7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

6 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: დღე არასასურველი სიურპრიზების გარეშე ჩაივლის, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, კარგი იქნება, პრეპარატების ჩვეულ ნაკრებს თან თუ იქონიებთ. 
კარიერა: სხვადასხვა სახის თავგადასავლებს ვერსად გაექცევით. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ისინი ყველგან გიპოვიან! მოსალოდნელია ემოციების სიჭარბე - აუცილებლად უნდა მიაგნოთ გზას, რათა თავი შეიკავოთ გრძნობების გამოხატვისგან. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი ერთ-ერთი იმათგანი იქნება, ვინც ძალიან გაგაღიზიანებთ. კარგი იქნება, თუ მასთან ურთიერთობას ხვალ მინიმუმამდე შეზღუდავთ.



კურო
ჯანმრთელობა: სასიამოვნო ცვლილებები გელით. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქმის იდეალურია. ისღა დაგრჩენიათ, საკუთარი თავი სწორი მკურნალობისა და თქვენი სიმტკიცისთვის შეაქოთ. 
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი კარიერული ზრდისთვის ფული არ დაინანოთ. შესაძლოა, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწეროთ, ანდაც სახელმძღვანელო შეიძინოთ, რომელიც ახალ პროფესიულ უნარ-ჩვევებს გაგივითარებთ. 
სიყვარული: ხვალ სრულიად მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი თქვენით დაინტერესდა და მზად არის, უფრო ახლო ურთიერთობისთვის. შანსს ნუ გაუშვებთ ხელიდან. შესაძლოა, სწორედ იმ ერთადერთს მიაგენით.



ტყუპები
ჯანმრთელობა: ხვალ მზეზე დიდ დროს ნუ გაატარებთ. სოლარიუმში ვიზიტზე საუბარიც ზედმეტია. 
კარიერა: დღე შენელებული კადრის რეჟიმში გაივლის. მოგეჩვენებათ, რომ ყოველი წუთი საათს გრძელდება. შესაძლოა, ეს იმის ბრალი იყოს, რომ მიჩვეული ხართ სრულ საგიჟეთში მუშაობას. ხვალ კი ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. დატკბით მომენტით!
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, დრო ბავშვებთან ერთად გაატაროთ. წაუკითხეთ მათ ზღაპრები ბედნიერი დასასრულით და ითამაშეთ მათთან ერთად, თუნდაც კომპიუტერული თამაშები.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა: სასურველია, საკვებ რაციონში ისეთი პროდუქტები შეიტანოთ, რომლებიც მდიდარია ნახშირწყლებით, მცენარეული ცხიმებითა და B ჯგუფის ვიტამინებით. 
კარიერა: ბოლოს და ბოლოს, ფორტუნამ თქვენი არსებობის შესახებ გაიხსენა! ხვალ ბედი აუცილებლად გაგიღიმებთ. ასე რომ, არ ღირს, რთული პრობლემების გადაჭრის გზების ძიება სხვა დროისთვის გადადოთ. 
სიყვარული: თქვენმა მეორე ნახევარმა სიურპრიზი მოგიმზადათ, თუმცა არცთუ სასიამოვნო, უნდა ვაღიაროთ. ხვალვე გაარკვიეთ ყველაფერი! თქვენი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა.



ლომი
ჯანმრთელობა: თუ გახდომა გსურთ, ხვალ რაიმე უგემური უნდა მოამზადოთ. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო საშუალება ფსიქიკაზე მოქმედებაა და არა უშუალოდ სხეულზე. 
კარიერა: ხვალ შესაძლებლობა გექნებათ, ერთ უმნიშვნელოვანეს საქმეზე დაიწყოთ მუშაობა. საქმის დაწყებამდე აუცილებლად შეაფასეთ თქვენი ძალები და საქმეს მხოლოდ მას შემდეგ შეუდექით, რაც დარწმუნდებით, რომ მზად ხართ.
სიყვარული: კარგი იქნება, ხვალინდელ დღეს საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის არჩევას თუ დაუთმობთ. მერე რა, მის დაბადების დღემდე ჯერ თუ კიდევ დიდი დროა და არც საერთაშორისო დღესასწაული გიახლოვდებათ, ეს არ არის გამართლებული მიზეზი იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანის გაბედნიერება მომავლისთვის გადადოთ.



ქალწული
ჯანმრთელობა: ხვალ თამამად შეგიძლიათ, ხალხურ მედიცინას მიმართოთ. რა თქმა უნდა, სერიოზული დაავადებების განკურნება სხვადასხვა ბალახებს არ უნდა მიანდოთ, თუმცა მსუბუქი დაზიანებებისგან თავის დასაღწევად ბებოების რეცეპტების გამოყენება ნამდვილად შეიძლება. 
კარიერა: ხვალ თქვენი ბრწყინვალებს დროა! უცხო გარემოში მოხვედრილი, თქვენი კომუნიკაბელურობით, გულწრფელობითა და უსაზღვრო ხიბლით ყველას მოხიბვლას შეძლებთ და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. 
სიყვარული: დღე წარმატებული იქნება საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან საინტერესო ნაცნობობისთვის, რომლებიც ხანგრძლივ და სერიოზულ ურთიერთობებს გიქადით. სავარაუდოდ, ამ მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯი თქვენთვის წარმატებული იქნება.



სასწორი
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ დღეს მზის სხივების ქვეშ გაატარებთ,თუნდაც ხელოვნური სხივების. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ალერგიული არ ხართ. 3 წუთით მაინც შეირბინეთ სოლარიუმში და ნახავთ, რომ ცხოვრება ბევრად მრავალფეროვნად მოგეჩვენებათ. 
კარიერა: პრობლემების მოსაგვარებლად არასტანდარტული გზების ძიება უნდა დაიწყოთ. რაც უფრო ორიგინალურ მეთოდს მიაგნებთ, მით დიდი იქნება წარმატების შანსიც.
სიყვარული: გადაწყვეტილებების მიღებას ნუ იჩქარებთ. შესაძლოა თქვენი მეორე ნახევრის ხასიათში რაღაც ძალიან არ მოგწონდეთ, მაგრამ არის კი ეს საკმარისი საბაბი იმისთვის, რომ მასთან საერთოდ გაწყვიტოთ ურთიერთობა?!



მორიელი
ჯანმრთელობა: მთელი დღის განმავლობაში თან გდევთ შიმშილის ძლიერი გრძნობა, რაც, შესაძლოა, გახდეს კიდეც რამდენიმე კილოგრამის მომატების საბაბი. 
კარიერა: დიდხანს ნუ იფიქრებთ თქვენი ხელმძღვანელების სიტყვებზე. ყველაფერი ისედაც ნათელი იქნება. პირდაპირ საქმეს შეუდექით.
სიყვარული: ჟენევის კონვენციის თანახმად, ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარება აკრძალულია. ჯერ თქვენს გრძნობებში კარგად გაერკვიეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ!



მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის საკითხებში კონსულტაცია სხვებს თამამად შეგიძლიათ, გაუწიოთ. რაც შეეხება თქვენს ჯანმრთელობას, ხვალ მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. 
კარიერა: ვარსკვლავები ყოველმხრივ წარმატებულ დღეს გპირდებიან. მარტივად მოაგვარებთ ფინანსურ პრობლემებს და ახალწამოწყებულ საქმეებსაც წარმატებით გააგრძელებთ.
სიყვარული: თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის არსებული ხანგრძლივი კონფლიქტი ხვალ უნდა დასრულდეს. შეუნდეთ ერთმანეთს ძველი შეცდომები და განაგრძეთ ცხოვრება დაძაბულობის გარეშე.



თხის რქა
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა სირთულის მიუხედავად, რომელიც ახლა თქვენს ცხოვრებაში იჩენს თავს, გაიღიმოთ! ზედმეტი ნერვიულობით ნუ ავნებთ საკუთარ თავს. 
კარიერა: თქვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, კეთილგანწყობილი ურთიერთობა შეინარჩუნოთ თქვენს კოლეგებთან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამისთვის საკუთარ კარიერულ წინსვლაზე უარის თქმა მოგიწევთ, ახლა არ ღირს კეთილი ხალხის განაწყენება.
სიყვარული: თავს ძალიან მარტოსულად იგრძნობთ, თუმცა გრძნობების გამხელა თქვენი საყვარელი ადამიანისთვის არ მოგინდებათ. არ ღირს ემოციების დამალვა! აუცილებლად გადაუშალეთ მას გული.



მერწყული
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ხვალ საკუთარი ძალებითაც იოლად შეძლებთ, სხვა დროისთვის კი უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდეთ თქვენს მდგომარეობას. 
კარიერა: ხვალ ბევრი აბსურდული რამ შეიძლება მოხდეს და ასეთ ვითარებაში თქვენი ყველაზე ერთგული მეგზური თქვენივე იუმორის გრძნობა იქნება. 
სიყვარული: ხვალ შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ პირველად გააკეთოთ რამე. მაგალითად, პირველად აკოცოთ საყვარელ ადამიანს, ანდაც პირველად გამოუტყდეთ გრძნობებში.



თევზები
ჯანმრთელობა: განსაკუთრებულად ყურადღებიანად იყავით. შესაძლოა, მსუბუქი ტრავმები და დაზიანებები მიიღოთ. აუცილებლად იქონიეთ თან ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. 
კარიერა: ნუ შეგაშინებთ სირთულეები და ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ მათთან გამკლავებას ვერ შეძლებთ. თქვენ ამის უნარი ნამდვილად გაქვთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნებოდით იმ პოზიციაზე, რომელიც ახლა გიკავიათ.
სიყვარული: იყავით ამოუცნობი და ორიგინალური. ეს დაგეხმარებათ, სწორი მიმართულებით წარმართოთ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?