18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

17 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები დაბეჯითებით გირჩევენ, იზრუნოთ სახსრების ჯანმრთელობაზე. შეეცადეთ, ზედმეტად არ დაიტვირთოთ და სახსრებთან დაკავშირებული უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ.
კარიერა: ხვალ შესანიშნავი შანსი გაქვთ, უფროსთან გულახდილად ისაუბროთ. შეეცადეთ, ფრთხილად და მოზომილად აუხსნათ, რა სახის ცვლილებებს ისურვებდით პროფესიულ საქმიანობაში. იყავით კორექტული და შედეგი არ დააყოვნებს.
სიყვარული: იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანისგან რამე მიიღოთ, თხოვნა ან არგუმენტი გაფუჭებული ფირფიტასავით დაუსრულებლად უნდა იმეოროთ. დიახ, მას ეს საშინლად გააღიზიანებს, მაგრამ თქვენი მცდელობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.


 


კურო
ჯანმრთელობა: ხვალ სახლის დასალაგებლად თუნდაც ერთი საათი უნდა გამოყოთ.  გადაწმინდეთ მტვერი და გაასუფთავეთ ხალიჩა. ეს დიდ დროსა და ენერგიას არ წაგართმევთ, სამაგიეროდ, თავისუფლად სუნთქვას შეძლებთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ. რაც უფრო ნაკლებად ენდობით საკუთარ ინტუიციას, მით უფრო ნაკლები უსიამოვნება შეგხვდებათ სამსახურებრივ თუ პირად ურთიერთობებში.
სიყვარული: შესაძლოა, მცირეოდენი ტექნიკური სახის პრობლემა შეგექმნათ - მობილური ან სტაციონალური ტელეფონები რაღაც მიზეზით გაითიშოს. ამიტომ თუ თქვენი მეორე ნახევარი ვერ დაგიკავშირდათ, შეგიძლიათ, თამამად მოიმიზეზოთ მაგნიტური ქარიშხალი ან კოსმოსური ძალების ნეგატიური გავლენა.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: თავს გადასარევადაც რომ გრძნობდეთ, ხვალ მაინც სასურველია, რომ ორგანიზმის საერთო გამოკვლევა ჩაიტაროთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სამომავლო უსიამოვნებებს აგაცილებთ თავიდან.
კარიერა: ყურადღება გამოიჩინეთ ხელქვეითებისა და ხელმძღვანელობის მიმართ დამოკიდებულებაში. დაფიქრდით, საკუთარ თავს ძალიან ბევრის უფლებას ხომ არ აძლევთ? ბოლო ხანებში ძალიან მოეშვით, ამიტომ გირჩევთ, დროულად ჩადგეთ საქმიან ფორმაში.
სიყვარული: ხვალ საშინელი სურვილი გექნებათ, საყვარელ ადამიანს ყველა წყენისა და ტკივილისთვის, რაც ოდესმე თქვენთვის მოუყენებია, სამაგიერო გადაუხადოთ. თუმცა დაფიქრდით, მოგიტანთ თუ არა შვებას ასეთი შურისძიება? მოგვიანებით ხომ  არ შეგრცხვებათ საკუთარი საქციელის?


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ თვალებს. თუ ძალიან დაწითლებული და აცრემლებული გაქვთ, შეიძლება კომპიუტერთან დიდი ხნით ჯდომის ბრალი იყოს. კარგი იქნება, თუ ხერხემალსა და კისრის მალებს გაისინჯავთ.
კარიერა: ნუ იჩქარებთ, მიიღოთ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, თორემ სასურველი შედეგი ხელიდან დაგისხლტებათ. შეიძლება პირიქითაც მოხდეს - რაც უფრო ეცდებით მიზნის მიღწევას, მით უფრო შორს აღმოჩნდეთ მისგან. შეეცადეთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ და გადაწყვეტილება ისე მიიღოთ.
სიყვარული: ხვალ ძალიან მოგინდებათ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადახვიდეთ, თუმცა ვარსკვლავები აჩქარებას არ გირჩევენ. თქვენს მეორე ნახევარს დრო დასჭირდება, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად მოემზადოს. ნუ ააჩქარებთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება, თუ სახლში გენერალურ დალაგებას მოაწყობთ. ასე შეძლებთ, თავიდან აიცილოთ მტვრისგან გამოწვეული ალერგიის არასასურველი შედეგები, რაც, სავარაუდოდ, გემუქრებათ.
ბიზნესი: ხვალ ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საუბრისთვის იქნებით განწყობილი. თქვენ შესანიშნავად მოახერხებთ, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე საჭირო არგუმენტები მოიშველიოთ და თქვენს ოპონენტებს ისღა დარჩებათ, პრობლემის თქვენეულ ხედვას დაეთანხმონ. 
სიყვარული: შეეცადეთ, საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა უცხო თვალით შეაფასოთ. რაიმეს კორექტირების ან მკვეთრად შეცვლის სურვილი ხომ არ გაგიჩნდათ? ახლა კი დაბრუნდით თქვენს ადგილას და დაფიქრდით, ისევ გინდათ რაიმე შეცვალოთ?


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ყურადღებით იყავით საჭესთან, რადგან უჩვეულოდ აფორიაქებული ხართ და ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ. კარგი იქნება, თუ ნერვიული სისტემის გაჯანსაღებაზე იზრუნებთ.
კარიერა: ხვალ თქვენს ოცნებას, ცოტა დაისვენოთ და მოდუნდეთ, ასრულება არ უწერია. ასე რომ, მუშაობა განაგრძეთ. იმედს ნუ დაკარგავთ, შესაძლოა, მოულოდნელად დამხმარეც გამოგიჩნდეთ.
სიყვარული: ხვალ გექნებათ განცდა, რომ ჯადოსნური ზღაპრის გმირი ხართ და ამ განწყობას ვერავინ და ვერაფერი გაგიფუჭებთ. იმდენად ბედნიერი იქნებით, რომ ბევრ ადამიანში შურის გრძნობასაც აღძრავთ. გისურვებთ, ბევრი გქონდეთ ასეთი დღე.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: სასურველია, სხეულის მოქნილობაზე იზრუნოთ და შესაბამისი ვარჯიშები შეარჩიოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ზომიერების დაცვა ყველგან საჭიროა, მით უფრო, როცა საქმე გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს ეხება.
კარიერა: ხვალ მუშაობით თავს ნუ გადაიღლით. თქვენ უკვე აკრიფეთ საჭირო ტემპი. ასე რომ, შეგიძლიათ, დროებით „ავტოპილოტი“ ჩართოთ და სასიამოვნო თემებზე გადაერთოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი შეეცდება, სიურპრიზი მოგიწყოთ, რაც ადვილი არ იქნება, რადგან მის ყველა სურვილს წინასწარ ხვდებით. შეეცადეთ, არ აგრძნობინოთ, რომ მისი ყველა ნაბიჯის შესახებ ხვდებით. თქვენთვის ეს ადვილი იქნება, მას კი ძალიან ასიამოვნებთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: 
შეეცადეთ, საქმეები დროულად მოითავოთ და ძილს მეტი დრო დაუთმოთ. რადგან, რაც მეტს იძინებთ, მით ნაკლები შანსი გექნებათ, წონაში მოიმატოთ. თუ უძილობა ცხოვრების წესად გექცათ, დიდი საფრთხეა, რომ წონაში მოიმატოთ.
კარიერა: ხვალ კოლეგასთან მცირეოდენი უთანხმოება გექნებათ სამსახურის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მალევე შეძლებთ ურთიერთობის გარკვევას. თქვენგან ერთ-ერთი აუცილებლად წავა კომპრომისზე და სასურველია, რომ ეს თქვენ იყოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მეტი პრობლემა გელით.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არა მხოლოდ სულიერ, არამედ მატერიალურ სიხარულსაც მოგგვრით. შესაძლოა, რაღაცაზე ეკონომიის გაწევაც შეძლოთ ან სარფიანი წინადადება მიიღოთ. ერთი სიტყვით, თქვენი საფულე მნიშვნელოვნად შეივსება.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ხვალ მშვილდოსნები შესაძლოა, ნაწლავებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეაწუხონ. არ არის გამორიცხული, დისკომფორტი მთელი დღე გაგრძელდეს, ამიტომ კარგი იქნება, თუ საჭირო მედიკამენტებს იქონიებთ.
კარიერა: ხვალ გამძლეობაში გამოცდა გელით, რადგან ძალიან მოგინდებათ, ყველაფერი მიატოვოთ და სამსახურიდან ტყეში ან პარკში სასეირნოდ წახვიდეთ. გაითვალისწინეთ, რომ ამის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან შეიძლება თქვენი კარიერა შეიწიროს.
სიყვარული: შესაფერისი დღეა კოლექციის შესავსებად. თუ აღზრდა უფლებას არ გაძლევთ, თაყვანისმცემელთა კოლექცია შეაგროვოთ, უბის წიგნაკი შეიძინეთ და შეაგროვეთ სიყვარულის ახსნა თქვენთვის ნაცნობ ყველა ენაზე. უახლოეს ხანში ნამდვილ პოლიგლოტად იქცევით.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: ხვალ ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემის მქონე თხის რქებს მოუწევთ. წინდაუხედაობამ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ.
კარიერა: ხვალ განწყობილი იქნებით სერიოზული საუბრისთვის მასთან, ვინც ბოლო დროს ძალიან გაღელვებთ. იყავით გულწრფელი და ამ საუბრის შედეგი ძალიან გაგახარებთ. როცა ყველა პრობლემას მოაგვარებთ, დატკბით მშვენიერი დღით და იმის შეგრძნებით, რომ თავისუფალი ხართ და შეგიძლიათ, სადაც გსურთ, გაემგზავროთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი ძალიან დაიბნევა იმაზე ფიქრით, რაც თქვენს თავს ხდება. შეეცადეთ, ყველაფერი მუხლებისა და პუნქტების მიხედვით აუხსნათ, რომ მომხდარში უკეთ შეძლოს ორიენტირება.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
თუ გვიან იძინებთ და ადრე იღვიძებთ და ამასთანავე, არ გიჩნდებათ სურვილი, რომ ცოტაოდენი კიდევ წაიძინოთ, თქვენ უკიდურესად გადაღლილი ხართ და აუცილებელ დასვენებას საჭიროებთ. თუ გსურთ, რომ ექიმთან არ მოხვდეთ, შვებულება აიღეთ.
კარიერა: სამსახურებრივ საქმიანობაში მოსალოდნელია ცვლილებები. მოულოდნელი და არასასიამოვნო მიზეზების გამო, იძულებული გახდებით, უარი თქვათ თითქმის დასრულებულ პროექტზე. ნუ იდარდებთ, უახლოეს მომავალში გაცილებით სარფიან შეთავაზებას მიიღებთ.
სიყვარული: ნუ დააჩქარებთ მოვლენებს თქვენს პირად ცხოვრებაში. გახსოვდეთ, რაც ნელა ვითარდება, ის უფრო მყარი და სტაბილურია. აცადეთ მოვლენებს, თავისი სვლით განვითარდეს. მიზნამდე ნელა, მაგრამ დამაჯერებლად მიხვალთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: 
ხვალ თევზებისთვის მთავარია, არ აჩქარდნენ და ნებისმიერ სიტუაციაში სულის სიმხნევე შეინარჩუნონ. ასეთ შემთხვევაში, ჯანმრთელ სხეულში აუცილებლად ჯანმრთელი სული გექნებათ.
კარიერა: ეს დღე ცოტათი აგანერვიულებთ. შესაძლოა, თქვენდაუნებურად, თქვენი ხელმძღვანელების აზრით, გასაკიცხი საქციელი ჩაიდინეთ. გაიხსენეთ, სად შეცდით და რით დაიმსახურეთ ზემდგომების განაწყენება.
სიყვარული: ხვალ თქვენი მთავარი იარაღი ტექნოლოგიაა. ვარსკვლავები არ მოგიწოდებენ, რომ შექმნათ თანამედროვე რობოტი ან შექმნათ ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ შეგიძლიათ, უკვე არსებული გამოგონებების წყალობით შეცვალოთ თქვენი ცხოვრება და მოისმინოთ ის, რასაც დიდხანს ელოდით. კერძოდ: უმჯობესია, დავცილდეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?