26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

25 თებერვალი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ამ დღეს ვერძები ნაკლებად უნდა დაინტერესდნენ მკურნალობის არატრადიციული მეთოდებით, რადგან სპეციალისტის რეკომენდაციების გარეშე, შესაძლოა, საკუთარ ჯანმრთელობას ავნონ.
ბიზნესი: გირჩევთ, დაფიქრდეთ იმაზე, რომ დასვენების დღეს მუშაობა მხოლოდ თქვენ არ გეზარებათ. შეეცადეთ, არ გადაღალოთ თქვენი საქმიანი პარტნიორები და ხელქვეითები შრომის პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული გენიალური იდეებით. ჩაიწერეთ ეს იდეები უბის წიგნაკში და თანამშრომლებს სხვა დროს გააცანით.
სიყვარული: ამ დღეს თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს შემოქმედებითი საქმიანობის  სურვილი გაგიჩნდებათ. თუ საქმე მხოლოდ ფიზიკური აქტივობით შემოიფარგლება, მშვენიერია. ყოველი შემთხვევისთვის, ეცადეთ, რომ  მფრინავი აპარატების შექმნისგან თავი შეიკავოთ.


 


კურო
ჯანმრთელობა: ამ დღეს რეკომენდებულია სისხლის მიმოქცევის სისტემაზე ზრუნვა. ამასთანავე, აუცილებელი არ არის მედიკამენტების სმით გადაიტვირთოთ. სრულიად საკმარისი იქნება, თუ ჩვეული ცხოვრების წესს ცოტა მეტად აქტიურს გახდით.
ბიზნესი: თუ ამ დღეს მუშაობა გადაწყვიტეთ, გირჩევთ ყურადღების კონცენტრაცია ერთ საქმეზე მოახდინოთ. არ ღირს ერთდროულად რამდენიმე პროექტის დაწყება და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება. სჯობს, ნაკლები და ხარისხიანად გააკეთოთ.
სიყვარული: თქვენი მეორე ნახევრის მიმართ მეტი სითბო და ყურადღება გამოავლინეთ, რადგან მას ეს ძალიან სჭირდება. თქვენც გაგიჩნდებათ მოთხოვნილება, ვინმეს გაუზიაროთ თქვენი ნაზი გრძნობები. ასე რომ, გაუზიარეთ ის საყვარელ ადამიანს და  მადლობელი დაგრჩებათ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: ტყუპებისთვის ძალიან დროული და სასარგებლო იქნება განტვირთვის დღის მოწყობა, იმის მიუხედავად, რამდენად საჭიროებს ამას მათი ფიგურა.
ბიზნესი: გირჩევთ, ყველაფერს იუმორით შეხედოთ. მათ შორის იმასაც, რომ სურვილის არქონის მიუხედავად, მუშაობა გიწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სიტუაციის ჯანსაღად შეფასების უნარი დაკარგოთ.
სიყვარული: ეს დღე ყოველმხრივ უჩვეულოა. ორიგინალური ტანსაცმელი და საქციელი, რომელიც თქვენ არ გახასიათებთ, აუცილებლად მიიპყრობს თქვენთვის საჭირო ადამიანის ყურადღებას, მაგრამ დაფიქრდით, თქვენ შეგიყვარებენ ისეთს, როგორიც სინამდვილეში არ ხართ. ეს კი არც ისე კარგია.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: შესაძლებელია, დილიდან ძლიერმა თავის ტკივილებმა შეგაწუხოთ, ამიტომ თადარიგი დაიჭირეთ და საჭირო მედიკამენტები მოიმარაგეთ. თავად ის ფაქტი, რომ საჭირო წამალი ხელთ გაქვთ, მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ სიტუაციის გამოსწორებაში.
ბიზნესი: როგორი ცნობისმოყვარეც არ უნდა იყოთ, ამ დღეს არასამუშაო თემაზე საუბრებისგან თავის შეკავება სჯობს. ამ საუბრებმა შეიძლება სრულიად უსარგებლო ინფორმაცია შეგმატოთ, რაც ძალიან გაართულებს თქვენს შრომით ურთიერთობებს კოლექტივთან. ეს კი სრულიად არ გჭირდებათ.
სიყვარული: კირჩხიბებს მოუწევთ საკუთარი სურვილების ოჯახური სიმშვიდისთვის გაწირვა. გააგრილეთ თქვენი სურვილების ხანძარი წყლით. გნებავთ, დალიეთ, გნებავთ, იბანავეთ, ოღონდ ბრაზს ოჯახის წევრებზე ნუ გადმოაფრქვევთ. შესაძლოა, ამით თავად დაზარალდეთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს თქვენი მთავარი მტერია აპათია. სწორედ ამ მიზეზით შესაძლებელია თქვენი ხასიათის გაუარესება. შეეცადეთ, აქტიური დასვენება მოიწყოთ და სწორი კვების რეჟიმი შეარჩიოთ.
ბიზნესი: მნიშვნელოვანი საქმეების მოლევის შემდეგ, შეეცადეთ, საღამოს სიტუაცია შეცვალოთ. იცეკვეთ, გაერთეთ, გაიცანით ახალი ადამიანები. ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს საღამო გახდეს ყველაზე სასურველი და დაუვიწყარი.
სიყვარული: ძალიან გაგიჭირდებათ თქვენი უახლოესი მომავლის გეგმების თქვენი საყვარელი ადამიანის გეგმებთან შეთანხმება. რატომღაც, კომპრომისის მოძებნა გაგიჭირდებათ, ამიტომ უმჯობესია, თემის განხილვა მომავლისთვის გადადოთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს შეგიძლიათ, საკუთარ თავს მსოფლიოს მრავალფეროვანი და ეგზოტიკური სამზარეულოების დაგემოვნების უფლება მისცეთ, ვინაიდან ამ დღეს თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა უნაკლოდ მუშაობს. თუმცა ზომიერების დაცვა ყველა შემთხვევაში სასარგებლოა.
ბიზნესი: შესაძლებელია, ხელმძღვანელობის მხრიდან თქვენი კონტროლი გაძლიერდეს, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ. თქვენ აუცილებლად გაამართლებთ ყველა მოლოდინს. შეგიძლიათ, ხელმძღვანელების გაოცება მანამ დაიწყოთ, სანამ გაიგებდეთ, რომ თქვენზე გარკვეულ დაკვირვებებს აწარმოებენ.
სიყვარული: ამ დღეს თქვენ მთელი სიცხადით იგრძნობთ, რა არის ეჭვიანობა. მოგონებები არ იქნება სასიამოვნო არც თქვენთვის და არც თქვენი საყვარელი ადამიანისთვის, თუმცა ზოგჯერ ესეც აუცილებელია იმისთვის, რომ გრძნობები გადაახალისოთ.


 


სასწორი 
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ამის მიზეზი შეიძლება უამინდობა ან სხვა რამ გახდეს. შეეცადეთ გაარკვიოთ, რა გახდა თქვენი შეუძლოდ ყოფნის მიზეზი დამოუკიდებლად ან ექიმთან ერთად.
ბიზნესი: ამ დღეს ცხოვრებისეულ პრობლემებთან დაკავშირებული  კითხვები შრომით საქმიანობაში ხელს შეგიშლით. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ყურადღების კონცენტრაცია სამუშაოზე მოახდინოთ და საქმე დროულად და ხარისხიანად დაასრულოთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჩნდება დაუოკებელი სურვილი, გაიგოს, რას გრძნობთ და რა ხდება თქვენს სულში. თუმცა, ამის გაკეთება არც ისე ადვილი იქნება და თქვენ დარწმუნდებით, რამდენად მდიდარი ფანტაზიის პატრონია თქვენი მეორე ნახევარი.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად დაფიქრდეთ იმაზე, რას და რამდენად სწორად მიირთმევთ. შესაძლებელია, ექიმის კონსულტაცია და კვების რეჟიმის შეცვლაც კი დაგჭირდეთ.
ბიზნესი: იყავით ყურადღებით. შესაძლოა, თქვენი თანდასწრებით ნათქვამი და შემთხვევით გაგონილი ფრაზა შესამჩნევად აისახოს თქვენს მოქმედებებზე. შესაძლოა, თქვენ მოისმინოთ თქვენი მისამართით გამოთქმული კრიტიკა, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ თქვენ მოისმენთ ინფორმაციას, რომლის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების სურვილი გაგიჩნდებათ.  
სიყვარული: თავადაც გაოცებული დარჩებით იმით, როგორ ადვილად სრულდება თქვენი გეგმები. ისიც კი მოგეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო და მათ შორის, თქვენი საყვარელი ადამიანი, მხოლოდ თქვენი სიამოვნებისთვისაა მომართული და გარშემო სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ამ დღეს მშვილდოსნებს შესაძლოა, იმაზე მეტი პრობლემა გაუჩნდეთ, ვიდრე ვარაუდობენ, თუმცა ეს სრულიადაც არ შეუშლით ხელს ცხოვრებით ტკბობაში. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი წესიდან არსებობს გამონაკლისი.
ბიზნესი: თუ ხელმძღვანელობას აქამდე არ შეუმჩნევია, რომ ძალიან ფასეული და შეუცვლელი თანამშრომელი ხართ, ამის შანსი აუცილებლად მოგეცემათ. არ დაიმორცხვოთ და შეეცადეთ, თქვენი საუკეთესო პროფესიული ჩვევები სახალხოდ გამოამზეუროთ.
სიყვარული: ამ დღეს თქვენთვის ყველაზე მთავარია, ხედავდეთ მიზანს, გჯეროდეთ საკუთარი თავის და გაუმკლავდეთ წინააღმდეგობებს. დაიწყეთ ამის გაკეთება ახლავე და ყველაფერი კარგად იქნება. იმაზე, რომ ამისთვის მთელი საღამო დაგეკარგებათ, არ იდარდოთ. სასეირნო ამინდი მაინც არაა.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მასაჟი და სპეციალური ზემოქმედება თქვენი ორგანიზმის აქტიურ ზონებზე. ეს დაგეხმარებათ, გაცილებით სწრაფად და ეფექტურად გადაჭრათ უამრავი პრობლემა.
ბიზნესი: შრომა, შრომა და შრომა. მშვენიერია, მაგრამ კარგი იქნება, ხანდახან მაინც თუ გაიაზრებთ, კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება თქვენი თავდაუზოგავი შრომა.
სიყვარული: ამ დღეს თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან გაუჭირდება საკუთარი იდეის გენიალურობა დაგანახოთ და მისი რეალიზაციის აუცილებლობაში დაგარწმუნოთ. ეცადეთ, ყურადღებით მოუსმინოთ და გაუგოთ. ეს ორივესთვის სასარგებლო იქნება.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
ამ დღეებში დიდია ვირუსების შეძენის ალბათობა, ამიტომ კარგი იქნება, თუ იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნებთ.
ბიზნესი: ეს დღე ძალიან ხელსაყრელია უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად, თუმცა ნებისმიერი საქმის წამოწყებისას, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოთ. ნუ დაამყარებთ იმედებს კომპანიონების მხარდაჭერაზე.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან უნდა, რომ თქვენთან ერთად დრო ბუნების წიაღში, სუფთა ჰაერზე გაატაროს. იმ შემთხვევაშიც, თუ ძალიან გეზარებათ მოხერხებული სავარძლის ან სამუშაო კაბინეტის დატოვება, ვარსკვლავები გირჩევენ, ექსცესების თავიდან ასაცილებლად, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო იქნება წყლის პროცედურების მიღება. სულ ერთია სად - ზღვაზე, მდინარეში თუ აუზზე, მაგრამ თქვენ აუცილებლად წყალთან კონტაქტი გესაჭიროებათ.
ბიზნესი: ყველა საქმე, რომლის გაკეთებასაც დღეს შეუდგებით, დღესვე უნდა დაასრულოთ. არავითარ შემთხვევაში არ გადადოთ საქმე ხვალისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია სერიოზული გართულებები
სიყვარული: ამ დღეს თქვენს პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია დიდი ცვლილებები, თუმცა ამის შესახებ ახლავე ვერ შეიტყობთ. ამ დღეს განხორციელებული ქმედებების შედეგები საკმაოდ დიდი დროის გასვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?