12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: აუცილებლად გამონახეთ დრო და განსაკუთრებული ყურადღებით მიუდექით გულის დაავადების პროფილაქტიკას. ეს კაპრიზული კუნთი შესაძლოა, ვერძების ორგანიზმის ყველაზე დაუცველი ნაწილი გახდეს. ასევე, არ უნდა დაივიწყოთ დიეტა.
კარიერა: ხვალ, მთელი დღე, ხელმძღვანელის დაკვირვების ქვეშ მოგიწევთ ყოფნა. შეეცადეთ, თქვენი ქმედებები სხვა კუთხით შეაფასოთ. შესაძლოა, თქვენს ხელმძღვანელს თქვენი დაწინაურების სურვილი აქვს, თუკი რა თქმა უნდა, დაუზარლად მუშაობდით. ხოლო, თუკი საქმე პირიქითაა, სასწრაფოდ დაივიწყეთ სიზარმაცე და  სამუშაოს მთელი მონდომებით შეუდექით.
სიყვარული: თავს ყოფილი შეყვარებული ან მეუღლე შეგახსენებთ. ნუ აღფრთოვანდებით, ეს უბრალოდ, ერთჯერადი პროვოკაციაა, რომელზეც აყოლა არ ღირს. ის ისევე სწრაფად დასრულდება, როგორც დაიწყო. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ მიიღებთ სასაცილო გადაწყვეტილებებს.



კურო

ჯანმრთელობა: ხვალ, შესაძლოა, წნევის მნიშვნელოვანი ცვლილებები იგრძნოთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ხელთან ახლოს იქონიოთ ჩაიდანი ტკბილი ჩაით ან სხვადასხვა სახის არომატული ზეთებით.
კარიერა:
თქვენი თანამშრომლების დამეგობრება თქვენს ინტერესებშია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი დახმარების გარეშე, გაგიჭირდებათ პრობლემებთან გამკლავება. თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობები ყოველთვის გამოგადგებათ.
სიყვარული: კუროების ოჯახში იდეალური მდგომარეობაა - ბავშვები დანაყრებულები არიან, მეუღლე  კმაყოფილია, სიდედრი (ან დედამთილი) შორსაა და ახლო მომავალში ჩამოსვლას არ აპირებს. ერთად გარეცხეთ ჭურჭელი, მიალაგეთ სახლი, რადგან არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც ერთი მიმართულების საერთო ქმედებები.



ტყუპები

ჯანმრთელობა: სახის სხვადასხვა პროცედურები, უდავოდ, სასარგებლოა. ნაოჭების საწინააღმდეგო პროცედურები ამ ეტაპზე განსაკუთრებით ეფექტური იქნება. სახლის პირობებშიც ნუ დაივიწყებთ, სწორად მოუაროთ არა მხოლოდ კანს, არამედ სხეულის სხვა ნაწილებსაც.
კარიერა: ზედმეტი თავდაჯერებულობა და გაღიზიანება შესაძლოა, თქვენს სამუშაოზე უარყოფითად აისახოს. ხვალ განსაკუთრებით დაგჭირდებათ კოლეგების თანადგომა. შეიკავეთ თავი - ნუ გაკიცხავთ თანამშრომლებს. დიდი შანსია, რომ სწორედ ისინი დაგეხმარონ რთული ფინანსური საკითხების გადაჭრაში.
სიყვარული:  ხვალ მოგეჩვენებათ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანის თვითშეფასება ძალიან დაბალია და ყველანაირი ხერხით შეეცდებით მის ამაღლებას. მთავარია, არ  გადაამეტოთ ამ არც ისე მარტივ პროცესში, რადგან უკვე შემდგომ მისი დაწევა ნაკლებ სასიამოვნო იქნება.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
კარგი იქნება, თუკი ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას მოარიდებთ თავს. შესაძლოა, მას ვერ გაუმკლავდეთ, მაგრამ თავის დანებება გეუხერხულებათ. მიიღეთ ზოგადი ზომები ორგანიზმის გაძლიერებასთან დაკავშირებით, იყოს თუნდაც, სხეულის  გამკვრივება.
კარიერა: თუკი მიზნად დაისახეთ, რომ ხელმძღვანელმა შეგამჩნიოთ, დროა, გაიხსენოთ თქვენი ყველა უნარი სრულად და აჩვენოთ საკუთარი თავი უმაღლეს დონეზე. განსაკუთრებული წარმატება იმ კირჩხიბებს ელით, რომლებსაც შემოქმედებითი პროფესია აქვთ.
სიყვარული: რთულია იმის გადაწყვეტა, როგორ უნდა მოიქცეთ საყვარელ ადამიანთან: რა უნდა უპასუხოთ ამა თუ იმ განაცხადზე, როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ მის არაადეკვატურ მოქმედებაზე და საერთოდ, რა უნდა უყოთ მას. ენდეთ თქვენს ინტუიციას და მიეცით მას უფლება, გადაწყვეტოს ეს რთული პრობლემები.



ლომი
ჯანმრთელობა:
საკმარისი დრო და ყურადღება დაუთმეთ თქვენს ორგანიზმს, რადგან მას თქვენ ახლა ნებისმიერ ექიმზე უკეთ იცნობთ. ის, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არის სწორი კვება, ენდეთ საკუთარ ინსტინქტებს.
კარიერა:
სამუშაო გარემო ისე უნდა შეიქმნათ, რომ სამსახურში სწრაფად მისვლის სურვილი გაგიჩნდეთ. ის უნდა იყოს მყუდრო, თბილი და მყარი - სწორედ ასეთი, რადგან სამსახურში, ნებისმიერი სირთულისა და მორალური ძალისხმევის გარეშე, ყოველდღიურად 8 საათის გატარება არ გაგიჭირდეთ.
სიყვარული: ხვალ მოგიწევთ, გაიხსენოთ ისეთი მოკლე, მაგრამ საჭირო სიტყვა, როგორიცაა „უნდა“. თქვენი ქმედებები, რომლებიც პირად ცხოვრებას უკავშირდება, მუდმივად საფრთხის ქვეშაა და გინდათ ეს თუ არა, რაიმეს გაკეთება მაინც მოგიწევთ.



ქალწული
ჯანმრთელობა:
ხვალ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულად გაგახარებთ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ ხვალ, არამედ სამუდამოდ შესანიშნავად იგრძნოთ თავი.
კარიერა:
ნუ მიეცემით სასოწარკვეთას. ნუ იდარდებთ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ფიქრობთ, რომ უამრავი პრობლემა დაგაწვათ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ გამოსავალი აუცილებლად გამოჩნდება, თანაც, სრულიად მოულოდნელად.
სიყვარული:
სამწუხაროდ, თქვენი საყვარელი ადამიანი იმდენად ალოგიკურად იმოქმედებს, რომ გაკვირვებული დარჩებით. მისი საქციელი სრულიად არ შეესაბამება თქვენს წარმოდგენას იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს საწინააღმდეგო სქესის იდეალური წარმომადგენელი. ვერაფერს შეცვლით. მოგიწევთ შეგუება, სხვა გზა, უბრალოდ, არ გაქვთ.



სასწორი
ჯანმრთელობა:
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ მსხვილი ნაწლავის მუშაობას, კერძოდ, მისი ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკას. მიზნის მისაღწევად შეეცადეთ, მიიღოთ საკმარისი რაოდენობის ახალი ბოსტნეული.
კარიერა:
ახალი წამოწყებებისთვის ხვალ შესანიშნავი დღე იქნება. თუკი სამსახურის შეცვლის შესაძლებლობა არ გაქვთ, შეცვალეთ, გარემოება. მაგალითად, გადააადგილეთ კარადა ან სამუშაო მაგიდა. შეეცადეთ, სამსახურამდე სხვა გზით მიხვიდეთ, ან შეცვალეთ ფონი სამუშაო მაგიდის მონიტორზე. მართალია, ეს წვრილმანებია, თუმცა, მაინც სასიამოვნო შედეგს გამოიღებს.
სიყვარული: ხვალ თქვენი პირადი ცხოვრება უსაზღვროდ ბედნიერი ან პირიქით, უსაზღვროდ უბედური მოგეჩვენებათ. თითქოს მოულოდნელად სასიყვარულო რომანის იმ გვერდზე აღმოჩნდით, რომლის დაწერის ძირითადი მიზანი მკითხველის გამძაფრებული ვნებით გაოცება იყო.



მორიელი

ჯანმრთელობა: თუკი საკმარისად არ გძინავთ იმისთვის, რომ თქვენმა სხეულმა სრულყოფილად დაისვენოს, ხვალ აუცილებლად შენიშნავთ, რომ ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ და მეხსიერებასთან მცირე პრობლემები გაგიჩნდათ. ასე რომ, არ ღირს დილაუთენია გაღვიძება და უმჯობესია, ღამითაც საჭირო დროს დაიძინოთ.
კარიერა:
თუკი ყველა დეტალზე გაამახვილებთ ყურადღებას, ხვალ შესრულებული სამუშაოთი აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით. იმუშავეთ შედეგის მისაღებად და ნუ მიაქცევთ ყურადღებას მცირე დაბრკოლებებს თანამშრომლების ან ხელმძღვანელის მხრიდან, რომელმაც შესაძლოა, მისი უკმაყოფილება მთლიანად თქვენზე გადმოიტანოს. იყავით მომთმენი!
სიყვარული:
ხვალ თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი ბავშვობას გაიხსენებთ და ზუსტად ისე იმოქმედებთ, როგორც სკოლამდელი ბავშვი, რომელმაც არ იცის, რას ნიშნავს სწორი ქცევა. თუმცა ეს მდგომარეობა გაცილებით სახალისოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთად ხართ.



მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ ტრავმული სიტუაციების საშიშროების წინაშე აღმოჩნდებით და თუკი მას სერიოზულობით არ მიუდგებით, შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას. იყავით უფრო ყურადღებით და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას.
კარიერა:
ხვალ კოლეგებთან, პარტნიორებთან და ხელმძღვანელთან იშვიათი ურთიერთგაგებით გამოირჩევით. შესაძლოა, ეს, თქვენი მშვიდი ბუნების დამსახურება იყოს, თუმცა, სხვა მიზეზებიც არ გამოირიცხება. ასეა თუ ისე, საქმე სასიხარულოდ ნამდვილად გაქვთ.
სიყვარული: არ ინერვიულოთ! ყველაფერი კარგად იქნება. თქვენს გვერდით ნამდვილად ის ადამიანია, რომელიც გჭირდებათ, რომელიც გგულშემატკივრობთ და რომელსაც შეგიძლიათ, დაეყრდნოთ. ყველა თქვენი ეჭვი უსაფუძვლოა, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დაივიწყოთ ისინი თუნდაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში.



თხის რქა
ჯანმრთელობა:
კერძის მომზადებისას, ოდნავ ზედმეტად მოხარშეთ ან შეწვით პროდუქტები. საგულდაგულოდ გარეცხეთ ხილი და გაასუფთავეთ ბოსტნეული. საშიში მიკრობები ყველაზე მოულოდნელ ადგილებში ჩაგისაფრდებათ.
კარიერა: ხვალინდელი დღიდან, თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები. ნუ იდარდებთ, თუკი უკვე დიდი ხნის წინ დაგეგმილი ქმედებების შეცვლა მოგიწევთ. ხვალ განსაკუთრებული აზროვნება და ყოველდღიურ საქმიანობასთან უჩვეულო მიდგომა არა მხოლოდ  სამსახურში იქნება წარმატების მომტანი, არამედ იმ პრობლემების მარტივად გადაჭრაში დაგეხმარებათ, რომლებიც თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა.
სიყვარული: ხვალ ბევრი წვრილმანი გაგაღიზიანებთ, რომელიც თქვენი საყვარელი ადამიანის ქცევას ეხება როგორც საზოგადოებაში, ასევე, თქვენთან განმარტოებისას. შეეცადეთ, იყოთ მომთმენი მისი ხასიათის გამოხატვის დროს. შემდეგ კი, მიახვედრეთ საკუთარი თავი, რამ გამოიწვია კონკრეტულად თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა. ამგვარად მისთვისაც გაგიადვილდებათ ამ ყველაფრის ახსნა.



მერწყული
ჯანმრთელობა:
ხვალ მერწყულებს დეპრესია და სასოწარკვეთა აღენიშნებათ, რაც ძვირფას ჯანმრთელობაზე, რა თქმა უნდა, ნეგატიურად იმოქმედებს. მერწყულებო, შეეცადეთ, გაიღიმოთ, თუნდაც თქვენი სხეულის საკეთილდღეოდ.
კარიერა:
ხვალ, თქვენი კოლეგები ყველა თქვენს ნაბიჯსა და ქმედებას გააკონტროლებენ, როგორც სამუშაოსთან, ასევე პირადთან დაკავშირებულს. შესაძლოა, მათ ვერ გამონახეს უფრო სასარგებლო და საინტერესო საქმე? ან წინასწარ შურთ იმ წარმატების, რაც უახლოეს მომავალში გელოდებათ.
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი გაწყენინებთ, ან მტკივნეულ ადგილას დაგადგამთ ფეხს, როგორც განზრახ, ასევე უნებლიეთ. შეეცადეთ, არ მიაქციოთ მის ქმედებებს ყურადღება და ნუ იქნებით ზედმეტად მგრძნობიარე: ეს მხოლოდ ხელს შეგიშლით.



თევზები
ჯანმრთელობა:
ხვალ თევზებს წარმატებული დღე ექნებათ. განსაკუთრებით კარგად ის თევზები იგრძნობენ თავს, რომლებიც ბოლო პერიოდში, საკმარის დროს უთმობენ საკუთარი ჯანმრთელობის სათანადო დონეზე ყოფნას.
კარიერა:
სამუშაო პროცესიდან „გადახვევა“ და ყურადღების გაფანტვა ნებისმიერ წვრილმანზე არ ღირს. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ სამუშაო საათების განმავლობაში თქვენი ტვინი და განწყობა მხოლოდ სამსახურზე იყოს მიმართული.
სიყვარული:
ხვალინდელი დღე ხანგრძლივ, კეთილ და სასიხარულო დღესასწაულს დაემსგავსება. დღესასწაულს თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანისთვის, რომელიც გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ არ მოგბეზრდებათ. ვარსკვლავებს სურთ, დაიჯერონ, რომ შეძლებთ ამ დღესასწაულის გახანგრძლივებას და ეს ყველაფერი დიდხანს გემახსოვრებათ.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?