23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

22 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ, მოულოდნელად, მსუბუქი თავის ტკივილები და გულისრევის შეგრძნება შეგაწუხებთ. ეცადეთ, თქვენი ყოველდღიური საქმიანობა უფრო მოხერხებული დროისთვის გადადოთ და დაისვენოთ.
კარიერა: წინა კვირას იმდენად გადაიღალეთ, რომ ახლა დასვენების ძალაც კი აღარ გაქვთ. ეცადეთ, სხეულს მოდუნების საშუალება მისცეთ. თქვენთვისაც და მისთვისაც ეს ახლა ძალიან აუცილებელია.
სიყვარული: ახალი ნაცნობობისთვის არახელსაყრელი დღეა, იმიტომ, რომ ეს ძველთან გარდაუვალ პრობლემებს შეგიქმნით. თქვენს მეორე ნახევარში ამ დღეს ნამდვილი ოტელო გაიღვიძებს, რომელსაც შეუძლია, ქუჩაში მდგარ ლამპიონებზეც კი იეჭვიანოს. ამასთანავე, სრულიად სერიოზულად.



კურო

ჯანმრთელობა: მიენდეთ საკუთარ ინტუიციას. ის გიკარნახებთ, რა ზომებს უნდა მიმართოთ, რომ არ დაუშვათ ჯანმრთელობის გაუარესება არც ახლა და არც მომავალში.
კარიერა: მომავლის გრანდიოზული გეგმები გაქვთ? სავარაუდოდ, ამ საკითხის განხილვა მოგიწევთ ადამიანთან, რომელიც ასეთ საკითხებში ხშირად გეხმარებათ. ამის შემდეგ შეგიძლიათ, დაისვენოთ. ისეთ პაწაწინა ზეიმებს, როგორიცაა კინოსა და თეატრში წასვლა, მეგობრებთან ფინჯან ყავასთან შეხვედრა და ა.შ. ზიანი ჯერ არავისთვის მოუტანია.
სიყვარული: ისეთი განცდა გაქვთ, რომ თქვენი ცხოვრებისეული რიტმი საგრძნობლად აჩქარდა და ყველა საქმის მოსასწრებად 24 საათი აღარ გყოფნით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საყვარელი ადამიანისთვის გაცილებით ნაკლები დრო დაგრჩებათ, რაც არცთუ ისე კარგია. იქნებ, სიყვარულისთვის რაღაცის დათმობა შეძლოთ?



ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ხვალ ძველი და, თქვენი აზრით, უკვე მოგვარებული პრობლემები თავს შეგახსენებთ. დამოკლეს მახვილი განსაკუთრებით იმათ თავზე დაეკიდება, ვინც პროფილაქტიკურ ღონისძიებებს არ აღიარებს და ორგანიზმის მიერ გამოგზავნილ სიგნალებს გულგრილად ეკიდება. იმედია, ეს თქვენ არ ხართ.
კარიერა: ხვალ ჩვეულზე ნაკლები პირდაპირობა გმართებთ. დიპლომატიის სასწაულებს თქვენგან არავინ ელის, თუმცა ეცადეთ, უფრო თავაზიანი და მომღიმარი იყოთ. თავადაც ნახავთ, როგორ გაამართლებს.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სილამაზის სალონში შეხვიდეთ და ვარცხნილობა მოიწესრიგოთ. იმიჯის შესაცვლელად უფრო რადიკალურ ზომებსაც შეგიძლიათ, მიმართოთ - „ჩართეთ“ ფანტაზია და თუ საჭირო გახდა, რჩევის მიღებაც არ დაიზაროთ.



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: შესაძლოა, ხვალ უმიზეზო ფორიაქმა და შიშებმა შეგაწუხოთ. ყველაფერთან ერთად, უძილობაც გექნებათ, ამიტომ ძილის წინ დამამშვიდებელი აბაზანა და ბალახის ჩაი არ გაწყენდათ.
კარიერა: ხვალ ოჯახური პრობლემებისა და ურთიერთობების მოგვარება მოგიწევთ, თუმცა ეს ამად ღირს. თქვენ ხომ გჭირდებათ გვერდით ადამიანი, რომელიც შეძლებს, მოგისმინოთ და გაგიგოთ? მაშინ ისე მოიქეცით, რომ ამ ადამიანს პრობლემები თავიდან ააცილოთ.
სიყვარული: ხვალ საბოლოოდ გაერკვევით, უნდა გქონდეთ თუ არა თქვენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა. თუმცა სანამ მიღებული გადაწყვეტილების ცხოვრებაში რეალიზებას შეუდგებით, არ დაგავიწყდეს ამ თემაზე თქვენს მეორე ნახევართან გასაუბრება.



ლომი
ჯანმრთელობა: 
ერთი დღე მაინც გამონახეთ ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის. რა იცით, იქნებ მოგეწონოთ კიდეც.
ბიზნესი: იმდენად მიდრეკილი ხართ არაადეკვატური და გაუაზრებელი გადაწყვეტილებებისკენ, რომ ხვალ თქვენთან საქმის დაჭერა სახიფათოა. ეცადეთ, ნერვული დაძაბულობა მოიხსნათ და ცხოვრებას უფრო მარტივად შეხედოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი მეორე ნახევრის გამო სრულიად უმიზეზოდ შეგრცხვებათ. თქვენი ქვეცნობიერი გკარნახობთ, რომ არასწორად იქცევა, საუბრობს და მოქმედებს. სავარაუდოდ, თქვენი ქვეცნობიერი იტყუება. ასე რომ, მისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა არ ღირს.



ქალწული
ჯანმრთელობა: 
ქალწულებმა ვარჯიშის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან ხვალ ტრავმის მიღების ან მყესის დაჭიმვის დიდი რისკია.  ეცადეთ, გამოცდილი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ ივარჯიშოთ.  
კარიერა: ხვალ ზედმეტად გაერთობით ისეთი თემებით, რომლებსაც თქვენს უშუალო ვალდებულებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. გართობა და დასვენება მშვენიერი რამაა, თუმცა ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და საქმეზე გადაერთოთ.
სიყვარული: მიხვდებით, რომ იმის მიუხედავად, როგორ იქცევა, რას აკეთებს და რას წარმოადგენს თქვენი გულის ვარდი, მაინც ყველაფერს გირჩევნიათ. თქვენს წარმოდგენებში იმდენად შორს წახვედით, რომ კრიტიკული აზროვნების მისხალიც არ შეგრჩათ. ეცადეთ, ობიექტურობა შეინარჩუნოთ.



სასწორი
 
ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, განთავისუფლდეთ ნეგატიური ემოციებისგან, რადგან გამუდმებულმა თვითკონტროლმა შეიძლება, სერიოზულად დააზარალოს თქვენი ჯანმრთელობა და რომელიმე დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს.
კარიერა: ეცადეთ, თქვენთვის მონდობილ საქმეში დახმარება არავის სთხოვოთ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ადამიანმა, რომელიც დახმარებას დაგპირდათ, გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, თქვენამდე მოსვლა ვერ მოახერხა. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება საქმის დამოუკიდებლად გაკეთება ვეღარ მოასწროთ. 
სიყვარული: ზედმეტი პრინციპულობა ხელს გიშლით მიაღწიოთ მთავარ მიზანს - დაიყოლიოთ საყვარელი ადამიანი, ისე მოიქცეს, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ. გირჩევთ, მეტი წინდახედულება და ტაქტი გამოიჩინოთ. იღბალი მხოლოდ ამ შემთხვევაში გაგიღიმებთ და ყველა წამოწყება ისეთი შედეგით დამთავრდება, როგორზეც ოცნებობთ.



მორიელი

ჯანმრთელობა: 
მორიელებო, იზრუნეთ კუჭზე, რადგან ამ დღეებში შესაძლებელია გასტრიტის გართულება. გირჩევთ, მიირთვათ სხვადასხვა მსუბუქი სუპი, ფაფები და გვირილას ჩაი.
კარიერა: ხვალ სკეპტიკურობისა და პესიმიზმისგან განთავისუფლება უნდა შეძლოთ, თორემ ახლობელი ადამიანის კეთილგანწყობას დაკარგავთ. გიხაროდეთ ყოველი ახალი დღის გათენება, რადგან ის აღარასოდეს განმეორდება. აჩუქეთ საკუთარ თავს საჩუქრად ის, რაზეც დიდხანს ოცნებობთ. იმ შემთხვევაში თუ თქვენი ოცნება ძალიან ძვირფასია, დაიანგარიშეთ, რა უნდა გააკეთოთ თანხის მოსაგროვებლად. დაისახეთ მიზანი და მას აუცილებლად მიაღწევთ.
სიყვარული: აპრილი თქვენი თვეა და ამაში სულ მალე კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. იღბალი პირდაპირ თქვენკენ მოდის, მთავარია, ხელიდან არ გაუშვათ. ნუ მოგერიდებათ, ღიმილით უპასუხოთ გამვლელთა გულწრფელ ღიმილს. აჩუქოთ სითბო და სიხარული ახლობელ ადამიანებს და  ამით თავადაც კმაყოფილი დარჩებით.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება, თუ ხვალ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას დაიწყებთ. გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ მსუბუქ და ნაკლებად ცხიმიან საკვებს. 
კარიერა: რატომღაც ძალიან მოგინდებათ,  გვერდით გადადოთ ყველა სამსახურებრივი საქმე და ოჯახური სიმყუდროვე შეიგრძნოთ, თუმცა ნუ იჩქარებთ: ხვალ ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გელით და შედეგების პროდუქტიულობა მთლიანად თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული.
სიყვარული: თქვენი ქმედებები ლოგიკას მოკლებული და არათანმიმდევრულია, რაც თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან აღიზიანებს. ეცადეთ, ყველაზე ალოგიკური და არაადეკვატური საქციელის შესახებ ვერაფერი გაიგოს, თორემ შედეგები ორივესთვის არასასიამოვნო იქნება.



თხის რქა

ჯანმრთელობა: 
კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას, ყურადღებისა და სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ საკუთარ კანს ზიანი მიაყენოთ. ეცადეთ, მხოლოდ სოლიდური ფირმების პროდუქცია შეიძინოთ და საკუთარ თავზე ექსპერიმენტები არ ატაროთ.
კარიერა: რთული არჩევანი გელით, რომელიც მთლიანად შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას პროფესიულ საქმიანობასა და სამუშაო ადგილთან. შესაძლოა, უკვე მეორე დღეს, ყველაფერი საპირისპირო მიმართულებით შეიცვალოს, თუმცა ამის შესახებ თქვენთვის ჯერ არავის უცნობებია. 
სიყვარული: თხის რქებო, თქვენი საქმეები მშვენივრად მიდის. უახლოეს ხანებში ოჯახთან ერთად დასასვენებლად ან სამოგზაუროდ წასვლას თუ აპირებთ, მზადება ხვალვე უნდა დაიწყოთ. ეს იმის გარანტიაა, რომ თქვენი გეგმები საუკეთესოდ შესრულდება.



მერწყული
ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება, თუ მერწყულები იმუნიტეტის გაძლიერებაზე ზრუნვას დაიწყებენ, რადგან უახლოეს ხანებში ინფექციის შეძენის რისკი იზრდება. ფრთხილად იყავით და თავი შორს დაიჭირეთ ვირუსიანი ადამიანებისგან. 
კარიერა: ახალი საქმეების დასაწყებად არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია მცირე დანაკარგიც. ამიტომ რაიმე უმნიშვნელო და უბრალო საქმიანობით დაკავდით, რაც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს და გავლენას არ ახდენს სიტუაციაზე. ბოლოს და ბოლოს, საოჯახო საქმეებს მიხედეთ. სამსახურებრივი კი უკეთესი დროისთვის გადადეთ.
სიყვარული: ვარსკვლავები ამტკიცებენ, რომ თქვენი ბიუჯეტი საკმაოდ ძვირფასი და პირადი ნივთის ხარჯზე შემცირდება. ნივთი იმდენად პირადია, რომ ამის შესახებ თქვენი მეორე ნახევარიც საკმაოდ გვიან გაიგებს. არ ინერვიულოთ. ადრეც რომ გაიგოს, ამით არაფერი დაშავდება - თქვენს გადაწყვეტილებას სრული გაგებით მოეკიდებიან.



თევზები
ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, ხვალ თქვენი საკმაოდ შერყეული ჯანმრთელობისთვის მოიცალოთ. გირჩევთ, ნერვები დაზოგოთ და თავშეკავება შეინარჩუნოთ. ამ შემთხვევაში, სამომავლო უსიამოვნებებს თავიდან აიცილებთ. 
კარიერა: ზედმიწევნით ხელსაყრელი დღეა სტარტისთვის - თქვენი მოღვაწეობის რომელ სფეროსაც არ უნდა ეხებოდეს. ხვალ ახალი პროექტის პრეზენტაცია იმაზე წარმატებული იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. 
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს ხანგრძლივად და დაბეჯითებით მოუწევს თქვენთვის რაღაც, მისი აზრით, ძალიან მარტივი ჭეშმარიტების ახსნა. რთული და ჩახლართული განმარტებიდან რაღაც მაინც თუ გაარკვიეთ, გილოცავთ! თქვენი მონდომება დაუფასებელი არ დარჩება.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?