13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თუკი დილაობით სირბილი გიყვართ, ხვალ, უმჯობესია თავი შეიკავოთ თქვენი საყვარელი სპორტის სახეობისგან, რადგან დილის დატვირთვამ, შესაძლოა, გულზე უარყოფითად იმოქმედოს. სირბილისთვის შუადღე ან საღამოს პერიოდი შეარჩიეთ.
კარიერა: ხვალ ამაოების კორიანტელში გაეხვევით, იმდენად, რომ თანამშრომლებთან საუბრისა და მოდუნების შესაძლებლობაც კი არ მოგეცემათ. იქნებ დროა, მოიხსნათ დაძაბულობა და კარგად დაისვენოთ?
სიყვარული: ხვალ, თქვენგან მაქსიმალურ ყურადღებას ცხოველები მოითხოვენ. ნუ იქნებით მათ მიმართ ზედმეტად მკაცრი. მათ თქვენი სიყვარული და მოფერება ძალიან სჭირდებათ.


 


კურო
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, შეზღუდოთ მარილის მიღება და დაიყვანოთ მინიმუმამდე. მსგავსი შეზღუდვა თქვენს ორგანიზმს ახლა სასარგებლოდ წაადგება.
კარიერა:  
ნუ გაუზიარებთ სხვებს თქვენს ახალ იდეებს, რადგან ჯერ კიდევ  ყველაფერი კარგად არ გაქვთ მოფიქრებული და დიდია შანსი, რომ თქვენი იდეები სხვებმა პირადი მიზნებისთვის მიიტაცონ.
სიყვარული: თქვენი პირადი ცხოვრება ხვალ საოცარი მრავალფეროვნებით გაგახარებთ. ეცადეთ, დიდხანს შეინარჩუნოთ და არ დაარღვიოთ პირადი ნიშის ეკოლოგიური ბალანსი.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
თუ სახლის დასუფთავება გადაწყვიტეთ, ფრთხილად იყავით. დიდია საყოფაცხოვრებო ტრავმის მიღების რისკი. ისე კი უმჯობესი იქნება, ხვალ თუ გარეთ გახვალთ და სახლის საქმეებს შემდეგისთვის გადადებთ.
კარიერა:
არ ღირს სიტუაციის დრამატიზება. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რადგან ახლა არ შეგწევთ ადეკვატურად აზროვნების უნარი. უმჯობესია, ცოტა დაიცადოთ და მალევე მიხვდებით, რომ თქვენი პრობლემები მარტივად გადასაჭრელია.
სიყვარული: დაფიქრდით თქვენი საქციელისა და სიტყვების შედეგებზე - ისინი, შესაძლოა, თქვენს მომავალსა და პირად ცხოვრებაზე აისახოს. ამიტომ, სანამ რამეს იტყვით ან იმოქმედებთ, ასჯერ გაზომეთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:  
ენდეთ პირადი ექიმის რეკომენდაციებს და ამავე დროს, საკუთარ ინტუიციას. თუკი რამეში ეჭვი გეპარებათ, კვლავ გაიარეთ კონსულტაცია და ამით მოსალოდნელი პრობლემები თავიდან აიცილეთ.
კარიერა: ახლა ბიზნესის გაფართოებისთვის შესაბამისი პერიოდი ნამდვილად არ არის. კარგი იქნება, თუკი ბიზნესისთვის დაგროვილი თანხის დაბანდებას გარკვეული დროით გადადებთ. იმ შემთხვევაში, თუკი საკუთარი ბიზნესი არ გაქვთ და სხვასთან ხართ დასაქმებული, საკუთარ თავს საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენთ და აუცილებლად დაგაწინაურებენ. 
სიყვარული: ნუ მიიტანთ გულთან ახლოს ყველაფერს, რასაც საყვარელი ადამიანი გეტყვით. სასაუბრო თემა თქვენთვის სასიამოვნო იქნება, უბრალოდ, საეჭვოა, თუ რამდენად სარწმუნოა მისი სიტყვები. დაიმახსოვრეთ ყველაფერი, რასაც გეტყვით და გჯეროდეთ ბრწყინვალე მომავლის, რომელიც სულ მალე დადგება.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, უკვე არსებული პრობლემები კიდევ უფრო გამძაფრდეს. განსაკუთრებულ ყურადღებას გული მოითხოვს. ასე რომ, გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე თქვენი ჯანმრთელობის მიმართ და გამორიცხეთ სპორტულ დარბაზში ვიზიტი.
კარიერა:
ხვალ თქვენ ირგვლივ სიტუაცია დაიძაბება, მაგრამ თქვენ ეს არ შეგეხებათ. თუკი, რა თქმა უნდა, გაცხარებულ კონფლიქტში არ ჩაებმევით. იმუშავეთ მშვიდად, რადგან გარშემო წარმოქმნილ პრობლემებს თქვენთან არანარი კავშირი არ აქვს.
სიყვარული:
თქვენი მეორე ნახევარი მინიშნებებით დაგიწყებთ საუბარს და თუკი ვერ მიუხვდებით, მის თვალში პატივისცემას დაკარგავთ. ასე რომ, ყურადღებით მოუსმინეთ საყვარელი ადამიანის თითოეულ სიტყვას.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ახლა ძალიან გჭირდებათ სრულფასოვანი დასვენება. თუნდაც ერთი დღით უსაქმურობა, შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობას სასარგებლოდ წაადგეს, თუმცა გადაღლილობის შეგრძნება, ერთ დღეში, რა თქმა უნდა, ვერ გაივლის.
კარიერა: მართალია, კარგად მუშაობთ და იცით, როგორ იშოვოთ ფული, მაგრამ მოგიწევთ დასვენება და ფულის ხარჯვა საკუთარი თავისა ან საყვარელი ადამიანისთვის. ეცადეთ, ძალიან არ გაგიტაცოთ მსგავსი ტიპის დასვენებამ, რადგან  ყველაფერ კარგს ადვილად ეჩვევიან ადამიანები.
სიყვარული:
თქვენი რჩეული  პრობლემებში გაიხლართა, ამიტომ, მოგიწევთ, მისთვის იყოთ არა მხოლოდ საყვარელი ადამიანი, არამედ უფროსი მეგობარი, ბრძენი მშობელი ან, თუნდაც, მენტორი. თუმცა უნდა იმოქმედოთ ჩუმად და ძალდაუტანებლად, რათა არ გააღიზიანოთ და ჭეშმარიტების გზაზე დააყენოთ. თქვენ ნამდვილად იცით, სად არის ეს გზა.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ, შესაძლოა, ზურგის ან მხრების ტკივილი იგრძნოთ. ამასთან გამკლავებაში პროფესიონალი მასაჟისტი დაგეხმარებათ. თუკი ეს თქვენთვის მიუწვდომელია, იქნებ საკუთარი ხელით დაიზილოთ მტკივნეული ადგილები.
კარიერა:
ნაკლებად სავარაუდოა, რომ გავლენა მოახდინოთ მოვლენებზე. ნერვიულობა არ ღირს. ალბათ, ვერ გაიგეთ მარტივი ჭეშმარიტება, რომ თქვენ ყოვლისშემძლე არ ხართ. ასე რომ, უნდა ისწავლოთ იმ სიტუაციების განსხვავება, როდესაც შეგიძლიათ რამის გამოსწორება და როდესაც აზრი არა აქვს ამა თუ იმ სიტუაციაში ჩართვას.
სიყვარული:
თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ დახმარების თხოვნა მარტივი არ იქნება მისთვის, თანაც ვარაუდობს, რომ ამით ცხოვრებაში დამატებით პრობლემებს შეგიქმნით. თუკი თქვენ ასე არ ფიქრობთ, შეეცადეთ, თქვენი მეორე ნახევარი დაარწმუნოთ, რომ აუცილებლად მოგმართოთ დახმარებისთვის.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელებო, ნუ შეეჭიდებით სიმძიმეების აწევას, თუ არ გსურთ, რომ ხერხემლის პრობლემები შეგექმნათ. ხვალ დაივიწყე,თ მძიმე ათლეტიკა და უკიდურეს შემთხვევაში იოგით დაკავდით.
კარიერა:
ხვალინდელი დღე სავსეა ვიზიტებით. უმჯობესია, მათ თავი არ აარიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრ შესაძლებლობას დაკარგავთ.
სიყვარული:
თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება. თანაც, იმდენად მოულოდნელად, რომ საკუთარი ბედნიერების დაჯერება თავად გაგიჭირდებათ. ვარსკვლავები კი გირჩევენ, არ დაკარგოთ ძვირფასი დრო უსარგებლო რეფლექსიებზე.  გაითავისეთ ბედნიერება!


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გირჩევენ, შედარებით ადრე დაიძინოთ. ეს აუცილებლად პოზიტიურად აისახება თქვენს განწყობასა და სამუშაო უნარზე. მაგრამ, ყველა პრობლემას ძილი, რა თქმა უნდა, ვერ მოგიხსნით.
კარიერა: ხვალ კარგ ხასიათზე ნამდვილად ვერ იქნებით. ახლობელი ადამიანი კი თავისი გამოხტომებით მოგაბეზრებთ თავს. იმისთვის, რომ განწყობა კიდევ უფრო არ გაგიფუჭდეთ, შეგიძლიათ, მისი „გამოსვლის“ დროს დემონსტრაციულად  დაიწყოთ რამე საქმის კეთება.
სიყვარული:
თქვენს საყვრელ ადამიანს გაუჭირდება იმის ახსნა, თუ რაში ხართ მტყუანი და რატომ არ ღირს მოქცევა ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ საჭიროდ. თუკი ოდნავ მაინც შეეცდებით, საკუთარ თავს სხვა მხრიდან შეხედოთ, თქვენი რჩეული შეძლებს თქვენს დარწმუნებას.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
მოგიწევთ საკუთარი თავის მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ არ დაიზიანოთ, არ დაისახიჩროთ და არც კი გაიჭუჭყიანოთ  თავი. ეს ამ ეტაპზე ყველაზე მნიშნველოვანია.
კარიერა:
 ნუ გამოიჩენთ თავს ზედმეტი აქტიურობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ დამატებით სამუშაოს შესრულება, თანაც, ანაზღაურების გარეშე. ახალი მოვალეობების შესრულება, ყოველდღიურად, 8 საათის განმავლობაში ნამდვილად გაგირთულებთ ცხოვრებას. 
სიყვარული: თხის რქებო, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ საკუთარ თავს. ვარსკვლავები გირჩევენ, გადახედოთ ცხოვრებისეულ შეხედულებებს და ყურადღება სხვებსაც მიაქციოთ.  მაგალითად, მეუღლეს. შესაძლოა, თქვენს მეორე ნახევარსაც აქვს თქვენთვის რამე მოსაყოლი, მაგრამ თქვენ ამის შესაძლებლობას არ აძლევთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
კარგ ხასიათს  ვერაფერი გაგიფუჭებთ. პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ სხვადასხვა მსუბუქ დაავადებებს.
კარიერა:
ხვალ სიზარმაცე შემოგიტევთ. არათუ მოძრაობა და გადაადგილება, არამედ ფიქრიც კი არ მოგინდებათ, განსაკუთრებით სამსახურზე. თუკი მაინც მოგიწევთ რაღაცის გაკეთება, საქმეს უგულოდ მიუდგებით და შესაბამისად, არაეფექტურად შეასრულებთ.
სიყვარული: ხვალ შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ვინმე აღაფრთოვანოთ. ეს თქვენთვის მარტივია, შედეგი კი ძალიან საინტერესო აღმოჩნდება და თქვენი პირადი ცხოვრებაც, შესაძლოა, საკმაოდ სერიოზულად შეიცვალოს.


 


თევზები
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე. თუმცა, ამავე დროს, უნდა ერიდოთ მზის სხივების კანზე მოხვედრას. ეცადეთ. ქალაქგარეთ გახვიდეთ.
კარიერა:
ხვალ, მთელი დღის განმავლობაში დაგეზარებათ მუშაობა და ცოტა დეპრესიაც შემოგიტევთ. თუკი გავიხსენებთ, რომ ხვალ დასვენების დღეა, სამუშაო განწყობის არარსებობა ხელს დიდად არ შეგიშლით, თუმცა დეპრესიულობამ შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. ამიტომ უნდა გაუმკლავდეთ მას. თქვენ ეს შეგიძლიათ!
სიყვარული: პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები გელოდებათ, რომლებიც ძალიან გაგახარებთ და ამავდროულად, ოდნავ შეგაშინებთ. შეგიძლიათ, ზურგი აქციოთ სიახლეებს და გაიქცეთ, მაგრამ ნუთუ არ გაინტერესებთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში?

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?