13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: მანამ, სანამ სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებთ, დეტალურად განიხილეთ ყველაფერი არა მხოლოდ თქვენს მკურნალ ექიმთან, არამედ სხვა სპეციალისტებთანაც. 
კარიერა: ხვალ ვარსკვლავები ბედს მინდობას არ გირჩევენ. თავისთავად, სამწუხაროდ, არაფერი ხდება, ამიტომ მოგიწევთ, პროცესის მასტიმულირებელ ელემენტად სწორედ თქვენ იქცეთ. 
სიყვარული: გაითვალისწინეთ ყველაფერი, რასაც ხვალ თქვენი მეორე ნახევრისგან გაიგებთ. ის პროფესიონალი ფსიქოლოგის როლს მოირგებს და თქვენს სულიერ პრობლემებზე გესაუბრებათ.


 


კურო
ჯანმრთელობა: თქვენი ორგანიზმის გაჯანსაღების პროცესის დასაწყებად ხვალინდელ დღე ზედგამოჭრილია. თუ ვარჯიში ძალიან დაგეზარებათ, დასაწყისისთვის სხვა გზაც არსებობს - მიიღეთ კონტრასტული შხაპი. 
კარიერა: სამუშაო დღე ძალიან დატვირთული იქნება. ყველა პრობლემასთან გამკლავება ერთად მოგიწევთ, თუმცა ნუ იდარდებთ, თითოეულის გადაჭრას აუცილებლად შეძლებთ. 
სიყვარული: ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით! ხვალ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენი საყვარელი ადამიანის კეთილგანწყობის დამსახურება-არდამსახურების საკითხს.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: ხვალ შესანიშნავი დღეა ნებისმიერი ვარჯიშისთვის და, ასევე, თქვენი გამძლეობის გავარჯიშებისთვის. 
კარიერა: ყველაფერი, რასაც ახლა განიცდით, ვიღაცამ უკვე გადაიტანა. კითხვაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია მოსვენებას არ გაძლევთ, პასუხს იმ წიგნებში მიაგნებთ, რომლებიც წლებია, ხელში არ აგიღიათ. 
სიყვარული: ხვალ პირად ცხოვრებაში რაღაც ბედნიერ, ნათელ და მოულოდნელ სიურპრიზს უნდა ელოდოთ, რაც მთლიანად შეცვლის უკეთესობისკენ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებს.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ხვალ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ იმ კირჩხიბებმა, რომელთაც შაკიკი აწუხებთ. მოგიწევთ, თქვენი ორგანიზმი გადატვირთოთ, რადგან ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესების შანსი დიდია. 
კარიერა: ხვალ ნუ დაუთმობთ დიდ დროს პროფესიულ მოვალეობებს და იზრუნეთ თქვენი სულის სიმშვიდესა და შთაგონებაზე. არც ერთი, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახურიც კი, არ ღირს თქვენი სულიერი ჯანმრთელობის ფასად. 
სიყვარული: თქვენი გრძნობები მეორე ნახევრის მიმართ ხვალ ბახის მუსიკას მოგაგონებთ: სადღესასწაულო, რთული, ცოტა საგანგაშო და საოცრად ლამაზი. კლასიკური მუსიკის სიტყვებით აღწერა რთულია - სჯობს, თავად მოუსმინოთ და ყველაფერს მიხვდებით.


 


ლომი
ჯანმრთელობა: თუ სპორტდარბაზამდე მიაღწევთ, იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი სხეულის თითოეული კუნთი შესაბამისად გავარჯიშდეს. ნუ მიიღებთ საკვებს სპორტდარბაზიდან გამოსვლისთანავე. გახსოვდეთ, რომ ერთი საათი მაინც უნდა გავიდეს.
კარიერა: თქვენი უფროსი საქმეს გაგირთულებთ დამატებითი სამუშაოს შესრულების თხოვნით. ნუ შეხვდებით ამ ამბავს პესიმისტურად. ეს ხომ დაწინაურებისკენ მიმავალ გზაზე თქვენი ძალიან კარგი შანსია.
სიყვარული: ვარსკვლავები ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანის გაოცებას გირჩევენ. გაუკეთეთ ისეთი სიურპრიზი, რომელსაც თქვენგან ვერასდროს წარმოიდგენდა და დატკბით მისი ბედნიერებით.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: ოპტიმიზმითა და ენერგიით სავსე დღე გელით, რაც კეთილად აისახება კიდეც თქვენს ჯანმრთელობაზე.
კარიერა: სამსახურში რთული დღე გელით. ემოციური აფეთქების ზღვარზე იქნებით, თუმცა თქვენი ოპტიმიზმი დაგეხმარებათ, სძლიოთ საკუთარ თავს და აკონტროლოთ თქვენი ემოციები. გაუზიარეთ თქვენი პრობლემების შესახებ ახლობლებს და თქვენ გაოცდებით იმით, რამხელა შვებას იგრძნობთ. 
სიყვარული: საეჭვიანოდ არანაირი მიზეზი არ გექნებათ, თუმცა ჯიუტად აღელდებით და თქვენს მეორე ნახევარს თქვენი მოულოდნელი გაღიზიანებით დააბნევთ და გაანაწყენებთ. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, გაქვთ კი საეჭვიანო?


 


სასწორი
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ ხვალ ორგანიზმს ტოქსინებისგან გაწმენდთ. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედოთ ექიმთან შეთანხმების გარეშე. 
კარიერა: თუ არ ხართ მზად რთულ საქმესთან შესაჭიდებლად, მარტივით დაიწყეთ. მიჰყევით დინებას და თავისთავად გააკეთებთ დიდ საქმესაც. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ეცადეთ, ყურადღება არაფერმა გაგიფანტოთ. ის უპატივცემულობად მიიღებს და ძალიან გაგინაწყენდებათ. შემორიგება კი რთული საქმე იქნება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ფეხები შეგიშუპდეთ. წინასწარ უნდა მიიღოთ ზომები. ნუ დალევთ ბევრ სითხეს და თუ სალაშქროდ წასვლა გაქვთ გადაწყვეტილი, მოხერხებული ფეხსაცმელი ჩაიცვით. 
კარიერა: ნუ შეუშინდებით გულახდილ საუბრებს თქვენს კოლეგებთან და უფროსთან. დიალოგი, სავარაუდოდ, კარიერულ კიბეზე წინსვლაში დაგეხმარებათ. 
სიყვარული: გულთან ძალიან ახლოს მიგაქვთ თქვენი საყვარელი ადამიანის უარყოფითი თვისებები. ნუთუ ასე ძნელია მათთან შეგუება? ყველა უარყოფითს ხომ თავისი დადებითიც აქვს. დაფიქრდით და მათ აუცილებლად აღმოაჩენთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, აღადგინოთ თქვენი სულის სიმშვიდე - ეს იქნება მთავარი ფაქტორი ხვალინდელ დღეს თქვენი ჯანმრთელობის გარანტი. 
კარიერა: თქვენი ენა თქვენი მტერია. სრულიად უწყინარი ხუმრობის წარმოთქმის დროსაც კი შეგიძლიათ, გააღიზიანოთ ის, ვისზეც თქვენი კარიერული წარმატებაა დამოკიდებული. ამიტომ ეცადეთ, თქვენი უფროსისა და საქმიანი პარტნიორების თანდასწრებით ნათქვამ თითოეულ სიტყვას დააკვირდეთ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანისთვის თქვენთან ერთად გატარებული დრო არასდროსაა საკმარისი. ეცადეთ, ხვალინდელი საღამო სრულიად მას მიუძღვნათ. მოამზადეთ რომანტიკული ვახშამი, მოძებნეთ რომანტიკული ფილმი და მასთან ერთად დატკბით ბედნიერი წუთებით.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: ნუ ენდობით რჩევებს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ისწავლოთ და როგორ უნდა იმკურნალოთ. მართალია, გულით გირჩევენ, თუმცა სისულელეებს გეტყვიან. 
კარიერა: ნუ მოელით, რომ ცხოვრება თქვენ მიმართ განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი იქნება და ყველაფერს თქვენი ჩარევის გარეშე მოგიგვარებთ. თქვენი წარმატებისთვის ბრძოლა თქვენივე მოვალეობაა. 
სიყვარული: რაც უფრო დიდხანს ხართ ერთად, მით უფრო მეტი რამის შეხსენება შეგიძლიათ ერთმანეთისთვის, თუმცა ხვალ ნამდვილად არ ღირს ძველი წყენის გახსენება.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ სისუსტესა და დაღლილობას იგრძნობთ, გამოძინებასაც ვერ მოახერხებთ. თუ ამ ყველაფერთან გამკლავებას თავად ვერ შეძლებთ, დროა, ექიმს ეწვიოთ. 
კარიერა: იყავით მზად მოულოდნელობებისთვის: ყველაფერი ისე არ წავა, როგორც გეგმავდით, თუმცა როგორ უნდა იმოქმედოთ კრიტიკულ სიტუაციებში თავადაც კარგად იცით. 
სიყვარული: დიდი შანსია იმისა, რომ საპირისპირო სქესის საინტერესო წარმომადგენელი გაიცნოთ, რომელიც მზად იქნება, თქვენთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეს. თუმცა თქვენი შინაგანი ხმა მოსვენებას არ მოგცემთ. მოგიწევთ, გადაწყვიტოთ, რამდენად წარმატებული იქნება თქვენთვის ეს ახალი ნაცნობობა.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ თევზებს ყოველმხრივ წარმატებული დღე ელით. ნუ ინერვიულებთ ნურც ჯანმრთელობაზე. ამ მხრივ, დღე სტაბილურად ჩაივლის. 
კარიერა: იყავით მაქსიმალურად თავდაჯერებული. ნუ შეგეპარებათ ეჭვი იმაში, რაშიც თქვენს პარტნიორს ასე გამალებით არწმუნებთ. 
სიყვარული: თქვენს მეორე ნახევარს ურთიერთობებისა და სიყვარულისგან დასვენება მოუნდება. ეცადეთ, არ შეაწუხოთ ის ზედმეტი ყურადღებით. ყველაფერი თავისთავად დაუბრუნდება ძველ რიტმს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?