4 აპრილის ასტოლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

3 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ დიდია შანსი, ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდედი ინფექციით დაავადდეთ, ამიტომ განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა იყოთ. 
კარიერა: ღამეც მოგიწევთ მუშაობა. სამსახურის საქმეები დღის ნათელ პერიოდს სრულად „ჩაყლაპავენ“, თუმცა მეორე სუნთქვის გახსნა დაგეხმარებათ, დიდებულად გაართვათ თავი პრობლემებს. 
სიყვარული: შეძლებთ, თქვენი საყვარელი ადამიანით იამაყოთ. მისი თითოეული ქმედება იმდენად გრაციოზული მოგეჩვენებათ, თავს ბედნიერ ადამიანად იგრძნობთ, რომ მან სწორედ თქვენ აგირჩიათ.


 


კურო
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, ორგანიზმი დაიცვათ სხვადასხვა გარემოებათა მავნე ზემოქმედებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბედნიერებისგან წყალი მაინცდამაინც გუბიდან არ უნდა დალიოთ.
კარიერა: დღე წარმატებული იქნება ფინანსურ პრობლემებთან გასამკლავებლად. შეამზადეთ ნიადაგი დამატებითი შემოსავლისთვის. თუ კარგ ვარიანტს იპოვით, ხელიდან გაშვება არავითარი მიზეზით არ ღირს. 
სიყვარული: თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის სრული ჰარმონია დამყარდება. ერთმანეთს ყველა საკითხში კარგად გაუგებთ და შეძლებთ, დღე ბედნიერად გაატაროთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: ეძებეთ სამყაროში პოზიტიური მომენტები და დაიმუხტეთ საჭირო ენერგიით.
კარიერა: არჩევანის წინაშე დადგებით. ერთი მხრივ პოტენციურად დიდებული შესაძლებლობა მოგეცემათ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი თქვენთვის სატყუარა აღმოჩნდეს. სხვების რჩევები კიდევ უფრო დაგაბნევენ, ამიტომ გადაწყვეტილება თვად უნდა მიიღოთ. 
სიყვარული: ნებისმიერი ერთობლივი ქმედება ბედნიერებას მოგანიჭებთ - ახალი ავეჯის შერჩევიდან დაწყებული, ძველი მანქანის შეკეთებით დამთავრებული. მთავარია, ერთმანეთისთვის დრო გამონახოთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ხვალ კოფეინი განსაკუთრებულად მავნებელი იქნება თქვენი ორგანიზმისთვის, ასე რომ, ყავის და სხვა სასმელებისგან, რომლებიც კოფეინს შეიცავს, თავი უნდა შეიკავოთ. 
კარიერა: ხვალ თავდაჯერებულობის ნაკლებობამ შესაძლოა თქვენი გეგმები ჩაშალოს. უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, სჯობს, ახალვე გაარკვიოთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ ასე არ ენდობით საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს. 
სიყვარული: რომ გცოდნოდათ, რას გიმზადებთ მომავალი დღე, ალბათ, დღეს სხვანაირად მოიქცეოდით. თუმცა რეალობას ვერ შეცვლით და მოგიწევთ, ისე, იმოქმედოთ, როგორც ცხოვრება გიკარნახებთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: ამინდის პროგნოზს თვალი ყურადღებით ადევნეთ. შესაძლოა, ამინდმა მოგატყუოთ და გაცივდეთ.
კარიერა: ნუ ეცდებით, დეტალურად გაარკვიოთ, რა ხდება თქვენს კომპანიაში. სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი დეტალები მხედველობიდან გამოგრჩებათ და არასწორ დასკვნას გამოიტათ. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი მოთმინებით ელოდება, როდის მიხვდებით, რომ ის ყველაფერს სწორად აკეთებს.  დროზე მოდით გონს, თორემ ის ძალიან გაგინაწყენდებათ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: თქვენთვის აუცილებელია დასვენება. სხვანაირად ძალები უბრალოდ არ გეყოფათ მომავალი მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. 
კარიერა: ამაო ნერვიულობამ, შესაძლოა, მთელი დღე წაგართვათ. ახლა ხასიათის დემონსტრირების დრო არ არის. სჯობს, დაელოდოთ მოვლენათა განვითარებას და მიჰყვეთ ცხოვრების დინებას. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი მოიკრებს ძალას და გაგიმხელთ, რომ თქვენს საქციელსა და ხასიათში რაღაც დეტალი არ მოსწონს და ამის თქმას დიდხანს ვერ ბედავდა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! ასე არ არის? ჯერ კიდევ შეიძლება ყველაფრის გამოსწორება.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: დიეტისთვის შესაფერისი დრო არ არის. ნებისმიერ შეზღუდვაზე, შესაძლოა, თქვენმა ორგანიზმა უარყოფითი რეაგირება მოახდინოს. 
კარიერა:  თქვენი კოლეგები უწყინარ ხუმრობას გიმზადებენ, რამაც, შესაძლოა, მოვალეობის შესრულებაში ხელი შეგიშალოთ. ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ სამუშაო რეჟიმიდან წუთითაც არაფერმა ამოგაგდოთ.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული ყურადღებით მოუსმინოთ თქვენი საყვარელი ადამიანი სადღეგრძელოებს. ამით ბევრ ისეთ დეტალში გაერკვევით, როგორიცაა მისი წრფელი გრძნობები თქვენ მიმართ, მისი დამოკიდებულება თქვენი მეგობრების მიმართ და ასე შემდეგ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ ძალისა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. გააანალიზეთ თქვენი ბოლოდროინდელი ქმედებები და ეცადეთ, აღმოაჩინოთ ის „წამალი“, რამაც ასე გაგაძლიერათ. 
კარიერა: ხვალ თქვენი კომპანიის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მოგიწევთ. სავარაუდოდ, თქვენი სიტყვები სერიოზულად შეცვლის კომპანიის ბიზნესგეგმას და მას განსხვავებულ მიმართულებას შესძენს. 
სიყვარული: ნუ ისაუბრებთ თქვენი ოჯახური პრობლემების შესახებ სხვა ადამიანებთან, რადგან თქვენი ყბედობის გამო პასუხის გება მოგიწევთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: სახლიდან გასვლის თან იქონიეთ ხელსახოცების შეკვრა. გაციებისა თუ ალერგიის გამო ხშირად მოგიწევთ დაცემინება. 
კარიერა: კარგი იქნება, თუ კოლეგებთან მეტად გახსნილი, მეგობრული დამოკიდებულება გექნებათ. ასე თავიდან აცილებთ პატარა პრობლემებს, რომლებიც ბოლო დროს ცხოვრებას გიწამლავდნენ. 
სიყვარული: ხვალ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას იგრძნობთ იმ ადამიანის წინაშე, ვისთან ერთადაც დროს ხშირად ატარებთ. სურვილი გექნებათ, დაეხმაროთ რთულ სიტუაციასთან გამკლავებაში, ან, უბრალოდ, გააკეთოთ ისეთი რამ, რაც მას გააღიმებს. დიდხანს ნუ იფიქრებთ, იმოქმედეთ!


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: ხვალ შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ ივარჯიშოთ და კუნთები ტონუსში მოიყვანოთ. 
კარიერა: თქვენი პირადი ცხოვრება სამსახურზე კონცენტრირებაში ხელს შეგიშლით. თუ გსურთ, ბოსის მრისხანება თავიდან აიცილოთ, მოგიწევთ საკუთარი ფორიაქი კარგად შენიღბოთ. 
სიყვარული: ხვალ თქვენი ზოდიაქოს რამდენიმე წარმომადგენელს შეხვდებით. შესაძლოა, მათ შორის თქვენი მეორე ნახევარიც აღმოაჩინო. რა აღარ ხდება ამ საოცარ სამყაროში?!


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ, შესაძლოა, სისუსტე იგრძნოთ. მიზეზი კი უძილობა, ანდაც დაბალკაროლიური საკვებია. არ ღირს ექსპერიმენტების ტარება. თქვენი ორგანიზმის ძალები უსაზღვრო არ არის, ხომ გახსოვთ?! ძალებსა და ენერგიას აღდგენა სჭირდება. კარგი იქნება, თუ ექიმთან კონსულტაციას გაივლით და ვიტამინებსაც მიიღებთ. 
კარიერა: კარგი იქნება, თუ სამსახურში კუთვნილ შვებულებას მოითხოვთ. ნამდვილად დაიმსახურეთ მცირეხნიანი დასვენება. 
სიყვარული: თუ ეჭვიანობის რამე მიზეზი გაქვთ, განიხილეთ სიტუაცია თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად. დაე, გულწრფელად გიპასუხოთ, გყავთ თუ არა კონკურენტი.


 


თევზები
ჯანმრთელობა: როგორც ჩანს, დროა, ღვიძლს საჭირო ყურადღება დაუთმოთ. მიაკითხეთ ექიმს პროფილაქტიკის მიზნით და ყურადღება გაამახვილეთ სწორ კვებაზე. 
კარიერა: ხვალ გაიგებთ, რომ მალე მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე წარდგომა მოგიწევთ. შესაძლებელია, ეს თქვენი ახალი პროდუქტის ან ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია იყოს. იმისთვის, რომ ყველა მოხიბლოთ, კარგი იქნება, მომზადება ახლავე დაიწყოთ. 
სიყვარული: ადამიანი, რომლის არსებობის შესახებ გუშინ არც კი იცოდით, დღეს შესაძლოა, ყველაზე ახლობელი გახდეს თქვენთვის. არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ფაქტია - ეს ურთიერთობა თქვენთვის შეუფასებელი გამოცდილება იქნება ცხოვრებაში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?