20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

19 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ამ დღეს ვერძებს განსაკუთრებული შთაგონება და ახალი, სრულიად უნიკალური იდეები ეწვევათ. თუ ხვდებით, რომ თქვენს თავს რაღაც „ისე არაა“ და ამის გამოსწორება გინდათ, ჩამოწერეთ მოქმედების გეგმა და ხვალამდე მოიცადეთ. სავარაუდოდ, დილასვე მიხვდებით, რომ თქვენი „ბრწყინვალე იდეები“, არაფრად ვარგა. რაც უფრო ადრე, მით უკეთესია.
კარიერა: ამ დღეს ზედმეტად მფლანგველი და არარაციონალური იქნებით, ამიტომ შესაძლოა, მნიშვნელოვანი შენაძენისთვის ფული არ გეყოთ. გაითვალისწინეთ, რომ შეფისთვის პრემიის ან ფინანსური დახმარების თხოვნას აზრი არა აქვს, რადგან ამჟამად თქვენთვის არ სცალია და შეიძლება მისი რისხვა დაიმსახუროთ.
სიყვარული: თქვენს გულის ვარდს არ გაუჭირდება თქვენი დაყოლიება, რომ საღამოს ერთად გაისეირნოთ, თვალსაწიერი გაიფართოოთ და უბრალოდ, კარგი დრო გაატაროთ. მთავარია სწრაფად გადაწყვიტოთ, სად მიდიხართ, რომ ძვირფასი წუთები განსჯასა და დებატებში არ დაკარგოთ.



კურო

ჯანმრთელობა: შესაძლოა, ხვალ საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასოთ და ისეთ საქმეს შეეჭიდოთ, რაც თქვენს ძალებს აღემატება. თავადაც იცით, რით შეიძლება ეს ყველაფერი დამთავრდეს. ამიტომ არ აჩქარდებით და ნუ იძუნწებთ. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის შეიძლება გამოსავლის პოვნა.
კარიერა: ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ დღეს დროის სწორად განაწილება და პრიორიტეტების გათვლა გაგიჭირდებათ.  შეეცადეთ, ამ საქმეს თუნდაც ნახევარი საათი მიუძღვნათ, რომ მერე ზუსტი და რაციონალური გათვლების წყალობით, საათზე მეტი დაზოგოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან მიმართებაში მოულოდნელად საოცარი აღმაფრენა გეწვევათ. ის სასიამოვნოდ გაოცდება თქვენი  იდეებით, გამორჩეული კომპლიმენტებით და შესანიშნავი საჩუქრებით, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლით. მოკლედ, თუ არ იზარმაცეთ, თქვენი მცდელობა შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩება.



ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ. სამსახურში შესაძლებელია უამრავმა პრობლემამ იჩინოს თავი, რასაც საღამოს თავის ტკივილი და ცუდი განწყობა მოჰყვება, ამიტომ გირჩევთ, ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.
კარიერა: გირჩევთ, სიმტკიცე და შეუვალობა შეინარჩუნოთ საყოველთაო ქაოსში, რადგან ხვალ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დაძაბული სიტუაციის განეიტრალება. გაითვალისწინეთ, რომ ხასიათის სიმტკიცე ძალიან დაგჭირდებათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა წესრიგის დამყარებას შეუდგებით.
სიყვარული: თქვენი მობილური ტელეფონის წყალობით რომანტიკულ თავგადასავლებს უნდა ელოდოთ. შესაძლოა, რომანტიკული სმს მიიღოთ ან ვიღაც ძალიან სასიამოვნო ხმის მქონე ადამიანს ტელეფონის ნომერი შეეშალოს და თქვენთან მოხვდეს. მოკლედ, ბევრი ვარიანტია... მთავარია, ეს უნიკალური შანსი ხელიდან არ გაუშვათ.



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: 
კირჩხიბებს შეიძლება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები შეექმნათ, რომელთა მოგვარება ექიმის დახმარების გარეშე შეუძლებელია. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ  ექიმთან ვიზიტი დიდი ხნით არ გადადოთ.
კარიერა: თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დროა, რაც პირველ რიგში თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე აისახება. არ შეშინდეთ, ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა სასურველი შედეგისთვის აუცილებელი იქნება უწყვეტი და მეთოდური მუშაობა.
სიყვარული: ხვალ გაორებულობის განცდა გექნებათ. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი პარტნიორი გყავთ, ის, ვინც ქუჩაში ან მაღაზიაში შეგხვდებათ, გულგრილს ვერ დაგტოვებთ. დიდი შანსია, რომ მოულოდნელად შეგიყვარდეთ, თუმცა ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ეს ცუდი იდეა თავიდან უნდა ამოაგდოთ. თქვენი პარტნიორი თქვენთვის იმდენად შესაფერისია, რომ ბედნიერების სხვაგან ძებნა დიდი სისულელეა.



ლომი
ჯანმრთელობა: 
ლომებს ვურჩევთ, რომ ყურადღება მიაქციონ საკუთარი სახის ფერს, რომელიც ანიშნებთ, რომ რაღაც წესრიგში არაა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საკმარისი იქნება, მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში და სუფთა ჰაერზე. შედეგით მალე გაოცდებით.
ბიზნესი: ხვალ თქვენს უფროსს ძალიან დასჭირდება სამუშაო ადგილზე თქვენი ყოფნა და შრომის პროცესში მონაწილეობა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პირადი ცხოვრება და სამომავლო გეგმები ამ ეტაპზე მისთვის უინტერესოა.
სიყვარული: საყვარელი ადამიანისგან დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას უნდა ელოდოთ. ამასთან გამკლავება ძალიან გაგიჭირდებათ, თუმცა მონდომების შემთხვევაში, შეუძლებელი არაფერია. თუ ეს ვერ მოახერხეთ, თქვენი ცხოვრებისეული შეხედულებები მალე რადიკალურად შეიცვლება.



ქალწული
ჯანმრთელობა: ხვალ
 დიდი სიფრთხილე მართებთ იმ ქალწულებს, რომლებმაც აბანოში ან საუნაში ვიზიტი გადაწყვიტეს, რადგან დიდია ინფექციების ალბათობა. ჯობია, ვიზიტი სამომავლოდ გადადოთ ან შედეგების თავიდან ასაცილებლად, საუნიდან მოსვლისთანავე უსაფრთხოების ყველა ზომას მიმართოთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ ძალიან სერიოზულად არ მიუდგეთ სამსახურებრივ საქმიანობას. თქვენი შრომა მაინც ფუჭად ჩაივლის და სასიამოვნოდ დროის გატარების შანსს მაინც ნუ დაკარგავთ.
სიყვარული: ყურადღება მიაქციეთ ადამიანს, რომლის სახელიც ძალიან მოგწონთ. შეუძლებელია, ცუდ ადამიანს, რომელიც თქვენს ყურადღებას არ იმსახურებს, ასეთი სახელი ერქვას. იქნებ, სამომავლო ურთიერთობის დასაწყებად ან მყარი ტანდემის შესაქმნელად პირველი ნაბიჯების გადადგმა სცადოთ?



სასწორი

ჯანმრთელობა: შეგიძლიათ, საკვების მიღებისგან თავი არ შეიკავოთ და ყველაფერი მიირთვათ, რაც გსურთ. თქვენმა ორგანიზმმა უკეთ იცის, რა და რა დოზით სჭირდება, ამიტომ თუ ამა თუ იმ საკვებზე ალერგია არ გაქვთ, მიირთვით და ისიამოვნეთ.
კარიერა: დიდი ხანია, შვებულებაზე ოცნებობთ? გაგახარებთ, მალე თქვენი ოცნება ასრულდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ ახლავე დაიწყებთ იმაზე ფიქრს, ეს ბედნიერი პერიოდი როგორ და ვისთან ერთად გაატაროთ. კარგად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და მგზავრობა ისე დაგეგმეთ. მოემზადეთ უფროსობასთან სასაუბროდ. 
სიყვარული: სასწორებო, ამ დღეს საოჯახო საქმიანობაში მეუღლისა და შვილების დახმარების იმედი ტყუილად გაქვთ. ყველაფრის გაკეთება მარტო მოგიწევთ, რადგან შინაურები ყველაზე საჭირო დროს გავლენ სახლიდან. თუ ძალიან ბევრი საქმე გაქვთ, შეგიძლიათ, დახმარება მეზობელს სთხოვოთ. მეზობლის ქალი იქნება თუ კაცი, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია..



მორიელი

ჯანმრთელობა: 
შეეცადეთ, თავისუფალი დროის ყოველი წუთი ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმოთ, რადგან ხვალ მისი გაუმჯობესებისთვის გადადგმული ყველა ნაბიჯი ეფექტური და დაუჯერებელი შედეგის მომტანი იქნება.  
კარიერა: ნუ იდარდებთ, თუ თქვენი გეგმები არ განხორციელდა. ეს კარგი მიზეზია იმისთვის, რომ ახალი, უფრო გრანდიოზული გეგმები დაისახოთ და ამასთანავე, უკვე დაშვებული შეცდომები გაითვალისწინოთ. ამ შემთხვევაში ვარსკვლავების კეთილგანწყობა გარანტირებული გაქვთ.
სიყვარული: თქვენი გულის ვარდი თქვენ გამო რაღაც გმირობას ჩაიდენს. შესაძლოა, ცეცხლმოკიდებული სახლიდან კატა ვერ გამოიყვანოს, მაგრამ მისთვის ისეთ უსიამოვნო საქმეზე, როგორიც ჭურჭლის რეცხვა ან იატაკის მოწმენდაა, სიყვარულის სახელით წავა. ასეთი თავგანწირვა დაუფასებელი არ უნდა დარჩეს.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: 
ჯანმრთელობის თვალსაზრისით, შეიძლება ამ დღეს თქვენი დილა მშვიდობიანი არ აღმოჩნდეს, მაგრამ დღე ნამდვილად უკეთესი იქნება. შეეცადეთ, მოვლენებს მეტი ოპტიმიზმით შეხედოთ.
კარიერა: ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს ვიღაცამ დაგთარსათ, რადგან, რასაც ხელი მოკიდეთ, ყველაფერი გააფუჭეთ. ყოველი შემთხვევისთვის, ამ დღეს მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეს ნუ შეეჭიდებით. რა იცით, რა ხდება. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან უჭირს მარტივი და მისი აზრით, სრული ჭეშმარიტება აგიხსნათ. ეს მის გაღიზიანებას, ყვირილსა და ბევრ ხმაურს გამოიწვევს, თუმცა თქვენი ყურადღების გასაფანტად გამოყენებულ მანევრებს მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ და შეეცადეთ, ჭეშმარიტებას დამოუკიდებლად ჩასწვდეთ.  



თხის რქა

ჯანმრთელობა: 
შეგიძლიათ, საკუთარ თავს ცოტაოდენი ცხარე საკვების მიღების უფლება მისცეთ, თუმცა არც ასეთი საკვებისგან გამოწვეული ზიანს შესახებ უნდა დაივიწყოთ. დაიცავით ზომიერება, რადგან თქვენი ხასიათის გაუმჯობესება კულინარიული შედევრების მცირე დოზებითაც შესაძლებელია.
კარიერა: გირჩევთ, არ გაექცეთ კამათსა და გაუგებრობას. სანამ ვნებათაღელვა არ დაცხრება, ნუ ეცდებით საქმიანი შეხვედრის მომიზეზებით ოფისიდან გაქცევას. შეეცადეთ, კონფლიქტის მიზეზებში გაერკვეთ და მშვიდად დაელაპარაკეთ განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებს. ეს გაცილებით უკეთეს შედეგს მოგიტანთ. 
სიყვარული: ხვალ თქვენი სახლიდან გამოყვანა შეუძლებელია, თუმცა ის ბედნიერი, ვინც ამას მოახერხებს, მალე ძალიან ინანებს. ამიტომ თუ საყვარელ ადამიანთან შეხვედრას აპირებთ, ჯობია, თქვენთან, სახლში მოიწვიოთ. ბოლოს და ბოლოს, რა მნიშვნელობა აქვს, სად დალევთ ყავას?



მერწყული
ჯანმრთელობა: 
ხვალ მერწყულებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ფორმაში ყოფნა, ამიტომ დღე ვარჯიშით დაიწყეთ და მსუბუქი საუზმით გააგრძელეთ. დღის განმავლობაში, ორგანიზმს მოდუნების საშუალება არ მისცეთ.
კარიერა: ხვალ
 მერწყულებს მრისხანებისა და იმპულსურობის შემოტევები ექნებათ, ამიტომ ეს პრობლემების გადაჭრისთვის საუკეთესო დღე არ გახლავთ. გონივრული იქნებოდა, ყველა მნიშვნელოვანი საქმის სამომავლოდ გადადება. გაითვალისწინეთ, რომ დიდია ფინანსური დანაკარგებისა და გაქურდვის ალბათობა და ყველა ზომას მიმართეთ, რომ მოვლენების ამგვარად განვითარება თავიდან აიცილოთ.
სიყვარული: ამჟამად ვარსკვლავები განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩევიან დაუქორწინებელი მერწყულების მიმართ. ეს დღე ძალიან შესაფერისია იმისთვის, რომ ახალი რომანი წამოიწყოთ ან ძველი განაახლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მხნედ იყოთ და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ.



თევზები
ჯანმრთელობა: 
გირჩევთ, დიდი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე და ბუნებაში. თქვენს ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით კარგად აისახება ქალაქგარეთ ან დასასვენებელ პარკში გასეირნება.
კარიერა: ხელსაყრელი დღეა ახალი ინიციატივების წამოსაწყებად. ამასთანავე, სულაც არაა აუცილებელი, რომ ყველაფერი თავად მოიფიქროთ. შეგიძლიათ, საჭირო ლიტერატურა მოიძიოთ ან დახმარებისთვის გამოცდილ ხალხს მიმართოთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს წარუმატებლობის მინიმალური შანსია.
სიყვარული: ხვდებით, რომ საყვარელ ადამიანთან ხანგრძლივად თბილი ურთიერთობის შენარჩუნება გიჭირდებათ და პერიოდულად სურვილი გიჩნდებათ, უმიზეზოდ ეჩხუბოთ, საქმე გაურჩიოთ ან, უბრალოდ, დაუყვიროთ. გირჩევთ, კარგად გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში და გადაწყვეტილება ისე მიიღოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?