14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ დიდი გამარჯვება გელით. შეიძლება ეს იყოს იმ დაავადებაზე გამარჯვება, რომელსაც დიდი ხანია ებრძვით. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ასეთი შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
კარიერა: ხელსაყრელი დღეა დამატებითი სამუშაოს და შესაბამისად, შემოსავლის მისაღებად. გადახედეთ საქმეებს, რომლებმაც თავიდან არ დაგაინტერესათ. გახსოვდეთ, რომ სწორედ მათი წყალობით გაიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას და აიმაღლებთ ავტორიტეტს გარშემომყოფთა თვალში.
სიყვარული: თქვენთვის ძვირფასი ადამიანის მიმართ გრძნობებში ვერ გარკვეულხართ. გიჭირთ, სახელი დაარქვათ იმ ურთიერთობას, რაც თქვენს შორის ჩამოყალიბდა, მაგრამ საშიში არაფერია. დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.



კურო

ჯანმრთელობა: სწორედ ის დროა, კუნთების გამაგრებაზე ზრუნვა დაიწყოთ. უახლოეს ხანებში მათ დიდი დატვირთვა ელით, ამიტომ ეცადეთ, მაქსიმალურად გააძლიეროთ.
კარიერა: შესაძლოა, ფიქრობთ, რომ თქვენი ამჟამინდელი სამუშაო უინტერესოა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას არ გაძლევთ, მაგრამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. მალე დარწმუნდებით, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.
სიყვარული: ჩვეულებრივი და სხვებისგან არაფრით განსხვავებული დღეა, ამიტომ წინასწარ განეწყვეთ, რომ განსაკუთრებული არაფერი მოხდება. ასეთ შემთხვევაში საღამოს ნაკლებად იმედგაცრუებული იქნებით და თქვენს მეორე ნახევარზე ნაკლებ ბრაზს გადმოანთხევთ. ის ნამდვილად არ არის დამნაშავე იმაში, რომ უმიზეზოდ მოიწყინეთ.



ტყუპები
ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება, თუ დღის განმავლობაში რამდენჯერმე სუნთქვითი ვარჯიშებით დაკავდებით. მალე შეამჩნევთ, რომ უკეთ აზროვნებთ და კარგად ახდენთ სამუშაოზე კონცენტრირებას.
კარიერა: სამსახურში დიდი დატვირთვა გელით, ამიტომ დღის ბოლოს ოფისიდან საკაცით რომ არ გაგიტანონ, შეეცადეთ, სამუშაო გრაფიკი გონივრულად დაგეგმოთ. პერიოდულად, ერთი სახის სამუშაო მეორით ჩაანაცვლეთ და რაც მთავარია, თანამშრომლებთან კონფლიქტს ერიდეთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის მიმართ საკუთარ გრძნობებში ეჭვი თუ შეგეპარათ (ხვალ შესაძლებელია, ასეც მოხდეს) ჩამოიღეთ თაროდან სასიყვარულო რომანი, რომელსაც წელიწადში რამდენჯერმე კითხულობდით და ნახავთ, რამდენი რამე წერია თქვენზე. ამის შემდეგაც ეჭვი გეპარებათ?



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: 
კუჭთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ამ დღეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილური იქნება. თუ ასეთ პრობლემებს ადრეც შეუწუხებიხართ, ჯობს, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ. საშიში არაფერია, თუმცა მაინც...
კარიერა: ხვალ მაცდურ ფინანსურ შეთავაზებაზე უარის თქმა არ ღირს. თუ საქმიანი შეხვედრა გაქვთ დაგეგმილი, თავდაჯერებული წადით. შეხვედრის შედეგები სასიამოვნოდ გაგაოცებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელშეკრულების დადებასაც  მოახერხებთ.
სიყვარული: თქვენი „გულის ვარდი“ კრიტიკულად არის განწყობილი თქვენ მიმართ - ყველა თქვენს სიტყვას უკირკიტებს, ქვეტექსტებს ეძებს, გრამატიკულ შეცდომებს გისწორებთ და ა.შ. რას იზამთ, ამასთან შეგუება მოგიწევთ.



ლომი
ჯანმრთელობა: 
თქვენი კანი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩება მასზე გამოჩენილი მზრუნველობით. ამის გაკეთება კი აუცილებლად მოგიწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემებს თავიდან ვერ აიცილებთ.
ბიზნესი: ხვალ ახლობლებისა და ნათესავების რჩევის გათვალისწინება მიზანშეწონილი არაა. მაშინაც კი, თუ თეორიულად, კარგი რჩევის მოცემა შეუძლიათ. შეეცადეთ, საკუთარი პრობლემებით სხვები არ შეაწუხოთ და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ.
სიყვარული: პირად ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებებისთვის ხელსაყრელი დღეა. სწორედ ამ დღეს თქვენ თქვენ დაიწყებთ, დაამთავრებთ ან განაახლებთ ურთიერთობას იმ ადამიანებთან, რომლებიც, თქვენი აზრით, ამას იმსახურებენ.


ქალწული 
ჯანმრთელობა: ხვალ გაცივების დიდი შანსი გაქვთ, ამიტომ ერიდეთ ორპირ ქარსა და გრიგალში სეირნობას.
კარიერა: შეეცადეთ, ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირველივე იდეა, რაც თავში მოგივათ, წარმატებული იყოს. დაჯექით, იფიქრეთ, ყველა დეტალი გაითვალისწინეთ და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღეთ. ასეთი სიფრთხილე და წინდახედულება თქვენს საქმეს მხოლოდ წაადგება.
სიყვარული: ნუ იქნებით საკუთარ თავში მეტისმეტად დაჯერებული. პირად ცხოვრებაში კიდევ ბევრი აუხსნელი და გაუთვალისწინებელი შემთხვევა გელით. ყოველი შემთხვევისთვის, ეცადეთ, ბედისწერის ნებისმიერ გამოწვევას მომზადებული შეხვდეთ.



სასწორი
 
ჯანმრთელობა: 
მოიშორეთ ყველა ეჭვი და შიში. თუ არ იზარმაცებთ და ყველაფერს ეჭვით არ შეხედავთ, ხვალ ყველაფერი გამოგივათ.
კარიერა: დამქანცველი სამუშაო გელით, რაც შეაფერხებს შემოქმედებით პროცესს და ხელს შეუშლის მნიშვნელოვანი საქმის შესრულებას. იქნებ საქმიანი ქაღალდების მოწესრიგება თანამშრომელს დაავალოთ და თქვენ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავდეთ?
სიყვარული: ამ დღეს საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი არ უნდა გქონდეთ: ის უფრო დათვურ სამსახურს გაგიწევთ, ვიდრე რეალურ დახმარებას. ასე რომ, თუ გკითხათ - „დაგეხმარო თუ ხელი არ შეგიშალო?“ მეორე ვარიანტი აირჩიეთ.



მორიელი

ჯანმრთელობა: 
შეეცადეთ, არ გადაიღალოთ, რადგან ეს, პირველ რიგში, თქვენი კუჭ-ნაწლავის მდგომარეობაზე აისახება. ხვალ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ წყლულოვანი დაავადებების მქონე მორიელებს. 
კარიერა: ხვალ თქვენთვის ყველაფერი ცხადზე უცხადესი გახდება და ყველა დავალებაში ადვილად გაერკვევით, თუმცა სიცხადე სამუშაოს შესრულების სირთულეს არ შეამსუბუქებს. არ იდარდოთ, თქვენისთანა გამოცდილი თანამშრომელი ნებისმიერი სირთულის სამუშაოს ადვილად დაძლევს.  
სიყვარული: თქვენი სიყვარული არც კი ეჭვობს, რომ მისი ცხოვრების გასალამაზებლად და გასამხიარულებლად რაღაცას გეგმავთ. თუ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით ჩაივლის, შესაძლოა,  გაცვლითი სიურპრიზი გამოგივიდეთ.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: 
მაშინაც კი, თუ ადრე მსგავსი პრობლემა არ გქონიათ, შეიძლება ხვალ მტვერზე ალერგიული რეაქცია გქონდეთ. შეეცადეთ, სახლში საფუძვლიანი წმენდა ჩაატაროთ და სწორად იკვებოთ.
კარიერა: ყველა პარამეტრით, წარმატებული დღე გაქვთ. ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებთ, საქმიანი მოლაპარაკება იქნება თუ სამსახურებრივი მივლინება, წარმატებით დასრულდება. გამოიყენეთ შანსი - ხვალ შეიძლება ბევრი კარგი საქმე დაიწყოთ, რაც შედეგს მოგვიანებით მოგცემთ.  
სიყვარული: ხვალ თქვენს სიყვარულთან უჩვეულო და არაორდინარული ურთიერთობის სურვილი გაგიჩნდებათ. მას კი, პირიქით, თქვენ გარდა არავინ და არაფერი აინტერესებს. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, მოგიწევთ, ერთად გამონახოთ „ოქროს შუალედი“. ვარსკვლავების თქმით, ის არსებობს.



თხის რქა

ჯანმრთელობა: 
სავარაუდოდ, ძილთან დაკავშირებული პრობლემები თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, ამიტომ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საფუძვლიანად გამოიძინოთ.
კარიერა: ხვალ თქვენს კოლეგებთან ურთიერთობა მთლიანად უფროსთან თქვენს ურთიერთობაზე - შექებასა თუ გაბრაზებაზე იქნება დამოკიდებული. ამაში მალე თავადაც დარწმუნდებით.
სიყვარული: ვარსკვლავები დარწმუნებული არიან, რომ ხვალ თქვენი ოცნების ადამიანთან შეხვედრის შანსი თითქმის არ არსებობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარეთ გასვლის დროს ცუდად უნდა გამოიყურებოდეთ, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ქუჩაში მყოფ საპირისპირო სქესის ყველა წარმომადგენელს გამომწვევად უღიმოდეთ.



მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ
 შეიძლება კუჭთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ. სიტუაცია კონტროლიდან რომ არ გამოვიდეს, გირჩევთ, გასტროენტეროლოგს მიმართოთ. 
კარიერა: ადამიანებს, რომლებიც თქვენგან ამას ვერ წარმოიდგენდნენ, მოულოდნელი საქციელით გააოცებთ. მთავარია, მათ შორის არ იყვნენ თანამშრომლები ან საქმიანი პარტნიორები, თორემ ამან შეიძლება სამსახურში რამდენიმე დღე გაგიფუჭოთ. 
სიყვარული: სრულიად მოულოდნელად, თქვენს სიყვარულს თქვენთვის სიამოვნების მინიჭების დაუძლეველი სურვილი გაუჩნდება და ამის განხორციელებაც გამოუვა, თუ ზედმეტი კითხვებით და სახლში დროზე ადრე დაბრუნებით ხელს არ შეუშლით.



თევზები
ჯანმრთელობა: 
თევზებს ვურჩევთ, თვალი ადევნონ არტერიული წნევას. გაითვალისწინეთ, რომ ხვალ ფიზიკური აქტივობებით ორგანიზმის გადატვირთვა არასასურველია.
კარიერა: ფულის დაბანდების ან მსხვილი შენაძენის თვალსაზრისით არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ ყველა საქმე, რომელიც დიდი ფულის ხარჯვას უკავშირდება, სამომავლოდ გადადოთ და სამსახურებრივი საბუთების მოწესრიგებაზე იზრუნოთ.
სიყვარული: ეს დღე საყვარელი ადამიანის გაჯანსაღებაზე ზრუნვას დაუთმეთ. ესაუბრეთ დილის გარბენის სიკეთეებზე  და აიძულეთ, კონტრასტული შხაპი მიიღოს. ყველაზე უკეთესი იქნება, თუ ჯანსაღი ცხოვრების მაგალითს თავად მისცემთ. ბოლოს და ბოლოს, თქვენი ტანდემის ბედნიერი თანაცხოვრებისთვის თქვენი ჯანმრთელობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?