27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

26 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ ვერძებისთვის არ არსებობს არავითარი დაბრკოლება და ბარიერი, ამიტომ გირჩევთ, ექიმთან ვიზიტი აღარ გადადოთ და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგათ საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
კარიერა: ხელოვანი ვერძებისთვის წარმატებული დღეა ახალი პროექტების დაგეგმვის კუთხით. შესაძლოა, ამ დღეს საკუთარი შედევრების გამოფენისთვის შესანიშნავი ადგილიც აღმოაჩინოთ.
სიყვარული: თქვენი ოჯახური ცხოვრება სამსახურს ემსგავსება. თქვენი მისვლის დროს, ბავშვებს უკვე სძინავთ, მეუღლე კი მოწყენილობას კომპიუტერთან ან ტელევიზორთან კლავს. ნუ გეწყინებათ, შეეძლო, მეგობრებთანაც წასულიყო. ასე რომ, ბუზღუნს თავი დაანებეთ და კარგად გამოიძინეთ.


 


კურო
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას მიეჩვევით, თუმცა, სანამ მათ ცხოვრებაში განახორციელებთ, ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიაროთ.
კარიერა: შესანიშნავ მდგომარეობაში ხართ: თქვენი სამსახური და დასვენება ერთმანეთს ხელს არ უშლის. პირიქით, გეხმარებათ, რომ თავი ზრდასრულ, თავისუფალ და ბედნიერ ადამიანად იგრძნოთ. შეეცადეთ, ეს განწყობა სულ მცირე, რამდენიმე დღით მაინც შეინარჩუნოთ.
სიყვარული: ამ დღეს საყვარელ ადამიანს თქვენი დახმარება მისთვის მძიმე საქმეში დასჭირდება. სავარაუდოდ, თქვენი მხარდაჭერა მხოლოდ მორალური იქნება, სამაგიეროდ უზარმაზარ შედეგს მოიტანს.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ყურადღება მიაქციეთ ფეხების ჯანმრთელობას, თორემ შესაძლოა, ისეთი არასასიამოვნო სიურპრიზები მიიღოთ, როგორიცაა კოჟრები, შეშუპება და სისხლჩაქცევები.
კარიერა: ამ დღეს შესანიშნავი საშუალება გექნებათ, რომ ფული სახლიდან გაუსვლელად იშოვოთ. კარგად შედგენილი გეგმა და დიდი ხნის წინ შეძენილი აქციების პაკეტი მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ.
სიყვარული: ტყუპებისთვის ფინანსურად წარმატებული დღეა. მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ შემოსავლიდან ოჯახის წევრებისთვის საჩუქრები შეიძინოთ, თორემ მათი სიყვარულის მოპოვება  გაგიჭირდებათ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: კარგად გამოძინება და ახლად გამოწურული ციტრუსის წვენი თქვენს ორგანიზმს ენერგიით აავსებს. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ  ზომიერება ყველაფერში საჭიროა და ძილისგუდად ნუ იქცევით.  
კარიერა: კარგი იქნება, თუ სამსახურში იმის მტკიცებას არ დაიწყებთ, როგორი შესანიშნავი და ინიციატივით სავსე თანამშრომელი ბრძანდებით. ეს პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ამიტომ სჯობს, თქვენი საქმე მშვიდად და უხმაუროდ აკეთოთ.
სიყვარული: კარგი იქნება, თუ იმ მეგობრების მიმართ, რომლებსაც პირად ცხოვრებაში თქვენსავით არ გაუმართლათ, დელიკატურობას გამოიჩენთ. შეეცადეთ, ნაკლები ილაპარაკოთ იმაზე, როგორი ბედნიერი და მშვენიერია თქვენი ცხოვრება. ალბათ, არ გაგიხარდებათ, თუ გაიგებთ, რომ თქვენი მონოლოგების შემდეგ მეგობარი ღამეებს ატარებს იმაზე დარდში, როგორი წარუმატებელი და უიღბლოა.


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, რომ ფეხით ბევრი იაროთ, განსაკუთრებით თუ გულის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის დრო არ გაქვთ. სამუშაო დღის შემდეგ გასეირნება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს განწყობას.
ბიზნესი: სამსახურებრივ პრობლემებზე დარდით განწყობას ნუ გაიფუჭებთ. უმჯობესია, მათ შესახებ ახლობელ ადამიანებს უამბოთ და გამოსავალი ერთად იპოვოთ. თავადაც დარწმუნდებით, როგორი ადვილია პრობლემების გადაჭრა, როცა გვერდით თანამოაზრე და მეგობარი გყავს.  
სიყვარული: საკმაოდ მნიშვნელოვანი პაემანი გელით, რომელზეც დამოკიდებული იქნება თქვენი მომავალი ცხოვრება. ვიმედოვნებთ, რომ პაემანი სასიყვარულო იქნება, თუმცა ზოგიერთი ლომისთვის ის შესაძლოა, საქმიანიც იყოს.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
გირჩევთ, სერიოზულად დაფიქრდეთ იმაზე, რას მიირთმევთ. შეეცადეთ, ისეთი მენიუ შეადგინოთ, რომ კვებისგან სიამოვნება და სარგებელი ერთდროულად მიიღოთ და ამასთანავე, კუჭი არ დაიზიანოთ.
კარიერა: თუ ვაჭრობის სფეროში საქმიანობთ, დიდი შანსია, მნიშვნელოვანი ფინანსური მოგება მიიღოთ. ვარსკვლავები გაყიდვების რიცხვის გაზრდას და ახალი კლიენტების გამოჩენას გიწინასწარმეტყველებენ. ასე რომ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
სიყვარული: ამ დღეს თქვენი ხუმრობის გაგება საყვარელ ადამიანსაც კი გაუჭირდება. ამასთანავე, თქვენი იუმორი სპეციფიკურად მოეჩვენება. ეცადეთ, კარგად შეარჩიოთ ხუმრობის თემა და ზოგადად, ფრთხილად იყოთ.


 


სასწორი 
ჯანმრთელობა: 
ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობისთვის შესაფერისი დღე არ გახლავთ. განსაკუთრებით, თუ ისინი მოზრდილი კბილებით და ბრჭყალებით არიან შეიარაღებული. ამ დღეს სხვა სახის გართობას გირჩევთ. თუ მაინცდამაინც ცხოველებთან ურთიერთობა გინდათ, ცხოველის ფორმის ფუმფულა სათამაშოები შეარჩიეთ.
კარიერა: ხვალ უარი არაფერზე თქვათ. შესაძლოა, ის წინადადება, რომელიც უარყავით, საუკეთესო აღმოჩნდეს. როგორი რთული და დამღლელიც არ უნდა იყოს, ყველა შანსის გამოყენებას გირჩევთ.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, ასჯერ გაზომოთ, სანამ გაჭრას გადაწყვეტთ. ეს განსაკუთრებით თქვენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ეხება, სადაც დიდია შეცდომის დაშვების ალბათობა. ეს შეცდომა ძალიან ძვირად დაგიჯდებათ, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: 
მორიელებს ვურჩევთ, ჩაიტარონ გამოკვლევები, რომლებიც რაღაც ფორმალური აუცილებლობისთვის არის საჭირო. არც დიდ დროს დაკარგავთ და შესაძლოა, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ საინტერესო ინფორმაციაც მიიღოთ. 
კარიერა: ნუ დაკარგავთ ოპტიმიზმს, თუნდაც ამის საფუძველი არ გქონდეთ. თქვენ გელით მომგებიანი წინადადება, რომელიც სასიკეთოდ აისახება თქვენს ფინანსურ მდგომარეობასა და კარიერაზე.
სიყვარული: რატომღაც ამ დღეს თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი გაგება ძალიან გაუჭირდება, ამიტომ შეეცადეთ, სათქმელი მაქსიმალურად მოკლედ და გასაგებად ჩამოაყალიბოთ. ასე მეტი შანსი გაქვთ, რომ მოგისმინონ და გაგიგონ.  


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
იმდენად დარწმუნებული ხართ საკუთარ ძალებში და ისეთი გამოკვეთილი მიზანი გაქვთ, რომ თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. ასე გააგრძელეთ.
კარიერა: ამ დღეს ბევრი უინტერესო და არასასიამოვნო საქმის გაკეთება მოგიწევთ, თუმცა ეს თქვენს პირდაპირ მოვალეობებში შედის და თავის არიდება არ გამოგივათ. კარგი იქნება, თუ ტომ სოიერის გამოცდილებას გაიხსენებთ და პრაქტიკაში გამოიყენებთ.
სიყვარული: მედალს ორი მხარე აქვს, შესაბამისად, ყველაზე არასასიამოვნო მოვლენაშიც კი შეიძლება დადებითი აღმოაჩინოთ. დიდი შანსია, რომ ლამაზი გოგონა, რომელმაც ფეხში 12-სანტიმეტრიანი ფეხსაცმლის ქუსლი ჩაგარჭოთ ან ავტომობილის მძღოლი, რომელმაც თქვენი ქათქათა კაბა ტალახში ამოავლო, თქვენი მეორე ნახევარი გახდეს. ხელიდან ნუ გაუშვებთ საკუთარ ბედნიერებას.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში სხეულზე შეშუპებები შენიშნოთ. სავარაუდოდ, ეს გულის ან თირკმელების პრობლემაზე მიანიშნებს, ამიტომ ნუ დაიზარებთ, რომ კომპლექსური გამოკვლევა ჩაიტაროთ.
კარიერა: ამ დღეს ერიდეთ ფულის გასესხებას, თორემ შესაძლოა, ჯიბეცარიელი დარჩეთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, თუმცა ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ნაყოფიერი შრომა საფუძვლიანი დასვენების გარეშე შეუძლებელია.
სიყვარული: გული ერთს გკარნახობთ და გონება - მეორეს და არ იცით, როგორ მოიქცეთ. ასეთი არჩევანის დროს, უკეთესი იქნება, თუ საყვარელი ადამიანის რჩევას დაუჯერებთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება, თუ მეტ დროს გაატარებთ სუფთა ჰაერზე და აქტიური სპორტით დაკავდებით. შესვენების დროს კი მედიტაციაც არ გაწყენდათ. ამ საქმეში თქვენი საუკეთესო დამხმარე იოგა გახდება. 
კარიერა: ბევრი საქმე დაგიგროვდათ, ამიტომ შეეცადეთ, დღე კარგად დაგეგმოთ და საქმეების მოლევის შემდეგ დასვენებაც მოახერხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო დღეს ძალების კონცენტრირება ძალიან გაგიჭირდებათ.
სიყვარული: თუ თქვენ ისევ ნაჩხუბრები ხართ, მისი გულის მოგებას სასაცილო საჩუქრებით მოახერხებთ, უყიდეთ ისტერიულად მოხარხარე სათამაშო ნიანგი ან ვარდისფერი სპილო. მთავარია, ბოროტი ხუმრობა არ გამოგივიდეთ და საჩუქარი მთელი გულით მიუძღვნათ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: 
თუ გადაწყვიტეთ, რომ დიეტოლოგის რჩევებს უნდა მისდიოთ და სწორად კვება დაიწყოთ, გაითვალისწინეთ, რომ კვების ახალ რეჟიმზე გადასვლა ძალიან მკვეთრად არ უნდა მოხდეს და ორგანიზმი ნელ-ნელა უნდა შეაჩვიოთ.
კარიერა: დაიცავით საკუთარი პოზიცია, მით უფრო თუ მის სისწორეში დარწმუნებული ხართ. ნუ შეგაშინებთ თანამოსაუბრის გამოცდილება და ავტორიტეტი. ცოდნა და გამოცდილება არც თქვენ გაკლიათ. ამას გარდა, გაქვთ ინტუიცია, რაც აუცილებლად გამოგადგებათ. 
სიყვარული: ხვალ თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენს წარსულ და სამომავლო ცხოვრებასთან დაკავშირებით, ძალიან სერიოზული საუბარი გექნებათ. ამ საუბრის შედეგად იმდენად მნიშვნელოვან დასკვნებს გამოიტანთ, რომ შესაძლოა, ჩაიწეროთ კიდეც. ისინი მომავალშიც გამოგადგებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?