16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თქვენთვის ახლა, გაცილებით ეფექტური იქნება ზედა სასუნთქი გზების მკურნალობა, ვიდრე სხვა დროს. თქვენ თვითონაც ხართ მიზანმიმართული გამოჯანმრთელებისკენ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, აუცილებლად გაითვალისწინოთ გარშემომყოფი ადამიანების რჩევები. შესაძლოა, რჩევა ისეთი პიროვნებისგან მიიღოთ, რომელიც თქვენს სფეროში სრულიად არაკომპეტენტურია, მაგრამ სწორედ ეს რჩევა დაგეხმარებათ არსებული პრობლემის ახლებური გზით გადაჭრაში.
სიყვარული: თქვენს პირად ცხოვრებაში ახალი მოვლენები ყველაზე არახელსაყრელ დროს განვითარდება. სატელეფონო ზარი, ახსნა-განმარტების აუცილებლობა, თხოვნა სერიოზულად დალაპარაკებაზე და თქვენი ოცნების ადამიანთან შეხვედრაც კი - ამ ყველაფრისთვის ახლა შესაფერისი დრო ნამდვილად არ არის.


 


კურო
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუკი ყურადღებას ისეთ ვარჯიშებზე გაამახვილებთ, რომლებიც სხეულის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. თუმცა, ძალიან ნუ გადაიტვირთავთ თავს, უმჯობესია, თანდათანობით დატვირთოთ ორგანიზმი.
კარიერა: ნუ იმოქმედებთ მხოლოდ საკუთარი პრინციპებით საერთო საქმიანობის შესასრულებლად. პირველ რიგში, დააფასეთ საკუთარი თავი და სხვებიც აუცილებლად დაგაფასებენ.
სიყვარული: მზად ხართ, გააკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ თქვენი საყვარელი ადამიანის სახეზე ღიმილი დაინახოთ. თუმცა, დიდად გარჯა არ მოგიწევთ. რამდენიმე თბილი სიტყვა და გულწრფელი კომპლიმენტი თქვენი მიზნის მისაღწევად აბსოლუტურად საკმარისი იქნება.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
ნუ დაიწყებთ მკაცრ დიეტას. ახლა ამისთვის სრულიად შეუსაბამო დროა. თუკი კვების რეჟიმის შეცვლა გსურთ, დაიწყეთ მცირედით. გაამარტივეთ რაციონი, მიირთვით მსუბუქი კერძები და დაივიწყეთ მკაცრი დიეტა.
კარიერა:
მოთოკეთ საკუთარი გრძნობები. სამსახურში არავისთვის იქნება საინტერესო თქვენი სულიერი მდგომარეობა. ეს თქვენს კოლეგებს, პარტნიორებსა და ხელმძღვანელობას მხოლოდ გააღიზიანებს.
სიყვარული:  ხვალ,  მეორე ნახევრის გვერდით თავს დაცულად იგრძნობთ, თუმცა ამის მიზეზის ახსნას ვერ შეძლებთ. თითქოს, ყველაფერი ისეა, როგორც ადრე იყო და არაფერი შეცვლილა. დატკბით ამ სასიამოვნო მომენტით - ამას ვარსკვლავები გირჩევენ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ჩაიტარეთ რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა. ეს თქვენს ორგანიზმს ახლა სასარგებლოდ წაადგება. ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი დამატებით სხვადასხვა საკვების მიღება, უბრალოდ, კორექტირება შეიტანეთ მენიუში.
კარიერა:
თქვენი სამუშაო მაგიდა გადატვირთულია სხვადასხვა ქაღალდებით და დროა, მოაწესრიგოთ სამუშაო გარემო. დაელაპარაკეთ  ხელმძღვანელს თქვენს სამუშაო საქმიანობაზე, შესაძლოა, მან იპოვოს გამოსავალი და დატვირთვა თქვენს კოლეგაზეც გადაანაწილოს.
სიყვარული: თქვენი ნაცნობები უარყოფითად შეაფასებენ თქვენსა და თქვენი რჩეულის ურთიერთობებს, რაც, ბუნებრივია, განწყობას გაგიფუჭებთ. ეცადეთ, გაარკვიოთ, ვინ უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის: ნაცნობები თუ თქვენი მეორე ნახევარი. იმოქმედეთ სწორად და გააკეთეთ შესაბამისი დასკვნები.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
სხვების გავლენის ქვეშ მოქცევამ, შესაძლოა, დაგაზარალოთ. სხვისი რჩევების გათვალისწინებამდე, უმჯობესია, იყოთ თავდაჯერებული და დარწმუნდეთ, რომ სხვების აზრი თქვენზე ნაკლებად იმოქმედებს. საუკეთესო გამოსავალია, თუკი კიდევ ერთხელ დაეკითხებით ექიმს და მიიღებთ შესაბამის რეკომენდაციებს.
კარიერა:
ხვალ, არ არის რეკომენდებული კომპიუტერთან მუშაობას დიდი დრო დაუთმოთ. თუკი მოგეცემათ შესაძლებლობა, აუცილებლად დააღწიეთ თავი ოფისის გარემოს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე და გაესაუბრეთ კლიენტებსა თუ პარტნიორებს ბუნებაში. თქვენ, სწორედ ხვალ შეაფასებთ, რა კარგად ცხოვრობდნენ ადამიანები კომპიუტერულ ეპოქამდე.
სიყვარული:
თქვენი საყვარელი ადამიანი ახალ მიზანს დაისახავს. მისი სურვილია, უხერხულ სიტუაციაში ჩაგაყენოთ. შესაძლოა, ეს მიზანი მისთვის გაუცნობიერებელი იყოს, მაგრამ მიზნის მიღწევის სურვილი მას ჯერ არ განელებია. ისღა დაგრჩენიათ, იმედოვნოთ, რომ მისი სურვილები თქვენ მხოლოდ გაგახალისებთ და არ გაგაწითლებთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
მათ, ვისაც ზედა სასუნთქი გზების დაავადებები აწუხებთ, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ხვალ, შესაძლოა, მარტივად ჩაისუნთქოთ ისეთი „საზიზღრობა“, რაც თქვენს ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
კარიერა:
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობები არ გსიამოვნებთ, არც კი იფიქროთ ამის დემონსტრირება. გამოიჩინეთ დიპლომატიურობა და გახსოვდეთ, რომ ყოველთვის მეგობრების წრეში ვერ იქნებით. იყავით კორექტული გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობის დროს.
სიყვარული:
ხვალ დარწმუნდებით, რომ სულიერად თქვენს საყვარელ ადამიანზე გაცილებით უფროსი ხართ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თქვენი ფიზიკური ასაკი საპირისპირო ტენდენციებზე მიუთითებს. ეცადეთ, არ მოახდინოთ ამის აფიშირება და არ გაანაწყენოთ საყვარელი ადამიანი.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ექიმის რჩევებს. იმ შემთხვევაშიც, თუკი გეჩვენებათ, რომ მისი შემოთავაზებული მოქმედების გეგმა ეფექტური  არ არის, მოუსმინეთ მაინც იმას, რასაც გეუბნებათ.
კარიერა:
ვარსკვლავები საჭორაოდ შესანიშნავ ატმოსფეროს გპირდებიან. კარგი იქნება, თუკი „გრადუსს“ მოუმატებთ და საჭორაო თემებს სულ ცოტა ინტრიგას დაამატებთ, რის გარეშეც სამუშაო ადგილი, ზოგადად, წარმოუდგენელია. მსუბუქი ინტრიგა აუცილებლად გაახალისებს გარშემომყოფებს. რა თქმა უნდა, არ იგულისხმებიან ისინი, ვისაც იუმორის გრძნობა არ აქვთ.
სიყვარული: ხვალინდელი დღე სავსე იქნება პატარ-პატარა სიურპრიზებით და უმნიშვნელო სიამოვნებით. მსგავსი მოვლენები მხოლოდ იმ ადამიანებს შორის ხდება, ვინც ერთმანეთს კარგად იცნობენ და გულწრფელად უყვართ. თქვენი წყვილიც მათ რიგს მიეკუთვნება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ, მორიელები ისეთი ძლიერი ემოციური დატვირთვის წინაშე აღმოჩნდებიან, როგორიცაა სტრესი, მუდმივი დაღლილობა და ძილის გაუარესება. დროა, თავი ხელში აიყვანოთ და სიტუაციის გამოსწორებაზე იფიქროთ.
კარიერა:
ხვალ მძიმე დღეა, მაგრამ არა მხოლოდ თქვენთვის. თქვენს გარშემო ყველაფერი ყირაზე დადგება. ეცადეთ, გააკონტროლოთ სიტუაცია და არ დაგავიწყდეთ, პარალელურად ხელმძღვანელმაც შეგამჩნიოთ.
სიყვარული:
თქვენს საყვარელ ადამიანს მოუნდება, შთაბეჭდილება მოახდინოს თქვენზე, რისი გაკეთებაც მას ძალიან გაუჭირდება, რადგან თქვენ უკვე დიდი ხანია, განებივრებული ხართ მისი ყურადღებით და სიურპრიზებით. აქედან გამომდინარე, მას მოუწევს გააკეთოს რაიმე გენიალური, ან თქვენ მოგიწევთ, გამოხატოთ „ცრუ“ აღფრთოვანება.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იქნება, თუმცა მაინც ხშირად შეიმოწმეთ პულსი, რადგან  სტრესი და ძლიერი ნერვიულობა მდგომარეობიდან გამოგიყვანთ. უმჯობესია, ისწავლოთ სიმშვიდის შენარჩუნება.
კარიერა:
სამსახურში წასვლამდე ცოტა გაივარჯიშეთ, გაირბინეთ სახლის გარშემო და გააკეთეთ რამდენიმე აზიდვა. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, მალე გამოფხიზლებაში და მიხვდებით, ვინ ხართ, სად ხართ და რატომ ხართ. ამ მომენტების ზუსტი გაგება მნიშვნელოვანია იმ საქმიანობის კონტექსტში, რომელთა შესრულება მოგიწევთ.
სიყვარული:
იმდენად უანგაროდ ერთგული ხართ თქვენი მეორე ნახევრის მიმართ, რომ საკუთარ თავზე აღარც ფიქრობთ. ეს, რა თქმა უნდა, კარგია: ნაკლები კონფლიქტი და მეტი ურთიერთგაგება. მაგრამ ხვალ, კარგი იქნება, თუკი საკუთარ თავზე და სიამოვნებაზე  იფიქრებთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ზომიერი ფიზიკური დატვირთვა იდეალური იქნება თქვენი ორგანიზმისთვის და დადებითად იმოქმედებს გულზე.
კარიერა:
უარყოფითი შედეგიც შედეგია. თუკი ხვალ რაიმე არ გამოგივათ, ნუ მიეცემით სასოწარკვეთას. უმჯობესია, იპოვოთ წარუმატებლობის მიზეზი და ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტი თქვენს ცხოვრებაში აღარ განმეორდეს. 
სიყვარული: ხვალ შესანიშნავი დღე გელოდებათ. დილას უსაქმურობით დაიწყებთ და შემდეგ, ცოტას კიდევ შეისვენებთ. სახლის საქმეების კეთება სხვას გადააბარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საშინლად გაღიზიანდებით და გარშემომყოფები ეცდებიან, თავი მოგარიდონ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა:
განწყობის ხშირ შეცვლას ვერსად გაექცევით, ამიტომ ეცადეთ, მიენდოთ საკუთარ ინტუიციას და არ დაუშვათ, რომ მტანჯველმა მოწყენილობამ თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
კარიერა:
ნუ გაექცევით დასახულ სამოქმედო გეგმას, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად აცდებით გზას და დასახულ მიზნამდე მიღწევა გაგიჭირდებათ. ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც ეცდება, გადაგაფიქრებინოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ახლა მხოლოდ თქვენ წყვეტთ, როგორ უნდა მოიქცეთ.
სიყვარული:
თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება იმის გაგება, რა გსურთ კონკრეტულად მისგან. ის ეცდება, გამოიცნოს თქვენი სურვილები, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა, რომ მას ეს კარგად გამოუვიდეს. ამიტომ შეეცადეთ, უკარნახოთ მას ის, რის გაგებაც დამოუკიდებლად სურს.


 


თევზები
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ მკურნალობის დაწყებამდე გულდასმით წაიკითხოთ ამა თუ იმ სამედიცინო პრეპარატის მიღების ინსტრუქციები. თუკი შეკითხვები გაგიჩნდებათ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
კარიერა: დიდხანს ფიქრობდით თქვენი შესაძლებლობების დემონსტრირებაზე? ხვალ, როგორც იქნა, შეძლებთ, აიღოთ საკუთარ თავზე ინიციატივა და გამოავლინოთ ლიდერობის ნიჭი. ყურადღება მიაქციეთ კოლეგების რეკომენდაციებსა და მეგობრების რჩევებს.
სიყვარული:
ხვალ, ნუ დაელოდებით საყვარელი ადამიანისგან კონსტრუქციულ კრიტიკას და სწორ შენიშვნებს. თუმცა, ამის გამო, ოპტიმიზმის დაკარგვა არ ღირს. გჯეროდეთ უკეთესობის. ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის არის „სასწაულების“ ადგილი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?