1 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

31 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ თვალებს უნდა მოუფრთხილდეთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროთ კომპიუტერთან. ნუ წაიკითხავთ ცუდ განათებაში და ნუ უყურებთ დიდხანს ტელევიზორს. დაასვენეთ თვალები ყოველ ნახევარ საათში ერთხელ 5 წუთით მაინც. 
კარიერა: სამსახურში ნამდვილი საგიჟეთი გელით. წამითაც ვერ მოახერხებთ დასასვენებლად ჩამოჯდომას. დროა, ძალები მოიკრიბოთ და შემართებით შეხვდეთ ხვალინდელ დილას. 
სიყვარული: ყველაზე გონივრული სტრატეგია საყვარელი ადამიანის გულის მოსაგებად იმ თემით დაინტერესება იქნება, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეცადეთ, ჩასწვდეთ ამბის ღრმა არსს და გამოსავალს მიაგნოთ.


 


კურო
ჯანმრთელობა: ნუ დაივიწყებთ ისეთ მნიშვნელოვან თვისებებს, როგორიცაა ოპტიმიზმი და იუმორის გრძნობა. სწორედ ისინი შეგინარჩუნებენ ხვალ კარგ განწყობას და დადებითად იმოქმედებენ თქვენს ჯანმრთელობაზე. 
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, იფიქროთ, როგორ შეგიძლიათ, თქვენს სამუშაო გარემოს მეტი კომფორტი შესძინოთ. ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენმა კოლეგებმაც იგრძნონ სითბო და სიმყუდროვე. 
სიყვარული: ნუ შეგეშინდებათ სიტყვა „ეგოიზმის“. ყველა ადამიანი ბუნებრივად ეგოისტია, უბრალოდ, სხვადასხვა ხარისხით გამოხატავს ამას. მაგრამ თუ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენს გაბედნიერებას მხოლოდ იმიტომ ცდილობს, რომ ამით თავადაც ბედნიერია, რა არის ამაში ცუდი?


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ გვიან ღამით ნოყიერი „გემრიელობები“. მიეცით თქვენს მუცელს საშუალება, ძილის დროს მაინც დაისვენოს. 
კარიერა: თუ დღეს სამსახურში საჭირო იქნება ადამიანი, რომელიც ინიციატივას გამოიჩენს გარკვეული დავალების შესასრულებლად, ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან, წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები. 
სიყვარული: გეჩვენებათ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი კომპიუტერული თამაშებითაა „შეპყრობილი“ და თქვენ ყურადღებას საერთოდ აღარ გაქცევთ?  ნუ ინერვიულებთ, საღამოსთვის ბოლო მონსტრიც განადგურდება და მომავალ რამდენიმე დღეს თქვენს იდილიას ვერაფერი დაარღვევს.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: დროა, დამსახურებული შვებულება მოითხოვოთ. რადგან, ასე თუ გაგრძელდა, სერიოზულ ნერვულ აშლილობამდე მიხვალთ. 
კარიერა: ხვალ საკმაოდ დაკავებული იქნებით, თუმცა დღე არ იქნება მდიდარი სხვადასხვა მოვლენებით. როგორც ჩანს, დროს თქვენთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მოლოდინში გაატარებთ. წარმატებას გისურვებთ!
სიყვარული: თუ ტრანსპორტში ადგილი დაგითმეს, იმას არ ნიშნავს, რომ დაბერდით და თუკი გაგიღიმეს, ნუ ჩათვლით, რომ სასაცილოდ გამოიყურებით. უბრალოდ, ხვალ თქვენი დადებითი ენერგიით კარგი ადამიანების ყურადღებას დაიმსახურებთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: ყურადღება მხედველობაზე უნდა გაამახვილოთ. ბოლო დროს ძალიან გადაგეტვირთათ თვალები და თუ არ გსურთ, მხედველობა გაგიუარესდეთ, ექიმს უნდა მიაკითხოთ რჩევებისთვის. 
კარიერა: ნუ ითამაშებთ ორმაგ თამაშს. ეს არათუ, უბრალოდ, შესაძლოა, ცუდად დამთავრდეს, გარანტირებულად საშინელი შედეგით დასრულდება თქვენთვის. 
სიყვარული: ნუ დაუჯერებთ ყველას და ყველაფერს. სანამ გაგონილსა და ნანახს სინამდვილედ ჩათვლიდეთ, საქმეში ლოგიკა ჩართეთ და თქვენს საყვარელ ადამიანს ჰკითხეთ აზრი.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: გაღვიძებიდან, დაახლოებით, ნახევარი საათის შემდეგ ისაუზმეთ. ამ დროისთვის თქვენი ორგანიზმი გამოიღვიძებს და მზად იქნება საკვების გადასამუშავებლად. 
კარიერა: საქმე საკმაოდ ბევრი გექნებათ და წამითაც ვერ მოახერხებთ, ყურადღების სხვა თემაზე გადატანას, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, პრიორიტეტები დაისახოთ და გაიხსენოთ, რამდენი ხანია თქვენი ახლობლებისთვის დრო არ დაგითმიათ. 
სიყვარული: გულმავიწყობა ხვალ თქვენს აჩრდილად იქცევა. რომ შეიძლებოდეს, სადმე თავი დატოვოთ, ალბათ, დაგრჩებოდათ კიდეც. თქვენი კონტროლი ხვალ თქვენს მეორე ნახევარს უნდა მიანდოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: დაიცავით ჰიგიენის ნორმები, ხშირად დაიბანეთ ხელები და ერიდეთ საზოგადოებრივ ადგილებში ჭამას. დიდია შანსი, გარკვეული ინფექციით დაინფიცირდეთ. 
კარიერა: თუ ჯერ კიდევ არ მიგიღწევიათ დასახული მიზნისთვის, ჰკითხეთ საკუთარ თავს: იქნებ, ასცდით საჭირო გზას? გაიხსენეთ, რა გსურდათ კონკრეტულად და გახსოვდეთ, მხოლოდ მამაცები ახერხებენ ზღვის დაპყრობას!
სიყვარული: თქვენი ცნობისმოყვარეობა შესაძლოა, ბოროტად გაგეხუმროთ. მაინც ვერ გაიგებთ იმას, რისი ამოხსნაც ასე ძალიან გსურდათ. სამაგიეროდ, ძიების პროცესში შეიტყობთ ისეთ რამეს, რაც ძალიან გაგანაწყენებთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: თუ ზედმეტ კილოგრამებს ადვილად „ისრუტავთ“, ყურადღება გაამახვილეთ კერძების არჩევაზე. დაიტვირთეთ ფიზიკურადაც. 
კარიერა: გარკვეული დროის განმავლობაში მოგიწევთ, დავიწყოთ, რას ნიშნავს პრივილეგირებული მდგომარეობა. ფორტუნა თქვენს მხარეს ხვალ არ იქნება, ასე რომ, მოგიწევთ, მოთმინებით დაელოდოთ იმ დროს, როცა კვლავაც ლიდერად აღგიქვამენ. 
სიყვარული: ხვალ კარგი დღეა თქვენი საყვარელი ადამიანის მშობლებისთვის, მეგობრებისთვის, მოკლედ, ახლობლებისთვის გასაცნობად. სწორედ ხვალ არის დიდი შანსი იმისა, რომ გაცნობა წარმატებული იქნება და თქვენთვის ძვირფას ადამიანებს ერთმანეთი ძალიან მოეწონებათ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ოპტიმიზმითა და ენერგიით სავსე იქნებით, ეს კი დღის რეჟიმის ცვლილებით იქნება გამოწვეული. სწორ გზას ადგახართ! ასე გააგრძელეთ!
კარიერა: თუ თქვენი კონსერვატიული შეხედულებების ერთგული დარჩებით, დიდი შანსია, თქვენმა კონკურენტებმა მარტივად და სწრაფად დაგამარცხონ. დროა, ახალ იდეებსა და აზრებს გზა გაუხსნათ. 
სიყვარული: ეცადეთ, განსაკუთრებული სიმკაცრით არ მიუდგეთ მოვლენებს, რაც თქვენს პირად ცხოვრებაში ხდება. ზეგ დილისთვის ყველაფერი თავის ჩვეულ ადგილს დაუბრუნდება.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ყურსასმენებში მუსიკის მოსმენისგან. ეს არა მარტო ავნებს თქვენს ყურებს, თავის ტკივილსაც გამოიწვევს. 
კარიერა: ხვალ სასიამოვნო ამბავს შეიტყობთ და დღის ბოლომდე ეიფორიაში იქნებით. მთავარია - ბედნიერებით აფორიაქებულმა სისულელე არ ჩაიდინოთ. 
სიყვარული: ხვალ თქვენს ურთიერთობებთან დაკავშირებული საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ნუ იჩქარებთ. საყვარელ ადამიანს ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გაანდეთ, რაც გადაწყვეტილებას მიიღებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მისმა ემოციებმა ყველაფერი გააფუჭოს.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: უფლება მიეცით თქვენს თავს, რაიმე განსაკუთრებულად გემრიელზე ფული არ დაინანოთ. თუმცა აკონტროლეთ, ზედოზირება არ მოგივიდეთ. გახსოვდეთ, ყველაზე სასარგებლო საკვებიც კი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს.
კარიერა: იმდენად მალე დამთავრდება თქვენი სამუშაო დღე, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ. უნდა იჩქაროთ, რომ ყველა დაუსრულებელი საქმე დროულად მოაგვაროთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენთან რაც შეიძლება დიდი დროის გატარება მოუნდება. ეცადეთ, აუსრულოთ მას ეს სურვილი და საღამოს სამსახურიდან პირდაპირ მისკენ გაეშუროთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: უამრავი შანსი გექნებათ, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა, სავარაუდოდ, ყველა მათგანს არც გამოიყენებთ. არც არის საჭირო. მთავარია, პირველი მათგანით ისარგებლოთ და ესეც შესამჩნევი იქნება. 
კარიერა: დიდი შანსია, თქვენი რომელიმე კოლეგისთვის შთაგონების წყარო გახდეთ, ამან კი, საბოლოო ჯამში, თქვენს კარიერულ წინსვლაზეც დადებითად იმოქმედოს. ამიტომ აუცილებელია, თქვენი იმიდი „სუფთად“ შეინარჩუნოთ. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი თვალებს აგიხელთ და აღმოაჩენთ, რომ ყველაფერს, რაც აქამდე თქვენს ცხოვრებაში ხდებოდა, არასწორად ანიჭებდით სწორისა და არასწორის კვალიფიკაციას. ეცადეთ, მალე გადააფასოთ სიტუაცია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?