6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

5 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თუკი სულიერ სიმხნევესა და სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, სხეულიც აგყვებათ. ეცადეთ, დღის მანძილზე მხიარული და ენერგიული განწყობა შეინარჩუნოთ.
კარიერა: ნუ დაიიმედებთ თავს, რომ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა  ან ყოველდღიურ ცხოვრებაში „ჩაყვინთვა“ სამსახურის საქმეებსა და პრობლემებს დაგავიწყებთ. იმოქმედეთ თქვენი საქმიანობის სასიკეთოდ.
სიყვარული:  მიუხედავად იმისა, რომ საყვარელი ადამიანი გყავთ, ფლირტზე უარს არ იტყვით. ამას კი იმით ახსნით, რომ „მსუბუქი თამაში“ ღალატი სულაც არ არის და ეს, უბრალოდ, მარტივი საშუალებაა საკუთარი მიმზიდველობისა და მომხიბვლელობის გამოსახატავად. მთავარია, საყვარელმა ადამიანმაც გაიგოს და მიიღოს თქვენი არგუმენტი.



კურო

ჯანმრთელობა: თუკი ადრე, სათანადო ყურადღებას არ უთმობდით ფეხებს, ახლა, აუცილებლად მოგიწევთ, რადგან ფეხების მოუვლელობამ შესაძლოა, ფეხისა და ქუსლის სიმშრალე გამოიწვიოს. აუცილებლად მიიღეთ საჭირო ზომები!
კარიერა: მიეცით საკუთარ თავს არაორდინარული ქმედებების უფლება, გააკვირვეთ ახლობლები და მეგობრები. ამგვარად, შეძლებთ, თავი დააღწიოთ ცხოვრების მონოტონურობისა და  ერთფეროვნების შეგრძნებას, რაც თქვენს გარშემო ხდება. მაგრამ, ნუ გადააჭარბებთ - ეპატაჟურ ქმედებასაც სჭირდება ზომიერება.
სიყვარული: თუკი გსურთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში რამეს მიაღწიოთ, მოგიწევთ უკვე ასჯერ ნაცადი მეთოდის გამოყენება და ერთი და იმავეს კიდევ უამრავჯერ გამეორება. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი მიზანია საყვარელი ადამიანისგან გარკვეული სარგებლის მიღება, რომელიც მას თქვენთვის ჯიუტად არ ემეტება. ნუ მოაწყობთ მორიგ კამათს.



ტყუპები
ჯანმრთელობა:
ტყუპებო, ხვალ, ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალურად დაიცვათ თავი გაცივებისგან. თუკი საკუთარ თავს სურდოს ან ყელის ტკივილის ნიშნებს შეამჩნევთ, მიმართეთ პრევენციის ზომებს გაცივების თავიდან ასაცილებლად.
კარიერა: ხვალ ხანგრძლივი, საინტერესო და დატვირთული დღე გელოდებათ, რომელიც სავსე იქნება სხვადასხვა სახის შეხვედრებით, თავგადასავლებით, პერსპექტივებითა და ოცნებებით. იყავით ფრთხილად, რადგან ზოგიერთი მათგანი პირდაპირ დაუკავშირდება თქვენს სამსახურებრივ საქმიანობას.
სიყვარული: თავს მოწყენილად და მარტოსულად იგრძნობთ, რადგან ხვალ საყვარელი ადამიანი დიდად არ გამოირჩევა საუბრითა და გადაწყვეტილებების მიღებით. ინიციატივის აღება მხოლოდ საკუთარ თავზე მოგიწევთ. სხვისი დახმარების იმედი ტყუილად ნუ გექნებათ.          



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ კუჭს. მოერიდეთ მძიმე საკვებს და უარი თქვით „ფასტ-ფუდის“ საკვების მიღებაზე.
კარიერა: ნუ აღიქვამთ ზედმეტი სერიოზულობით იმას, რაც თქვენს გარშემო ხდება. მოვლენები თავისთავად შეიცვლება, ხოლო თქვენი ქმედებები არანაირ შედეგს არ გამოიღებს, არც პოზიტიურს და არც ნეგატიურს.
სიყვარული:
შეგიძლიათ, მშვიდად ამოისუნთქოთ, რადგან  შეძელით იმის გაკეთება, რაც საყვარელ ადამიანს დიდი ხნის წინ დაჰპირდით. მას კი, თქვენი საქციელი უზომოდ გაახარებს. თქვენს ერთობლივ ცხოვრებაში ერთით ნაკლები პრობლემა იქნება და ეს, შესანიშნავია!



ლომი
ჯანმრთელობა:
მოერიდეთ ზედმეტ წონას. ეცადეთ გააკონტროლოთ საკუთარი მადა და  გახსოვდეთ, რომ ხვალ, ცომეული პროდუქტები თქვენთვის სასტიკად აკრძალულია. მათი მიღება, უკუჩვენებას გამოიწვევს.
კარიერა:
ხვალინდელი დღე დაბნეულობას გამოიწვევს იმ ლომებისთვის, ვინც უძრავი ქონებისა და ჯანდაცვის სფეროში მუშაობენ. წარმოიქმნება ისეთი მოულოდნელი სიტუაციები, რომლებიც სერიოზულად მოგიშლით ნერვებს, თუმცა საბოლოოდ, თქვენი გაწეული შრომა აუცილებლად გაამართლებს.
სიყვარული:
ლომებო, ტყუილად დაკარგეთ ძვირფასი დრო დაუჯერებელი განმარტებების მოფიქრებაში. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი გაცილებით ადვილია. ახლა უკვე დაზუსტებით იცით ყველაფერი და მხოლოდ იმის მოფიქრება დაგრჩენიათ, როგორ გამოიყენოთ ეს ცოდნა თქვენი და თქვენი მეორე ნახევრის სასიკეთოდ.



ქალწული
ჯანმრთელობა:
ხვალ თქვენთვის რეკომენდებულია, შეუერთდეთ აქტიურ დასვენებას. სცადეთ, შეკრიბოთ რამდენიმე მეგობარი და ორგანიზება გაუწიოთ ქალაქგარეთ გამგზავრებას. ეს არა მხოლოდ განწყობას აგიმაღლებთ, არამედ შესანიშნავი საშუალება იქნება კუნთების გასავარჯიშებლად.
კარიერა:
 ბოლო დროს იმდენად კარგად მუშაობთ, რომ თქვენი წარმატება საიდუმლო არავისთვისაა, რაც თქვენს ოპონენტებს სულ უფრო უღვივებს თქვენზე შურისძიების სურვილს. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მათ ჩანაფიქრებს. თქვენს საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებები კიდევ უფრო გაგაძლიერებთ.
სიყვარული:
ხვალ საყვარელ ადამიანს ან ძალიან გაუჭირდება თქვენი პატიება, ან რაღაცას გაპატიებთ. მისი აზრით, თქვენნაირ ადამიანს არ აქვს მსგავსი შემაშფოთებელი და უკიდურესი შეცდომის დაშვების უფლება. ნუ დაგამწუხრებთ ეს ფაქტი. მას დადებითი მხარეც აქვს და შეგიძლიათ, იამაყოთ: თქვენ შესანიშნავი იმიჯი შეიქმენით.



სასწორი
ჯანმრთელობა:
ამოიღეთ კვების რაციონიდან შებოლილი და დამარინადებული პროდუქტები, რადგან მათ შეუძლიათ, საჭმლის მომნელებელი სისტემა გააუარესონ და კუჭი დაგიზიანონ.
კარიერა:
ხვალინდელ დღეს არანაირი კავშირი არ ექნება თქვენს სამუშაო ქმედებებთან. ძალიანაც რომ მოინდომოთ, წუთსაც კი ვერ იპოვით იმისთვის, რომ თქვენი ფირმის საქმიანობაზე გაამახვილოთ ყურადღება. იქნებ, არც ღირდეს ხვალ მუშაობა?
სიყვარული: ხვალ, შესაძლოა ისეთ ადამიანს შეხვდეთ, რომელსაც დიდი ხანია ეძებთ. დიდი შანსია, მან მეტროში ან ქუჩაში გაგიღიმოთ. იქნებ, ნომერი შეეშალოს თქვენს სასარგებლოდ? ნებისმიერ შემთხვევაში, ხელიდან არ გაუშვათ ბედნიერების პოვნის შანსი. მსგავსი დღეები იშვიათია.



მორიელი

ჯანმრთელობა: თუკი გრძნობთ, რომ სპორტული ვარჯიშები თქვენს ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს, დაფიქრდით, სწორად შეარჩიეთ თუ არა სავარჯიშო კომპლექსი. კარგი იქნება, თუკი მათ ინსტრუქტორთან ერთად გადახედავთ.
კარიერა:
ხვალ, შესანიშნავი შანსი გეძლევათ საკუთარი გავლენის გასაფართოებლად. საჭირო ნაცნობობა და დამატებითი ინვესტიციები თავის საქმეს ასრულებს და თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საკუთარი კომპანიის ასამაღლებლად. იამაყეთ საკუთარი თავით და დაელოდეთ დამსახურებულ ფინანსურ ჯილდოს.
სიყვარული:
მართალია, თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი სურვილები აშკარაა, მაგრამ თქვენს საყვარელ ადამიანს მაინც გაუჭირდება მათი გამოცნობა. შეეცადეთ, გაიგოთ, რომ ის არ არის ექსტრასენსი და მიანიშნეთ საჭიროებისამებრ. შესაძლოა მას მინიშნება რამდენჯერმე დასჭირდეს.



მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის დასვენება და რაც უფრო ხანგრძლივი და აქტიური იქნება დასვენების წუთები, მით უფრო ჯანმრთელად იგრძნობთ თავს, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში.
კარიერა:
დღე მარტივად ჩაივლის, ზედმეტი ძალისხმევისა და სირთულეების გარეშე. საქმეებს სამუშაო დღის დასრულებამდე შეასრულებთ და თქვენი ხელმძღვანელიც კი თქვენ მიმართ უფრო ლოიალური იქნება. შეგიძლიათ, საღამოსთვის რაიმე დაგეგმოთ კიდეც.
სიყვარული:
განმარტოვდით და დაფიქრდით, როგორ ხედავთ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის სამომავლო ურთიერთობებს. თუკი თქვენს ერთად ყოფნას აზრი არ აქვს,  გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა მსგავსი ურთიერთობა.


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თუკი ოდნავ მაინც გაქვთ დასვენების შესაძლებლობა, აუცილებლად გამოიყენეთ, რადგან თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის, თავის ტკივილის წარმოქმნის რისკი საკმაოდ მაღალია.
კარიერა: მოემზადეთ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რაც, უფრო მეტად, საკადრო გადაადგილებას ეხება. თქვენ სხვაზე უკეთ შეგიძლიათ აღწეროთ კომპანიაში არსებული მდგომარეობა და გამოიტანოთ შესაბამისი დასკვნები.
სიყვარული:
ვერ ვიტყვით, რომ ხვალ საუკეთესო დღე გექნებათ - ბავშვები ვერ გაგახარებენ სამაგალითო ქცევით და მოგიწევთ მათთვის რჩევა-დარიგების მიცემა, ნოტაციების წაკითხვა და მკაცრი ტონით ახსნა, რომ თქვენი დამთმობი ხასიათით სარგებლობის  უფლებას არ მისცემთ.



მერწყული
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, საკმარისი ყურადღება დაუთმოთ საკვების მომზადებას. კარგად დარწმუნდით და ნუ დაგენანებათ ზედმეტი ხუთი წუთი იმისთვის, რომ ყველაფერი სათანადოდ მოიხარშა და შეიწვა. ჯანმრთელობა ძალიან ძვირფასია!
კარიერა:
გახსოვდეთ, რომ სამუშაო საქმეების გარდა, კიდევ უამრავი, სხვა მოვალეობები გაკისრიათ. მოაწესრიგეთ თქვენი სახლი ან ოთახი, ისაუბრეთ თქვენს მეორე ნახევართან ან ესტუმრეთ მშობლებს - მათ ძალიან მოენატრეთ!
სიყვარული: ახლა ნამდვილად შეგწევთ იმის ძალა, რომ თქვენს ტანდემში არსებული სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეცვალოთ, რაც არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი საყვარელი ადამიანისთვისაც საუკეთესო გამოსავალია. შეეცადეთ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში იმოქმედოთ, რადგან ეს „ძალა“ შესაძლოა, მალე გამოგელიოთ.



თევზები
ჯანმრთელობა:
თევზებო, ერიდეთ გადახურებას, რადგან ის ისევე ცუდად მოქმედებს ორგანიზმზე, როგორც გაცივება. ხშირად გაანიავეთ ოთახი და ჩაიცვით შედარებით თხლად.
კარიერა:
მთელი სამუშაო დღის მანძილზე ძალიან გაგიმართლებთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მოეშვათ და თქვენი პროფესიული მოვალეობები და საეჭვო გადაწყვეტილებები „ნებაზე მიუშვათ“. ამგვარად, შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი და საინტერესო შედეგი მიიღოთ.
სიყვარული:
თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება იმის წარმოდგენა, როგორ უნდა გაძლოს უთქვენოდ საგანგებო სიტუაციაში. თუმცა, ამის წარმოდგენა საჭირო არც არის, რადგან ვარსკვლავები უახლოეს მომავალში საგანგებო სიტუაციებს გამორიცხავენ. ეცადეთ, თქვენს რჩეულს თქვენდამი ნდობა გაუძლიეროთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?