29 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 თებერვალი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები ცილოვანი საკვებისგან თავის შეკავებას გირჩევენ. მიეცით თქვენს ორგანიზმს ამ ტიპის საკვებისგან განტვირთვის საშუალება და მოიმზადეთ სხვადასხვა ბოსტნეულის სალათები. ეს თქვენს ჯანმრთელობასაც და ფიგურასაც სასიკეთოდ წაადგება.
კარიერა: მოსალოდნელია საქმიან შეხვედრაზე გამგზავრება. თუ ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა, დასთანხმდით, რადგან აქედან დიდ სარგებელს ნახავთ. ხელმძღვანელობასთან, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად „წინა ხაზზე“ გიშვებთ, ფრთხილად უნდა იყოთ. იყავით მხოლოდ საკუთარი გამოცდილებისა და სიტუაციის გაანალიზების უნარის იმედად.  
სიყვარული: ვარსკვლავები ბავშვებთან მეტი დროის გატარებას გირჩევენ. ისედაც, ამ დღეს ზრდასრულებთან ურთიერთობა ნაკლებად საინტერესოდ მოგეჩვენებათ და მათთან სასაუბრო თემასაც ვერ იპოვით. ნუ იდარდებთ ამაზე და დატკბით ბავშვებთან ურთიერთობით.


 


კურო
ჯანმრთელობა: დღეს ვარსკვლავები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისგან თავის შეკავებას გირჩევენ. ისინი ძალიან ნაჩქარევი და გაუაზრებელი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ხვალამდე დაცდა სჯობს.
კარიერა: ეს დღე მთლიანად თქვენ გეკუთვნით. ისე მარტივად და წარმატებით გადაჭრით ყველა პრობლემას, რომ თავადაც გაოცებული დარჩებით. წარმატებული დღის წყალობით, საქმეებს ადრე მორჩებით, ამიტომ შეძლებთ, თავისუფალი დრო თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან გაატაროთ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი არ ელოდა ასეთ ყურადღებას თქვენი მხრიდან, ამიტომ ცოტაოდენ შეცბუნებული და გაკვირვებულია. ვარსკვლავები გირჩევენ, ხშირად გაიმეოროთ მსგავსი საქციელი და თქვენს მეორე ნახევარს პოზიტიური განწყობა არ მოაკლოთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
მათთვის, ვინც საკუთარ ფიგურაზე ზრუნვითაა დაკავებული, ეს დღე განსაკუთრებით აქტუალურია პროდუქტების შერჩევისას. გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ცხიმის შემცველობას კერძებში.
კარიერა: ეცადეთ, დღეს სამსახურში ზუსტად ისე მოიქცეთ, როგორც ურჩევენ „ჭკვიანი წიგნები“ ფსიქოლოგიაში, მარკეტინგში, მენეჯმენტში და სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან მეცნიერებებში. მეტი სოლიდურობისთვის, თან იქონიეთ ასეთი სახის ლიტერატურა. მონდომება აუცილებლად დაგიფასდებათ.
სიყვარული: გირჩევთ, გაიხსენოთ რაიმე გემრიელი ნუგბარი ბებიას რეცეპტებიდან და თქვენს საყვარელ ადამიანს მოუმზადოთ. გააოცეთ ის თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით და თქვენი შედევრის დაგემოვნებისას მიხვდება, რომ უფრო ძლიერ უყვარხართ, ვიდრე მანამდე.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: 
კირჩხიბებს შესაძლოა, გულმავიწყობა დაემართოთ და ამა თუ იმ პრეპარატის მიღების სქემა დაარღვიონ. შეეცადეთ, არ დაუშვათ მოვლენების ამგვარად განვითარება. დაწერეთ პატარა ბარათი და მაღვიძარასთან დადეთ ან მაცივარზე მიაკარით. მოკლედ, ყველაფერი გააკეთეთ გულმავიწყობის თავიდან ასაცილებლად.
კარიერა: შესაძლებელია, ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოგივიდეთ ძველი, მოუგვარებელი პრობლემის გამო. თავი ხელში აიყვანეთ და არ მისცეთ ემოციებს ამოფრქვევის საშუალება. უბრალოდ, თქვით, რომ აცნობიერებთ საკუთარ დანაშაულს და ხვალვე ყველაფერს მოაგვარებთ. ასეთი პოზიცია თქვენთვის გაცილებით მომგებიანი იქნება.
სიყვარული: თუნდაც ხატვის არაფერი გაგეგებოდეთ, ეცადეთ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად საღამო ხატვაში გაატაროთ. უბრალოდ, აიღეთ დიდი თეთრი ქაღალდი, ბევრი ფერადი ფანქარი, ფლომასტერი და დახატეთ თქვენი სიყვარული. რაც უფრო ნათელი, კაშკაშა და საინტერესო გამოვა, მით უკეთესი. არ დაგავიწყდეთ, მოგვიანებით შეიძინოთ ჩარჩო თქვენი ერთობლივი შედევრისთვის.


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
ნუ დაივიწყებთ ხილისა და ბოსტნეულის შესახებ. ისინი თქვენს სუფრაზე უნდა იყოს. აუცილებელი არაა, დიდი რაოდენობით მოხმარება - ერთი-ორი ვაშლი ან ბანანი საჭმლის მომნელებელ სისტემას ნორმალურად მუშაობის საშუალებას მისცემს.
კარიერა: შეეცადეთ, ყველა საქმიანი შემოთავაზებით ისარგებლოთ, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ. შეიძლება თავიდან მოგეჩვენოთ, რომ ამ მოცულობის სამუშაოს შესრულება გაგიჭირდებათ, მაგრამ ნუ იღელვებთ, რადგან თვალებს ეშინიათ, ხელები კი აკეთებენ.
სიყვარული: როგორც ჩანს, ცაზე ვარსკვლავების განლაგება ისეთია, რომ თქვენი ვარსკვლავი შუაგულში აღმოჩნდა. ამ დღეს ყველას უანგაროდ ეყვარებით, თუმცა ნუ შეეცდებით თქვენი კაპრიზებით სიტუაციის გამოყენებას.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
გირჩევთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები მარტომ არ გადაჭრათ. ითხოვეთ რჩევა, რადგან კოლეგიალურად მიღებული გადაწყვეტილება გაცილებით სანდო და ობიექტური იქნება. 
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დიდი დრო არ გაატაროთ მზეზე. ამა თუ იმ მიზეზის გამო, მზე შეიძლება აქტიური მუშაობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს. ამ დღეს მოღრუბლული ამინდი და დაშვებული ჟალუზები თქვენთვის ხელსაყრელ სიტუაციას შექმნის. 
სიყვარული: გირჩევთ, მეტისმეტად დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი ყველა დაპირებას ბოლომდე შეასრულებს. რას იზამთ, ხანდახან იმედგაცრუებასაც უნდა მიეჩვიოთ.


 


სასწორი 
ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გირჩევენ, შეუდგეთ სისხლნაკლებობისა და კუჭის დაავადებათა პროფილაქტიკას. ამის გაკეთება კი ძალიან მარტივი იქნება, თუ საკუთარ თავს ხშირად გაანებივრებთ ყაბაყისგან მომზადებული გემრიელი კერძებით.
კარიერა: თუ ბოლო დროს, ფინანსურ სირთულეებს განიცდით, ამ დღეს ყველაფერი პრობლემების გამოსწორებისკენ წავა. ძველ მევალეებს ვალის დაბრუნება გაახსენდებათ, ხოლო სამსახურში დამატებითი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდებათ. თავი ხელში აიყვანეთ, რომ მიღებული ფული ერთბაშად რამე სისულელეში არ დახარჯოთ. 
სიყვარული: ალბათ, ღირს იმაზე დაფიქრება, რომ თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანისთვის საინტერესო თავგადასავალი მოიფიქროთ, რადგან ის ერთფეროვანი ურთიერთობებით ძალიან დაიღალა.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: 
ნებისმიერი კონფლიქტი ახლობლებთან, თანამშრომლებთან თუ ოჯახის წევრებთან, შეიძლება თქვენთვის ზიანის მომტანი გახდეს. გაუფრთხილდით ნერვებს, ხმის იოგებს და მოთმინებით აღიჭურვეთ.
კარიერა: ნუ გადადებთ პრობლემების გადაჭრას სამომავლოდ. ყველა საქმიანი წინადადება, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, დაუყოვნებლივ უნდა განიხილოთ. პრობლემიდან საუკეთესო გამოსავალი ხელმძღვანელობასთან ერთად მოძებნეთ და ნუ დარჩებით მხოლოდ საკუთარი თავის იმედად.
სიყვარული: ვარსკვლავები შესანიშნავ შანსს გაძლევენ, წამით დაივიწყოთ საკუთარი მარტოობის შესახებ და თავდავიწყებით გაერთოთ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ თქვენი მეორე ნახევრის მცირეოდენი უყურადღებობის გამო, ახალი რომანები წამოიწყოთ. უბრალოდ, შესაძლებლობა გექნებათ, მისთვის მიუღებელ ადამიანებს მისთვის არასასიამოვნო თემებზე გაესაუბროთ. რა თქმა უნდა, თუ ამის სურვილი გექნებათ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
დღეს ვარჯიში და სპორტული აქტივობები თუ გადაწყვიტეთ, ყურადღება მიაქციეთ მუხლებს. თუ სახსრებში უსიამოვნო შეგრძნება ან ტკივილი შენიშნეთ, ვარჯიში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ. 
კარიერა: თუ შეამჩნიეთ, რომ შესაძლებლობების ზღვარზე ხართ, დაუყოვნებლივ დააგდეთ ტემპი და განიტვირთეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ ნერვიული აშლილობის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში გონზე მოსვლა. ასევე, ყურადღება მიაქციეთ, რას გკარნახობთ ინტუიცია.
სიყვარული: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საყვარელი ადამიანისთვის ყველაფრის უანგაროდ კეთება, როცა სამაგიეროდ არაფერს ითხოვ და ელი. შეეცადეთ, ასპროცენტიანი ალტრუისტი გახდეთ და თავად დარწმუნდებით, როგორ წაადგება ეს თქვენს მეორე ნახევართან ურთიერთობას.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
დღეს ვარსკვლავები არ გირჩევენ დიეტის დაწყებას და საკვების შეზღუდვას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკვები ძალდატანებით უნდა მიიღოთ.  
კარიერა: დღეს გარშემომყოფთა მიმართ იმდენად კრიტიკული იქნებით, რომ მალე თავს გარიყულად იგრძნობთ. შესაძლებელია, თქვენი თანამშრომლები მართლაც იმსახურებენ კრიტიკას, მაგრამ გუნდის ეფექტურად ხელმძღვანელობისთვის, უკეთესი იქნება, თუ კრიტიკას პერიოდულად შენიღბავთ. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენ წინაშე საკუთარი ერუდიციით თავის მოწონების სურვილი გაუჩნდება. მოემზადეთ იმისთვის, რომ საღამოს მოისმენთ ლექციას კურპუსკულარულ-ტალღური დუალიზმის შესახებ და არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებლად უნდა აღფრთოვანდეთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
დღეს რეკომენდებული არ არის ვინმესთვის ხმის აწევა. უკეთეს შემთხვევაში ხმის იოგებს დაიზიანებთ, უარეს შემთხვევაში კი ურთიერთობა გაგიფუჭდებათ.
კარიერა: დღეს განსაკუთრებულად მშვიდი უნდა იყოთ. არ არის აუცილებელი, სადღაც იჩქაროთ, გაიქცეთ, თავი იმტვრიოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მიიღოთ. სამსახურში ამჟამად ყველაფერი კარგად და სტაბილურადაა, შესაბამისად, შეგიძლიათ, იმუშაოთ პროდუქციის ხარისხის ამაღლებაზე. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს რატომღაც მოუნდება, დაანგრიოს თქვენი საგულდაგულოდ ნაშენები გეგმები და რაღაც ახალი და განსაკუთრებული მოიფიქროს. ამასთანავე, დარწმუნებულია, რომ მისი ინიციატივით აღფრთოვანებული დარჩებით. თუ აღფრთოვანებას არ აპირებთ, სჯობს ამის შესახებ თქვენს მეორე ნახევარს ახლავე შეატყობინოთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: 
თუ წყლის პროცედურების ჩატარება და სპა სალონების მონახულება გადაწყვიტეთ, განსაკუთრებულად ფრთხილი უნდა იყოთ, რადგან დიდია ინფექციის მიღების ალბათობა. 
კარიერა: მოსალოდნელია, ხელმძღვანელობამ მივლინებაში გაგიშვათ. უარი არ თქვათ. შესაძლოა, ეს მგზავრობა თქვენი კარიერისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს. შეთავაზება, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ მუშაობის დაწყებას შეეხება. ასე რომ, თამამად დასთანხმდით. 
სიყვარული: დღეს თქვენთვის სრულიად უინტერესო იქნება, რას იფიქრებს საზოგადოება თქვენზე და თქვენს საყვარელ ადამიანზე. თქვენთვის მთავარი თქვენი და მისი ბედნიერება იქნება, დანარჩენი კი ისეთ სისულელედ მოგეჩვენებათ, რომ ამაზე ფიქრისთვის თავს არ შეიწუხებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?