16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ეცადეთ, სახლიდან შორს არ წახვიდეთ, თუმცა თუ მგზავრობა გადაუდებელია, თან იქონიეთ თქვენი წამლების კომპლექტი - ყველაფერი, რაც შეიძლება გზაში დაგჭირდეთ. 
კარიერა: ხვალ შეიტყობთ, რომ მალე მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით. პანიკაში ნუ ჩავარდებით და ყველა საქმეს ნუ მიატოვებთ, რათა ამ შეხვედრისთვის დაიწყოთ მზადება. გამოყავით გარკვეული დრო მხოლოდ ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის მოსამზადებლად და მშვიდად დაგეგმეთ სასაუბრო თემები. 
სიყვარული: თქვენი ბედნიერება ძალიან ახლოსაა. უბრალოდ, უნდა შეძლოთ მისი დანახვა!


 


კურო
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, წნევის სწრაფმა ცვლილებამ შეგაწუხოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დაავადებასთან გამკლავება წამლების გარეშე შეძლოთ.
კარიერა: მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, რომელიც კარიერული სიმაღლეების დაპყრობაში დაგეხმარებათ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენთვის გადაშლილი წიგნია. ყოველთვის წინასწარ იცით, რას მოიმოქმედებს, რას იფიქრებს და უკვე მოსაწყენი ხდება თქვენთვის ეს ურთიერთობა. თუმცა სხვა მხრიდან შეხედეთ ვითარებას. წინ არასასიამოვნო სიურპრიზები არ გელოდებათ. ნუთუ ეს არ არის ბედნიერება?


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: თვითნებურად ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან. 
კარიერა: ნუ მისცემთ ყველას უფლებას, თქვენი კეთილგანწყობით ისარგებლოს. თავდაპირველად გააკეთეთ ის, რაც თქვენთვისაა მნიშვნელოვანი და შემდეგ იზრუნეთ სხვებით თხოვნების შესრულებაზე. 
სიყვარული: ხვალ იმისთვის, რომ თქვენი საყვარელი ადამიანის გული მოიგოთ, საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა იყოთ. სულ მცირე ეჭვი თქვენს ძალებში და ოცნებას დაემშვიდობეთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, თავისუფალი დრო წყლის პროცედურებს დაუთმოთ. იზრუნეთ, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ აბაზანაში. 
კარიერა: თუ ვინმე ეცდება, დანაშაული თქვენ დაგაბრალოთ, არ დაიბნეთ, დაიცავით საკუთარი თავი და თქვენი ინტერესები!
სიყვარული: რაც არ უნდა გააკეთოს თქვენმა საყვარელმა ადამიანმა, არასწორად მოგეჩვენებათ. ეცადეთ, ტაქტიანად და რბილად უთხრათ მას ამის შესახებ და პატარა გაუგებრობა დიდ დაპირისპირებად არ აქციოთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: თქვენს ფიზიკურ მომზადებაზე თქვენი ცხოვრების მჯდომარე წესი ცუდად მოქმედებს. ასე რომ, კარგი იქნება, კუნთებს თუ გაავარჯიშებთ. 
კარიერა: ხვალ ეცადეთ, მოსაწყენი საქმეები მალევე მოიშოროთ, რათა ბევრი დრო დაგრჩეთ იმ საქმისთვის, რომელიც რეალურად გაინტერესებთ.
სიყვარული: თუ მოგეჩვენათ, რომ ადამიანი, რომელმაც თქვენი ინტერესი დაიმსახურა თქვენზე ბევრად პატარა, ან პირიქით - უფროსია, არ ღირს ამის გამო მის გაცნობაზე უარის თქმა. პირველ რიგში - გარეგნობა მატყუარაა, მეორეც - ბიოლოგიური ასაკი სულიერ ასაკს ყოველთვის არ შეესაბამება.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: ეცადეთ, ხვალ ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი პროდუქტები მიირთვათ. მაგალითად, ორაგული, ლოსოსი ან ავოკადო. ეს დადებითად აისახება თქვენი გულის მუშაობაზე და ამასთანავე, ძალიან გემრიელიცაა.
კარიერა: შესაძლოა, რამდენიმე დაგეგმილი ღონისძიების გადადება მოგიწიოთ. არჩევანის გაკეთება რთული იქნება, თუმცა ყველა პროექტი პერსპექტივის კუთხიდან უნდა შეაფასოთ და თქვენ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. 
სიყვარული: დრო თქვენს საყვარელ ადამიანთან ხვალ აუცილებლად უნდა გაატაროთ. ერთად ჩაერთეთ რაიმე სახის თამაშში, ერთად დაიტვირთეთ, რათა შემდეგ ერთადვე დაისვენოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ დეტალს: ნერვულ გაღიზიანებას, კანის დაზიანებას, სუნთქვის გაძნელებას, წელის ტკივილს - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 
კარიერა: ხვალ უფროსი თაობის წარმომადგენლის რჩევა დაგჭირდებათ, რაც სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებაში დაგეხმარებათ და თავიდან აგაცილებთ ზედმეტ ფიზიკურ თუ გონებრივ შრომას. 
სიყვარული: თუ აქამდე დაპირება, რომელიც თქვენს მეორე ნახევარს ცოტა ხნის წინ მიეცით, შეუსრულებელი გეჩვენებოდათ, დღეს სიტუაციას სხვა მხრიდან დაინახავთ და წარმატებასაც მიაღწევთ მისი რეალიზების პროცესში.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: შეეცადეთ, პოზიტიური ტალღა დღის განმავლობაში შეინარჩუნოთ. ასე თქვენი ორგანიზმიც პოზიტიურად განეწყობა და არანაირი პრობლემა არ შეგაწუხებთ. 
კარიერა: ხვალ საქმე თავზე საყრელად გექნებათ, ბევრი რამის მოსწრება მოგინდებათ, თუმცა მთავარია, თავდაპირველად თქვენი პირდაპირი მოვალეობები შეასრულოთ და დანარჩენისთვის დარჩენილი დრო გადაანაწილოთ. 
სიყვარული: თქვენ და თქვენმა მეორე ნახევარმა ერთი დღით როლები უნდა გაცვალოთ. მიეცით უფლება, ხვალ მან გადაწყვიტოს ყველა თქვენი ქმედება და თქვენ დინჯად დაემორჩილეთ. ასე მიხვდებით, რა რთულია თქვენთან ერთად ცხოვრება.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: დიდი შანსია, რომ ხვალ დაწყებული მკურნალობა წარმატებული აღმოჩნდეს და ძალიან მალე დადებით შედეგს მიაღწიოთ. ასე რომ, თუ რაიმე გაქვთ დაგეგმილი, გადადება არ ღირს. 
კარიერა: ხვალ ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. პრობლემებთან გამკლავებას თავადაც მარტივად შეძლებთ და არავის რჩევა და მითითება თქვენი საქმის წარმატებით შესასრულებლად არ დაგჭირდებათ. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის ქმედებები თქვენთვის არაპროგნოზირებადი იქნება. ამან შეიძლება ცოტა დაგაბნიოთ კიდეც, თუმცა სხვა გზა არ გაქვთ - სიტუაციის თქვენს სასიკეთოდ შემობრუნებას უნდა დაელოდოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ სწორ კვებას. თუ არ ხართ დარწმუნებული პროდუქტის სარგებელში, საერთოდ ნუ შეჭამთ - ასე უფრო სწორი იქნება. 
კარიერა: ხვალ შემოქმედებითი მუშაობის საშუალება გექნებათ. შანსი უნდა გამოიყენოთ და ყველას დაანახოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
სიყვარული: პრობლემის გადაჭრას მხოლოდ მაშინ მოახერხებთ, თუ კონკრეტულ მიზანს დაისახავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფუჭად გადაყრილი დრო შეგრჩებათ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ წარმატებული იქნება კანის ნებისმიერი სახის დაავადების მკურნალობა. შესაძლოა, სრულად ვერ განიკურნოთ, თუმცა უკეთესობას აუცილებლად იგრძნობთ. 
კარიერა: რა თქმა უნდა, რისკავთ და ვერავინ შეძლებს ზუსტად იმის პროგნოზირებას, რა მოხდება 2-3 წლის შემდეგ. თუმცა, თუ დარწმუნებული ხართ თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში, ნურავის მისცემთ უფლებას, გადაგაფიქრებინოთ. 
სიყვარული: თქვენი მეორე ნახევრის ქცევა დაგაბნევთ, თუმცა მთავარია, თქვენი სტრატეგია არ შეცვალოთ და ჩანაფიქრის განხორციელებას აუცილებლად შეძლებთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: არაკვალიფიციურ სპეციალისტებს თქვენს ჯანმრთელობას ნუ ანდობთ. თუ ამა თუ იმ ექიმის კომპეტენციაში ეჭვი შეგეპარებათ, სხვა მკურნალი მოძებნეთ. 
კარიერა: ფინანსური საკითხები - სტაბილური, პროფესიული საქმეები წარმატებული იქნება. ვარსკვლავები ყველა გაგებით ბედნიერ დღეს გიწინასწარმეტყველებენ. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანებს თქვენ მიერ დასახული პრიორიტეტები შესაძლოა, არ მოეწონოს. მოუსმინეთ მის რჩევებს და გადააფასეთ თქვენი არჩეული გზები. იქნებ აზრი შეიცვალოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?