2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

1 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: დასკვნებს დაჩქარებულად ნუ გამოიტანთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მკურნალობის პროცესი სულ ახლახან დაიწყეთ. დაელოდეთ კიდევ ცოტა ხანს. 
კარიერა: თავი შორს დაიჭირეთ აზარტული თამაშებისგან და არავითარ შემთხვევაში არ ესტუმროთ კაზინოს. ხვალ თქვენი დღე არ არის!
სიყვარული: სახლში ქაოსს ტექნიკის მოულოდნელი გაფუჭება ან შინაური ცხოველების მიერ დამტვრეული ნივთები შეგიქმნით. ნუ იდარდებთ - რაც არ უნდა იყოს, ადვილად მოგვარებადია.


 


კურო
ჯანმრთელობა: შესაძლოა, მომავალში ნაწლავების პრობლემა შეგექმნათ. კარგი იქნება, თუ უარს იტყვით სწრაფ კვებაზე და კვების რაციონს გონივრულად განსაზღვრავთ. 
კარიერა: დაუთმეთ დრო მეგობრებსა და ახლობლებს. გაანდეთ მათ თქვენი წუხილი და ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან სამსახურის პრობლემების მოგვარებაში. 
სიყვარული: გაატარეთ დღე ბუნებაში. მოაწყვეთ პიკნიკი ქალაქგარეთ, კოცონთან ახლოს, მწვადებითა და გიტარით - რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანთან ერთად.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: თუ ხვალ რაიმე წვეულებაზე გეგმავთ წასვლას, წინასწარ იფიქრეთ, როგორ დაეხმარებით თქვენს ორგანიზმს გადატვირთვისგან თავის დაღწევაში. სვით ბევრი წყალი. ის დაგეხმარებათ ორგანიზმიდან ტოქსინების განდევნაში.
კარიერა: რაღაც მნიშვნელოვანის ძებნაში დიდ დროს დაკარგავთ და მიხვდებით, რომ სჯობს, თქვენს გარშემო სივრცე მეტად რაციონალურად გაანაწილოთ - ნუ გადადებთ ამ საქმეს დიდი ხნით. 
სიყვარული: გაგიჭირდებათ თქვენს შინაგან ხმასთან საერთო ენის გამონახვა. მთავარია, არ იყოყმანოთ. აირჩიეთ რომელიმე პოზიცია და მიჰყევით მას, თუ, რასაკვირველია, პირად ცხოვრებაში უეცრად წარმოჩენილ არასასურველ პრობლემებთან გამკლავება არ გსურთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: საუზმეზე ფაფა მიირთვით - შვრიის, ფეტვის, წიწიბურის. ამით ორგანიზმს ნამდვილად არგებთ. 
კარიერა: შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვან კონტრაქტებზე ხელის მოსაწერად, თუმცა არ დაგავიწყდეთ, კიდევ ერთხელ დაეკითხოთ ხელმძღვანელს და გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიიღოთ. 
სიყვარული: თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ჰკითხეთ აზრი საუკეთესო მეგობარს, ის კარგ რჩევას მოგცემთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: დაიწყეთ დღე გამამხნევებელი ვარჯიშით. დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ენერგია ხვალ ნამდვილად დაგჭირდებათ.
კარიერა: თქვენი გეგმები შესაძლოა, მოულოდნელი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. არ მისცეთ საშუალება არც ერთ გარემოებას, ხელი შეგიშალოთ მიზნის მიღწევაში. ხვალ თქვენი დღეა!
სიყვარული: მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი. გააწყვეთ სუფრა, მოამზადეთ გემრიელი კერძი და დაპატიჟეთ საყვარელი ადამიანი. მას ძალიან გაახარებთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: ხვალ ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. კარგი დღეა სპორტის ექსტრემალური სახეობებით დაკავებისთვის. რას იტყვით, მზად ხართ ადრენალინისთვის? 
კარიერა: თქვენი უფროსის შეცდომებზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. შედეგად არა სამუშაო პროცესის გაუმჯობესებას, საშინელ აგრესიას მიიღებთ. 
სიყვარული: იყავით მომთმენი და თანამგრძნობი თქვენი საყვარელი ადამიანის მიმართ. შეიძლება, ის იდეალური სულაც არ არის, მაგრამ თქვენ ხომ ის ასეთი შეგიყვარდათ?


 


სასწორი
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ დროს მარტოობაში გაატარებთ. მოუსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას, თავი აარიდეთ არასასურველ ადამიანებთან საუბარს. მიხედეთ თქვენს დაძაბულ და გაღიზიანებულ ნერვებს. 
კარიერა: დღეს უფროსი მოულოდნელი გზით გაგახარებთ, კონკრეტულად კი - დამატებით სამუშაოს მოგცემთ, რასაც პროფესიონალი კადრების ნაკლებობით გაამართლებს.
სიყვარული: ვარსკვლავები კატეგორიულად გიკრძალავენ ყოველგვარი დარდისა და ტკივილის გულში ჩაკვლას - საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბრების დროა.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ დაღლილობის კრიტიკულ ზღვართან მოგიწევთ გამკლავება, თქვენი ორგანიზმის რეაქცია არაპროგნოზირებადი იქნება. ეცადეთ, საქმეები გვერდით გადადოთ და დაისვენოთ. ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია!
კარიერა: კოლეგასთან წამოწყებული რომანი შესაძლოა, თქვენი საქმიანობის ხელის შეშლის მიზეზი გახდეს, თუმცა, თუ სწორად განსაზღვრავთ პრიორიტეტებს, პრობლემასაც არ გადააწყდებით. მთავარია, მიღებული გადაწყვეტილების შედეგებზე იფიქროთ. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენს ტანდემში ლიდერობას ეცდება. ბრძოლის გარეშე დაუთმეთ მას მისთვის სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლა სასტიკი იქნება.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს: რა გტკივათ, რა გაწუხებთ, რატომ. კარგი იქნება, თუ ოჯახის ექიმს მიმართავთ კონსულტაციისთვის.
კარიერა: ენდეთ მხოლოდ მათ, ვინც თქვენი წარმატებითაა დაინტერესებული. სავარაუდოდ, სამუშაოს უმეტესი ნაწილის შესრულება თავად მოგიწევთ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენგან ხვალ რომანტიკულ სიურპრიზს ელის. დრო არც ისე ბევრი გაქვთ საჩუქრის მოსაფიქრებლად, ასე რომ, სჯობს, ახლავე დაიწყოთ ფიქრი.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: ხვალ თხის რქებს გაუჭირდებათ სამუშაოზე კონცენტრირება. თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, გაითვალისწინოთ, რომ ხვალინდელ დღეს თქვენი მოვალეობის შესრულებას მარტივად, მინიმალური დანაკარგებით შეძლებთ. ასე რომ, სჯობს, თავი ხელში აიყვანოთ. 
კარიერა: თუ სრულად კონცენტრირდებით სამუშაოზე, მის შესასრულებლად საჭირო დროს მნიშვნელოვნად შეამცირებთ და დამსახურებულ დასვენებასაც მალე მიიღებთ. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს საერთოდ არ დააინტერესებს, რას ფიქრობთ მის ამა თუ იმ საქციელზე. იქნება არაპროგნოზირებადი და არაკონტროლირებადი, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, საქმე მის ცხოვრებას ეხება. ასე რომ, დროა, დანებდეთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: რისკი იმისა, რომ სერიოზული ფიზიკური დაზიანება მიიღოთ, ძალიან მაღალია. ამიტომ, თუ სერიოზულად ფიქრობთ სპორტით დაკავებაზე, ხვალ ამისთვის შესაფერისი დღე ნამდვილად არ არის. 
კარიერა: ხვალ შემოქმედებითობის ზეიმი გექნებათ. შესაძლოა, თქვენი ოფისის კედლები მოხატოთ, იქნებ საყვარელი კომპანიისთვის ჰიმნიც კი დაწეროთ და კოლეგები გაახალისოთ. 
სიყვარული: საუკეთესო იდეა საღამოს გასატარებლად საყვარელ ადამიანთან ერთად მომავლის გრანდიოზული გეგმების დაწყობაა. მთავარია, ოცნებები გეგმებში არ აგერიოთ, ხვალინდელ დღეს დასახული მიზნების მიღწევის რეალური შანსი გაქვთ.  


 


თევზები
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალინდელი კვების რაციონში პურეული და ცომეული მინიმალურამდე შეზღუდოთ. ნუ მიირთმევთ მაკარონსა და ბლინებს. 
კარიერა: აიღეთ ინიციატივა საკუთარ თავზე და ნუ შეაწუხებთ თქვენს უფროსს უმნიშვნელო საკითხებით. ხვალ ისედაც დაძაბული დღე ელის, ნუ მისცემთ კიდევ ერთ მიზეზს გაბრაზებისთვის. 
სიყვარული: თქვენ ხომ საყვარელი ადამიანის გემოვნებაში ეჭვი არასდროს შეგპარვიათ? ჩაჰკიდეთ ხელი და ერთად წადით საყიდლებზე, მოიწყვეთ შოპინგთერაპია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?