24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: მიუხედავად იმისა, რომ სხვა დღეებთან შედარებით, ნაკლები სამუშაო გაქვთ, გადაღლილობა შეგაწუხებთ. მოდუნდით და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თავს სრულფასოვანი დასვენების საშუალება მისცეთ.
კარიერა: ბოლოს და ბოლოს, მოახერხებთ, რომ დიდი ხნის წინ გასაკეთებელი საქმე დაამთავროთ. მთავარია, პრობლემას გააზრებულად მიუდგეთ და ყველა საეჭვო ვარიანტი გამორიცხოთ. ამ დღეს ნებისმიერი სახის საქმიანი კონტაქტი წარმატებული იქნება, რადგან თქვენი არგუმენტები საოცრად დამაჯერებელია.
სიყვარული: დიდი ალბათობით, თქვენს სიყვარულს საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეხვდებით. შეხვედრა ნაკლებად რომანტიკული იქნება, რადგან შესაძლოა, ჭყლეტისას თავში ჩანთა ჩაგარტყათ ან ფეხი დაგაბიჯოთ, მაგრამ ამაზე ნუ იდარდებთ. მთავარია, რომ ერთმანეთს შეხვდით და ნატკენი ფეხი ან თავზე კოპი რა სალაპარაკოა.



კურო

ჯანმრთელობა: ამ დღეს ვარსკვლავები კარგად დაბალანსებული საკვების მირთმევას გირჩევენ. თუ თავად ვერ ახერხებთ საჭირო მენიუს შედგენას, დიეტოლოგს ან მკურნალ ექიმს მიაკითხეთ. უკიდურეს შემთხვევაში, შემწვარი, მარილიანი და ცხარე კერძები მინიმუმამდე შეამცირეთ.
კარიერა: მაინცდამაინც იმ დროს, როცა სამსახურის გარეთ უმნიშვნელოვანესი საქმეები გაქვთ, თავზე დიდი მოცულობის სამუშაო დაგატყდებათ. რას იზამთ, სასწრაფოდ გამოსავალი უნდა მოძებნოთ. შესაძლოა,  დახმარება კოლეგას სთხოვოთ ან უფროსმა სამსახურიდან დროზე ადრე გაგიშვათ.
სიყვარული: შესაძლოა, საყვარელი ადამიანის გამო მეგობართან სერიოზულად იჩხუბოთ. სავარაუდოდ, ეს ეჭვიანობის გამო მოხდება, რადგან თქვენი სიყვარული მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას გამოიჩენს. შესაძლოა, სხვა მიზეზიც იყოს, თუმცა დასკვნა ერთია - სჯობს, ერთმანეთს არასოდეს შეხვდნენ.



ტყუპები
ჯანმრთელობა: 
დროა, ნერვების მოთოკვა ისწავლოთ. ეს თუ მოახერხეთ, შეიძლება, ნირვანამდეც მიხვიდეთ. ეცადეთ, მოახერხოთ და გაითვალისწინეთ, რომ რთული მხოლოდ დასაწყისია.
კარიერა: რაც არ უნდა მოხდეს, შეეცადეთ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, თორემ მოგვიანებით ძალიან ინანებთ. სწორად გათვალეთ თქვენი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, სჯობს ამ საქმეს თავი დაანებოთ.
სიყვარული: თქვენს პირად ცხოვრებაში ძალიან საპასუხისმგებლო დღეა. გირჩევთ, ძალიან სერიოზულად შეაფასოთ ყველაფერი, რაც თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის ხდება. ყველაფერი აკონტროლეთ, რომ პროცესები თქვენთვის არასასურველი მიმართულებით არ განვითარდეს.



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: 
ამ დღეს თქვენს გუნება-განწყობილებაზე ძალიან იმოქმედებს ამინდის ცვალებადობა. თავს თუ შეუძლოდ გრძნობთ, ყველა გეგმა შეცვალეთ და უბრალოდ, დაისვენეთ.
კარიერა: კარგი იქნება, თუ გაარკვევთ, რა გჭირდებათ: საკუთარ პოზიციებზე მყარად დგომა თუ დაუსრულებელი იდეალების ძებნა. სანამ თქვენ ფიქრობთ, როგორ მოიქცეთ, სხვები მოქმედებენ, ამიტომ შესაძლოა, ყველაფრის გარეშე დარჩეთ.
სიყვარული: ამ დღეს თავადაც ვერ გაერკვევით, რა გსურთ, მიიღოთ საყვარელი ადამიანისგან, ამიტომ ვერც იმას გაიგებთ, რას უნდა ელოდოთ მისგან. მისი ნებისმიერი მოქმედება და რეაქცია თქვენში მხოლოდ ნეგატიურ ემოციებს აღძრავს, ამიტომ შეეცადეთ, არაფერს ელოდოთ. ალბათ, ასე უკეთესია.



ლომი
ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, თმები გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაიცვათ. ამაში კი „B“ და „E“ ვიტამინების შემცველი კოსმეტიკური საშუალებები დაგეხმარებათ.
ბიზნესი: ამ დღეს ცამდე მართალიც რომ იყოთ, უფროსს ნუ შეეკამათებით. მოგვიანებით, როცა ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება, საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩებით, რადგან ზემდგომებთან ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი თქვენ არ ხართ. კამათის დროს ჩუმად ყოფნა თუ არ შეგიძლიათ, ეცადეთ, გულში ასამდე დაითვალოთ.
სიყვარული: კარგი იქნება, თუ საყვარელი ადამიანის აღმოსაჩენად, გაცნობის ვებ-გვერდზე შეიხედავთ. აუცილებელი არაა, რომ თქვენი ანკეტა განათავსოთ. უბრალოდ, გადაათვალიერეთ გაცნობის მსურველი ადამიანები. ვარსკვლავების აზრით, მათ შორის ერთ-ერთი თქვენთან სულიერად ძალიან ახლობელი ადამიანია. რა იცით.. იქნებ იპოვოთ კიდეც.



ქალწული
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, ძველმა პრობლემებმა თავი შეგახსენონ, ამიტომ განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდეთ ჯანმრთელობის პრობლემებს. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე და ხშირად მიიღეთ ვიტამინი „C“.
კარიერა: ცდილობთ, გარშემომყოფებს თავი ენერგიულად მოაჩვენოთ, თუმცა თქვენი აპათია შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. შეეგუეთ იმ აზრს, რომ თქვენი მცდელობა უშედეგოა.
სიყვარული: ამ დღეს წარსულის მოგონებებში გადაეშვებით. მოულოდნელად მოგინდებათ ძველი სიყვარულის გახსენება, დანახვა და შეგრძნება, რომ ის თქვენ გვერდითაა. სასიამოვნოა, თუმცა ეცადეთ, რომ ძველის გახსენებამ ახალი ურთიერთობები არ გაგიფუჭოთ.



სასწორი
 
ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, ერთ ადგილზე დიდხანს არ გაჩერდეთ და მეტი იმოძრაოთ. კარგი იქნებოდა, რომელიმე აქტიური სპორტის სახეობით დაკავებულიყავით ან გამაჯანსაღებელი მასაჟი ჩაგეტარებინათ.
კარიერა: დარწმუნებული იყავით საკუთარ შესაძლებლობებში და იმოქმედეთ. მაშინაც, თუ ეს თქვენი ცხოვრების სტილი არაა, ამ დღეს აუცილებლად უნდა გააქტიურდეთ და საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩებით.
სიყვარული: თუ თქვენი მოღუშული სახე საყვარელი ადამიანისთვის ერთხელ მაინც განათდება, ეს ყველა ალერსიან და სასიყვარულო სიტყვაზე მეტი იქნება. მხოლოდ ერთი გაღიმება და თქვენ იგრძნობთ, როგორი ძვირფასი ხართ თქვენი მეორე ნახევრისთვის. რამდენად უყვარხართ და გაფასებთ.



მორიელი

ჯანმრთელობა: 
ამ დღეს მორიელებს ამაღლებული განწყობა აქვთ, რაც მათ ჯანმრთელობაზეც სასიკეთოდ აისახება. თუმცა, ფიზიკური დატვირთვის დროს ფრთხილად იყავით. მით უმეტეს, თუ გულთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ.
კარიერა: მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ უფროსობას წარმატებით შესრულებული დამატებითი სამუშაოს შესახებ შეახსენოთ. მთავარია, რომ ეს ფრთხილად და დელიკატურად მოახერხოთ. თქვენი დამაჯერებელი არგუმენტები და შესანიშნავი შრომითი უნარები აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ.
სიყვარული: თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის იმდენად უცნაური და გაუგებარი რამ მოხდება, რომ მისი ჩვეულებრივი ლოგიკით ახსნა შეუძლებელია. ამის შემდეგ ორივეს დიდხანს მოგიწევთ სიტუაციიდან გამოსავლის ძიება.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება, თუ დროებით გარემოს შეიცვლით. დამქანცველი შრომისგან იმდენად გადაღლილი ხართ, რომ თუნდაც მცირე შესვენება თქვენს ჯანმრთელობაზე უაღრესად სასიკეთოდ აისახება.
კარიერა: ბევრი ფიქრი მოგიწევთ იმაზე, როგორ გამოასწოროთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. შესაძლებელია, ხვალიდანვე შეუდგეთ თქვენი გრანდიოზული გეგმების ცხოვრებაში განხორციელებას.
სიყვარული: ამ დღეს რამდენიმე თაყვანისმცემელს შორის ერთის არჩევა მოგიწევთ. თუმცა ეს საბოლოო  გადაწყვეტილება არაა. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ერთი საღამოს ერთად გატარებაზეა საუბარი.



თხის რქა

ჯანმრთელობა: 
ენდეთ საკუთარ ინტუიციას. მით უმეტეს, რომ ექიმის რეკომენდაცია დაუსაბუთებლად და არადამაჯერებლად გეჩვენებათ. გირჩევთ, ასჯერ გაზომოთ, სანამ ერთხელ გაჭრის გადაწყვეტილებას მიიღებთ.
კარიერა: ხვალ თქვენი ყურადღება იმ ადამიანზე იქნება კონცენტრირებული, რომელიც თქვენს დახმარებას საჭიროებს. ასე რომ, საკუთარი საქმეების დროებით გვერდით გადადება მოგიწევთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს რატომღაც დესპოტისა და ტირანის როლის მორგება მოუნდება და შეეცდება, საკუთარი აზრები და სურვილები მოგახვიოთ. გირჩევთ, სიტყვისა და აზრის თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყოთ. რაც უფრო ადრე, მით უკეთესია.



მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ
 მერწყულებს ნამდვილად არ აწყენდათ მსუბუქი, განსატვირთი დიეტის დაწყება. შეეცადეთ, თუნდაც ერთი დღე გაძლოთ ყავისა და შოკოლადის გარეშე. ნუ მიირთმევთ ცხიმიან, მარილიან და ცხარე კერძებს და შვება მიანიჭეთ თქვენს ღვიძლს.
კარიერა: მრავალფეროვანი და ნაყოფიერი დღე გელით. რამდენიმე საქმეს ერთად შეეჭიდებით, თუმცა ყველაფერს იოლად გაართმევთ თავს და ვადაზე ადრე დაასრულებთ. შეგიძლიათ, იამაყოთ. ნამდვილად შეუცვლელი და ძვირფასი თანამშრომელი ხართ.
სიყვარული: სრულიად მოულოდნელად, პირადი ბედნიერების ისეთ დოზას მიიღებთ, როგორზეც ვერასოდეს იოცნებებდით. შეეცადეთ, არ წაიფორხილოთ და ხელიდან არ გაუშვათ, თორემ გვერდით ჩაგიქროლებთ და დიდხანს ვეღარ იხილავთ.



თევზები
ჯანმრთელობა: 
თუ მძიმე და შრომატევადი სამუშაო გელით, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს, უპირატესობა ნახშირწყლებს და ისეთ პროდუქტებს მიანიჭეთ, როგორიცაა დაცეხვილი ხორბლის პური და ბრინჯი.
კარიერა: დაგეგმეთ ფინანსური ხარჯები, რადგან უახლოეს ხანებში გამდიდრება არ „გემუქრებათ“, გარშემო კი ბევრი ცდუნებაა. თავის შეკავებას გირჩევთ, თორემ ჯიბეცარიელი დარჩებით, რაც ამ სიტუაციაში უკიდურესად არასასურველია.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს იუმორის დეფიციტს შეამჩნევთ, თუმცა თქვენც კი ვერ შეძლებთ, მას ეს სასარგებლო თვისება გაუზიაროთ. ეცადეთ, ამ თემაზე ბევრი არ იხუმროთ, თორემ მისი მწარე რეაქცია ხუმრობის სურვილს თქვენც დაგიკარგავთ.  

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?