8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

7 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვერძებს ძალიან ნერვიული და დაძაბული დღე ელით, თუმცა დამამშვიდებელი წამლებისა და ანტიდეპრესანტების მიღებას მაინც არ გირჩევთ. დალიეთ თბილი რძე ან ცხელი ჩაი, მოდუნდით და შეეცადეთ, დაიძინოთ.
კარიერა: ნუ გარისკავთ საკუთარი კარიერითა და რეპუტაციით. განსაკუთრებით მაშინ, თუ გრძნობთ, რომ შესაძლოა, თქვენი რომელიმე ქმედება ერთს ან მეორეს საფრთხეს შეუქმნის. შეეცადეთ, წინასწარ გათვალოთ ამა თუ იმ ქმედების შედეგი და ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
სიყვარული: თქვენს სიყვარულს თქვენი გაოცება მოუნდება და ეს წარმატებით გამოუვა, თუ, რა თქმა უნდა, გულწრფელი იქნებით საკუთარი გრძნობის გამოვლენისას.



კურო

ჯანმრთელობა: გადაწყვიტეთ, რომ  ჯანსაღი ცხოვრების დასაწყებად შესაფერისი დღეა, თუმცა თქვენი მტკიცე გადაწყვეტილება, რომ 6 საათის შემდეგ ჭამას ვარჯიში ჩაანაცვლებს, 7 საათის დადგომისთანავე შეიცვლება. მსუყე და გემრიელი ვახშმობის შემდეგ კი ვარჯიშს ტახტზე წამოწოლა და ნებივრობა ნამდვილად ჯობია.
კარიერა: თუ გრძნობთ, რომ სამსახურებრივი თუ საოჯახო საქმეების მოწესრიგების სურვილი არ გაქვთ, საკუთარი სულიერი სამყაროს დალაგებას შეუდექით. ბოლოს და ბოლოს, ამის  გაკეთება წამოწოლილ მდგომარეობაშიც შესაძლებელია.
სიყვარული: ამ დღეს თქვენი შინაგანი სამყაროს აღქმა და ჩანაფიქრების გამოცნობა საყვარელ ადამიანსაც კი გაუჭირდება. საბრალოს ვერ გაუგია, მისგან რას ელით. თქვენი სურვილების ამოცნობის ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდება, თუმცა ამის გამო ნუ გაუბრაზდებით. ბოლოს და ბოლოს არც ტელეპათის კურსები გაუვლია და არც ფიქრის წაკითხვის უნარებს ფლობს.



ტყუპები
ჯანმრთელობა: თითქოს დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. ამის მიუხედავად, ეცადეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე, ყველა დადებითი და უარყოფითი შედეგი გაიაზროთ.
კარიერა: სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და არავითარ შემთხვევაში არ გარისკოთ. დაიცავით უსაფრთხოების ყველა წესი. გაუფრთხილდით თვალებს, ხელებს, ფეხებსა და სხეულის სხვა მნიშვნელოვან ნაწილებს - ისინი კიდევ გამოგადგებათ.
სიყვარული: ფაქტია, რომ თქვენს სიყვარულთან არც ისე დიდი ხნის ნაცნობობა გაკავშირებთ (განსაკუთრებით სამყაროს მარადიულობის თვალსაზრისით), თუმცა ისეთი განცდა გიჩნდებათ, რომ მთელი ცხოვრება ერთმანეთს იცნობთ. მთელი ამ დროის განმავლობაში ბედნიერებისგან დაფრინავდით და მსოფლიოში საუკეთესო წყვილი ხართ. შეეცადეთ, ხანგრძლივად შეინარჩუნოთ ეს სასიამოვნო გრძნობა.



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: 
გირჩევთ, ყველა წვრილმანის გამო არ ინერვიულოთ, თორემ წნევასთან დაკავშირებული პრობლემები შეგაწუხებთ. დღეს კი საუკეთესო ფორმაში უნდა იყოთ, რადგან ნათელი გონება ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. შეეცადეთ, წვრილმან უსიამოვნებებს ფილოსოფიურად მიუდგეთ.
კარიერა: საკუთარ სიტყვებსა და ქცევებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, ხმამაღლა არ იფიქროთ, მაშინაც თუ გგონიათ, რომ არავინ გისმენთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ გაუფრთხილებელ სიტყვას ან მოქმედებას არაკეთილმოსურნე თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებს.
სიყვარული: თქვენი გულის ვარდი რამდენჯერმე ძალიან გაგაოცებთ. შეეცადეთ, დელიკატურად ჩასწვდეთ, რატომ იქცევა ასე და რა გახდა ამის მიზეზი - ცუდი განწყობა თუ თქვენთვის რაიმეს დამტკიცების სურვილი. იქნებ, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თავი აღმოაჩინა და ამიერიდან უნდა, ასეთი იყოს?



ლომი
ჯანმრთელობა: 
ლომებისთვის კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად შეუფერებელი დღეა. ვარსკვლავების აზრით, სხვა პრობლემებთან ერთად, შესაძლოა, კანიც მნიშვნელოვნად დაიზიანოთ.
ბიზნესი: ბოლოს და ბოლოს, მოსწყდით სამუშაოს და საკუთარ თავს სრულფასოვნად დასვენების უფლება მიეცით. ამით იმ ადამიანებსაც შვებას მოჰგვრით, ვისაც ბედმა თქვენ გვერდით ყოფნა არგუნა. საკუთარი თავი თუ არა, ეს ადამიანები მაინც შეიბრალეთ.
სიყვარული: თქვენს სიყვარულს არ ასვენებს შეგრძნება, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც არ უნახიხართ, გარეგნულადაც და შინაგანადაც შეიცვალეთ. საბოლოოდ, ეს შეცვლის თქვენს ურთიერთობას, თუმცა რამდენად და რა მიმართულებით, უცნობია.



ქალწული
ჯანმრთელობა: 
შეგიძლიათ, საკუთარ თავთან უფრო შემწყნარებელი იყოთ და რაღაც გემრიელით გაანებივროთ. ამასთანავე, ამ დღეს რამდენადმე შენელებული გექნებათ აზროვნება და ტკბილეულის მირთმევა სასიკეთოდ წაგადგებათ.
კარიერა: კარგი იქნება, თუ თავისუფალ დროს ისეთ საქმეს მიუძღვნით, რომელიც სამომავლოდ გამოგადგებათ. თუ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ იმუშაოთ და რაღაც მნიშვნელოვანი დავალება შეასრულოთ, აუცილებლად გამოიყენეთ. მოგვიანებით, საკუთარ თავს ამისთვის მადლობას ეტყვით.
სიყვარული: ბედი უნიკალურ შესაძლებლობას მოგცემთ, იპოვოთ საკუთარი ბედნიერება ან დარწმუნდეთ, რომ ის უკვე მოიპოვეთ. ჯერჯერობით უცნობია, ამისთვის რა უნდა გააკეთოთ, თუმცა მალე ყველაფერი გაირკვევა. მიენდეთ საკუთარ ინტუიციას და ამის შესაბამისად იმოქმედეთ.



სასწორი
 
ჯანმრთელობა: 
თქვენი საქმეები აღმასვლისკენ წავა. შესაფერისი დღეა სამკურნალო პროცესის დასაწყებად, გასაგრძელებლად და დასასრულებლადაც. არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება.
კარიერა: ჯერჯერობით უფროსთან ხელფასის მომატებაზე საუბარი  არ ღირს. თავადაც ხვდებით, რომ ეს არაფერს მოგცემთ და მხოლოდ თქვენს გეგმებს შეუშლის ხელს. გადადეთ ეს საუბარი იმ დროისთვის, როცა ოფისში მშვიდი და მეგობრული ატმოსფერო იქნება. 
სიყვარული: თქვენი გულის ვარდი თავს იმტვრევს იმაზე ფიქრით, რა უნდა თქვას თქვენ შორის ახლახან მომხდარი ინციდენტის შესახებ. სიტყვები ვერ უპოვია, თუმცა გრძნობს, რომ სერიოზული სიტყვების დრო დადგა. მზად იყავით რაღაც მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საუბრისთვის.



მორიელი

ჯანმრთელობა: 
ისეთი განცდა გაქვთ, რომ ყველაფერი ხელიდან გივარდებათ, რაც ნახშირწყლების არასაკმარისი ოდენობით მოხმარების ბრალია. კარგი იქნება, თუ ტვინის გამართულად მუშაობისთვის რამე ტკბილსა და გემრიელს მიირთმევთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს სამუშაო რაც შეიძლება ადრე დაამთავროთ. რაც უფრო დიდ დროს გაატარებთ ოფისში, მით უფრო ნაკლები დრო დაგრჩებათ პირადი პრობლემების მოსაგვარებლად. ეს კი გარშემომყოფებთან თქვენს ურთიერთობაზე კარგად არ უნდა აისახოს.
სიყვარული: თქვენგან დამოუკიდებელი მესამე ძალა შეეცდება, ხელი შეუშალოს პირადი ცხოვრების მიმართულებით თქვენი გეგმების რეალიზებას. შეეცადეთ, ამ ძალას წინააღმდეგობა გაუწიოთ და ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანთან დაგეგმილი რომანტიკული საღამო ვერაფერმა გააფუჭოს.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები მშვილდოსნებს ნაკლებად ტკბილი, მარილიანი და ცხიმიანი საკვების მიღებას ურჩევენ. შეეცადეთ, კუჭი არასასურველი ზემოქმედებისგან დაიცვათ. 
კარიერა: როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, სამსახურებრივი საქმეების მოგვარებაში სამუშაო მაგიდაზე ან მის უჯრაში მოთავსებული რომელიღაც ახლობლის ფოტო დაგეხმარებათ. მშობლიურ და საყვარელ თვალებში ამოიკითხავთ, რომ დროულად უნდა დაამთავროთ ქაღალდებში ქექვა და ძვირფასი ადამიანებისკენ გაეშუროთ.
სიყვარული: ეს დღე განსაკუთრებით წარმატებულია კომერციულ საქმიანობაში ჩართული მშვილდოსნებისთვის. მოულოდნელ დახმარებას აღმოგიჩენენ ოჯახის წევრები. ვარსკვლავები გირჩევენ, მიიღოთ მათი დახმარება, მით უფრო, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი ზოგიერთ საკითხში მშვენივრად ერკვევა.



თხის რქა

ჯანმრთელობა: ეცადეთ, ფეხები თბილად და მშრალად გქონდეთ, მით უფრო, თუ ფეხით ბევრი სიარული გიწევთ. უხარისხო ან სეზონთან შეუსაბამო ფეხსაცმელმა შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, გაიხსენოთ, რომ მუშაობის გარდა, დასვენების უფლებაც გაქვთ. სხვადასხვა სახის შესვენება, სადილად თუ მოსაწევად გასვლა სამუშაო პროცესს მხოლოდ დაეხმარება. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ სამუშაოს დასვენებულ და ნათელ გონებაზე უნდა შეუდგეთ.
სიყვარული: მიზნისკენ ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიდიხართ. გილოცავთ! დღეს მას კიდევ რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდით. ეს არც ისე ცოტაა, მით უფრო თუ სწორი მიმართულებით მიდიხართ. ასე გააგრძელეთ!



მერწყული
ჯანმრთელობა: 
წინა დღეებთან შედარებით, ამ დღეს აქტიურობის მწვერვალზე იქნებით, თუმცა ამით ბოროტად არ ისარგებლოთ. ეცადეთ, თქვენი აქტიური მდგომარეობა ისე გამოიყენოთ, რომ ჯანმრთელობა არ დააზიანოთ. 
კარიერა: ენერგიის უჩვეულო მოზღვავებას გრძნობთ. საოცრად აქტიური და პრინციპული იქნებით, თუმცა წარმატებულიც რომ გახდეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ სურვილს, ყველასა და ყველაფერს გაუსწროთ, მოქმედებებში თანმიმდევრულობა სჯობს.
სიყვარული: ამ დღეს გვირილების ძებნასა და იმაზე ფიქრში გაატარებთ უყვარხართ თუ არა. დაუსრულებელი კითხვებით თავის ტანჯვას, ჯობია სწორად ჩამოაყალიბოთ, რას ელით საყვარელი ადამიანისგან. მისი პასუხებით გაცილებით მეტს შეიტყობთ და სწორი დასკვნების გამოტანაც არ გაგიჭირდებათ.



თევზები
ჯანმრთელობა: 
ყურადღება მიაქციეთ ყელს. ჩაიცვით ყელიანი ტანსაცმელი ან მოიხვიეთ შარფი - მასზე შეიძლება ნებისმიერმა ორპირმა ქარმა იმოქმედოს და სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ.
კარიერა: ამ დღეს სამსახურებრივის გარდა, საზოგადოებრივ საქმეებშიც წარმატება გელით. დღის პირველ ნახევარში შექმნილი მცირეოდენი სირთულეებიც კი გლობალურ პროგრესს ხელს ვერ შეუშლის. 
სიყვარული: ალბათ, ღირს იმაზე დაფიქრება, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში რაღაც შეცვალოთ. შეიძლება ეს ქცევის წესები იყოს ან იმიჯი. ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, რჩევა თქვენს მეორე ნახევარს ან ისეთ ადამიანს ჰკითხეთ, ვინც ასეთ საკითხებში კარგად ერკვევა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?