10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

9 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: შეასრულეთ მსუბუქი მოთელვა ან ირბინეთ მოკლე მანძილზე, მაგრამ არანაირი დამღლელი ვარჯიშები! ამ ეტაპზე თქვენი ორგანიზმი  არ არის მზად ძლიერი დატვირთვისთვის.
კარიერა: შესაძლოა, სასიამოვნო ამბავი შეიტყოთ, რაც ნამდვილად აგიმაღლებთ განწყობას. სამუშაო ძალებიც მოგემატებათ და ახალი მწვერვალების დაპყრობის სურვილიც გაგიჩნდებათ. და კიდევ ერთი, ეცადეთ, ხვალ მნიშვნელოვან შეხვედრაზე არ დაიგვიანოთ.
სიყვარული: ბედისწერა ნამდვილ საჩუქარს გიგზავნით, რისთვისაც მას, მომავალში არაერთხელ გადაუხდით მადლობას. თქვენი რჩეული დაჯილდოებულია იუმორის გრძნობით და საჩუქარიც, შესაძლოა, თქვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდეს.


 


კურო
ჯანმრთელობა: დროა, ორგანიზმის გაწმენდას შეუდგეთ. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი ორგანიზმი ამის შესაძლებლობას იძლევა. კარგი იქნება, თუკი ამისთვის მცოდნე სპეციალისტს გაესაუბრებით, რათა შესაბამისი მეთოდი აირჩიოთ.
კარიერა:
თანაგუნდელები გირჩევენ ოპერატიულად იმოქმედოთ, მაგრამ ხვალინდელი დღე, არ მოითხოვს თქვენგან სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას. უმჯობესია, გააზრებულად შეასრულოთ საქმე, რომელიც ამჟამად გევალებათ. ის არც ისე მარტივია, როგორც გეჩვენებათ.
სიყვარული: შესაძლოა, ოდნავ გაგიჭირდეთ იმ ფაქტებთან გამკლავება, რომლებიც ხელს შეუშლის თქვენს ბედნიერ პირად ცხოვრებას. თუმცა, თუკი ამას შეძლებთ, გაიგებთ, რომ იმსახურებთ  ბედნიერებას, თანაც, ასი პროცენტით.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
არავის მისცეთ სასოწარკვეთამდე მიყვანის უფლება. ეს ყველაზე ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. თუკი ხვალ კარგ განწყობას შეინარჩუნებთ, თავიდან აიცილებთ ტკივილებს მკერდის არეში.
კარიერა:
თანამშრომლების წინაშე სპონტანურად წარდგომა მოგიწევთ და იმიტომ, რომ, როგორც ყოველთვის, დიდი აუდიტორია არასდროს გაბნევთ, მთავარ ორატორად აგირჩევენ. ეცადეთ, მაქსიმალურად ზუსტად, ლაკონიურად და გარკვევით გადასცეთ ინფორმაცია და არ დაღალოთ მსმენელები.
სიყვარული: თქვენი ურთიერთობები საყვარელ ადამიანთან ახალ ეტაპზე გადავა. იმისთვის, რომ ერთფეროვნება გადალახოთ, ვარსკვლავები გირჩევენ, უდიდესი მოთმენის უნარი გამოიჩინოთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
თუკი ხვალ, მნიშვნელოვანი და სერიოზული წვეულება არ გაქვთ დაგეგმილი, ცუდი არ იქნება, განტვირთვის დღე მოიწყოთ, თუნდაც მხოლოდ წყალზე. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას: თუკი თავს ცუდად იგრძნობთ, არ ღირს ორგანიზმის „წამება“.
კარიერა:
ხვალ ხალხთან ბევრი საუბარი და მოლაპარაკებები მოგიწევთ. დიპლომატიური საუბრების წარმართვა, კლიენტებთან მიმოწერა, კოლეგებთან ურთიერთობების გარკვევა და კიდევ სხვა, მსგავსი შინაარსის დავალებები დაგაწვებათ მხრებზე.
სიყვარული:
ხვალ, შესაძლოა, იფიქროთ, რომ ის, რაც თქვენს გარშემო ხდება - არასწორია და ცხოვრების უკეთეს პირობებსა და უკეთეს მოპყრობას  იმსახურებთ.  თქვენს საყვარელ ადამიანს არ შესწევს თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილების უნარი, ამიტომ თქვენი აღშფოთება მასზეც გადავა.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ ლომების უმეტესობას არ მოუწევთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რადგან არანაირი სირთულე და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ ემუქრებათ. ასე რომ, ლომებო, ნუ შეზღუდავთ საკუთარ აქტიურობას.
კარიერა:
 სამაგალითო თანამშრომლის, ალბათ, ვერა, მაგრამ კარგი ადამიანის შთაბეჭდილებას ნამდვილად ტოვებთ. ყოველთვის მზად ხართ, სხვებს დაეხმაროთ. ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამისთვის მადლობას არავინ გიხდით. არა უშავს... სიკეთე უანგაროდ უნდა აკეთოთ!
სიყვარული:
ხვალ ცხოვრება გამოცდას გიმზადებთ. გაჩვენებთ, რამდენად გიყვართ თქვენი რჩეული და რამდენად უყვარხართ მას. ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ, რაც თქვენზეა დამოკიდებული, იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე ერთად გაატაროთ, თანაც არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
რაც უფრო მეტხანს დაიძინებთ, მით უფრო მხიარულად იგრძნობთ თავს. ამასთანავე, კარგი იქნება, თუკი საწოლიდან მზის ამოსვლისთანავე წამოდგებით. შესაძლოა, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, რაც შეიძლება ადრე წახვიდეთ დასაძინებლად.
კარიერა: 
ხვალ აუცილებლად უნდა იყოთ ფრთხილი და გარკვეულწილად, საეჭვო ადამიანიც, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ნებისმიერი შეცდომა უსიამოვნო შედეგს მოგიტანთ. ახლა კი სამსახური და ფული - ერთნაირად, ძალიან გჭირდებათ. ასე რომ, რისკზე წასვლა არ ღირს.
სიყვარული:
თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენთან მარადიულობაზე საუბრის სურვილი გაუჩნდება, თქვენ კი გაგიჭირდებათ მისი მოსაზრებების გაგება და აქედან გამომდინარე, შესაბამისი პასუხის გაცემა. ამიტომ, თუკი იგრძნობთ, რომ მის საუბარს ვერ იგებთ, ცოტა ითამაშეთ - დაიჭირეთ ისეთი სახე, თითქოს თქვენთვის ყველაფერი გასაგებია.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
მოარიდეთ სხეული გადახურებას. საუნა და ცხელი აბაზანები, ხვალ, თქვენთვის სასურველი არ არის. მიიღეთ თბილი შხაპი: ის ტონუსსაც მოგიმატებთ და გათბობაშიც დაგეხმარებათ.
კარიერა:
ბევრ ახალ რამეს შეიტყობთ თქვენს სპეციალობასთან, მის სპეციფიკასთან, მნიშვნელობასთან და ისტორიასთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით. შესაძლოა, ამ ფაქტებმა თქვენში მხოლოდ ღიმილი გამოიწვიოს, მაგრამ მათი უმეტესობა მომავალში, აუცილებლად გამოგადგებათ. ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, დაიმახსოვროთ ისინი!
სიყვარული:
გააკვირვეთ საყვარელი ადამიანი თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით. მოამზადეთ რაიმე მარტივი, თუნდაც „ბუტერბროდი“ ან „ომლეტი“. მთავარია ფანტაზია და ინგრედიენტების უჩვეულო შერწყმა.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ საკვების მიმართ, შესაძლოა, დღის მანძილზე გადანაწილებული კვება თქვენთვის უფრო სასარგებლო იყოს. ასევე, კარგი იქნება, თუკი დროებით უარს იტყვით ნახშირწყლების შემცველ პროდუქტებზე.
კარიერა: ვარსკვლავები არ გირჩევენ საერთო მასიდან გამოყოფას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდი შედეგი მალევე დაგხვდებათ წინ. საზოგადოებისგან განცალკევებული ყოფნა შეუმჩნეველი არავის დარჩება. ასე რომ, დაფიქრდით, მზად ხართ, წახვიდეთ ამგვარ რისკზე?
სიყვარული: როგორი ამინდიც არ უნდა იყოს გარეთ, თქვენს სულში სითბო და სიმყუდროვე იქნება. ეს ყველაფერი კი, თქვენი საყვარელი ადამიანის დამსახურებით მოხდება. ამ კომფორტის შესაქმნელად მას ფულის ხარჯვა არ მოუწევს. თქვენთვის სავსებით საკმარისი იქნება მისი არსებობა თქვენს ცხოვრებაში.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
არ დაგავიწყდეთ საუზმობა. ის უნდა იყოს მსუბუქი, მაგრამ ამავე დროს, ნოყიერი, რადგან დღის მანძილზე შიმშილმა არ შეგაწუხოთ. გააღვიძეთ თქვენი კუჭი რომელიმე სასიამოვნო კერძით.
კარიერა:
 მართალია, ხვალ, თქვენზე „თავდასხმას“ იგრძნობთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღის მანძილზე შესანიშნავი განწყობა შეგინარჩუნდებათ.
სიყვარული:
დაუნანებლად გადაყარეთ ძველი ნივთები. განთავისუფლდით ძველი ურთიერთობებისგან და მოემზადეთ ახალი, ნათელი ცხოვრებისთვის. მთავარია, ამ აჟიოტაჟში არ გადაგყვეთ ისეთი რამ, რაც თქვენთვის ფასეული და აუცილებელია.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ ფრთხილი და აკურატული იყოთ. სერიოზული ექსპერიმენტების ჩატარება არ ღირს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თქვენი მიზანი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა.
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ პირადი რეზიუმეს შექმნით ან მისი კორექტირებით დაკავდეთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტაბილური და საიმედო სამსახური გაქვთ და არანაირ ცვლილებებს არ გეგმავთ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანისგან საინტერესო, სახალისო და ამაღელვებელ ამბავს  გაიგებთ. ეცადეთ, მას მთელი გულისყურითა და მონდომებით მოუსმინოთ. აგრძნობინეთ მას, რომ ნამდვილად გაინტერესებთ მისი მოყოლილი ისტორია.


 


მერწყული
ჯანმრთელობა:
დაფიქრდით, რა მდგომარეობაშია თქვენი კანი. გააკეთეთ ყველაფერი, იმისთვის, რომ საკუთარ კანს სერიოზული დახმარება აღმოუჩინოთ.
კარიერა: 
იმ სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც თქვენმა ხელმძღვანელმა დაგავალათ, საკმარისი დრო არ გექნებათ. ეცადეთ, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოთ მის მოკლე ვადაში შესასრულებლად. სხვანაირად ვერაფერს მოასწრებთ.
სიყვარული:
თქვენს შორის მესამე ადამიანი აღმოჩნდება. შესაძლოა ის, თქვენი რჩეულის მომავალი ან პოტენციური თაყვანისმცემელი იყოს, ან, სულაც, თქვენი წარსულის აჩრდილი. მიიღეთ სასწრაფო გადაწყვეტილება: თუკი ის ხელს გიშლით, დაუყოვნებლივ მოიშორეთ თავიდან. დაუბრუნეთ იმ ადგილს, საიდანაც მოვიდა.


 


თევზები
ჯანმრთელობა:
განთავისუფლდით ბნელი აზრებისგან! მხოლოდ პოზიტიური განწყობა შეცვლის თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ. ასევე, ზომიერი ფიზიკური აქტივობა.
კარიერა: 
როგორც ჩანს, წარმოუდგენელი ტემპით მუშაობა გადაწყვიტეთ, მაგრამ სულ ტყუილად. მიმავალი მატარებლის წინ სირბილი უაზრობაა და ჯანმრთელობისთვისაც - საზიანო. სიჩქარე საჭირო არ არის. ოდნავ დაამუხრუჭეთ!
სიყვარული:
თქვენს საყვარელ ადამიანს ნამდვილად აქვს თქვენთვის რაღაც მოსაყოლი. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღებით მოუსმინოთ მას და მიღებული ინფორმაცია  დაიმახსოვროთ ან ჩაინიშნოთ. ადრე თუ გვიან, ის აუცილებლად გამოგადგებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?