28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 მაისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი

ჯანმრთელობა: ხვალ ენერგიით აღივსებით და მშვენიერ ხასიათზე იქნებით, ამიტომ აქტიური დასვენება ძალიან მოგიხდებათ. თამამად დაიწყეთ ახალი და დაასრულეთ ძველი საქმეები.


კარიერა: იმ ვერძებს, რომლებიც რაღაც ფორმით უძრავ ქონებასთან არიან დაკავშირებული, ძალიან გაუმართლებთ. ყურადღებით იყავით და სწრაფად იმოქმედეთ, რომ საინტერესო და მომგებიანი საქმე არ გამოგეპაროთ.


სიყვარული: თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის სრული გაგება და ჰარმონიაა. მას არ სჭირდება თქვენთვის რაღაცის მტკიცება, რადგან ერთმანეთის უთქმელად გესმით.


 


კურო
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის მხრივ, ყველაფერი შესანიშნავად გაქვთ. გამონაკლის შემთხვევაში, დაუდევრობის გამო, შეიძლება  წვრილმანმა პრობლემამ შეგაწუხოთ და ისიც მცირე ხნით.


კარიერა: ხვალ საკუთარი დიპლომატიური შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოავლინოთ, რომ „არც მწვადი დაწვათ და არც შამფური“. სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს.


სიყვარული: წამით დაივიწყეთ გრძნობის შესახებ, რომელიც საყვარელ ადამიანთან გაკავშირებთ და გვერდიდან, უცხო თვალით შეხედეთ. შესაძლოა, ეს მის უკეთ გაგებასა და იმის დანახვაში დაგეხმაროთ, რასაც ვარდისფერი სათვალის მიღმა ვერ ხედავდით. ზოგჯერ ესეც საჭიროა.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
მკურნალობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღოთ, თუ სრულ ინფორმაციას ფლობთ და ყველა ვარიანტი გააზრებული გაქვთ. ხვალ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია.  


კარიერა: გარემოება გაიძულებთ, გვერდით გადადოთ სახლის საქმეები, დაივიწყოთ დასვენება და მთელი ძალები სამსახურს მოახმაროთ. ამის აცილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ მობილური გამორთული გაქვთ და თქვენი პოვნა შეუძლებელია.


სიყვარული: საუკეთესო იდეები, საყვარელ ადამიანთან გართობის შესახებ, დაღამებისას მოგივათ თავში. ანუ იმ დროს, როცა ის არაქათგამოცლილი და დაქანცულია. ეცადეთ, ეს იდეები მომდევნო დღეს უკეთ გამოიყენოთ.


 


კირჩხიბი


ჯანმრთელობა: იდეალური ფიგურაც რომ გქონდეთ და კალორიებს კალკულატორით ითვლიდეთ, განტვირთვა მაინც არ გაწყენდათ. ეს დღე კი ამისთვის ზედმიწევნით შესაფერისია.


კარიერა: ეს დღე დიდხანს დაგამახსოვრდებათ. თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გეგმების რადიკალურად შეცვლა მოგიწევთ. ყველაფერი, რის გაკეთებაც ახლა გიწევთ, უკიდურესად სასწრაფოა, სამაგიეროდ ამ საათებს ტყუილად დაკარგულს ვერ უწოდებთ.


სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის გულისკენ მიმავალი გზა აშკარად კუჭზე გადის და ეს ხვალ განსაკუთრებით შესამჩნევია. თუ არ გინდათ, მთელი დღე სამზარეულოში იტრიალოთ და გემრიელი საჭმელები ამზადოთ, თქვენი გაუმაძღარი ბედნიერების რესტორანში წაყვანა მოგიწევთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, ღამით ბევრი სითხე არ მიიღოთ და ბალიშიც მაღალი და კომფორტული შეარჩიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება შეშუპებული სახით გაიღვიძოთ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტების გამოყენება რეკომენდებული არაა.


კარიერა: ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ. მით უმეტეს, რომ სასურველ შედეგს მაინც ვერ მიიღებთ და ნერვებსაც დაიზიანებთ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ რეპუტაციასაც შეილახავთ - არავინ დაიჭერს საქმეს დანევროზებულ ადამიანთან, როცა მისი კონკურენტი მშვიდი და გაწონასწორებულია.


სიყვარული: ის დროა, სპორტით დაკავდეთ. ნუ მიიღებთ ვარჯიშს, როგორც მოსაწყენ აუცილებლობას, როცა შეიძლება, ის მთელი ოჯახისთვის შესანიშნავ თამაშად აქციოთ. სასურველია, ამ თამაშში ბავშვები და მეუღლეც ჩართოთ. სავარაუდოდ, ვარჯიშის სახეობაზე დიდხანს ფიქრი არ მოგიწევთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ თქვენს მცდელობას სასურველი შედეგი არ მოაქვს, მკურნალობის შეწყვეტაზე არ იფიქროთ. რაღაც პერიოდის შემდეგ, თქვენი მონდომება აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.


კარიერა: კარგი იქნება, თუ განტვირთვის დღეს მოიწყობთ და კვების მოწესრიგებაზე იზრუნებთ. თუ მენიუს სწორად შეარჩევთ და საჭირო რაოდენობის ვიტამინებს მიიღებთ, სამუშაო კვირას მხნედ და ენერგიულად შეხვდებით. ეს კი აუცილებლად დაგჭირდებათ, რადგან არცთუ ისე ადვილი კვირა გელით.


სიყვარული: საყვარელი ადამიანი ცდილობს, განწყობა აგიმაღლოთ. მშვენიერი ინიციატივაა, რასაც აუცილებლად მხარი უნდა დაუჭიროთ და მისი მონდომება დაუფასებელი არ დატოვოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
თქვენი ორგანიზმი თუთიასა და მაგნიუმს საჭიროებს, ამიტომ ეცადეთ, რაციონში ისეთი პროდუქტები ჩართოთ, რომლებიც ამ ელემენტებს შეიცავს. კარგი იქნება, თუ ამ დღეს საკუთარ თავს ზღვის პროდუქტებით გაანებივრებთ.


კარიერა: იმისთვის, რომ ყველა საქმეს წარმატებით გაუმკლავდეთ, სამუშაო დღის გეგმა შეადგინეთ და ეცადეთ, გრაფიკს არ ასცდეთ. წესრიგსა და დისციპლინას თუ მიეჩვევით, გაცილებით ოპერატიულად იმოქმედებთ. 


სიყვარული: ხვალ თქვენი მეორე ნახევარი ყველაფერში, რაც უშუალოდ მას არ ეხება, ხელს გიშლით. ამიტომ, როცა სამუშაოს დაგეგმვას დაიწყებთ, ეცადეთ, მესამედით მაინც შეამციროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საყვარელ ადამიანთან კამათი გარდაუვალია. ეს კი არაფერში გჭირდებათ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: 
მორიელებო, თუნდაც ერთი საათი დაუთმეთ სახლის დასუფთავებასა და მოწესრიგებას. გადაწმინდეთ მტვრები, გამოხვეტეთ სახლის კუთხეები და გაასუფთავეთ ხალიჩა. ეს დიდ დროს არ წაგართმევთ, სამაგიეროდ, გაცილებით თავისუფლად ისუნთქავთ. 


კარიერა: ხვალ თქვენს საქმიანობაში მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ცვლილებები. შესაძლოა, თქვენი სამუშაო უფრო მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გახდეს. სამაგიეროდ, კოლეგებთან ურთიერთობებში განცდილმა წარუმატებლობამ შეიძლება თქვენს თავმოყვარეობას მტკივნეული დარტყმა მიაყენოს.


სიყვარული: ეცადეთ, რომ ხვალ საყვარელი ადამიანი ყველა სახის საქმიანობისგან გაათავისუფლოთ. გასაგებია, რომ ასეთ საქმიანობას საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს, მაგრამ ხვალ ვალდებულებების გარეშე თავს უკეთ იგრძნობს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
გადაწყვიტეთ, რომ დიეტოლოგისა და ექიმის რჩევებს დაუჯეროთ და სწორად იკვებოთ? მშვენიერია, მაგრამ ეცადეთ, კვების ახალ რეჟიმზე ძალიან სწრაფად და მკვეთრად არ გადახვიდეთ. 


კარიერა: გირჩევთ, საქმიანი (და სხვა სახის) შეხვედრები გადადოთ და სავარძელში მშვიდად მოკალათდეთ. სჯობს, თავით იმუშაოთ, ვიდრე ფეხები დაღალოთ.


სიყვარული: კალენდარში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, მაგრამ პირად ცხოვრებაში როგორც არ უნდა ეცადოთ, ხვალ ვერაფრის შეცვლას ვერ მოახერხებთ. შეგიძლიათ, უბრალოდ, მოდუნდეთ და დინების მიმართულებით გაცუროთ: დინება აუცილებლად გაგრიყავთ სადმე, საინტერესო ადგილას.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
გამუდმებული სტრესების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან დიდია არტერიული წნევის აწევისა და გულის პრობლემების გამწვავების ალბათობა.


კარიერა: ეცადეთ, გაუგოთ პარტნიორს ან კოლეგას, რომელმაც პირადი პრობლემის შესახებ გიამბოთ. კოლეგებთან და, ზოგადად, ადამიანებთან კეთილი ურთიერთობები სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ. 


სიყვარული: ძალიან გიჭირთ ამჟამინდელ და ძველ სიყვარულს შორის არჩევანის გაკეთება. თითქოს წარსულსა და აწმყოს შორის ხართ გაჭედილი და ვერ გაგიგიათ, საით წახვიდეთ. მოსაფიქრებლად დრო საკმარისად გაქვთ. თქვენს განკარგულებაში დაახლოებით ერთი კვირაა.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
ხვალ მერწყულებს არავითარი დაბრკოლება და ბარიერი არ შეაფერხებთ. ამიტომ იქნებ, ექიმთან ვიზიტის დრო გამონახოთ და საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგათ. 


კარიერა: ოცნებობთ, გქონდეთ საკუთარი კაბინეტი, რომლის გზა არავინ იცის, სადაც არ დგას ტელეფონები და შეიძლება მშვიდად, წვრილმან საქმეებზე მოცდენის გარეშე გადაწყვიტოთ ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა. იქნებ, ამ ოცნების რეალიზებაზეც იფიქროთ? 


სიყვარული: სასიამოვნო ადამიანთან დროს მშვენივრად გაატარებთ, თუმცა ეცადეთ, ზღვარს არ გადახვიდეთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ მის მიმართ რაღაც გრძნობა გაქვთ. ხვალ ყველა ექსპერიმენტი წარუმატებლობისთვისაა განწირული და შეიძლება ამ ადამიანის თქვენი ცხოვრებიდან გაქრობით დამთავრდეს. ეცადეთ, თავშეკავებულად და ფრთხილად იმოქმედოთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენთვის დასვენების იდეალური ვარიანტი აქტიური გართობა იქნება, მაგრამ, თუ ამის ძალა არ გაქვთ და უბრალოდ, დივანზე ნებივრობა გირჩევნიათ, ასეც მოიქეცით. შესაძლოა, ეს ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.


კარიერა: ძალიან დაღლილი ხართ იმისთვის, რომ პირველობისთვის ბრძოლა გააგრძელოთ. რამდენიმედღიანი დასვენება გჭირდებათ, რომ ფინიშამდე მისული არ წაიქცეთ. ერიდეთ ჭორიკანა და ინტრიგან ადამიანებს და ეცადეთ, ყველასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. 


სიყვარული: ეცადეთ, მაქსიმალურად ადეკვატურად მიიღოთ ყველა სიტყვა, რომელსაც საყვარელი ადამიანი გეტყვით. შესაძლოა, ისინი სასიამოვნო არ იყოს ან იმას არ გულისხმობდეს, რის გაგებაც გინდათ, მაგრამ, რაც უფრო უკეთ ჩასწვდებით მათ მნიშვნელობას, მით უკეთ აეწყობა მეორე ნახევართან თქვენი სამომავლო ურთიერთობა.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?