15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 მარტი 23:00, 2016 წელი

ას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: პერიოდულად შიმშილობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ არა იმ დოზით, როგორც გეგმავთ. შეეცადეთ, რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოთ, თორემ შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეგექმნათ.
კარიერა: ვარსკვლავები შრომით საქმიანობაში უდიდეს წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ. იმდენად გაგიმართლებთ, რომ თქვენი კოლეგები და კონკურენტები შურით გასკდებიან. თავადაც გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რომ ყველაფერი, რაც თქვენს თავს ხდება, რეალობაა და არა სიზმარი.
სიყვარული: ხვალ თავს არაკომფორტულად იგრძნობთ და ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს თქვენი ნაკლოვანებების აღმოსაჩენად, ვიღაც მიკროსკოპიდან გათვალიერებთ. თავად გადაწყვიტეთ, გინდათ თუ არა ისეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც ნაწილ-ნაწილ შეგაფასებთ?



კურო
ჯანმრთელობა: ხვალ კუროებისთვის რეკომენდებულია ისეთი პროცედურები, რომლებიც ნერვებს დაგიწყნარებთ და სულიერ ჰარმონიას დაგიბრუნებთ. ასე რომ, შეარჩიეთ პროცედურა, რომელიც ყველაზე მეტად გესიამოვნებათ და მოდუნდით.
კარიერა: ვარსკვლავები რთულ დღეს, მძიმე საღამოს და არანაკლებ პრობლემურ ღამეს გიწინასწარმეტყველებენ. შეეცადეთ, შექმნილი სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებელი და უფრო მეტი სიამოვნება მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დღის გახსენება სევდიანად მოგიწევთ.
სიყვარული: რატომღაც თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჩნდება შეგრძნება, რომ თქვენ არ ხართ მისი ოცნების ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა. მისი სასწრაფოდ გადარწმუნება მოგიწევთ. თქვენ ხომ მშვენივრად იცით მისი სუსტი მხარეები? ჰოდა, გამოიყენეთ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში.



ტყუპები
ჯანმრთელობა: შეეცადეთ, გულმოდგინედ გარეცხოთ და დაამუშაოთ მარკეტში შეძენილი ხილი და ბოსტნეული, რადგან მხოლოდ ასე აიცილებთ თავიდან კუჭ-ნაწლავის სერიოზულ აშლილობას.
კარიერა: თქვენს ეფექტურად მუშაობაზე იმაზე ბევრად მეტი იქნება დამოკიდებული, ვიდრე, უბრალოდ, ხელფასი და რეპუტაციაა. იმედს ნუ გაუცრუებთ ადამიანებს და შეეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს მოუწევს თქვენს ზოგიერთ სტერეოტიპთან გამკლავება, რომელსაც მსოფლიოს მთელი სიმდიდრის ფასად არ ელევით, მაგრამ იქნებ დაფიქრდეთ, ღირს ეს ყველაფერი თქვენს მეორე ნახევართან ურთიერთობის გაფუჭებად?



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ალკოჰოლის უმცირესი დოზის მიღებისგანაც კი, რადგან ეს ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. მიირთვით კეფირი და ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ასე ნირვანის მიღწევა შეუძლებელია.
კარიერა: კარგი დღეა იმისთვის, რომ რაღაც ძალიან ძნელად მოსაპოვებლისთვის იბრძოლოთ. თქვენი შანსები ძალიან მაღალი იქნება, თუმცა ბრძოლის არატრადიციული მეთოდების გამოყენება მოგიწევთ.
სიყვარული: ეს დღე, მოტოციკლეტისტის საბედისწერო რბოლის მსგავსად, რისკიანი იქნება, თუმცა თქვენს ძალებში ბოლომდე დარწმუნებული ხართ. გჯეროდეთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანის სიყვარული ნებისმიერ ტყვიაგაუმტარ ჯავშანზე უკეთ დაგიცავთ.



ლომი

ჯანმრთელობა: 
ხვალ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ცეცხლთან და ეცადოთ, დამწვრობა არ მიიღოთ. ამის გარდა, შესაძლებელია, კისრისა და თავის ტკივილებმა შეგაწუხოთ.
ბიზნესი: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მუშაობით არ გადაიღალოთ. თქვენ შეძლებთ, საზოგადოებას მეტი სარგებელი თქვენი თუნდაც გიჟური, მაგრამ ძალიან ორიგინალური იდეებით მოუტანოთ.
სიყვარული: ხვალ ლომების ოჯახურ ცხოვრებაში (განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში) შესაძლოა, სერიოზული ბზარი გაჩნდეს. სავარაუდოდ, მეგობრები და „კეთილისმსურველები“ თქვენს მეორე ნახევართან დაკავშირებულ არასასიამოვნო ინფორმაციას გაგიზიარებენ, მაგრამ ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს „ცრუ განგაშია“ და ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს.



ქალწული

ჯანმრთელობა: 
შეეცადეთ, კუჭის ლორწოვანი გარსი არ გაიღიზიანოთ. უარი თქვით ცხარე, მჟავე და მარილიან კერძებზე და სიფრთხილით მოეკიდეთ მედიკამენტების მიღებას. თუ წამლის მიღება აუცილებელია, შეეცადეთ, დიდი რაოდენობით წყალი დააყოლოთ.
კარიერა: მთელი სამუშაო დღე თქვენს განკარგულებაშია. არავითარი ექსტრაორდინარული და მოულოდნელი არ გელით, ამიტომ შეგიძლიათ, უბრალოდ, დატკბეთ ოფისის მყუდროებითა და კიდევ ერთი განვლილი დღით.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან უნდა, რომ გასიამოვნოთ, მაგრამ თქვენი სურვილების გამოცნობა ადვილი არ გახლავთ. მიანიშნეთ, რომ მისგან მეტის მიღება გსურთ, თანაც ეს ისე გააკეთეთ, რომ იდეის ავტორად საკუთარი თავი ჩათვალოს.



სასწორი
 
ჯანმრთელობა: 
კარგად დაფიქრდით, მართლა წარმატებულია თუ არა ჯანმრთელობის თქვენეული სტრატეგია. თუ აქამდე სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეთ, თვითმკურნალობას მოეშვით და ექიმს მიმართეთ.
კარიერა: სანამ იმაზე დაობთ, ვინ უნდა ითავოს მნიშვნელოვან სტუმრებთან შეხვედრის ორგანიზება, ღონისძიების დასაგეგმად საჭირო ძვირფას დრო კარგავთ. სანამ გვიან არ არის, ყველაფერს თავად მიხედეთ. შესაძლოა, ეს თქვენს მოვალეობებში არც შედის, მაგრამ საბოლოოდ, ყველა მადლობელი დაგრჩებათ.
სიყვარული: „მარტოა ადამიანებს შორის“ - ეს თქვენზეა ნათქვამი. საყვარელი ადამიანის გვერდითაც კი თავს ზედმეტად და უსარგებლოდ ჩათვლით. შეეცადეთ, საყვარელ ადამიანთან თქვენი განწყობის დემონსტრირება არ მოახდინოთ: შეიძლება ჩათვალოს, რომ თქვენი უგუნებობა მისი ბრალია. ის კი სრულიად უდანაშაულოა.



მორიელი

ჯანმრთელობა: 
ხვალ მორიელებს ენერგიის მოზღვავება შეაწუხებთ. შეეცადეთ, მოზღვავებული ენერგია სისულელეებში არ გაანიავოთ და გონივრულად დახარჯოთ.
კარიერა: ფრთხილად მოეკიდეთ ფულს, მით უმეტეს, თუ ეს თქვენი ფული არაა. ხვალ ქარაფშუტობისკენ ხართ მიდრეკილი, რაც უკიდურესად საშიშია.
სიყვარული: კარგი იქნება, თუ მოახლოებულ სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, საყვარელ ადამიანს სიურპრიზს გაუკეთებთ. გახსოვდეთ, სიურპრიზი რომ კარგი გამოვიდეს, სერიოზულად მომზადება მოგიწევთ.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: 
ხვალ დიდია დაშავებისა და ტრავმირების შანსი, ამიტომ  ფრთხილად და წინდახედულად იმოძრავეთ. ყველაზე მეტად კიბეებს უფრთხილდით და უპირატესობა ლიფტს მიანიჭეთ.
კარიერა: თქვენი უფროსის შეთავაზება თანდათან უფრო მიმზიდველად მოგეჩვენებათ. დაფიქრება გმართებთ, თორემ შესაძლოა, სიტუაცია მთლიანად გავიდეს კონტროლიდან. გაითვალისწინეთ, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენი მისაღებია.
სიყვარული: შეეცადეთ, მაქსიმალურად დარწმუნდეთ საკუთარ ძალებში. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაიმსახურებთ საპირისპირო სქესის თქვენთვის საინტერესო პერსონის ყურადღებას. მოთმინებით აღიჭურვეთ და იმოქმედეთ.



თხის რქა

ჯანმრთელობა: 
ხვალ ფიზიკური არა, მაგრამ მორალური ჯანმრთელობა შეიძლება დაიზიანოთ. ჭორებმა, ტყუილებმა და არაკეთილმოსურნეთა მცდელობებმა შეიძლება მწყობრიდან გამოგიყვანოთ. თავს გაუფრთხილდით.  
კარიერა: სამსახურის გამო, რაღაც ცდუნებაზე უარის თქმა მოგიწევთ. შეეცადეთ, სურვილებს გაუმკლავდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფროსთან სერიოზული პრობლემა გელით, რაც ნამდვილად არ გჭირდებათ.
სიყვარული: რატომღაც თქვენი პირადი ბედნიერება ცეცხლთანაა დაკავშირებული. შესაძლოა, მცირე დამწვრობა მიიღოთ და ისეთი ადამიანი დაგეხმაროთ, ვინც სამუდამოდ დაიდებს თქვენს გულში ბინას. გამორიცხული არაა, რომ სასიამოვნო საღამო გაატაროთ ბუხართან ან კოცონთან.



მერწყული

ჯანმრთელობა: 
ხვალ დიდი ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არაა, ამიტომ ეცადეთ, თავი ინტელექტუალურ ფრონტზე გამოიჩინოთ.
კარიერა: სამსახურში მიღწეულმა წარმატებებმა შეიძლება, სიამაყესთან ერთად, ეგოიზმითაც აგავსოთ. ამასთანავე, ვარსკვლავების განლაგება თქვენს არაადეკვატურ ქცევას პროგნოზირებს. გაითვალისწინეთ, რომ უნდა ერიდოთ თანამშრომლებთან და საქმიან პარტნიორებთან კონფლიქტებს. იყავით კორექტული ხელქვეითებთან მიმართვისას.
სიყვარული: მერწყულებს ოჯახის წევრებთან კონფლიქტში მარცხი ელით. ისწავლეთ ღირსეულად წაგება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მტყუანი ხართ. მაშინაც კი, როცა თვლით, რომ მართალი ბრძანდებით, შეეცადეთ, ეს კორექტულად დაასაბუთოთ. „ისე იქნება, როგორც მე ვთქვი“ - ეს საუკეთესო მეთოდი არ არის ადამიანებამდე თქვენი სიმართლის მისატანად.



თევზები

ჯანმრთელობა: 
ხვალ შესაძლოა, ინტუიცია თქვენი საუკეთესო მრჩეველი გახდეს, მით უმეტეს, რომ გონებამ არაფერი იცის თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
კარიერა: სასურველია, აუცილებელ მინიმუმამდე დაიყვანოთ სამსახურში ყოფნის დრო და პირველი შესაძლებლობისთანავე, ოჯახის წევრებთან გაეშუროთ. ახლა თქვენ ოჯახსა და ახლობლებს იმაზე მეტად სჭირდებით, ვიდრე სამსახურს.  
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან გაუჭირდება იმ აზრთან შეგუება, რომ თქვენ დამოუკიდებელი პიროვნება ხართ და სრული უფლება გაქვთ, საკუთარი სამყარო და ინტერესები გქონდეთ. ამის მიუხედავად, გირჩევთ, მტკიცედ დაიცვათ საკუთარი პოზიციები.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?