6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

5 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ამ დღეს შეეცადეთ საკვებს მიღება მაქსიმალურად შეზღუდოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი გუნება-განწყობილება მთლიანად თქვენს გასტრონომიულ არჩევანზე იქნება დამოკიდებული.  
კარიერა: შეეცადეთ, ამ დღეს სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენს გვერდით არის ადამიანი, რომელიც თქვენს მოტყუებას და შესაძლოა, გაქურდვას აპირებს. ყურადღებით იყავით და საკუთარ თავს და საფულეს გაუფრთხილდით.
სიყვარული: ამ დღეს საყვარელი ადამიანის გულის მოგების ყველა მცდელობა უშედეგო იქნება. არა იმიტომ, რომ ის თქვენს მონდომებას არ დააფასებს, არამედ იმიტომ, რომ კმაყოფილი და ბედნიერი იერით ამის გაკეთება თქვენს ძალებს აღემატება.


 


კურო
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ მოდუნდეთ და სიამოვნება მიიღოთ იმისგან, რაც თქვენს თავს ხდება. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სტრესი შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.
კარიერა: თუ თქვენი სამსახური ფართო აუდიტორიაზეა ორიენტირებული, დარწმუნებული იყავით, რომ ამ დღეს კლიენტების „ცვენა“ გექნებათ. მათთვის კი, ვისაც მომხმარებელთა ვიწრო წრე აქვთ, მშვიდი და ყოველგვარი ექსცესებისგან თავისუფალი დღე იქნება.
სიყვარული: ამ დღეს თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენთან იმდენ დროს არ გაატარებს, რამდენსაც ისურვებდით. ამის გამო, შესაძლოა, კამათი და ჩხუბიც კი მოხდეს. ვითარების გასანეიტრალებლად, შეეცადეთ, რაღაც კომპრომისი მონახოთ.


 


ტყუპები 
ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ, ფიზიკურ აქტივობებს რაც შეიძლება მეტი დრო და ძალა დაუთმონ. ირბინეთ, ივარჯიშეთ და მიიღეთ კონტრასტული შხაპი. ეს თქვენს ჯანმრთელობასაც წაადგება და განწყობასაც აგიმაღლებთ. კარიერა: ამ დღეს, როგორც არასდროს, გაჩნდება დიდი ფულის შოვნის შესაძლებლობა, ამიტომ ნუ იძუნწებთ მსხვილი შენაძენის გაკეთებისას. მოგვიანებით, ყველა დანახარჯს ერთად აინაზღაურებთ. გაუმასპინძლდით საკუთარ თავს და ახლობლებს საზეიმო ვახშმით - საქმე საზეიმოდ ნამდვილად გაქვთ.
სიყვარული: სრულიად განსხვავებულ ადამიანებსაც კი შეუძლიათ მშვიდობიანი თანაცხოვრება თუ ამის სურვილი აქვთ. თუ ამ სიტყვებს მთელი დღის განმავლობაში გაიმეორებთ, საღამოსთვის იმოქმედებს. თუ თქვენთვის ძვირფასია მასთან ურთიერთობა, მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ ის შეინარჩუნოთ.


 


კირჩხიბი 
ჯანმრთელობა: 
გირჩევთ დაფიქრდეთ, კონკრეტულად რა არ მოგწონთ თქვენს ფიგურაში. როცა ჩამოყალიბდებით, შეგიძლიათ გეგმა დასახოთ  და საკუთარ თავზე ზრუნვა დაიწყოთ.
კარიერა: არც იფიქროთ საზოგადოების, კლიენტურის, ხელმძღვანელების და სხვა ინდვიდების სასარგებლოდ დამსახურებულ დასვენებაზე უარი თქვათ. დაძაბული შრომის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს დასვენება დაიმსახურეთ და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ მეტი იფიქროთ იმაზე, თუ რით უნდა გაუმასპინძლდეთ ოჯახს სადილად და ვახშმად. თუ თქვენი ბოლოდროინდელი მენიუ მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, დროა, რაღაც ახალი და ოროგინალური კერძი მოიფიქროთ. გირჩევთ წაიკითხოთ წიგნი ჯანსაღ და გემრიელ კვებაზე და რაღაც ექსტრაორდინალური მოამზადოთ.


 


ლომი 
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძველი პრობლემების ახლებურად ხედვა. შეეცადეთ გაითვალისწინოთ, ზოგჯერ იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნოთ,  პრობლემების სწრაფი და რადიკალური გადაჭრა აუცილებელია.
ბიზნესი: ამ დღეს სამუშაოს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდეთ. ნუ დაიშურებთ დროს და ენერგიას ანგარიშების გაკეთების დროს, თუ რა თქმა უნდა, თქვენს მოვალეობებში ასეთი საქმიანობაც შედის.
სიყვარული: თუ საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა მყარი და საიმედოა,  შეიძლება მის გაღრმავებაზეც იფიქროთ. მაგალითად, დააკანონოთ თქვენი კავშირი და პატარა ოჯახი კიდევ უფრო პაწაწინა წევრით გაზარდოთ.


 


ქალწული 
ჯანმრთელობა: 
გირჩევთ ყური დაუგდოთ იმ სიგნალებს, რომელსაც თქვენი ორგანიზმი გაძლევთ. შეეცადეთ, რომ ეს „მესიჯები“ სწორად წაიკითხოთ და ორგანიზმის უკეთ მუშაობისთვის აუცილებელი ზომები მიიღოთ.
კარიერა: ამ დღეს გარემოებები თქვენ წინააღმდეგ იმუშავებენ, მაშინაც კი, თუ სამუშაო მაგიდასთან მშვიდად კითხულობთ მორიგ ანგარიშს და ყავას მიირთმევთ. მოუხერხებელი მოძრაობა და თქვენი ანგარიშებს შეიძლება ყავის შხაპი გადაავლოთ. სიყვარული: რა თქმა უნდა, თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენი მეგობარია, თუმცა, მის გარდა სხვა მეგობრებიც გყავთ. ვარსკვლავები გირჩევენ კატა ლეოპოლდის მსგავსად გაიღიმოთ და ყველას მეგობრულად ცხოვრება შესთავაზოთ. თუ ამან გაჭრა, თქვენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა კიდევ უფრო ლამაზი და საინტერესო გახდება.


 


სასწორი 
ჯანმრთელობა: 
თუ გსურთ, თავი კარგად იგრძნოთ, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით,  შეხედულებებს უნდა გადახედოთ. სწორედ ის დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ.
კარიერა: ამ დღეს საოჯახო საქმეებისგან თავის დაღწევას თუ დააპირებთ, თქვენი ოჯახის წევრები ნამდვილ ომს გამოგიცხადებენ. ამიტომ ბედთან შეგუება და საკუთარ ოთახში წესრიგის დამყარება მოგიწევთ. შესაძლოა, მარკეტში პროდუქტებზე წასვლაც მოგიწიოთ, მაგრამ არ იდარდოთ. სამსახურში შრომითი გმირობების ჩადენას მაინც არავინ მოგთხოვთ.
სიყვარული: ნაკლები უარყოფითი ემოცია. ამ დღეს იმდენად უბედური იქნებით, რამდენის უფლებასაც საკუთარ თავს მისცემთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა:
ამ ბოლო დროს, თუ დიეტას იცავდით, სწორედ ის დროა, რომ  მცირე შესვენება გააკეთოთ და ორგანიზმის გამოფიტვა თავიდან აიცილოთ.
კარიერა: ამ დღეს ვარსკვლავები საქმიანი იმიჯი შეინარჩუნებას გირჩევენ. ეს პირად ცხოვრებაშიც კი გამოგადგებათ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს თავდაჯერებული იმიჯი ძალიან მოეწონებათ და ყველანაირად ეცდებიან თქვენთან დაახლოვებას.
სიყვარული: ამ დღეს საყვარელი ადამიანის სულის უმცირეს რხევებსაც კი იგრძნობთ. მისი მხიარული თუ სევდიანი განწყობა მომენტალურად აისახება თქვენს ხასიათზეც, ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ მისთვის მთელი დღე ხალისიანი და ბედნიერი იქნება.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს თმებთან დაკავშირებული პრობლემები გექნებათ, თუმცა თქვენი მზრუნველობა და მონდომება შედეგს გამოიღებს და თმების გამაჯანსაღებელი პროცედურები წარმატებით დასრულდება. მიუხედავად ამისა, ამ დღეს თმების შეღებვას არ გირჩევთ.
კარიერა: იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, რომელიც უკვე ზღვარზეა. სამსახურში ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი დგება, რომლის დროსაც თქვენი ყოფნა აუცილებელია. ასე, რომ ჯანმრთელობაზე და გუნება-განწყობაზე ზრუნვა თქვენი მთავარი ამოცანა გახდება.
სიყვარული: თქვენდა სამწუხაროდ, გააცნობიერებთ, რომ პირად ცხოვრებაში ბევრი რამ ამაოდ გიკეთებიათ. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისთვის თქვენი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. ალბათ მოქმედების სტრატეგია უნდა შეცვალოთ და თქვენი ენერგია უფრო გააზრებულად დახარჯოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, ამ დღეებში კუჭის მომატებული მჟავიანობა გქონდეთ, ამიტომ გირჩევთ, უფრო ყურადღებით მოეკიდოთ საკუთარ ჯანმრთელობას. მიირთვით ცოტ-ცოტა და ხშირად.
კარიერა: დიდი ალბათობით, დამქანცველი სამუშაოს შემდეგ, თქვენი ორგანიზმი გადაიღალა. თუ ატყობთ, რომ აქტიური დასვენებისთვის მზად არ ხართ, ფიზიკური აქტივობებისგან თავი შეიკავეთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს მთელი საღამოს თქვენთან გატარების სურვილი გაუჩნდება, რაც თქვენს გეგმებს არ შეესაბამება. როგორღაც მოგიწევთ კომპრომისზე წასვლა და პირადი ცხოვრებისა და თქვენი გეგმების შეთავსება.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს საჭირო დონეზე ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ რეცეპტები სახალხო მედიცინიდან, მაგრამ ამ სფეროს თუ ცუდად იცნობთ, დოზირების შესარჩევად, კონსულტაცია ექიმთან გაიარეთ.
კარიერა: ამ დღეს ჩვეულთან შედარებით პასიური იქნებით. გირჩევთ დღის განრიგს გადახედოთ და ძილისთვის მეტი დრო გამონახოთ.
სიყვარული: დღეს სევდიანად გაიხსენებთ, როგორი იყო თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენი ურთიერთობის დასაწყისში და როგორი გახდა მერე. სინანულით გააცნობიერებთ, რომ იმ ადამიანს ვეღარასოდეს დააბრუნებთ. რას იზამთ.. სამაგიეროდ, თქვენ შეცვლილი და გაუმჯობესებული მოდელი შეგრჩათ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს მსუბუქი გაციება და ხველა ხასიათს გაგიფუჭებთ. ეს რომ თავიდან აიცილოთ, შეეცადეთ ორპირ ქარში არ მოხვდეთ.
კარიერა: შესაძლოა, დღეს ბედმა გაგიღიმოთ. ალბათ აღარც კი გახსოვთ, რომ დიდი ხნის წინ შეასრულეთ სამუშაო, რომლისთვისაც პრემია გეკუთვნოდათ. დაგვიანებით, მაგრამ დამსახურებულ ჯილდოს მაინც მიიღებთ, რაც ძალიან დროული იქნება. ახლა ზედმეტი ფული ნამდვილად არ გაწყენთ. 
სიყვარული: ამ დღეს თქვენი საყვარელი ადამიანი თავს შეუძლოდ იგრძნობს, თუმცა თქვენი არსებობით თქვენ მისი უწამლოდ განკურნების შესაძლებლობა გაქვთ. მეტი სიყვარული, მეტი ალერსი და მოფერება მის ხასიათს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?