21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

20 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: მკვეთრი ცვლილებები თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. თუკი ცვლილებებს ოდნავ გაამარტივებთ, მაგალითად, კომპიუტერს ერთი ადგილიდან მეორეზე გადადგამთ, სუნთქვა გაცილებით გაგიადვილდებათ, რადგან გადაადგილების პროცესში, როგორც იქნა, კომპიუტერს მტვრისგან გაწმენდთ.
კარიერა: ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. ფანქრის არჩევის დროსაც კი, დაფიქრდით  ტაქტიანობაზე, პოლიტიკურობაზე და თქვენი ქმედების გამჭრიახობაზე. არასწორი დასკვნების გამოტანა ყველაფრიდან შესაძლებელია.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანი დიდხანს მოგიყვებათ საკუთარი ღირსებების შესახებ. მისი მონაყოლი თქვენში აღფრთოვანებას არ გამოიწვევს, მაგრამ ნუ ენდობით პირველად განცდებს. შესაძლოა, მოგვიანებით, რომელიმე ინტერესმა მაინც გაიღვიძოს თქვენში.



კურო

ჯანმრთელობა: შეეცადეთ, ტკბილეული ძალიან მცირე რაოდენობით მიირთვათ და მაქსიმალურად შეზღუდოთ საკუთარი თავი გემრიელობებისგან. ვარსკვლავები გირჩევენ, მენიუში უპირატესობა ხილის ნაწილს მიანიჭოთ.
კარიერა: თუკი სამსახურში რაღაც ისე არ გამოგივათ, როგორც საჭიროა, ტყუილად ნუ აღელდებით. ალბათ, უბრალოდ, არ გაამახვილეთ ყურადღება პრობლემის ყველა ასპექტზე. თუკი კონტრაქტი არ გაგიგრძელდათ, ხოლო ხელმძღვანელი უკმაყოფილოა - ეს, შესაძლოა, უკეთესობისკენ იყოს. დრო ყველაფერს გიჩვენებთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანთან განსაკუთრებულ სიახლოვეს იგრძნობთ. ის ნამდვილად განუყოფელი ნაწილი გახდება თქვენთვის. მის გარეშე სუნთქვასა და ცხოვრებას ვერ შეძლებთ. გრძნობა შესანიშნავია, მაგრამ დაფიქრდით, იქნებ ამ ყველაფერმა თქვენი რჩეული ზედმეტად დატვირთოს?



ტყუპები
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ ყურადღება მიაქციოთ თავის კანს. იქნებ, ისეთი შამპუნი შეიძინოთ, რომელიც თავის კანის დარბილებასა და დატენიანებაში დაგეხმარებათ?
კარიერა: როგორც არ უნდა თანაუგრძნობდეთ თქვენს კოლეგას, ნუ მისცემთ მას უფლებას, საკუთარი საქმეები თქვენს ხარჯზე აკეთოს. დაეხმარეთ, როგორც შეძლებთ, მაგრამ ზედმეტის უფლება არც მას და არც საკუთარ თავს არ მისცეთ. რაც შეეხება ფინანსურ საქმეებს, საფონდო ბაზარზე  თამაში წარმატებული იქნება და აქციის პაკეტებსაც შეიძენთ.
სიყვარული: ხვალინდელ დღეს საყვარელ ადამიანთან გაატარებთ, თუმცა არა საუბარში, არამედ სიჩუმეში. ეს საუბრის საშუალებას მისცემს თქვენს თვალებს, ხელებსა და სულს. დასხედით სიჩუმეში თუნდაც რამდენიმე წუთით და შეიგრძენით ნამდვილი სიმშვიდე.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ნუ გამორიცხავთ  რაციონიდან ცხიმებს. მათი მიღება ხვალ თქვენთვის ზიანის მომტანი ნამდვილად არ იქნება. პირიქით, ცხიმების მიღება თქვენი ორგანიზმისთვის სავსებით სასარგებლო და აუცილებელია. თუმცა, სასარგებლო და აუცილებელი არ ნიშნავს იმას, რომ საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე  მხოლოდ ლორი მიირთვათ.
კარიერა: თქვენს ირგვლივ რაღაც შეიცვალა და თქვენ  ვერ იგებთ, როგორ შეეგუოთ ამ ცვლილებებს? ეს ნიშნავს, რომ ჯერ ადრეა - დაიცადეთ, სანამ ცვლილებები აშკარა გახდება.
სიყვარული:
კირჩხიბები თავიანთი ფინანსური მდგომარეობით შეეცდებიან, ოჯახის წევრებს თავი შეაცოდონ, რაც სერიოზული არეულობის მიზეზი გახდება. თავის შეცოდებას, უმჯობესია, იფიქროთ, როგორ გადაწყვიტოთ ფულთან დაკავშირებული პრობლემები. სხვათა შორის, აზრიანი იდეის მოფიქრების შანსი ნამდვილად გაქვთ. კარგად დაფიქრდით.



ლომი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ხვალ დიდი შანსია, თქვენს ორგანიზმში ალერგიული ფონი წარმოიშვას. ეცადეთ, გაარკვიოთ, კონკრეტულად რაზე გაქვთ ალერგია და მისგან თავი შორს დაიჭიროთ.
კარიერა:
იყავით უფრო მეტად კომუნიკაბელური. ხვალ დიდი შანსია, მუდმივი და ღირებული მომხმარებელი იპოვოთ, რომელიც თქვენს კომპანიას დიდ სარგებელს მოუტანს.
სიყვარული:
ხვალ დიდი პრობლემისა და რთული  პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდებით. მათთან გამკლავებაში ვერავინ დაგეხმარებათ. საკითხების გადაჭრა დამოუკიდებლად მოგიწევთ. სამწუხაროდ, პირადი ცხოვრებაც არ იქნება გამონაკლისი და გარკვეულ სირთულეებს აქაც უნდა ელოდოთ.



ქალწული
ჯანმრთელობა:
თქვენი სხეულისთვის მასაჟი აუცილებელია. ხვალ განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდება ტერფების, კისრისა და ზურგის მასაჟი. თუკი იგრძნობთ, რომ კიდევ, დამატებით რაიმე გჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ, უამბოთ  ამის შესახებ სპეციალისტს.
კარიერა: ხვალ შეგიძლიათ, თამამად სთხოვოთ ხელმძღვანელს ხელფასისა და თანამდებობის მომატების შესახებ. შეგიძლიათ, ციდან ვარსკვლავის მოწყვეტაც სთხოვოთ. იმისთვის, რომ სურვილები შეგისრულდეთ, ვარსკვლავები გირჩევენ, გულდასმით მოიფიქროთ, როგორ უნდა წამოიწყოთ საუბარი. დახვეწეთ მიმიკა და ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჩაცმულობას, რათა წვრილმანებშიც კი არ დაუშვათ შეცდომა.
სიყვარული:
ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს საკმაოდ გაუჭირდება იმის გაგება, რის თქმა გსურთ. ამიტომ ყოველ თქვენს გადადგმულ ნაბიჯს ის დიდ მოულოდნელობად ან არასასიამოვნო სიურპრიზად აღიქვამს. შეგიძლიათ, ისარგებლოთ მომენტით და შექმნილი  მდგომარეობა თქვენი პირადი მიზნებისთვის გამოიყენოთ.



სასწორი
ჯანმრთელობა:
თქვენს ორგანიზმს ახლა განსაკუთრებით ესაჭიროება D-ვიტამინი, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, დიდი დრო გაატაროთ მზეზე. ჩვეულებრივი გასეირნებაც კი თქვენთვის აუცილებელი ელემენტის ღირებული წყარო გახდება.
კარიერა:
გაგიჭირდებათ, საკუთარი თავი დაარწმუნოთ, რომ თქვენს საქმიანობაში ყველაფერი რიგზეა და თქვენს კარიერას საფრთხე არ ემუქრება. თავადაც მიხვდებით, რომ საკუთარ თავს ატყუებთ. იქნებ უმჯობესია, სცადოთ პრობლემების გადაწყვეტა.
სიყვარული:
მეორე ნახევართან ბევრს იკამათებთ. ჩხუბის ნიადაგზე შესაძლოა, საყვარელი ჭიქა გატეხოთ, კარი ჩამოიღოთ და ხმა წაგივიდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ,  პრობლემები მშვიდობიანი გზით მოაგვაროთ, რადგან ცუდი მშვიდობა ყოველთვის კარგ ჩხუბზე უკეთესია.



მორიელი

ჯანმრთელობა: შესაძლოა, საკუთარ თავს  თავბრუსხვევა შეამჩნიოთ. მისი გამომწვევი მიზეზი  გადაღლა ან ძლიერი ნერვული დაძაბულობა იქნება. თუკი, თავბრუსხვევა ადრეც შეგინიშნავთ, აუცილებლად მიმართეთ დასახმარებლად ექიმს.
კარიერა:
თვალი ადევნეთ სიტუაციის შეცვლას, გაითვალისწინეთ ანალიტიკოსების რჩევები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ გადაწყვეტილებები. უმჯობესია, ხვალ შექმნილი ვითარება მშვიდი და უსაფრთხო ადგილიდან აკონტროლოთ.
სიყვარული:
საყვარელ ადამიანს, თქვენი უანგაროდ დახმარების სურვილი არ ექნება. ის მტკიცედ გაუსვამს ხაზს, რაოდენ მსხვერპლზე მოუწევს წასვლა თქვენს დასახმარებლად. დაფიქრდით, ხომ არ სჯობია, დასახმარებლად სხვას მიმართოთ?



მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
შეგიძლიათ, თამამად დაგეგმოთ კოსმეტოლოგთან ვიზიტი. ასევე, ჩაიტაროთ სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. სახლის პირობებში ფრთხილად ისარგებლეთ გამწმენდი საშუალებებით. შესაძლოა, კანი გაგიღიზიანდეთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი თანხა დახარჯოთ, ვიდრე ჩვეულებრივ და შეიძინოთ კანფეტების დიდი ყუთი, მიიტანოთ ოფისში და მიირთვათ კოლეგებთან ერთად. შესაძლოა, ტკბილეულის ერთად მირთმევამ კიდევ უფრო გაგაერთიანოთ და ახალი, აქტუალური პრობლემების გადაჭრაში დაგეხმაროთ.
სიყვარული:
მოიშორეთ ეჭვები და იმოქმედეთ დასახული გეგმის მიხედვით. თუკი მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი თქვენი სიმპათიის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, ნურაფერზე დაიხევთ უკან, განსაკუთრებით ხვალ, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერი შეუწყობს  ხელს  თქვენს უპირობო გამარჯვებას.



თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ თავს აბსოლუტურად ჯანმრთელად იგრძნობთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, გაზარდოთ ფიზიკური დატვირთვა და იყოთ უფრო აქტიური. საღამოს კი არ დაგავიწყდეთ, მიიღოთ დამამშვიდებელი აბაზანა.
კარიერა:
შესაძლოა ხვალ თქვენს დირექტორზე განაწყენდეთ, რადგან, თქვენი შეხედულებით, მას შეეძლო გაეთვალისწინებინა თქვენს ცხოვრებაში არსებული სირთულეები და თქვენ მიმართ გაცილებით ლოიალური ყოფილიყო. ნუ დაელოდებით მისი მხრიდან გარკვეულ დათმობებს: პირველ რიგში, მას შესრულებული სამუშაო სჭირდება, შემდეგ კი თანამშრომლების ჯანსაღი სულიერი მდგომარეობა.
სიყვარული:
ხვალ ძალიან მოგინდებათ, საწინააღმდეგო სქესის ადამიანს თქვენი პრობლემების შესახებ ესაუბროთ. თანამოსაუბრეს ადვილად და სწრაფად იპოვით, მაგრამ არ გეშინიათ, მას თქვენთვის ყველაზე სანუკვარი ამბავი გაუზიაროთ?



მერწყული
ჯანმრთელობა:
ხვალ მერწყულებს ვარსკვლავები ურჩევენ, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც სხვადასხვა წყაროდან მიიღებენ. ნეგატიური  ამბავი თქვენს ჯანრმთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს,
კარიერა: მუშაობის პროცესში ჩაიზე ან ყავაზე შესვენება თქვენს სამუშაო ეფექტურობას ორმაგად გაზრდის. ამიტომ, ნუ მოგერიდებათ, თუნდაც, ორ საათში ერთხელ მოსწყდეთ თქვენი მოვალეობების შესრულებას მაგარი, ცხელი და შეძლებისდაგვარად, ტკბილი სითხის მიღების მიზნით.  
სიყვარული:
თქვენი საყვარელი ადამიანი ძალიან საიმედო პიროვნება აღმოჩნდება. მის გვერდით წამითაც კი არ შეგეშინდებათ, რადგან მტკიცედ დარწმუნდებით, რომ არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ. თუმცა, ზედმეტად  ნუ მოდუნდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მის გარეშე ცხოვრებას ვეღარ შეძლებთ.



თევზები
ჯანმრთელობა:
ხვალ მცირე ნერვიულობა გელით. იმისთვის, რომ რთული ცხოვრებისეული სიტუაციები  თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ აისახოს, აუცილებელია, ისწავლოთ რელაქსაციის ტექნიკა და ხშირად უნდა მიმართოთ მას.
კარიერა:
ხვალინდელი დღე სხვადასხვა უსიამოვნებებით იქნება დატვირთული, რომლებიც თავისთავად იმოქმედებს საქმიან ინტერესებსა და გრძნობებზე. მოგიწევთ მსხვერპლზე წასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემოციებთან გამკლავება, უბრალოდ, გაგიჭირდებათ. აიყვანეთ თავი ხელში - უმჯობესია, იყოთ გულგრილი, ვიდრე ტალახში ამოსვრილი.
სიყვარული: პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საყვარელი ადამიანის გამო დაგეკისრებათ, არამედ იმისთვისაც, ვინც შემთხვევით ან შეგნებულად შეგიყვარათ. თქვენი თაყვანისმცემლის დარწმუნება, რომ მისი სიყვარული აბსოლუტურად არ გჭირდებათ - ძალიან რთული დავალებაა, თუმცა, ამის გაკეთება მოგიწევთ.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?