9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

8 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვერძებო, გახსოვდეთ, რომ დასვენებაც სასარგებლოა. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, შეძლებისდაგვარად მოიწყოთ დასვენების დღე.
კარიერა: რისკზე წასვლას ვარსკვლავები არ გირჩევენ და ის ქმედებები, რომლებშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ, მაქსიმალური სიფრთხილით უნდა შეასრულოთ. ყოველი ნაბიჯი ბევრჯერ შეამოწმეთ. სიფრთხილე და ყურადღება იმედგაცრუებისგან და მოსალოდნელი შეცდომებისგან დაგიცავთ.
სიყვარული: სამსახურში მომხდარი უსიამოვნებები არ მოგცემთ ოჯახურ გარემოში განტვირთვის საშუალებას. ვარსკვლავები არ გირჩევენ ნეგატიური ინფორმაციის სამსახურიდან სახლში წაღებას. იყავით მომთმენი! პრობლემები, შესაძლოა, ყველას ჰქონდეს და თუკი ყველა მის პრობლემას გარშემომყოფებს მოახვევს თავს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება.



კურო

ჯანმრთელობა: ხვალ, შესაძლოა, რომელიმე ელემენტი დაგაკლდეთ იმისთვის, რომ თავი სამაგალითოდ იგრძნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გაარკვიოთ ეს დანაკლისი და აუცილებლად შეივსოთ.
კარიერა:
ყველასთვის ცნობილია, რომ აუდიტორიის წინაშე ხანგრძლივი გამოსვლა, რაც არ უნდა საქმიანი იყოს,  მოსაწყენი და ხშირად, ზიანის მომტანიცაა. განსაკუთრებით,  თუკი ზედმეტ ძალისხმევას ხარჯავთ იმისთვის, ვისაც თქვენი მოსმენა ძალიან ეზარება. იყავით შედარებით ლაკონიური და თქვენი გამოსვლა ჩაგეთვლებათ.
სიყვარული: ხვალ თქვენი თაყვანისმცემლების რიცხვს კიდევ ერთი მიემატება. დიდი შანსია, ის თქვენ ვერც შეამჩნიოთ, თუმცა, ის, რომ თქვენ რაიმეს ვერ ამჩნევთ, სულაც არ ნიშნავს, რომ არაფერი ხდება. იყავით უფრო კორექტული და თავშეკავებული ყველასთან, ვისთანაც ხვალ ურთიერთობა მოგიწევთ.



ტყუპები
ჯანმრთელობა:
ხვალ იოდით გაჯერებული პროდუქტები დაგჭირდებათ, ამიტომ, ზღვის პროდუქტები აუცილებლად უნდა იყოს თქვენს მაგიდაზე. გარდა ამისა, არ გაწყენდათ ფარისებრი ჯირკვლის შემოწმება.
კარიერა:
პუნქტუალურობა და მოთმენა ხვალ თქვენი საუკეთესო მეგობრები იქნებიან. ვერ შეძლებთ კარგად დასვენებას, იმ საკითხების მოუგვარებლად, რომლებიც ძალიან გაწუხებთ. თქვენი ყურადღებიანობა დაგეხმარებათ პრობლემებთან სწრაფად გამკლავებაში. ამის შემდეგ კი შეძლებთ დამსახურებული დასვენებით ისარგებლოთ.
სიყვარული: ხვალ ღირს ცრურწმენების დაჯერება და მათი გარკვეულწილად გათვალისწინება. შავი კატა თქვენი მტერია! სამყარო იმ ნიშნებს გიგზავნით, რომელთა გაშიფვრა თქვენთვის აუცილებელია, იმისთვის რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოთ. თუკი ხვალ, სახლიდან გამოსულზე შეგხვდებათ ქალი ცარიელი სათლებით, უმჯობესია, შეხვედრა გადადოთ, ყოველი შემთხვევისთვის.                                                               


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი პრობლემები ისეთ ადამიანს გაანდოთ, რომელიც ნამდვილად მოგისმენთ და გაგიგებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემებმა, შესაძლოა, დაგამძიმოთ და ნერვიულობა თქვენი დაავადების მიზეზი გახდება.
კარიერა: დაუთმეთ ხვალინდელი დღე ძველი უსიამოვნებების აღმოფხვრას, სხვადასხვა მიზეზით  გადაუწყვეტელი საკითხების გადაჭრას და ყველა ვალის დაბრუნებას, რათა მაქსიმალურად სწრაფად შეძლოთ ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება.
სიყვარული:
ნუ დაარქმევთ სახელს თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობას. ისიც კი არ ღირს, რომ მას ოფიციალურად „საყვარელი ადამიანი“ უწოდოთ. საბოლოოდ, მთავარია, თქვენ იყოთ კარგად - დანარჩენი თავისთავად მოგვარდება.



ლომი
ჯანმრთელობა:
თავი მოარიდეთ მტვრიან ადგილებს. დიდი შანსია, მტვერზე ალერგიული რეაქცია დაგეწყოთ. ყველანაირად შეეცადეთ, ორგანიზმი არ გააღიზიანოთ.
კარიერა:
ხვალ, სანამ გადაუდებელ საქმეში თავით ჩაეფლობით, გაიხარეთ იმით, რომ თქვენ შრომისმოყვარეობისთვის დაჯილდოვდებით. კარგი მუშაობით წინ წახვალთ და ყველა კონკურენტს უკან ჩამოიტოვებთ. მთავარია, არ იყოთ წამქეზებელი კამათის დროს და არ გამოიწვიოთ ვინმეს პროვოცირება.
სიყვარული:
კარგი იქნება, თუკი საყვარელ ადამიანთან ერთად რომელიმე საერთო დღესასწაულს აღნიშნავთ. შესაძლოა, ზუსტად 347 დღის წინ შეხვდით ერთმანეთს ან ხვალ 2345-ჯერ აკოცებთ მას. არ არის საკმარისი მიზეზი აღსანიშნავად?



ქალწული
ჯანმრთელობა:
ქალწულებო, შეგიძლიათ, ხვალინდელი დღე მთლიანად საკუთარ თავს დაუთმოთ, იზრუნეთ ფიგურაზე, ჩაეწერეთ სალონში მასაჟის ან სახის მოვლის პროცედურებზე. გაათამამეთ საკუთარი თავი და ისიამოვნეთ.
კარიერა:
ხვალ, მიხვდებით კონკრეტულად რა იწვევს თქვენს გაღიზიანებას სამუშაო პროცესში. შეძლებთ თუ არა მის გამოსწორებას - სხვა საკითხია. შესაძლოა, ამ დავალების გადადება მოგიწიოთ.
სიყვარული:
ხვალ თქვენი ალოგიკური ქმედების ახსნას ლოგიკურად შეეცდებით. თქვენი საყვარელი ადამიანისთვის, ისევე, როგორც გარშემომყოფებისთვის, თქვენი ლოგიკა გაუგებარი იქნება, ამიტომ ნუ მოახვევთ თქვენს აზრებს მათ. უბრალოდ, იმოქმედეთ.



სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ, სასწორებს, ფეხების შეშუპება შეაწუხებთ. ამიტომ, თუკი დიდ დროს მჯდომარედ ატარებთ, აუცილებლად მიიღეთ შესაბამისი ზომები. დალიეთ ნაკლები სითხე და მაქსიმალურად ეცადეთ პრობლემების თავიდან აცილება.
კარიერა:
ნამდვილად გაოცდებით, როდესაც გაიგებთ, რომ ის საქმეები, რომლებსაც ხელს მოჰკიდებთ, უკვე გადაწყვეტილია, ან მათი მოგვარება უმარტივესი გზით მოხდება. უბრალოდ, აკონტროლეთ პროცესი და პრაქტიკულად ამით დასრულდება თქვენი მოვალეობები.
სიყვარული:
რთულია იმის გაგება, რა სურს თქვენგან საყვარელ ადამიანს, რადგან ის ჯერ თვითონაც არ არის გარკვეული საკუთარ სურვილებში. იმედი იქონიეთ, რომ ურთიერთობის დალაგებაში და სირთულეების დაძლევაში თქვენი ფანტაზიის უნარი დაგეხმარებათ.



მორიელი

ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ წნევას. შესაძლოა, ძლიერი ცვალებადობა დღის მეორე ნახევარში იგრძნოთ. თუკი შეძლებთ, სხვადასხვა სტრესისგან დაიცვათ თავი, ეს თქვენს ჯანმრთელობას მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება.
კარიერა:
ხვალ, შესანიშნავი დღეა მსხვილი ინვესტიციებისა და შესყიდვების გასაკეთებლად. ყველა თქვენი დანახარჯი ახალი მოგების მომტანი იქნება. ასე რომ, შეგიძლიათ, საკუთარ თავს მცირე გადაჭარბების უფლებაც მისცეთ. მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ საქმის დაწყებამდე აუცილებლად კრიტიკულად შეხედოთ თქვენს გეგმებს.
სიყვარული:
თქვენ დაიღალეთ, დაღლილობას კი საყვარელ ადამიანს აბრალებთ და შესაძლოა, არც ის იყოს ამის წინააღმდეგი, მაგრამ თქვენი ქმედება მას მდგომარეობიდან სრულიად გამოიყვანს. აი, მაშინ კი, მომენტალურად დაივიწყებთ დაღლას, რადგან თქვენ წინაშე ახალი პრობლემები წამოიჭრება. დამშვიდდით და ნუ მიიყვანთ საქმეს უკიდურესობამდე.



მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ თქვენი კუჭის მდგომარეობას. უარი თქვით გაზიანი სასმელების, განსაკუთრებით კი ლიმონათების მიღებაზე. კარგი იქნება, თუკი რაციონიდან ცხარე და მჟავე საკვებსაც ამოიღებთ.
კარიერა:
იმისთვის, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ, გარისკვა მოგიწევთ, მაგრამ, თუკი მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ, უმჯობესია, საკუთარ თავს არ გადააბიჯოთ - დიდი შანსია, ინანოთ.   
სიყვარული:
თქვენს პირად ცხოვრებაში გარკვეული ფურცელი, რომელიც არანაირი გარემოებით არ უნდა გადაშლილიყო, აუცილებლად გადაიფურცლება და მას, ავტომატურად, კიდევ რამდენიმე გვერდი გაჰყვება. ვერ ვიტყვით, რომ ეს ცუდია, ამიტომ გაბრაზება და გაღიზიანება ნამდვილად არ ღირს.



თხის რქა
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, თქვენი ჯანმრთელობა ოდნავ გაუარესდეს, ამიტომ შეეცადეთ, უფრო მეტად დაისვენოთ და არ ინერვიულოთ, რადგან ნერვიული დაძაბულობა მხოლოდ და მხოლოდ გაამწვავებს თქვენს მდგომარეობას.
კარიერა:
რაც არ უნდა სერიოზული საკითხების გადაჭრა მოგიწიოთ, დიდი ფიქრი არ ღირს: ეს, შესაძლოა, თავის ტკივილით დასრულდეს. თუკი თვლით, რომ სერიოზული სამუშაო გაქვთ, მასზე ფიქრი არ ღირს. თუკი არასერიოზული საქმე გაქვთ, მით უმეტეს არ იმსახურებს დიდ ყურადღებას.
სიყვარული:
გაიხსენეთ საყვარელ ადამიანთან ერთად სასაცილო მომენტები, გართობა და ხუმრობები თქვენი ერთობლივი ცხოვრებიდან. ეს არა მხოლოდ განწყობას აგიმაღლებთ, არამედ კიდევ უფრო დაგაახლოებთ ერთმანეთთან.



მერწყული
ჯანმრთელობა:
გააკეთეთ აზიდვები არა ათჯერ, როგორც ამას მიჩვეული ხართ, არამედ თუნდაც თერთმეტჯერ. თუკი არასდროს გაგიკეთებიათ აზიდვა, მაშინ იყოს მხოლოდ ერთხელ. თქვენთვის აუცილებელია თუნდაც მცირე პროგრესი - ეს მებრძოლი სულისკვეთების ამაღლებაშიც დაგეხმარებათ.
კარიერა:
ერთი თავი კარგია, ორი - უკეთესი. გაიხსენეთ ამის შესახებ მაშინ, როდესაც სასწრაფოდ შემოგთავაზებენ რაიმე ახალ და ორიგინალურ წინადადებას. თქვენთვის რთულია მომენტალურად ჩაებათ ახალ საქმიანობაში. ამიტომ დაეკითხეთ რჩევა კოლეგებს. მათთან ერთად უფრო მომგებიანი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ.
სიყვარული: დიდი ხანია გაწუხებთ შეკითხვა, რომელიც თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობებს ეხება და მის პასუხს თქვენთვის სრულიად მოულოდნელ ადგილას იპოვით. შესაძლოა, გვერდზე მჯდომის გაზეთში ჩაიხედოთ, ან მორიგი სარეკლამო სლოგანი მოისმინოთ. მოკლედ, იყავით ყურადღებით: მინიშნება ძალიან ახლოს გაქვთ.



თევზები
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ კვებას. გამორიცხეთ რაციონიდან ცხიმიანი საკვები სხვადასხვა დანამატებით. ახლა თქვენს ორგანიზმს უფრო მეტად ისეთი პროდუქტები სჭირდება, რომლებიც ადვილად გადამუშავდება.
კარიერა:
ნუ გავიწყდებათ, რომ სამსახურში შესვენება აუცილებელია. მიირთვით სადილი, ჩაი და ის, რასაც ორგანიზმი მოგთხოვთ. თუკი ზედმეტი ათი წუთი გაქვთ და ამინდიც ხელს გიწყობთ, აუცილებლად გაისეირნეთ ფეხით სუფთა ჰაერზე. ყველაფერი ეს თქვენი ტვინის მუშაობას შეუწყობს ხელს და შესაბამისად, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს გაამარტივებს.
სიყვარული:
ხვალ, თავის მართლება მოგიწევთ. არ აქვს მნიშვნელობა, ჩაიდინეთ თუ არა გასაკიცხი საქციელი - თქვენი ბრალეულობა ამა თუ იმ საკითხში გამოაშკარავდება. მოგიწევთ მისი აღიარება და თქვენი საქციელისთვის ახსნა-განმარტების მოძებნა. წარმატებებს გისურვებთ!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?