქვენზე შესაბამისად უნდა იზრუნონ. გააგებინეთ ამის შესახებ თქვენს საყვარელ ადამიანს. თუკი მოცემულ დავალებას თავს კარგად გაართმევს, სამომავლო გეგმებსა და ერთად თანაცხოვრებაზე დაფიქრება ღირს.



მერწყული
ხვალ საფუძვლიანი დაბრკოლების გადალახვა მოგიწევთ, რომელსაც ვერსად გაექცევით. ეს ბედია!
ჯანმრთელობა:  
ვარსკვლავები გირჩევენ, გაზარდოთ ფიზიკური დატვირთვა და აქტივობა. საღამოს კი არ დაგავიწყდეთ დასამშვიდებელი აბაზანის მიღება.
ბიზნესი:
ხვალ უმჯობესია, არ გაიაროთ მაღაზიებთან ახლოს, რადგან ახლახან აღებული ხელფასი, შესაძლოა, მთლიანად დაგეხარჯოთ. თანაც არ ღირს ფულის დახარჯვა მხოლოდ იმიტომ, რომ „დახარჯოთ“. მით უმეტეს, რომ უახლოეს მომავალში ფული ძალიან დაგჭირდებათ.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, მოიწყოთ ნამდვილი, ბავშვური დღე - უზრუნველი და მხიარული. ეცადეთ, რომ ამ დღის ყოველი წუთი დატვირთული იყოს ბევრი სიცილით, სითბოთი და პოზიტივით.



თევზები

ყველაფერი იდეალურად გამოგდით, რაც გადაწყვეტილების მიღებას, გონივრულ თამაშსა და ამგვარ საკითხებს ეხება. ერიდეთ მჩხვლეტავ, ბასრ და რაც მთავარია, მძიმე ნივთებს.
ჯანმრთელობა:
კარგად გადახედეთ თქვენი ცხოვრების წესს. თანაც, ობიექტურად, რადგან ის პირდაპირ ზეგავლენას ახდენს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ბიზნესი:
  არ არის აუცილებელი, თანამშრომლებს დაწვრილებით უამბოთ თქვენი საქმეების შესახებ. შესაძლოა, გვერდით მოულოდნელად დირექტორმა ჩაიაროს და შენიშნოს, რომ არ ხართ დაკავებული  დავალებული საქმით.
სიყვარული:
ბრწყინვალე დღე გელოდებათ, თევზებო! თქვენ წარმოდგენაც კი არ გქონდათ, რომ უამრავ ადამიანს ასე ძლიერ უყვარდით. ეცადეთ, არ დაკარგოთ ორმხრივი სიყვარულის ის განძი, რომლის მოსაპოვებლად უამრავი წელი დაგჭირდათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?