17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

16 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ ენერგიას დაზოგავთ და ქანცის გაწყვეტამდე არ იმუშავებთ. გახსოვდეთ, რომ გადაღლილობამ შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ.
კარიერა: ხვალ განსაკუთრებული თავდაჭერილობა გმართებთ. სიტყვები შეარჩიეთ მათთან ურთიერთობისას, ვისგანაც რაღაცას ელით. ნებისმიერმა გაუფრთხილებელმა სიტყვამ შეიძლება ყველა საქმიანი ურთიერთობა გააფუჭოს.
სიყვარული: ხვალ ეჭვიანობა დაგტანჯავთ. ისეთი განცდა გექნებათ, რომ საყვარელმა ადამიანმა გიღალატათ ან ღალატს აპირებს. დაფიქრდით, რითაა ეს განცდა გამოწვეული? მას არ ენდობით, საკუთარი შესაძლებლობები გაეჭვებთ თუ ამის დამადასტურებელი ფაქტები გაქვთ? იქნებ არც ღირს სისულელის გამო ნერვიულობა?


 


კურო
ჯანმრთელობა: კუროების ექსტრავაგანტურობა შესაძლოა, ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდეს. მაგალითად, გრძელი ფეხების ან ღრმა დეკოლტეს დემონსტრირების სურვილმა შეიძლება გაცივებამდე მიგიყვანოთ.  
კარიერა: გაიხსენეთ, ბოლოს როდის იყავით საყვარელ ადამიანთან ერთად სასეირნოდ? თუ გაგიჭირდათ, ეს საღამო აუცილებლად მასთან ერთად უნდა გაატაროთ. გადადეთ სამსახურებრივი საქმეები და რესტორანში მაგიდა შეუკვეთეთ ან თეატრის ბილეთები იყიდეთ. სამსახურიდან რომ არ შეგაწუხონ, მობილურის გამორთვა არ დაგავიწყდეთ.


სიყვარული: ამ დღეს თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება იმ პირობების მიღება, რომელსაც სთავაზობთ. სამწუხაროდ, მისგან არც ჯადოსნური პრინცესა და არც თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი არ გამოვა, სამაგიეროდ გამოვა ადამიანი, რომელიც გიყვართ და რომელსაც უზომოდ უყვარხართ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
გირჩევთ, დიდი რაოდენობით ციტრუსების მირთმევისგან თავი შეიკავოთ. ციტრუსი შეიცავს მჟავას, რომელმაც შეიძლება კუჭი გაგიღიზიანოთ. შეცვალეთ ციტრუსები ვიტამინი „C“-ს შემცველობის სხვა ხილით.
კარიერა: ამჟამად საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმყოფებით, რაც ლოგიკურია. როგორც კი რაიმე ღონისძიების ორგანიზებას გავალებენ, მაშინვე ახალი ძალითა და ენერგიით ივსებით. იქნებ საქმიანობის შეცვლაზე იფიქროთ?სიყვარული: როგორც არ უნდა დაგამწუხროთ ამის მოსმენამ, ფაქტია, რომ თქვენი გულის ვარდს, თქვენ გარდა, უამრავი ინტერესი აქვს და ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. ეჭვიანობა არაფერს მოგცემთ. უკეთესი იქნება, თუ ისეთს მიიღებთ, როგორიც არის და ჰარმონიულად შეეწყობით მისი ცხოვრების სტილს.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: 
ამინდის ცვალებადობის გამო, შესაძლოა, კირჩხიბებს წნევასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ, ამიტომ გირჩევთ, არ გადაიტვირთოთ და შეძლებისდაგვარად ადრე დაწვეთ დასაძინებლად.
კარიერა: საქმიანი გადაწყვეტილების მიღების დროს, ნაკლებად გაითვალისწინეთ სხვისი აზრი, რადგან ეს თქვენს საქმიანობაზე უარყოფითად აისახება და თქვენი გადაწყვეტილება არაორიგინალური და არაკონკურენტუნარიანი იქნება. ეცადეთ, არ დაუშვათ მოვლენების ამგვარი განვითარება.
სიყვარული: შესაძლოა, თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს სერიოზული პრობლემები შეგექმნათ. იმის ნაცვლად, რომ პრობლემები დამოუკიდებლად გადაჭრათ, დახმარებისთვის მეგობრებსა და ახლობლებს მიმართავთ. შესაძლოა, ეს კარგი იდეაა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენი მისაღებია.


 


ლომი
ჯანმრთელობა: ხვალ
 თქვენი ჯანმრთელობა მთლიანად თქვენს გუნება-განწყობილებაზეა დამოკიდებული, ამიტომ ეცადეთ, დღის განმავლობაში მხიარული განწყობა შეინარჩუნოთ. ნუ გაიხსენებთ სევდიან ისტორიებს წარსულიდან. ეს ხომ არც ისე ძნელია.
ბიზნესი: ხვალ ვარსკვლავები კარგად დასვენებას გირჩევენ, რადგან ნაყოფიერი და გააზრებული მუშაობა მაინც არ გამოგივათ.
სიყვარული: იცხოვრო სხვებისთვის, შესანიშნავი საქმიანობაა, მაგრამ საკუთარი თავის დავიწყებაც არ ღირს. თუ ამ დღეს საყვარელი ადამიანისთვის ათასი გმირობის ჩადენას აპირებთ, რამდენიმე საკუთარი თავისთვისაც შემოინახეთ. ეს მხოლოდ სიამოვნებას მოგგვრით.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
თქვენი თმები იმდენად დასუსტებულია, რომ ხვალ შეღებვას ან ქიმიურ დახვევას არ გირჩევთ. გამოიყენეთ თქმის დამცავი სპეციალური საშუალებები და შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მზეზე ყოფნას.
კარიერა: თქვენი მატერიალური მდგომარეობა შესაძლებელია ახლობლების დახმარებით გაუმჯობესდეს. ყურადღება მიაქციეთ წვრილმან ხარჯებს, რადგან შესაძლოა, მათი რაოდენობა იმდენად დიდი აღმოჩნდეს, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად დააზარალოს.
სიყვარული: გახსოვდეთ, რომ ხვალინდელ ქათამს დღევანდელი კვერცხი სჯობს, ამიტომ არარეალურსა და მიუწვდომელს ნუ გამოეკიდებით. შესაძლოა, მისი დაჭერით უმცირესი შანსი არსებობს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია თავდაჯერებულობა და საკუთარი ძალების რწმენა.


 


სასწორი 
ჯანმრთელობა: 
ვირუსული დაავადების მქონე სასწორების საქმე გაუმჯობესებისკენ წავა, თუმცა მკურნალობის დასრულება ჯერ ადრეა. მოსალოდნელი გართულებები რომ თავიდან აიცილოთ, მკურნალობის კურსი ბოლომდე უნდა მიიყვანოთ.
კარიერა: ხვალ რთული არჩევანის გაკეთება გელით: რა სჯობს, კარგი ადამიანი იყოთ თუ კარგი ხელმძღვანელი? თქვენი პიროვნების ეს ორი მახასიათებელი ერთმანეთთან ისეთ წინააღმდეგობაში მოვა, რომ თქვენი მცდელობის მიუხედავად, კომპრომისის მოძიება გაგიჭირდებათ. 
სიყვარული: ხვალ მთელი არსებით იგრძნობთ, როგორი ახლობელი, ძვირფასი და აუცილებელია თქვენი საყვარელი ადამიანი და როგორი ცარიელი იქნებოდა მის გარეშე თქვენი ცხოვრება. არ დაგავიწყდეთ მისთვის ამის თქმა და მადლობა მოუხადეთ, რომ სინათლე შემოიტანა თქვენს სულში.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: 
თქვენი ჯანმრთელობა სრულ წესრიგშია, ამიტომ მხოლოდ გამაჯანსაღებელი პროცედურები გჭირდებათ. ნუ დაიზარებთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით. 
კარიერა: ფრთხილად იყავით. თქვენი მცდელობა, საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ თავი, წარუმატებლად დასრულდება. უკეთესი იქნება, თუ საკუთარ ამბიციებს მოთოკავთ. ამის გარდა, კონკურენტთან ურთიერთობის გაუარესებაზეც იფიქრეთ, რადგან ცუდი მშვიდობა კარგ ომს სჯობია. 
სიყვარული: დღე, რომელსაც დიდხანს ელოდით, მოახლოვდა, ამიტომ ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ. ფიქრებით უკვე საოცნებო ადგილზე ხართ. გირჩევთ, რეალობას დაუბრუნდეთ და საყვარელ ადამიანს გაუღიმოთ, რომელიც თქვენგან ამას ელის.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ხვალ
 შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ, თუმცა თქვენი მცდელობა, ვითარება გამოასწოროთ, უშედეგოდ არ ჩაივლის და მალე ჩვეულ ფორმაში დაბრუნებას შეძლებთ. 
კარიერა: ხვალ, სანამ მუშაობას შეუდგებით, ძალების მოკრება მოგიწევთ. გაითვალისწინეთ, რომ წინ რთული კვირაა, ამიტომ დიდი ძალისხმევა გელით.
სიყვარული: კარგად დაიმახსოვრეთ ყველაფერი, რაც ხვალ თავს გადაგხდებათ. დადგება დღე, როცა თქვენს შვილს ან შვილიშვილს ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაუზიარებთ. სწორედ ამაში გამოგადგებათ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღე მოგიტანთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: ხვალ
 მკურნალობის კურსის შეცვლას არ გირჩევთ. ჯერჯერობით ისე უნდა გააგრძელოთ, როგორც აქამდე, მომდევნო კვირისთვის კი შეგიძლიათ, კორექტივების შეტანაზეც იფიქროთ. 
კარიერა: ხვალ ვითარება ისე შეიცვლება, რომ საქმე, რომლის მოგვარებასაც ამდენი ხანი ცდილობთ, მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, თქვენ გარდა, ამას სხვები ვერც ხვდებიან, თუმცა ეს საქმის ვითარებას არ შეცვლის. ეცადეთ, ნდობა გაამართლოთ.
სიყვარული: თქვენი სიყვარული ბანქოს ქაღალდისგან აშენებულ სახლს წააგავს, რომელიც ქარის წამოქროლებაზე დაინგრევა. ეცადეთ, თქვენი ერთობლივი ცხოვრება უფრო მყარი და საიმედო გახადოთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
დიდი მოთმინება გჭირდებათ, რადგან მკურნალობა ისეთ სწრაფ შედეგს ვერ მოგცემთ, როგორსაც ელოდით. თავი ხელში აიყვანეთ და ექიმის რეკომენდაციებს მიჰყევით.  
კარიერა: მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი დღე თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო არაა, ის გაცილებით მშვიდი და ზომიერია, ვიდრე გუშინდელი ან გუშინწინდელი, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და ცხოვრებით დატკბეთ. 
სიყვარული: ხვალ მიხვდებით, რამდენად უპასუხისმგებლოდ ეპყრობით საკუთარ ცხოვრებას და ძალიან მოგინდებათ, რამე შეცვალოთ. გაითვალისწინეთ, რომ ცვლილებები არავითარ შედეგს არ მოგცემთ, თუ საყვარელ ადამიანს არ დაეკითხეთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: 
მოერიდეთ სერიოზულ სტრესსა და დატვირთვებს. არავითარი ექსტრემი და გამძლეობის გამოცდა. ხვალ საკუთარ თავს ისე უნდა გაუფრთხილდეთ, როგორც უძვირფასეს განძს. 
კარიერა: ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები გაწუხებთ? შესანიშნავია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე თქვენთვის მნიშვნელოვანია. შესაძლოა, სულიერი დისკომფორტი თქვენი შრომის ეფექტურობაზე აისახოს, თუმცა სამომავლოდ, აუცილებლად გამოგადგებათ. 
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს რაიმე თავგადასავალში ან ავანტიურაში მონაწილეობა მოუნდება. ორი არჩევანი გაქვთ: იდეა მოუწონოთ ან ხელი არ შეუშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩხუბს თავიდან ვერ აიცილებთ, რაც ამ ეტაპზე სრულიად არ გჭირდებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?